ტელეფონი: 595 70 51 59; (+995) 231 32 06
ელ.ფოსტა: infoidp@abkhazia.gov.ge
მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი №16, სართული 7, 0186, თბილისი, საქართველო
2024 წლის პროგრამები
1. პროგრამა „დევნილთა სოციალური უზრუნველყოფა“
პროგრამა ითვალისწინებს ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ და აფხაზეთიდან დევნილთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით, რომელიც გაიცემა შესაბამისი კრიტერიუმის მქონე პირებზე საბიუჯეტო წლის განმავლობაში ერთხელ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს მიერ.
ბენეფიციართა მიზნობრივი ჯგუფი:
- მეორე მსოფლიო ომის მონაწილე დევნილი – 300 ლარი;
- 30 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე დევნილი – 150 ლარი;
- 30 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე მარჩენალდაკარგული დევნილი – 150 ლარი;
- დედ-მამით ობოლი არასრულწლოვანი დევნილი, თითოეულზე – 200 ლარი;
- 100 წელს გადაცილებული დევნილი – 250 ლარი;
- 30 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე არასრულწლოვანი დევნილი – 200 ლარი;
- 30 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე, ონკოლოგიური დაავადების მქონე დევნილი სოციალურად დაუცველი – 200 ლარი;
- აუტიზმის სპექტრული აშლილობის მქონე არასრულწლოვანი დევნილი – 200 ლარი;
- სტიქიური უბედურების ან უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებული დევნილი/დევნილი ოჯახი – არაუმეტეს 1000 ლარი;
- სხვა დევნილი/დევნილი ოჯახი, რომლის სოციალური მდგომარეობა არის მძიმე – არაუმეტეს 1000 ლარი.
2. პროგრამა „დევნილთა დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა“
პროგრამა ითვალისწინებს აფხაზეთიდან დევნილ და ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებთა, სოციალურად მძიმე კატეგორიის ოჯახებისათვის საცხოვრებლით უზრუნველყოფაში მხარდაჭერას, ქირის თანხის ანაზღაურების გზით. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო უზრუნველყოფს საცხოვრებლის დაქირავებისათვის საჭირო თანხით (300 ლარამდე), აღნიშნული კატეგორიის ბენეფიციარებს საბიუჯეტო წლის განმავლობაში ერთხელ სამ/ექვს თვემდე ვადით.
ბენეფიციართა მიზნობრივი ჯგუფი:
- საქართველოს ტერიტორიაზე სტიქიური უბედურების ან უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებული დევნილი ოჯახი;
- 65 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე დევნილი ოჯახი;
- მარტოხელა დევნილი მშობელი;
- აფხაზეთის ომში დაღუპული პირის დევნილი მშობელი;
- ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები პირი/ოჯახი;
- დევნილი ოჯახი, რომლის შემადგენლობაში არის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი;
- სხვა დევნილი/დევნილი ოჯახი, რომლის სოციალური მდგომარეობა არის მძიმე.
3. პროგრამა „აფხაზეთიდან დევნილი ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების მხარდაჭერა“
პროგრამა ითვალისწინებს აფხაზეთიდან დევნილ სოციალურად მძიმე კატეგორიის ომისა და სამხედრო/თავდაცვის ვეტერანთა ერთჯერად დახმარებას. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო უზრუნველყოფს მათ ერთჯერადი დახმარებით საბიუჯეტო წლის განმავლობაში ერთხელ.
ბენეფიციართა მიზნობრივი ჯგუფი:
- 30 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების დევნილი ვეტერანი – 100 ლარი;
- აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის დევნილი ოჯახის წევრი, რომელიც არ სარგებლობს სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ყოველთვიური კომპენსაციით – 100 ლარი;
- მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დევნილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანი – 150 ლარი.
4. პროგრამა „აფხაზეთიდან დევნილთა განსახლების ობიექტებში მცხოვრები დევნილი ოჯახების გამრიცხველიანება/აბონირება“
პროგრამა ითვალისწინებს აფხაზეთიდან დევნილ სოციალურად მძიმე კატეგორიის ