აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

ტელეფონი: (+995) 551 08 09 84

ელ.ფოსტა: contactus@mhsa.gov.ge

მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი №16, სართული 6, 0186, თბილისი, საქართველო

 

2024 წლის პროგრამები

 ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილთა ამბულატორიული დახმარების პროგრამა (9 ქვეპროგრამა)

 

1. ბავშვთა და მოზრდილთა რეაბილიტაცია:

მომსახურება მოიცავს:

  • ფიზიკური თერაპია  (ვარჯიში, მასაჟი);
  • ჰიდროკინეზო თერაპია;
  • აპარატურული ფიზიოთერაპია;
  • ბინაზე მომსახურება.

ქვეპროგრამა ითვალისწინებს: რეაბილიტაციის 1 კურსი შედგება 20 სეანსისგან და ითვალისწინებს არჩევითად (საჭიროებისამებრ) ფიზიკურ თერაპიას (მასაჟი, ვარჯიში), აპარატურულ ფიზიოთერაპიას, ჰიდროკინეზოთერაპიას.

პროგრამით მოსარგებლეები: ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილი პირი.

2. კლინიკურ-ლაბორატორიული  კვლევები:

  • ლაბორატორიული  კვლევები;
  • ენდოსკოპიური კვლევები;
  • ინსტრუმენტული კვლევები;

ქვეპროგრამა ითვალისწინებს: ბენეფიციარისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ეპიზოდი (კონკრეტული შემთხვევა) ფინანსდება თანადაფინანსების გზით ქვეპროგრამით დამტკიცებული ლიმიტის ფარგლებში. 

პროგრამით მოსარგებლეები: ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილი პირი.

3. ბავშვთა და მოზრდილთა სტომატოლოგია:

ბავშვთა სტომატოლოგიური მომსახურება:

  • თერაპიული და ქირურგიული მომსახურების დაფინანსება  ბავშვებში;
  • ზედა და ქვედა ყბის პლასმასის მოსახსნელი პროტეზით მომსახურება მოზრდილებში.

ქვეპროგრამა ითვალისწინებს: ბენეფიციარისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ეპიზოდი (კონკრეტული შემთხვევა) ფინანსდება ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ  სამედიცინო დაწესებულებასთან გაფორმებული  ხელშეკრულების საფუძველზე. 

პროგრამით მოსარგებლეები: ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილი, რომელიც არის სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ან/და მრავალშვილიანი (4+) ოჯახის წევრი.

4. მხედველობის ორგანოს სკრინინგი:

    • ექიმ-სპეციალისტის კონსულტაცია (მხედველობის სიმახვილის განსაზღვრა (რეფრაქციის დადგენა, რეფრაქტომეტრია), ტონომეტრია, წინა და უკანა საკნების ოფთალმოსკოპია);
    • რქოვანას ტოპოგრაფია;
    • ოპტიკურ-კოჰერენტული ტომოგრაფია;
    • კომპიუტერული პერიმეტრია.

ქვეპროგრამა ითვალისწინებს: ბენეფიციარისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ეპიზოდი (კონკრეტული შემთხვევა) ფინანსდება ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ სამედიცინო დაწესებულებასთან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე.  

პროგრამით მოსარგებლეები: ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილი პირი.

5. რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხელშეწყობა:

  • დადასტურებული უშვილობის დიაგნოზის მქონე პაციენტთა ხელოვნურ განაყოფიერებასთან დაკავშირებული მომსახურების თანადაფინანსება;

ქვეპროგრამა ითვალისწინებს: ბენეფიციარისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ეპიზოდი (კონკრეტული შემთხვევა) ფინანსდება თანადაფინანსების გზით ქვეპროგრამით დამტკიცებული ლიმიტის მიხედვით.

პროგრამით მოსარგებლეები: დადასტურებული უშვილობის დიაგნოზის მქონე აფხაზეთიდან დევნილი პირი;

6. აფხაზეთიდან დევნილთა მრავალპროფილური სკრინინგი:

  • სხვადსხვა პროფილის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ ბენეფიციართა ადგილზე გამოკვლევა;

ქვეპროგრამის მიზანია:  აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის   სხვადასხვა დარღვევათა ადრეული დიაგნოსტიკა და  შემდგომი მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა.

ქვეპროგრამა ითვალისწინებს:  თბილისსა და რეგიონებში (სამეგრელო-ზემო სვანეთი,  იმერეთი,  აჭარა, კახეთი, ქვემო ქართლი და სამცხე-ჯავახეთი) გასვლით სამედიცინო პროფილაქტიკურ გასინჯვებს.

პროგრამით მოსარგებლეები: ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილი პირი.

7. ონკოპაციენტთა სამედიცინო მომსახურება:

  • მედიკამენტური (ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, იმუნოთერაპია და ა.შ) მკურნალობის   თანადაფინანსება;
  • სხივური თერაპიის თანადაფინანსება;
  • რადიოაქტიური იოდით მკურნალობის თანადაფინანსება;
  • ავთვისებიანი სიმსივნის გენეტიკური კვლევის თანადაფინანსება:
  • ბიოფსია და მასთან დაკავშირებული მომსახურებები.

ქვეპროგრამა ითვალისწინებს: ბენეფიციარისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ეპიზოდი (კონკრეტული შემთხვევა) ფინანსდება ქვეპროგრამით დამტკიცებული ლიმიტის ფარგლებში თანადაფინანსების გზით.

პროგრამით მოსარგებლეები: ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილი პირი.

8. ბავშვთა აბილიტაცია:

  • ოკუპაციური თერაპია;
  • ქცევითი თერაპია
  • მეტყველების თერაპია;
  • ფსიქოთერაპია.

ქვეპროგრამის მიზანია: განსაკუთრებული საჭიროების მქონე 2-დან 16 წლამდე ასაკის პირთა ფსიქო-მოტორული ჯანმრთელობის გაუმჯობესების, ადაპტაციური შესაძლებლობების გაძლიერებისა და საზოგადოებაში სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა.

ქვეპროგრამა ითვალისწინებს: აბილიტაციის ერთი კურსი შედგება 20 სეანსისგან (10 დღე) და მოიცავს (დანიშნულებისამებრ) ოკუპაციურ ან/და ქცევით ან/და მეტყველების ან/და ფსიქოლოგიურ თერაპიას.

პროგრამით მოსარგებლეები: ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან 2-დან 16 წლამდე ასაკის  დევნილი პირი.

9. მაღალტექნოლოგიური კვლევები:

  • მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია;
  • კომპიუტერული ტომოგრაფია;
  • პოზიტრონულ- ემისიური ტომოგრაფია (PET/CT);
  • სცინტიგრაფია.

ქვეპროგრამა ითვალისწინებს: ბენეფიციარისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ეპიზოდი (კონკრეტული შემთხვევა) ფინანსდება ქვეპროგრამით დამტკიცებული ლიმიტის ფარგლებში თანადაფინანსების გზით და  ითვალისწინებს  გამოკვლევას პაციენტის მიერ შერჩეულ კლინიკაში.   

პროგრამით მოსარგებლეები: ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილი პირი.

 

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილთა სტაციონარული მომსახურების პროგრამა (3 ქვეპროგრამა)

 

1. დიაგნოსტიკისა და სტაციონარული მომსახურების თანადაფინანსების ხელშეწყობა:

  • დიაგნოსტიკისა და სტაციონარული მომსახურების თანადაფინანსება.

ქვეპროგრამა ითვალისწინებს: როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში მცხოვრებ დევნილთა მომსახურების დაფინანსებას. ბენეფიციარისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ეპიზოდი (კონკრეტული შემთხვევა) ფინანსდება  თანადაფინანსების გზით ქვეპროგრამით დამტკიცებული ლიმიტის მიხედვით.

პროგრამით მოსარგებლეები: ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილი პირი.

2. ტრანსპლანტაციასთან დაკავშირებული სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება:

  • ღვიძლის ტრანსპლანტაციასთან დაკავშირებულლი გამოკვლევები ;
  • თირკმლის ტრანსპლანტაციასთან   დაკავშირებულლი გამოკვლევები;
  • ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციასთან   დაკავშირებულლი გამოკვლევები.

ქვეპროგრამა ითვალისწინებს: ბენეფიციარისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ეპიზოდი (კონკრეტული შემთხვევა) ფინანსდება ქვეპროგრამით დამტკიცებული ლიმიტის ფარგლებში თანადაფინანსების გზით და  ითვალისწინებს  მომსახურებას პაციენტის მიერ შერჩეულ კლინიკაში. 

პროგრამით მოსარგებლეები: ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილი პირი.

3. საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსება:

ქვეპროგრამის მიზანია: აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილთა საზღვარგარეთ მკურნალაობაზე  ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. 

ქვეპროგრამა ითვალისწინებს: აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილთა საზღვარგარეთ მკურნალობა იმ შემთხვევაში,    თუ  შესაბამისი დარგის პროფესიული ასოციაციის ან ექსპერტის წერილობითი დასკვნა  დაადასტურებს, რომ მოთხოვნილი სამედიცინო სერვისის  მიღება საქართველოში  შეუძლებელია საქართველოს სამკურნალო დაწესებულებებში სერვისის  არარსებობის გამო ან/და პირისათვის სერვისის/საჭიროების მიღება რეკომენდებულია საზღვარგარეთ. ბენეფიციარისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ეპიზოდი (კონკრეტული შემთხვევა) ფინანსდება ქვეპროგრამით დამტკიცებული ლიმიტის ფარგლებში თანადაფინანსების გზით და  ითვალისწინებს  მომსახურებას პაციენტის მიერ შერჩეულ კლინიკაში.   

პროგრამით მოსარგებლეები: ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილი პირი, რომელთა აუცილებელი სამედიცინო მომსახურება ვერ ხერხდება საქართველოს სამკურნალო დაწესებულებებში სერვისის საქართველოში არარსებობის გამო ან/და პირისათვის სერვისის/საჭიროების მიღება რეკომენდებულია საზღვარგარეთ; სპეციალისტი/ექსპერტის დასკვნის შესაბამისად და საჭიროებს საზღვარგარეთ  სამედიცინო მომსახურების თანადაფინასებას.    

 

პროგრამის ფარგლებში დაფინანსებისას უპირატესობა ენიჭება შემდეგ პრიორიტეტულ ჯგუფებს:

  • სოციალურად დაუცველი პირი;
  • შშმ სტატუსის მქონე პირი;
  • 18 წლამდე ასაკის პირი;
  • ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები პირი;
  • ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები;
  • პენსიონერი;
  • მარჩენალდაკარგული სტატუსის მქონე პირები, მათ შორის, ომში დაღუპულის ოჯახის წევრი (მეუღლე).

 

აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებთან კოორდინაციის სააგენტო (4 ქვეპროგრამა)

 

1. ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე  პირთა საკონსულტაციო-სადიაგნოსტიკო მომსახურების ანაზღაურების პროგრამა:

ქვეპროგრამის მიზანია: ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირთა სამედიცინო მომსახურების (ექიმის კონსულტაცია და ამბულატორიული კვლევები) დაფინანსების უზრუნველყოფა  შესაბამისი ლიმიტის ფარგლებში.

პროგრამით მოსარგებლეები: ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირები.

2. სარიტუალო მომსახურების ანაზღაურების პროგრამა:

ქვეპროგრამის მიზანია: საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გარდაცვლილ ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეთა სარიტუალო მომსახურება და ტრანსპორტირება ენგურის ხიდამდე (რუხი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი). 

პროგრამით მოსარგებლეები: ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირები.

3. ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები, მოქალაქეობის არმქონე პირთა სარეაბილიტაციო მომსახურება:

ქვეპროგრამის მიზანია: ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები, მოქალაქეობის არმქონე პირების სარეაბილიტაციო მკურნალობის ანაზღაურებას, რომელიც არ ფინანსდება რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამით.  

პროგრამით მოსარგებლეები: ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირები.

4. ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირთა რეფერალური მომსახურების თანადაფინანსება:

ქვეპროგრამის მიზანია: რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე ბენეფიციარებისთვის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში. განსაკუთრებით მძიმე პაციენტთა ტრანსპორტირება ენგურის ხიდამდე. 

პროგრამით მოსარგებლეები: ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირები.

 

ელ.ფოსტა: acmi.abkhazia@gmail.com

ტელეფონი: (+995) 577 09 25 51

მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზ. №16, სართული 6, თბილისი, საქართველო

ზემო აფხაზეთის წარმომადგენლობა

ელ.ფოსტა: zemoafxazeti@gmail.com, nugpipia@gmail.com

მისამართი: თამარაშვილის ქ. 15ა, პირველი სართული. 0186, თბილისი, საქართველო

საკონტაქტო პირი: ნუგზარ ფიფია 577 092 472

 

 

დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელებისას ზემო აფხაზეთიდან იგპ–თა სოციალური უზრუნველყოფის პროგრამა

 

პროგრამა  ითვალისწინებს ზემო აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი ოჯახების (არაუმეტეს 57 000 სარეიტინგო ქულა) ორ წლამდე ბავშვებისთვის კვების პროდუქტებისა და ჰიგიენის საგნების ერთჯერადი შესყიდვის ვაუჩერის წესით დაფინანსებას და ზემო აფხაზეთიდან დევნილი პენსიონერი და უმუშევარი პედაგოგებისთვის ერთჯერად ფულად დახმარებას.

პროგრამის მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან (ზემო აფხაზეთი) იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილი სოციალურად დაუცველი ოჯახები,  პენსიონერი და უმუშევარი პედაგოგები.

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი

ტელეფონი: (+995 32) 223 40 20

ელ.ფოსტა: justice@abkhazia.gov.ge

მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზირი №17ე, 0186, თბილისი, საქართველო

 

2024 წლის პროგრამები

  1. სამშვიდობო რესურსი - ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მხარდაჭერა

ქვეპროგრამა ითვალისწინებს  აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის კომუნიკაციისა და ურთიერთობების გაძლიერებას და მათ შორის დიალოგის ხელშეწყობას.

ქვეპროგრამის მიზანია შერიგებაზე და ქართულ-აფხაზური საზოგადოების გაერთიანებაზე ორიენტირებული ჰუმანიტარული, სოციალურ-ეკონომიკური, საგანმანათლებლო, კულტურული, კვლევითი, სამართლებრივი დახმარების და სხვა პროექტების განხორციელების ხელშეწყობა; დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა; კონფლიქტით დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის ობიექტური, რეალური ინფორმაციის გაცვლა, სამოქალაქო ჩართულობის მიმართულებით პროექტების ინიციირება და მათი საშუალებით ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გააქტიურება და გაღრმავება.

შემადგენელი კომპონენტები:

  • ტრენინგები, სემინარები, სასწავლო კურსები, მასტერკლასები, საჯარო ლექციები, კონფერენციები საინფორმაციო კამპანიები, გამოფენები;
  • სპორტული და ეკოლოგიური აქციები;
  • „აფხაზეთობის“ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები;
  • ნდობის აღდგენის, შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობისაკენ მიმართული სხვადასხვა აქტივობები.

ბენეფიციართა მიზნობრივი ჯგუფი:

  • აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება;
  • აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები მოქალაქეები;
  • სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

 

  1. მშვიდობის ლაბორატორია

ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქართულ-აფხაზურ საზოგადოებებს შორის  ფართომასშტაბიანი დიალოგის, ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესის  გააქტიურებასა და დინამიურად წარმართვას, რაც კონფლიქტის შედეგად წარმოქმნილი და ხელოვნურად გაღვივებული გაუცხოების დაძლევას, ურთიერთგაგების, ურთიერთპატივისცემისა და მშვიდობიან გარემოში თანაცხოვრების საერთო ინტერესსა და სურვილს ეფუძნება.

ქვეპროგრამის მიზანია ქართული და აფხაზური საზოგადოებების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისა და  კონფლიქტების პრევენციის მიმართულებით ისეთი აქტივობების ხელშეწყობა, რომლებიც მხარს უჭერენ ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოებების გაერთიანებას  და ითვალისწინებენ ისეთი პროექტების ინიციირებას, რომლებიც უფრო დინამიურს გახდის სამშვიდობო პროცესს.

შემადგენელი კომპონენტები:

  • ონლაინ სასწავლო კურსები, პროფესიული სასწავლო კურსები, ტრენინგები;
  • საგანმანათლებლო, საინფორმაციო და სხვადასხვა ტიპის არაფორმალური შეხვედრები;
  • ვებინარები, კონფერენციები;
  • კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიებები;
  • სხვადასხვა სახის კონკურსები.

ბენეფიციართა მიზნობრივი ჯგუფი:

  • აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება;
  • აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირები;
  • სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები;
  • საზღვარგარეთ მცხოვრები დევნილი თანამემამულეები;
  • აფხაზეთის თემატიკით დაინტერესებული ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოება.

 

  1. სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერა

ქვეპროგრამა ითვალისწინებს აფხაზეთის საკითხებზე მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციების, ექსპერტების, აკადემიური წრეების, სხვადასხვა პროფესიული ჯგუფების, სამოქალაქო საზოგადოების, ახალგაზრდებისა და მედიის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების ჩართულობით იმ საჭიროებებსა და ინტერესებზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას, რომლებიც ხელს შეუწყობს აფხაზეთიდან დევნილი და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირების სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერას.

ქვეპროგრამის მიზანია სამოქალაქო ინტეგრაციასთან დაკავშირებით შემუშავებული პროექტების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება და, ამასთანავე, ისეთი პროექტების შემუშავება, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ ცოდნა, აიმაღლონ კომპეტენცია და გაიუმჯობესონ აქტიური მოქალაქეობისათვის საჭირო უნარ-ჩვევები, შეისწავლონ დევნილი მოსახლეობისთვის აქტუალური პრობლემების გადაჭრის სხვადასხვა გზები, მოცემულ, ადგილობრივ რეალობაში მოახდინონ მოსახლეობის მობილიზება და ღონისძიებების ორგანიზება ადგილობრივ დონეზე.

შემადგენელი კომპონენტები:

  • საქართველოს მასშტაბით მოსახლეობის სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებთან შეხვედრების მოწყობა; მათი საჭიროებებისა და ინტერესების იდენტიფიცირება;
  • სამოქალაქო ინტეგრაციის სივრცეების მოწყობა;
  • ვებინარები, კონფერენციები, ტრენინგები, ფორუმები, ვორქშოფები;
  • საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ კულტურათაშორისი საერთაშორისო პროექტების განხორციელება;
  • დეოკუპაციის პოლიტიკის ხელშემწყობი აქტივობების განხორციელება;
  • საქართველოში აკრედიტებული დიპლომატების ჩართულობით ღონისძიებების მოწყობა;
  • შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის მიმართულებით საერთაშორისო პარტნიორებისა და სამოქალაქო საზოგადოებების მიერ გამოთქმული წინადადებებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით პროექტების შემუშავება.

ბენეფიციართა მიზნობრივი ჯგუფი:

  • ქართულ-აფხაზური საზოგადოება;
  • აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება;
  • ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირები;
  • აფხაზეთის თემატიკით დაინტერესებული საზოგადოება;
  • საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი;

 

  1. დიასპორა და დევნილ ემიგრანტთა მხარდაჭერა

ქვეპროგრამა ითვალისწინებს დიასპორულ ორგანიზაციებთან  და დევნილ ემიგრანტებთან ურთიერთობების გაღრმავებას  და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას,  რომლებიც ხელს შეუწყობს დიასპორის, როგორც საერთაშორისო რესურსის გამოყენებას ქართულ-აფხაზურ დიალოგში.

ქვეპროგრამის მიზანია აფხაზეთიდან დევნილ ემიგრანტთა მხარდაჭერის ხელშეწყობა, მათი  პრობლემების იდენტიფიცირება, მათი საჭიროებების შესაბამისად საქმიანობის დაგეგმვა და განხორციელება. ამასთანავე, აფხაზეთის თემატიკის პოპულარიზაცია და აფხაზეთის არაღიარების პოლიტიკის ხელშეწყობა (ამ მიმართულებით მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უნივერსიტეტებთან და სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა).

შემადგენელი კომპონენტები:

  • ტრენინგები, სემინარები, სასწავლო კურსები, მასტერკლასები, საჯარო ლექციები, კონფერენციები, საინფორმაციო კამპანიები;
  • დევნილების საჭიროებებზე ორიენტირებული კვლევები;
  • დევნილ ქალთა გაძლიერების მიმართულებით პროექტები;
  • ქართულ-აფხაზური საერთო ტრადიციების, ისტორიისა და კულტურის პოპულარიზაციის ხელშემწყობი ღონისძიებები.

ბენეფიციართა მიზნობრივი ჯგუფი:

  • აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება;
  • აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები;
  • სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები;
  • საზღვარგარეთ მცხოვრები დევნილი თანამემამულეები;
  • დიასპორული ორგანიზაციები;
  • აფხაზეთის თემატიკით დაინტერესებული საზოგადოება.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

საკონტაქტო პირი - ნიკა ჩერქეზია, +995 511163473

 

 

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო

ტელეფონი: (+995 32) 295 03 24

ელ.ფოსტა: apkhazeti@mes.gov.ge ან meca@abkhazia.gov.ge

მისამართი: დიმიტრი უზნაძის ქუჩა №68, 0101, თბილისი, საქართველო

 

2024 წლის პროგრამები

 

1. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების ცალკეული ლასის/საფეხურის/სემესტრის აღიარება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ახდენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/საფეხურის/სემესტრის აღიარებას.

სამიზნე ჯგუფები: აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის საშუალო სკოლების მოსწავლეები და კურსდამთავრებულები.

საკონტაქტო პირი: ხათუნა შონია 577 09 22 39  

 

2. ქვეპროგრამა - „სასკოლო ინფრასტრუქტურისა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესება“

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჭიროებების გათვალისწინებით დაფინანსების გამოყოფა. 

ქვეპროგრამის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, სასწავლო პირობებისა და გარემოს გაუმჯობესება.

სამიზნე ჯგუფები:  აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული ტერიტორიის გალის რაიონის სკოლები.

საკონტაქტო პირი: ხათუნა შონია 577 09 22 39  

 

3. ქვეპროგრამა - „წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერა“

აფხაზეთიდან დევნილი წარმატებული, ნიჭიერი, საზოგადოებრივად აქტიური სტუდენტი-ახალგაზრდების სწავლების ფინანსური მხარდაჭერა. 

ქვეპროგრამის მიზანი: აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული საქართველოს მოქალაქე, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი ნიჭიერი ახალგაზრდების ფინანსური დახმარება საქართველოსა და უცხოეთის უმაღლეს სასწავლებელში.  

პროგრამის (ქვეპროგრამის) და სერვისის შემადგენელი კომპონენტები

  • საქართველოს უმაღლეს/პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ სტუდენტთა ფინანსური დახმარება
  • უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული სტუდენტების ფინანსური დახმარება

სამიზნე ჯგუფები: განსაკუთრებული მიღწევებით, ნიჭიერებითა და წარმატებებით წარმოჩენილი ახალგაზრდები აფხაზეთიდან:

  • ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტებული პროგრამების სტუდენტები;
  • ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტირებული პროგრამების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტები;
  • ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლოგიური დაწესებულებების აკრედიტირებული პროგრამების რეზიდენტები;
  • ევროკავშირის წევრი  ქვეყნების,  გაერთიანებული სამეფოს,  ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, ავსტრალიის, იაპონიის, შვეიცარიისა და ნორვეგიის უმაღლეს სასწავლებლის პირველი ან მეორე საფეხურის უმაღლეს  საგანმანათლებლო აკრედიტირებული პროგრამის სტუდენტები.

საკონტაქტო პირი: ხათუნა შონია 577 09 22 39  

 

4. ქვეპროგრამა - დისტანციური სწავლების სკოლა“

აფხაზეთის საშუალო და საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის, არაფორმალური დისტანციური განათლების გზით ცოდნისა და უნარების განვითარების შესაძლებლობა.

ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება ორი პროექტი - „ონლაინ საკვირაო სკოლა“ და ონლაინ კლასი - „კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობა“.

ქვეპროგრამის მიზანია გალის რაიონის საშუალო და აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეების არაფორმალურ დისტანციურ განათლებაში ჩართულობის, განათლების დონის ამაღლების, განვითარებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობა. 

სამიზნე ჯგუფები: აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული ტერიტორიის გალის რაიონის სკოლების მოსწავლეები.

საკონტაქტო პირი: ხათუნა შონია 577 09 22 39  

 

5. ქვეპროგრამა - განათლება მომავლისათვის“

ქვეპროგრამა ითვალისწინებს არაფორმალური განათლების  მნიშვნელობის გაძლიერებას  მშვიდობის მშენებლობის საქმეში და წიგნიერების,  განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებებს აერთიანებს.

  • აფხაზური ენის პოპულარიზაცია
  • მასწავლებლის პროფესიის გაძლიერება, მხარდაჭერა  
  • ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა
  • სპორტის განვითარება და პოპულარიზაცია
  • ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული ღონისძიებების მხარდაჭერა
  • არაფორმალური განათლების ხელშეწყობა.

პროგრამის (ქვეპროგრამის) და სერვისის შემადგენელი კომპონენტები

ტრენინგები, საგანმანათლებლო, საინფორმაციო და  სხვადასხვა ტიპის არაფორმალური შეხვედრები, კონკურსები, სპორტული და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობი ღონისძიებები და სხვა.

სამიზნე ჯგუფები:

  • აფხაზეთის საჯარო სკოლებისა და ოკუპირებული ტერიტორიის მოსწავლეები
  • აფხაზეთის საჯარო სკოლებისა და ოკუპირებული ტერიტორიის პედაგოგები
  • აფხაზეთის საჯარო სკოლებისა და ოკუპირებული ტერიტორიის კურსდამთავრებულები
  • აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლეები
  • აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტები
  • ღვაწლმოსილი პედაგოგები
  • სსსმ და შშმ პირები
  • საზოგადოების ფართო მასები.

საკონტაქტო პირი: ხათუნა შონია 577 09 22 39  

 

6. აფხაზური ენის პედაგოგთა ფინანსური მხარდაჭერა

აფხაზური ენის დაცვა, პოპულარიზაცია და განვითარება.

ქვეპროგრამის მიზანია აფხაზური ენის მასწავლებლების ფინანსური დახმარება.

პროგრამის (ქვეპროგრამის) და სერვისის შემადგენელი კომპონენტები

აფხაზური ენის მასწავლებლების ფინანსური მხარდაჭერა.

სამიზნე ჯგუფები: აფხაზეთის საჯარო სკოლების აფხაზური ენის პედაგოგები.  

 

7. სტიპენდიები

„დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები“

ქვეპროგრამა ემსახურება სტუდენტებში აფხაზეთის თემატიკის გააქტიურებას/პოპულარიზაციას,  ინტელექტუალური პოტენციალის განვითარებას. დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიების მოსაპოვებლად ცხადდება კონკურსი.

ქვეპროგრამის მიზანია აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის სტუდენტების მოტივაციის ამაღლება, აფხაზეთის თემის პოპულარიზაცია და ახალგაზრდების მხარდაჭერა.  

 

„აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია“

ქვეპროგრამა ემსახურება ახალგაზრდებში მათემატიკის, გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულების საგნების პოპულარიზაციას. აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად ცხადდება კონკურსი.

ქვეპროგრამის მიზანია მათემატიკის, გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულების დისციპლინების პოპულარიზაცია.

 

„თამაზ ნადარეიშვილის, ლორიკ მარშანიას, გურამ გაბესკირიასა და მიხეილ ჯინჭარაძის სახელობის სტიპენდიები“

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხული სტუდენტების განათლების ხელშეწყობა და წახალისება.

სამიზნე ჯგუფები:

  • აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა) სტუდენტები.
  • მათემატიკის, გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები.
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხული იძულებით გადაადგილებული პირები აფხაზეთიდან.

საკონტაქტო პირი: ხათუნა შონია 577 09 22 39  

 

8. გალის რაიონის სკოლამდელი აღზრდისა და სახელოვნებო სკოლების პედაგოგთა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარება

პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ოკუპირებული გალის რაიონის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისა და მუსიკალური და სამხატვრო სკოლების პედაგოგებისა და ადმინტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარება.

პროგრამის მიზანია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები სკოლამდელი აღზრდისა და სახელოვნებო სკოლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური მხარდაჭერა.

პროგრამის (ქვეპროგრამის) და სერვისის შემადგენელი კომპონენტები: ფინანსური დახმარება

სამიზნე ჯგუფები: გალის რაიონის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების (საბავშვო ბაღები), მუსიკალური და სამხატვრო სკოლების პედაგოგები და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი.

საკონტაქტო პირი: ხათუნა შონია 577 09 22 39  

 

9. პროფესიული უნარების განვითარების მხარდაჭერა სკოლებში

ქვეპროგრამა ემსახურება ახალგაზრდებში პროფესიული განათლების პოპულარიზაციას, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ინფორმირებულობის ზრდასა და საინტერესო პროფესიის ფარგლებში საბაზო უნარების განვითარებას.

ქვეპროგრამის მიზანია პროფესიული განათლების პოპულარიზაცია და პროფესიული პირველადი უნარების  განვითარების ხელშეწყობა.

სამიზნე ჯგუფები: აფხაზეთის საჯარო სკოლების და გალის რაიონის  საშუალო სკოლის მოსწავლეები/ახალგაზრდები.

საკონტაქტო პირი: ხათუნა შონია 577 09 22 39  

 

10. შემეცნებით-საგანმანათლებლო ბანაკები

პროგრამა მოიცავს სწავლასა და აქტიურ დასვენებას. ბანაკის ბენეფიციარები სხვადასხვა საგნობრივი  მიმართულებით გაივლიან ტრენინგ-სემინარებს, შეძლებენ შეძენილი ცოდნისა და უნარ-ჩვევების წარმოჩენა-განვითარებას, საინტერესოდ დასვენებასა და გართობას.

ქვეპროგრამის მიზანია მოზარდების განვითარება, სამოქალაქო ცნობიერების ამღლება, ინტეგრაციის ხელშეწყობა, დასვენება, პოზიტიური ემოციებისა და განწყობის  უზრუნველყოფა.

პროგრამის (ქვეპროგრამის) და სერვისის შემადგენელი კომპონენტები

  • საგნობრივი და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშემწყობი ტრენინგები
  • კულტურული და შემეცნებით-გასართობი ხასიათის ღონისძიებები
  • სპორტულ – გამაჯანსაღებელი ღონისძიებები

სამიზნე ჯგუფები: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დისტანციური სწავლების სკოლის ბენეფიციარები (ოკუპირებული გალის რაიონის საშუალო და აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები).

საკონტაქტო პირი: ხათუნა შონია 577 09 22 39 

 

11. ქვეპროგრამა - „მოგზაურობა აფხაზეთში“

ქვეპროგრამის მიზანია კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად და პოპულარიზაციისათვის პროგრესული, სწორი და აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა; ფართო საზოგადოების და მათ შორის ახალგაზრდების აფხაზეთის თემატიკით დაინტერესება და ცნობიერების ამაღლება.

ქვეპროგრამის შემადგენელი კომპონენტი: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პორტალის სრულყოფა; კატალოგის „კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთში“ გამოცემა; სამი ვიდეო-ჩანახატის შექმნა, ახალი ინფორმაციის ინგლისურად და აფხაზურად თარგმნა.

სამიზნე ჯგუფები:

  • საჯარო სკოლების მოსწავლეები და სტუდენტები;
  • დარგის სპეციალისტები;
  • აფხაზეთის თემატიკით დაინტერესებული პირები;
  • საზოგადოების ფართო ფენები.

საკონტაქტო პირი: ნონა ქარაია 599 71 45 39

 

12. ქვეპროგრამა - „გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია“

კონკურსი „გიორგი შარვაშიძის პრემიაზე“ ორ წელიწადში ერთხელ ცხადდება და საშუალება ეძლევათ ლიტერატურის, ხელოვნების, პუბლიცისტიკისა და მეცნიერების დარგში მოღვაწე პირებს წარმოადგინონ ნაწარმოებები, რომელმაც მხატვრული, სამეცნიერო და სხვა ღირსებათა გამო, საერთო ეროვნული აღიარება მოიპოვეს, გამსჭვალულია თავისუფლების, ჰუმანიზმის, პატრიოტიზმის მაღალი იდეალებით და წარმოადგენს შენაძენს ქართული ლიტერატურის, ხელოვნების,  პუბლიცისტიკისა და მეცნიერების დარგში. 

ქვეპროგრამის მიზანია ლიტერატურის, ხელოვნების, პუბლიცისტიკის, მეცნიერების განვითარება და სტიმულირების ხელშეწყობა; გიორგი შარვაშიძის ღვაწლის, დამსახურებისა და სახელის უკვდავყოფა.

სამიზნე ჯგუფები: ლიტერატურის, ხელოვნების, პუბლიცისტიკისა და მეცნიერების დარგში მოღვაწე პირები.

საკონტაქტო პირი: კახაბერ ძაძამია 555 38 43 49

 

13. ქვეპროგრამა - „ვიქტორ სანეევის სახელობის სტიპენდია

ვიქტორ სანეევის სახელობის სტიპენდია ენიჭებათ საკონკურსო წლისა და წინა სპორტული სეზონის განმავლობაში დადასტურებული სპორტული მიღწევების მქონე ახალგაზრდებს სპორტის როგორც ოლიმპიურ, აგრეთვე არაოლიმპიურ სახეობებში.  

ქვეპროგრამის მიზანია ვიქტორ სანეევის სახელის უკვდავყოფა, ვიქტორ სანეევის სახელობის სტიპენდიის დაწესება ხელს შეუწყობს ახალგაზრდა, წარმატებული, დევნილი სპორტსმენების მოტივაციის გაზრდასა და მათ წახალისებას;

სამიზნე ჯგუფები: საქართველოს ეროვნული და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რეგიონალური სპორტული ფედერაციების წევრი დევნილი ახალგაზრდა წარმატებული სპორტსმენები.

საკონტაქტო პირი: კახაბერ ძაძამია 555 38 43 49

 

14. ქვეპროგრამა კულტურა და  სპორტი მშვიდობისა და განვითარებისათვის 

კულტურისა და სპორტის მნიშვნელობის გაძლიერება მშვიდობის მშენებლობის საქმეში.

ქვეპროგრამის მიზანია კულტურის მნიშვნელობის გაძლიერება მშვიდობის მშენებლობაში; კულტურათაშორისი დიალოგის, ნდობისა და კავშირების გამყარება.

სამიზნე ჯგუფები: კულტურისა სფეროში მოღვაწე ფიზიკური და იურიდიული პირები, ფართო საზოგადოება.

საკონტაქტო პირი: კახაბერ ძაძამია 555 38 43 49

 

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სსიპ აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო

 

ელ.ფოსტა: info@csya.ge

მისამართი: დიმიტრი უზნაძის ქუჩა №68, 0101, თბილისი, საქართველო

2024 წლის პროგრამები

 

აფხაზეთის კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამა

1. ქვეპროგრამა - „შემოქმედებითი აზროვნების განვითარების ხელშეწყობა“

ქვეპროგრამის მიზანია ოკუპირებული გალის რაიონის ტერიტორიაზე მცხოვრები მოზარდების შემოქმედებითი უნარების განვითარება, განსხვავებული, არაფორმალური მეთოდებით (ონლაინ) მუსიკისა და ხატვის სწავლების ხელშეწყობა.

სამიზნე ჯგუფი: ოკუპირებული გალის რაიონში მცხოვრები მოზარდები.

საკონტაქტო პირი: ლიანა ხურცილავა 599 85 54 41

 

2. ქვეპროგრამა - „კულტურული ინიციატივები“

ქვეპროგრამის მიზანია ქართულ -აფხაზური კულტურის პოპულარიზაცია. მრავალფეროვანი და საინტერესო ინიცირებული  პროექტების  ფინანსური მხარდაჭერა.

სამიზნე ჯგუფი: დაფინანსების მიმღები სუბიექტი შეიძლება იყოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული იურიდიული პირი.

საკონტაქტო პირი: ლიანა ხურცილავა 599 85 54 41

 

3. ქვეპროგრამა - „გზავნილი აფხაზეთიდან“

ქვეპროგრამის მიზანია - ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში ხელოვნების საშუალებით პოზიტიური კულტურული კავშირის ხელშეწყობა და ამ მიზნით დედაქალაქის ერთერთ სკვერში, სოხუმის მოედნის მიმდებარე  ტერიტორიაზე   თანამედროვე სკულპტურა/ინსტალაციის განთავსება.

სამიზნე ჯგუფი: შემოქმედებითი ინდუსტრიის სფეროს (არქიტექტორები, მხატვარ-დიზაინერები....) მოღვაწეები.

საკონტაქტო პირი: ლიანა ხურცილავა 599 85 54 41

 

4. ქვეპროგრამა - „ინკლუზიური პროექტების ხელშეწყობა“

ქვეპროგრამის  მიზანია შეზღუდული შესაძლებლობისა  და სპეციალური საჭიროების მქონე პირების მაქსიმალური ჩართულობით განხორციელებული ღონისძიებების მხარდაჭერა.

სამიზნე ჯგუფი: დაფინანსების მიმღები სუბიექტი შეიძლება იყოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული იურიდიული პირი.

საკონტაქტო პირი: ლიანა ხურცილავა 599 85 54 41

 

5. ქვეპროგრამა - „საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა“

ქვეპროგრამა ითვალისწინებს აფხაზეთის თემაზე შექმნილი მხატვრული ლიტერატურის, პუბლიცისტური კრებულების, საისტორიო-სამეცნიერო ნაშრომების, კატალოგების, ხელოვნების სფეროს (მხატვრობა, ქორეოგრაფია, თეატრი...) წარმომადგენლებზე მომზადებულ მხატვრულ თუ დოკუმენტური წიგნების გამოცემის ხელშეწყობას.

ქვეპროგრამა არ ითვალისწინებს ინიციატივების ფარგლებში შემოსულ ტექნიკურ, საბუნებისმეტყველო, სამედიცინო, იურიდიული ლიტერატურის,  ასევე - პერიოდული გამოცემების: ჟურნალი, ალმანახი, გაზეთი, ბუკლეტი - დაფინანსებას;

ქვეპროგრამის მიზანია გამოიცეს აფხაზეთის თემაზე  ახალი, საინტერესო, აქტუალური  და მრავალფეროვანი ლიტერატურა, რომელიც დადებით მუხტს შეიტანს ქართულ-აფხაზური - ძმური, მეგობრული ურთიერთობების აღდგენაში; ხელი შეეწყოს  ახალბედა ავტორებს სამწერლობო გზის გაკვლევაში. დაფასდეს იმ ხელოვანების  ღვაწლი, რომლებმაც საკუთარი შემოქმედებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს აფხაზეთის კულტურის განვითარებაში.

პროექტის სამიზნე ჯგუფი: დაფინანსების მიმღები სუბიექტი შეიძლება იყოს, საქართველოს  კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული იურიდიული პირი ან  ნაშრომის ავტორი ფიზიკური პირი.

საკონტაქტო პირი: ლიანა ხურცილავა 599 85 54 41

 

6. ქვეპროგრამა - „მე, აფხაზეთისთვის“

ქვეპროგრამის მიზანია აფხაზეთიდან დევნილი წარმატებული ადამიანების მოტივციის ამაღლება; იპოვოს   და საზოგადოებას  მოუყვეს  საინტერესო ისტორიის მქონე  სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული ადამიანების შესახებ.

სამიზნე ჯგუფი: სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული ადამიანები აფხაზეთიდან.

საკონტაქტო პირი: ლიანა ხურცილავა 599 85 54 41

 

7. ქვეპროგრამა - „საახალწლო ზეიმი“

ქვეპროგრამის მიზანია საახალწლო ზეიმში აქტიური მონაწილეობა დადებითად აისახება მათ სულიერ განწყობაზე, საზეიმო ელფერს შემატებს მათ ცხოვრებას, განუმტკიცებს მომავლისადმი იმედს.

სამიზნე ჯგუფი: 1000 ბენეფიციარი თბილისსა და რეგიონებში კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი  ბავშვები. (მათ შორის ოკუპირებული გალის რაიონში მცხოვრები ბავშვები და  შშმ ბავშვები)

საკონტაქტო პირი: ლიანა ხურცილავა 599 85 54 41

 

8. ქვეპროგრამა - „სიყვარულით,თქვენთვის“

ქვეპროგრამის  მიზანია  აფხაზეთობის აღნიშვნა, თბილისსა და  რეგიონში მცხოვრები დევნილი და შშმ  ბავშვების  განვითარება/გახალისება; ახალგაზრდებში აფხაზეთის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

სამიზნე ჯგუფი: თბილისსა და რეგიონში მცხოვრები დევნილი მოზარდები, შშმ პირები, საზოგადოების ფართო ფენა.

საკონტაქტო პირი: ლიანა ხურცილავა 599 85 54 41

 

9. ქვეპროგრამა -ფერწერა აფხაზეთიდან 

ქვეპროგრამის მიზანია ფერწერის პოპულარიზაცია, პროფესიონალი მხატვრების, მხატვრული ნიჭით დაჯილდოებული მოზარდ-ახალგაზრდების მხარდაჭერა  და მათი მოტივაციის ამაღლება. ამაგდარი ადამიანებისთვის პატივის მიგება.

სამიზნე ჯგუფი: ხელოვანი ადამიანები, მხატვრები, მხატვრობის ნიჭით დაჯილდოებული მოზარდები/ახალგაზრდები; ღვაწლმოსილი ქალბატონები.

საკონტაქტო პირი: ლიანა ხურცილავა 599 85 54 41

 

10. ქვეპროგრამა -შემოქმედებითი  ზაფხული

ქვეპროგრამის მიზანია უფროსკლასელთა შემოქმედებითი გემოვნების ამაღლება და აფხაზეთის გახსენება, ახალგაზრდების შემოქმედებითი უნარების განვითარება და მათი პოტენციალის რეალიზება; საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა და ახალი შემეცნება.

სამიზნე ჯგუფი: 16-დან 18 წლამდე ახალგაზრდები; უფროსკლასელები.

საკონტაქტო პირი: ლიანა ხურცილავა 599 85 54 41

 

სპორტულ და ახალგაზრდულ საქმეთა ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამა

1. ქვეპროგრამა - „სპორტულ და ახალგაზრდულ ღონისძიებათა ინიციატივების ხელშეწყობა

ქვეპროგრამის მიზანია სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა პოპულარიზაცია/ განვითარება, სპორტული და ახალგაზრული ღონისძიებების ხელშეწყობა, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მდგრადობის უზრუნველყოფა და მეტი ღონისძიების  დაფინანსება/თანადაფინანსება, ქვეპროგრამის ფარგლებში გამართული სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი ღონისძიებები,  ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე მხარდაჭერილი ტურნირები, ახალგაზრდული საქმეების განვითარება/ხელშეწყობა.

სამიზნე ჯგუფი: იურიდილი პირები (ააიპ, სსიპ, არასამთავრობო ორგანიზაციები, შპს.); საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტის სხვადასხვა სახეობის ფედერაციები, სპორტული ორგანიზაციები, სპორტული ასოციაციები, ოლიმპიური კომიტეტები, გუნდები, კლუბები.

საკონტაქტო პირი: შოთა გუტიკაშვილი 599 25 29 39

 

2. ქვეპროგრამა - „აფხაზეთის სპორტული ტურნირები“

ქვეპროგრამის მიზანიაქვეპროგრამით უზრუნველყოფილი ტურნირები; აფხაზეთიდან დევნილი სპორტსმენების ხელშეწყობა ევროპის, მსოფლიო და ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის მისაღებად. ახალგაზრდების დაინტერესება სპორტით და მათი ჩამოშორება ქუჩის მანკიერი გავლენისაგან, ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა. უწყებათაშორისი ტურნირის ჩატარება  მინიფეხბურთში  ხელს შეუწყობს სტრუქტურებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას და კორპორატიული კულტურის ჩამოყალიბებას.   

სამიზნე ჯგუფი: საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული გუნდები, საერთაშორისო  გუნდები, სპორტსმენები თავისუფალი სტილით ჭიდაობაში; აფხაზეთის ა/რ მთავრობის სამინისტროების და უწყებების თანამშრომლები.

საკონტაქტო პირი: შოთა გუტიკაშვილი 599 25 29 39

 

3. ქვეპროგრამა - „წარმატებულ სპორტსმენთა, სპორტის მუშაკთა გამოვლენა-დაჯილდოება

ქვეპროგრამის  მიზანია წარმატებულ სპორტსმენთა, სპორტის მუშაკთა წახალისება, პოპულარიზაცია, მოტივაციის ამაღლება.

სამიზნე ჯგუფი: აფხაზეთიდან დევნილი სპორტსმენები, სპორტის მუშაკები, სპორტულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები, ფედერაციები, სპორტული ორგანიზაციები.

საკონტაქტო პირი: შოთა გუტიკაშვილი 599 25 29 39

 

4. ქვეპროგრამა - „სუფთა გარემო-ჯანსაღი ცხოვრება“

ქვეპროგრამის მიზანია ინტელექტუალური, გუნდური, შემეცნებითი და თავდაცვითი უნარების ამაღლება, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, სუფთა და ჯანმრთელი გარემოს შექმნა; მოზარდ-ახალგაზრდებში  გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა.

სამიზნე ჯგუფი: თბილისსა და რეგიონებში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები.

საკონტაქტო პირი: შოთა გუტიკაშვილი 599 25 29 39

 

5. ქვეპროგრამა - „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა“

ქვეპროგრამის მიზანია აფხაზეთიდან დევნილი სპორტსმენების, აფხაზეთის სახელით  მოასპარეზე სპორტსმენების მხარდაჭერა იმ მხრივ, რომ მათ ჰქონდეთ საერთაშორისო სტანდარტის სავარჯიშო პირობები.

სამიზნე ჯგუფი: აფხაზეთის სახელით მოასპარეზე სპორტსმენები.

საკონტაქტო პირი: შოთა გუტიკაშვილი 599 25 29 39

 

6. ქვეპროგრამა -აფხაზეთის სახელით მოასპარეზე კლუბების/გუნდების ხელშეწყობა

ქვეპროგრამისმიზანია საქართველოში სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაციისა და განვითარების მხარდაჭერა; აფხაზეთის სახელით მოასპარეზე გუნდების/კლუბების ფინანსური მხარდაჭერა.

სამიზნე ჯგუფი: დაფინანსების მიმღები სუბიექტი  შეიძლება იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს ტერიტორიაზე 2024 წლის 01 იანვრამდე რეგისტრირებული იურიდიული პირები (მხოლოდ სპორტული კლუბები/გუნდები), რომლებიც ასპარეზობენ აფხაზეთის (აფხაზეთთან დაკავშირებული) სახელით. დაფინასების მიმღების სუბიექტი არ შეიძლება იყოს ის გუნდი/კლუბი, რომელიც 2024 წლის განმავლობაში დაფინანსდა სააგენტოს სხვა ქვეპროგრამის&

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო

ტელეფონი: 595 70 51 59; (+995) 231 32 06

ელ.ფოსტა: infoidp@abkhazia.gov.ge 

მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი №16, სართული 7, 0186, თბილისი, საქართველო

 

2024 წლის პროგრამები

1. პროგრამ „დევნილთა სოციალური უზრუნველყოფა“

პროგრამა ითვალისწინებს ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ და აფხაზეთიდან დევნილთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით, რომელიც გაიცემა შესაბამისი კრიტერიუმის მქონე პირებზე საბიუჯეტო წლის განმავლობაში ერთხელ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით  გადაადგილებულ პირთა სამინისტროს მიერ.

ბენეფიციართა მიზნობრივი ჯგუფი:

  • მეორე მსოფლიო ომის მონაწილე დევნილი – 300 ლარი;​
  • 30 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე დევნილი – 150 ლარი;
  • 30 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე მარჩენალდაკარგული დევნილი – 150 ლარი;
  • დედ-მამით ობოლი არასრულწლოვანი დევნილი, თითოეულზე – 200 ლარი;
  • 100 წელს გადაცილებული დევნილი – 250 ლარი;​
  • 30 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე არასრულწლოვანი დევნილი – 200 ლარი;
  • 30 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე, ონკოლოგიური დაავადების მქონე დევნილი სოციალურად დაუცველი – 200 ლარი;
  • აუტიზმის სპექტრული აშლილობის მქონე არასრულწლოვანი დევნილი – 200 ლარი;
  • სტიქიური უბედურების ან უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებული დევნილი/დევნილი ოჯახი – არაუმეტეს 1000 ლარი;
  • სხვა დევნილი/დევნილი ოჯახი, რომლის სოციალური მდგომარეობა არის მძიმე – არაუმეტეს 1000 ლარი.

2. პროგრამადევნილთა დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა“

პროგრამა ითვალისწინებს აფხაზეთიდან დევნილ და  ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებთა, სოციალურად მძიმე კატეგორიის ოჯახებისათვის საცხოვრებლით უზრუნველყოფაში მხარდაჭერას, ქირის თანხის ანაზღაურების გზით. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო უზრუნველყოფს საცხოვრებლის დაქირავებისათვის საჭირო თანხით (300 ლარამდე), აღნიშნული კატეგორიის ბენეფიციარებს საბიუჯეტო წლის განმავლობაში ერთხელ    სამ/ექვს თვემდე ვადით.

ბენეფიციართა მიზნობრივი ჯგუფი:

  • საქართველოს ტერიტორიაზე სტიქიური უბედურების ან უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებული დევნილი ოჯახი;
  • 65 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე დევნილი ოჯახი;
  • მარტოხელა დევნილი მშობელი;
  • აფხაზეთის ომში დაღუპული პირის დევნილი მშობელი;
  • ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები პირი/ოჯახი;
  • დევნილი ოჯახი, რომლის შემადგენლობაში არის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი;
  • სხვა დევნილი/დევნილი ოჯახი, რომლის სოციალური მდგომარეობა არის მძიმე.

3. პროგრამააფხაზეთიდან დევნილი ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების მხარდაჭერა“

პროგრამა ითვალისწინებს აფხაზეთიდან დევნილ  სოციალურად მძიმე კატეგორიის ომისა და სამხედრო/თავდაცვის ვეტერანთა ერთჯერად დახმარებას. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო უზრუნველყოფს მათ ერთჯერადი დახმარებით საბიუჯეტო წლის განმავლობაში ერთხელ.

ბენეფიციართა მიზნობრივი ჯგუფი:

  • 30 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების დევნილი ვეტერანი – 100 ლარი;
  • აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის დევნილი ოჯახის წევრი, რომელიც არ სარგებლობს სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ყოველთვიური კომპენსაციით – 100 ლარი;
  • მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დევნილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანი – 150 ლარი.

4. პროგრამა „აფხაზეთიდან დევნილთა განსახლების ობიექტებში მცხოვრები დევნილი ოჯახების გამრიცხველიანება/აბონირება“

პროგრამა ითვალისწინებს აფხაზეთიდან დევნილ სოციალურად მძიმე კატეგორიის ოჯახებისათვის საცხოვრებელ ფართებზე გამრიცხველიანება/აბონირებისათვის აუცილებელი თანხის ანაზღაურებას. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო უზრუნველყოფს დევნილთა საცხოვრებელ ფართებზე გამრიცხველიანება/აბონირებისათვის აუცილებელი თანხის ანაზღაურებას.

ბენეფიციართა მიზნობრივი ჯგუფი:

აფხაზეთიდან დევნილი ოჯახები, რომლებიც ცხოვრობენ დევნილთა განსახლების ობიექტებში ან სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ფართებში და არ გააჩნიათ დენის, წყლისა და გაზის აბონირება.

5. პროგრამასოციალური სოლიდარობა“

პროგრამა ითვალისწინებს ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებთა და აფხაზეთიდან დევნილი  გარკვეული კატეგორიის სოციალურად მძიმე მდგომარეობის მქონე პირთათვის სადღესასწაულო დღეებში საჩუქრების გადაცემას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო უზრუნველყოფს აღნიშნული კატეგორიის ბენეფიციართათვის საჩუქრების გადაცემას სადღესასწაულო დღეებში.

ბენეფიციართა მიზნობრივი ჯგუფი:

სოციალური სოლიდარობის პროგრამის ფარგლებში დახმარება/საჩუქარი გაიცემა აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებზე, რომლებიც წარმოადგენენ გარკვეული კატეგორიის მქონე ბენეფიციარებს, რომლებზეც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სადღესასწაულო დღეებში გაიცემა საჩუქრები.

6. ქვეპროგრამა „ბინათმესაკუთრეთა მხარდაჭერის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მუნიციპალური პროგრამებით სარგებლობის თანამონაწილეობა“

პროგრამა ითვალისწინებს საქართველოს რეგიონებში არსებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა განსახლების ობიექტში შექმნილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მიერ წარდგენილი განაცხადის შესაბამისად, მუნიციპალური ორგანოების მიერ დაფინანსებულ პროექტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს თანადაფინანსებას.

პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ამხანაგობების ჩამოყალიბება და შესაბამის სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით გაეწევათ სათანადო კონსულტაცია.

მოსარგებლე ბენეფიციართა მიზნობრივი ჯგუფი:

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა განსახლების ობიექტში შექმნილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები.

7. ქვეპროგრამა დევნილთა საცხოვრებლებში მცირეფასიანი დაგადაუდებელი სარემონტო სამუშაოების უზრუნველყოფა

პროგრამა ითვალისწინებს დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით მცირე და გადაუდებელი სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების ჩატარებას.

თბილისსა და საქართველოს რეგიონებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა განსახლების ობიექტში მცხოვრებ დევნილებს (ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს და საინიციატივო ჯგუფებს) უფლება აქვთ ისარგებლონ პროგრამის ფარგლებში 3000 ლარამდე მცირე და გადაუდებელი სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების დაფინანსებით.

ბენეფიციართა მიზნობრივი ჯგუფი:

თბილისსა და საქართველოს რეგიონებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა განსახლების ობიექტში მცხოვრები დევნილები (ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა და საინიციატივო ჯგუფი).

8. ქვეპროგრამა დევნილთა განსახლების ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფა

პროგრამა ითვალისწინებს დევნილთა განსახლების ობიექტებში სარემონტო და სარეაბილიტაციო  სამუშაოების განხორცილებას (წყალკანალიზაციის პრობლემები, შენობა-ნაგებობის სახურავის აღდგენა/გამოცვლა).

ბენეფიციართა მიზნობრივი ჯგუფი:

თბილისსა და საქართველოს რეგიონებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა განსახლების ობიექტში მცხოვრები დევნილები (ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა/ საინიციატივო ჯგუფი).

9. ქვეპროგრამა აფხაზეთიდან დევნილი შეჭირვებული მოსახლეობისათვის სარემონტო/სამშენებლო მასალებით დახმარება

პროგრამა ითვალისწინებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან დევნილთა განსახლების ობიექტებში, რომელზეც არ განხორციელებულა სახელმწიფოს მიერ სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები, მოწყვლადი ოჯახების სამშენებლო/სარემონტო მასალებით დახმარებას.

დახმარების მოთხოვნის უფლების მქონე პირები მიიღებენ არანაკლებ 500 ლარის და არაუმეტეს 1000 ლარის ღირებულების სამშენებლო-სარემონტო მასალებს.

ბენეფიციართა მიზნობრივი ჯგუფი:

აფხაზეთიდან დევნილ ოჯახები, რომლებიც ცხოვრობენ დევნილთა განსახლების ობიექტებში, რომლებზეც არ განხორციელებულა სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები და არის:

  • მარტოხელა სოციალურად დაუცველი, რომლის ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში არის 100 000-მდე;
  • ოჯახის შემადგენლობის უმეტესობა არის საპენსიო ასაკის და სოციალურად დაუცველი, რომლის ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში არის 100 000-მდე.

10. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა ან/და ფოტოიდენტურობის დადასტურება და შესაბამისი დასკვნის/ცნობების გაცემა

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ხდება საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება/აღდგენის, საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ, საქართველოში დაბრუნების სურვილის მქონე  თანამემამულეთა დოკუმენტაციის მოწესრიგებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების/აღდგენის ხელშეწყობა.

საკონტაქტო პირები:

  • აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრები დევნილებისთვის - მურთაზ ბერულავა, 599 44-14-07; თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N89/24;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ დევნილებისთვის - ბესო გეგია, 577 09-24-55; ზუგდიდი, სოფ. რუხი;
  • იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრები დევნილებისთვის - აბესალომ ჩარქსელიანი, 577 39-11-66; ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის ქ. N27.

 

 -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სსიპ „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტო

2024 წლის პროგრამები

 

1. პროგრამა დევნილთა განსახლების ობიექტებში საერთო სარგებლობის ფართების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის გადაცემის ხელშეწყობა

პროგრამა ითვალისწინებს დევნილთა განსახლების ობიექტებზე შექმნილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის საერთო სარგებლობაში არსებული ფართების კერძო საკუთრებაში გადაცემის ხელშეწყობას, რამდენადაც ქვეყნის მასშტაბით დევნილთა განსახლების ობიექტებზე მცხოვრებ დევნილებს სჭირდებათ მხარდაჭერა, რათა შეძლონ საერთო სარგებლობის ფართების განკარგვა მათი შეხედულებისამებრ.

პროგრამის ფარგლებში შერჩეულ ობიექტზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საერთო სარგებლობის ობიექტებში, წითელი ხაზების კორექტირების მიზნით, განხორციელდება საკადასტრო და შიდა აზომვითი სამუშაოები და უზრუნველყოფილი იქნება დევნილთა კონსულტირება ფართების შემდგომი რეგისტრაციის მიზნით.

პროგრამის ყოვლისმომცველი მიზანია აფხაზეთიდან დევნილ პირთა განსახლების ობიექტებზე შექმნილი ამხანაგობების მხარდაჭერა და გაძლიერება; მათი ეფექტური ფუნქციონირების მხარდაჭერა, რამდენადაც ამხანაგობებთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა ხელს შეუწყობს აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შექმნას საზოგადოების ჩართულობის ზრდის გზით.

ბენეფიციართა მიზნობრივი ჯგუფი:

საქართველოს რეგიონებსა და თბილისში არსებული დევნილთა განსახლების ობიექტებში მცხოვრები დევნილები.

საკონტაქტო პირი: ნინო ხურცილავა 599 767232

2. პროგრამა იძულებით გადაადგილებულ პირთა იურიდიული მხარდაჭერა“

პროგრამა უზრუნველყოფს აფხაზეთიდან დევნილი ბენეფიციარებისთვის „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად, საცხოვრებელი ფართის მოთხოვნის უფლების რეალიზების ხელშეწყობას სხვადასხვა მეთოდით. იძულებით გადაადგილებულ პირთათვის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართის გადაცემა დაკავშირებულია სხვადასხვა რეგულაციებთან, რომლებიც მოითხოვს სპეციალურ ცოდნას და შესაბამის სამართლებრივ დახმარებას. აღნიშნული მიმართულებით დევნილთა წინაშე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება დაინტერესებულ პირთა მხარდაჭერა შემდეგი მიმართულებებით:

  • დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე, ზეპირი ან/და წერილობითი კონსულტაციები;
  • სრულყოფილი დოკუმენტაციის თავმოყრისთვის შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში გადამისამართება;
  • საჭიროების შემთხვევაში, პროგრამის ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილ პირებს შესაძლებლობა მიეცემათ ისარგებლონ სატელეფონო კონსულტაციითაც;
  • დაინტერესებული პირები ისარგებლებენ კონსულტაციით სარჩელების, ადმინისტრაციული საჩივრების და განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოში წარსადგენი განცხადებების მომზადების მიმართულებით.

პროგრამის ფარგლებში, სტატუსიდან გამომდინარე, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე ბენეფიციარებს გაეწევათ კონსულტაციები და მიეწოდებათ სამართლებრივად და პროცედურულად გამართული ინფორმაცია.

ბენეფიციართა მიზნობრივი ჯგუფი:

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა ის ჯგუფი, რომელსაც გააჩნია მოთხოვნა საცხოვრებლით დაკმაყოფილების თაობაზე „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად.

საკონტაქტო პირი: ნინო ხურცილავა 599 767232

3. პროგრამა დევნილთა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებთა მხარდაჭერის პროგრამა

პროგრამა მოიცავს აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებთა მხარდაჭერას, მათი ჩართულობის ხელშეწყობას, მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებულ სხვადასხვა ღონისძიებებს, მათ შორის, პროფესიული განათლებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობას. ასევე, პროექტების/საპროექტო წინადადებების დაფინანსებას/თანადაფინანსებას და საზაფხულო ბანაკების მოწყობას, დევნილთა საჭიროებებიდან გამომდინარე საინფორმაციო კამპანიების წარმოებას მათთვის საჭირო იმ შეღავათებსა და სიკეთეებზე, რომელთაც მათ სახელმწიფო სთავაზობს. ამასთან, პროგრამის მიზანია კონფლიქტის ტრანსფორმაციისა და მშვიდობის მშენებლობის საკითხებით დაინტერესებულ დევნილ პირთა იდენტიფიცირება, მათი ჩართვა სააგენტოს აქტივობებში და მშვიდობის მშენებლობის მიმართულებით სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების ორგანიზება.

პროგრამის მეშვეობით სააგენტო მხარს უჭერს დევნილთა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს საზოგადოებრივი, სათემო ორგანიზაციების ჩამოყალიბების პროცესში, ამასთან, ისეთი ღონისძიებების განხორციელების გზით, როგორებიცაა: აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, დასაქმების ხელშეწყობა, პროფესიული გადამზადება და მათ საჭიროებებზე ორიენტირებული სხვადასხვა ტიპის აქტივობების ორგანიზება.

ბენეფიციართა მიზნობრივი ჯგუფი:

  • აფხაზეთიდან დევნილი და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა;
  • ქართულ-აფხაზური საზოგადოება;
  • აფხაზეთის თემატიკით დაინტერესებული ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოება;
  • აფხაზეთიდან დევნილი ემიგრანტები;
  • აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა ოჯახის წევრები.

საკონტაქტო პირი: ნინო ხურცილავა 599 767232

4. პროგრამა „დევნილთა მომსახურების ცენტრები

პროგრამით გათვალისწინებულია აფხაზეთიდან დევნილი და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირების განვითარებაზე და საჭიროებებზე ორიენტირებული აქტივობების ორგანიზება დევნილთა მომსახურების ცენტრების ბაზაზე, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება სხვადასხვა სახის შემეცნებითი აქტივობები, ბენეფიციართა ცნობიერების ამაღლების, პროფესიული გადამზადების, დაახლოების და ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით.

პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ადგილობრივი ან/და საერთაშორისო დონის ღონისძიებები დევნილი პირების მონაწილეობით, რომლის ფარგლებში მონაწილეებს ექნებათ საშუალება გაიღრმაონ ცოდნა, წარმოაჩინონ საკუთარი უნარ-ჩვევები, შეიძინონ მათთვის მნიშვნელოვანი ახალი კონტაქტები, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სხვადასხვა მნიშვნელობის საკითხებში დევნილთა ჩართულობის ზრდას.

პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებათა დასრულების შემდეგ, მონაწილეები დაგეგმავენ ერთობლივ პროექტებს, რომლებიც ხელს შეუწყობს შემდგომში მათი კომუნიკაციის გაღრმავებას და ერთობლივი აქტივობების განხორციელებას დევნილთა მომსახურების ცენტრის ბაზაზე.

ბენეფიციართა მიზნობრივი ჯგუფი:

  • აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული - დევნილი პირები;
  • აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები;
  • ქართულ-აფხაზური საზოგადოება;
  • ღვაწლმოსილი დევნილი პირები;
  • აფხაზეთის თემატიკით დაინტერესებული საზოგადოება;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
  • სამშვიდობო პოლიტიკის გაძლიერების მიმართულებით მომუშავე პირები.

საკონტაქტო პირი: ნინო ხურცილავა 599 767232

5. პროგრამა „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მეწარმეთა სოციალური გაძლიერება“

საქართველოს მასშტაბით სამეწარმეო საქმიანობის მრავალი პირია დაკავებული, მათ შორის არიან აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და აფხაზეთიდან დევნილი პირებიც. ამასთან, სამეწარმეო საქმიანობის დაწყების მიმართულებით არსებობს მათი მაღალი ინტერესი, რაც საჭიროებს დროულ და ადეკვატურ მხარდაჭერას.

პროგრამა მოიაზრებს აფხაზეთის მოსახლეობის მეწარმეების და მეწარმეობით დაინტერესებული პირების მხარდაჭერას თბილისსა და რეგიონებში სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერის გზით; ამასთან, რეგიონებში მცხოვრები დევნილების სამეწარმეო საქმიანობის გაძლიერებას, მათი ბიზნეს უნარების განვითარებისა და სწორი სტრატეგიის დაგეგმვის გზით.

პროგრამის ყოვლისმომცველი მიზნებია:

  • დევნილ მეწარმეთა გაძლიერება მათი შემოსავლების ზრდის და მდგრადი ეკონომიკური სარგებლის უზრუნველყოფის მიზნით;
  • ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და დევნილთა დასაქმების მაჩვენებლის ზრდა;
  • სამიზნე ჯგუფთა ტრენინგის გზით, მათი შესაძლებლობების გაძლიერება ბიზნესის მართვის, მარკეტინგის, მათ შორის, სოც. მედია მარკეტინგის მიმართულებით;
  • ბენეფიციართა ტრენინგი მომხმარებელთათვის მიმზიდველი პროდუქტის შექმნის მიმართულებით;
  • რეგიონებში არსებული საწარმოების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და პოპულარიზაცია;
  • საქართველოში არსებული ეკონომიკური - სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების წესების შესახებ დევნილ პირთათვის ინფორმაციის მიწოდება;
  • ადგილობრივ ცენტრებში სტენდების, ფარდულების მოწყობა, რომლითაც შესაძლებელი იქნება გამოფენების, ექსპოზიციების ორგანიზება, ხელნაკეთი კულინარიული პროდუქტის დეგუსტაცია და ა.შ.;

დაინტერესებულ პირთათვის, უკვე არსებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, შესაძლებელი იქნება აფხაზეთის მოსახლეობის ერთიანი ქსელის შექმნა და მიღებული გამოცდილებების გაზიარება; ბენეფიციართათვის დაფინანსების წყაროების ძიება, გამოცხადებული საგრანტო პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, საგრანტო სააპლიკაციო ფორმების შევსების პროცესში ინფორმირებულობისა და მხარდაჭერის უზრუნველყოფა; დევნილთა მიერ ახალი სამეწარმეო წერტილების შექმნა თბილისსა და რეგიონებში; მომხმარებლებისა და დაინტერესებული პირებისათვის სამეწარმეო საქმიანობის გაცნობა და მათი ჩართვა სხვადასხვა სახის აქტივობებში.

საკონტაქტო პირი: ნინო ხურცილავა 599 767232

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

ტელეფონი: (+995 32) 214 00 83

ელ.ფოსტა: mofa@abkhazia.gov.ge 

მისამართი: მიხეილ თამარაშვილის ქუჩა №15ა, 0186, თბილისი, საქართველო

 

სსიპ „ეკონომიკური პროგრამების სააგენტო“

2024 წლის პროგრამები (ქვეპროგრამები)

 

 ეკონომიკური სერვისების მიწოდების“ პროგრამა

დასაქმების/თვითდასაქმების ხელშეწყობა, ძირითადად დევნილთა მიერ პროფესიული საქმიანობის წამოწყებისა და განვითარების მხარდაჭერის გზით; ასევე, მიზნობრივი ჯგუფისათვის სხვადასხვა სახის ეკონომიკური მომსახურეობისა და სერვისების გაწევა და მიწოდება.

 

1. „დასაქმების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამა

მიზნობრივი ჯგუფის დასაქმების/თვითდასაქმების ხელშეწყობა ეკონომიკურ-პროფესიული საქმიანობის წამოწყებისა და განვითარების პროცესში, შესაბამისი პროფესიულ-ტექნიკური აქტივებისა და საჭიროების შემთხვევაში პროფესიულ-ტექნიკური უნარ-ჩვევების უზრუნველყოფის გზით.

ქვეპროგრამის მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენენ: აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირები.

 

2. „ეკონომიკური საქმიანობის მომსახურეობის“ ქვეპროგრამა

რუხის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის „აფხაზეთის“ აქტიური ჩართულობით, მიზნობრივი ჯგუფისათვის სათანადო ეკონომიკური მომსახურეობის გაწევა და შესაბამისი სერვისების მიწოდება, რაც ხელს შეუწყობს მათ პროდუქტიულ ინტეგრირებას ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ პროცესებში.

საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის აქტივობა შეიცავს შემდეგ მიმართულებებს:

  • კონსულტაციების გზით აფხაზეთიდან დევნილთა ჩართულობის ხელშეწყობა ადგილობრივ, სახელმწიფო (განსაკუთრებით, „აწარმოე საქართველოში“ და „დანერგე მომავალი“) და საერთაშორისო პროგრამებსა და პროექტებში.
  • აფხაზეთიდან დევნილებს ბიზნეს-პროექტების შედგენასა და შესაძლო დაფინანსების წყაროების მოძიებაში დახმარების გაწევა.
  • გარკვეული აგრო-სერვისის მიწოდება, მათ შორის მიწის, ფოთლისა და წყლის შემადგენლობის მონაცემებისა და პარამეტრების გამოვლენაში დახმარება; დაფასოება-შეფუთვის მომსახურეობის გაწევა და სხვა .
  • დევნილთა მომართვიანობის საფუძველზე განხორციელდება კრებსითი ანალიტიკური მასალების მომზადება იგპ-თა ეკონომიკური და სამეწარმეო საქმიანობის განვითარებისათვის შესაბამისი მოთხოვნებსა და საჭიროებასთან დაკავშირებით.
  • ეკონომიკურ საკითხებზე, შესაბამისი შეხვედრებისა და ღონისძიებების ორგანიზება აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ მოსახლეობასთან.
  • სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დასახლებული აფხაზეთიდან დევნილებისა და გალის ოკუპირებული ტერტიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები მოსახლეობის ჭრილში, ცენტრი აქტიურად ჩართულია სააგენტოს პროგრამების (ქვეპროგრამების) განხორციელებაში.

ქვეპროგრამის მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენენ: აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირები.

 

3. „ეკონომიკური მომსახურეობა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე“ ქვეპროგრამა

აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრემი მოსახლეობის აგრარულ-ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესობის ხელშეწყობა.

  •  ვეტერინარული მომსახურეობისა და შესაბამისი სერვისების მიწოდება.
  •  მცენარეთა დაცვა - „აზიური ფაროსანასთან“ ბრძოლა.
  •  კომპეტენციის ფარგლებში სხვა სავაჭრო-ეკონომიკური ღონისძიებების ხელშეწყობა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

ქვეპროგრამის მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენენ: აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირები.

 

4. „ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადების მომსახურეობის“  ქვეპროგრამა

აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის საცხოვრებელი, სამუშაო, საქველმოქმედო და სოციალურ-ჰუმანიტარული პირობების გაუმჯობესება. აღნიშნულ ჭრილში, აფხაზეთის ა/რ სამთავრობო სტრუქტურების თხოვნისა და მათთან გაფორმებული შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე, სააგენტოს მიერ მოხდება შესაბამისი ობიექტების დეფექტური აქტებისა და სათანადო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება.  

ქვეპროგრამის მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენენ: აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები.

 

ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერის“ პროგრამა

მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერისა და/ან თანადაფინანსების გზით, მიზნობრივი ჯგუფის ეკონომიკური და სამეწარმეო საქმიანობის, მათ შორის აგრარული მიმართულებით, ხელშეწყობა და გაძლიერება.

 

1. „დევნილთა სამეწარმეო საქმიანობის გაძლიერება“ ქვეპროგრამა 

აფხაზეთიდან დევნილთა სამეწარმეო საქმიანობის პროცესის ხელშეწყობა, მათი საქმიანი წინადადებებისა და ბიზნეს-პროექტების მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერის გზით.

ქვეპროგრამის მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენენ: აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები.

 

2. „სასოფლო-სამეურნეო და ენდემური კულტურების წარმოების მხარდაჭერის“ ქვეპროგრამა

მიზნობრივი ჯგუფის მხარდაჭერა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებისა და გადამუშავების პროცესში, რომლის შედეგად მოხდება მათი აგრარული საქმიანობის განვითარება და გაძლიერება, რამაც, თავის მხრივ, ხელი უნდა შეუწყოს მათ სოციალურ-ეკონომიკურ კეთილდღეობას.

ქვეპროგრამის მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენენ: აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირები.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

ელ.ფოსტა: saagento.ek@gmail.com

მისამართი: თბილისი, მ. თამარაშვილის ქ. №15ა;

საკონტაქტო პირები:

  • ჯანო ქირთბაია - 599 855369
  • ნიკა ჯანგირაშვილი - 599 040403

 ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

სსიპ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა“

 

მისამართი: თბილისი, ვაჟა–ფშაველას გამზ. N16.

პალატის სერვისების ბენეფიციარები არიან :აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეები.

 

1. აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების პროდუქციისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის ელექტრონულ ბიზნეს კატალოგში განთავსება (ელექტრონული ბიზნეს კატალოგის ბმული: chamber.abcci.ge)

ელექტრონული ბიზნეს კატალოგის საშუალებით მომხმარებელს ეძლევა საშუალება გაეცნოს აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების საქმიანობას, მათ მიერ წარმოებულ პროდუქციას, პირდაპირ დაუკავშირდეს მეწარმეებს  თანამშრომლობისათვის ან პროდუქციის შესაძენად.

საკონტაქტო პირი:ლალი ჯღარკავა

ელ.ფოსტა: lalijgarkava@gmail.com

ტელეფონი: 555 99 19 95

 

2. ფინანსური წყაროების მოპოვების მიზნით პროექტებისა და ბიზნეს გეგმის შედგენაში დახმარება

საქონტაქტო პირი: ლალი ჯღარკავა

ელ.ფოსტა: lalijgarkava@gmail.com 

ტელეფონი: 555 99 19 95

 

3. ბიზნეს-შეხვედრების, ვიზიტების, B2B შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება

საკონტაქტო პირი: ნანა მაჭარაშვილი

ელ.ფოსტა: abcpalata@gmail.com 

ტელეფონი: 595 23 14 17

 

4. ბიზნეს-სექტორისათვის დარგობრივი, თემატური სემინარებისა და ტრენინგების ორგანიზება

საკონტაქტო პირი: ნანა მაჭარაშვილი

ელ.ფოსტა: abcpalata@gmail.com

ტელეფონი: 595 23 14 17

 

5. ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის ორგანიზება

საქონტაქტო პირი: ნანა მაჭარაშვილი

ელ.ფოსტა: abcpalata@gmail.com

ტელეფონი: 595 23 14 17

 

6. აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო სპეციალური თანხმობისა და სპეც. საწარმოს სტატუსის მისაღებად კონსულტაციების გაცემა

საკონტაქტო პირი: გოგიტა თედორაძე

ელ.ფოსტა: tedoradze.mark@gmail.com

ტელეფონი: 599 60 33 55

 

7. კომპანიისათვის ბიზნეს პარტნიორების მოძიება

საკონტაქტო პირი: გოგიტა თედორაძე

ელ.ფოსტა: tedoradze.mark@gmail.com

ტელეფონი: 599 60 33 55

 

8. სამართლებრივი კონსულტაციის გაცემა

საკონტაქტო პირი: ავთანდილ ხარატი

ელ. ფოსტა: a_kharati@yahoo.com

ტელეფონი: 577 52 77 07

 

9. ფორს-მაჟორის დადასტურება

საკონტაქტო პირი: ავთანდილ ხარატი

ელ. ფოსტა: a_kharati@yahoo.com

ტელეფონი: 577 52 77 07

 ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

სსიპ „აფხაზეთის ქონების განკარგვისა და საწარმოთა მართვის სააგენტო“

 

 

1. „სსიპ „აფხაზეთის ქონების განკარგვისა და საწარმოთა მართვის სააგენტოს“ მართვაში არსებული კერძო სამართლის იურიდიული პირების (შპს) მარკეტინგული მომსახურება“

თანამედროვე და ინოვაციური მარკეტინგული სისტემის დანერგვა სსიპ „აფხაზეთის ქონების განკარგვისა და საწარმოთა მართვის სააგენტო“-ს მართვაში მყოფ კომპანიებში. ციფრული და ასევე ტრადიციული მარკეტინგის გამოყენებით ველოდებით პოლიკლინიკების კონკურენტუნარიანობის გაზრდას ადგილობრივ კერძო კომპანიებთან მიმართებაში, რომლებიც უკვე აქტიურად იყენებენ მსგავსი ტიპის მარკეტინგულ სტრატეგიებს.

პროგრამის კოორდინატორი: ავთანდილ ძაგანია

ელ. ფოსტა: avtodzagania@gmail.com 

ტელეფონი: 568 387920

 ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

ა(ა)იპ - „საერთაშორისო ინიციატივა განვითარებისა და თანადგომისათვის“

 

1. „მომავალი ჩვენია! - პროგრამა აფხაზეთში და გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის და აფხაზეთიდან იგპ-ის კეთილდღეობისთვის“

პროგრამა ემსახურება ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიზე ლეგიტიმურად მცხოვრები, ასევე გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების დევნილი და მოწყვლადი მოსახლეობის, იგპ-ების ეკონომიკური განვითარების, დასაქმების და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობას, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ. გამყოფი ხაზის გასწვრივ ეკონომიკის, მეწარმეობის და ვაჭრობის განვითარების წახალისებას და ეკონომიკური კავშირების ხელშეწყობას; ქართულ-აფხაზური პროექტების განხორცილებას, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები თანამემამულეების საქართველოს სახელმწიფო პროგრამებზე და სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდას და განვითარების ხელშეწყობას.

ქვეპროგრამის მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენენ: ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობა, გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები.

საკონტაქტო პირი: პროგრამების მენეჯერი ნინო კიკნაძე 591 110515

ელ.ფოსტა: info@iids.ge

ვებ გვერდი: https://iids.ge

მისამართი: ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი №42

 ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

სსიპ „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტაჟირების, კვალიფიკაციის ამაღლების და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი - ბიზნეს-ინკუბატორი

 

დევნილი ახალგზარდების კვალიფიციური გადამზადება და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა:

  • ხის და ლითონის დამუშავება;  
  • ავტომობილების ძრავების შეკეთება; 
  • აგურა ჩაის წარმოება;
  • ლითონის ნაკეთობათა წარმოება;
  • სამშენებლო ბლოკის წარმოება;
  • პლასტმასის ნაკეთობათა წარმოება;
  • ქვის ნაკეთობათა წარმოება.

 

პროგრამით მოსარგებლეები: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები.

 

კოორდინატორი: მამუკა ცხვარაძე 599 46 81 82

ელ.ფოსტა: cxvaradze.mamuka@mail.ru

მისამართი: ქუთაისი, გუგუნავას №1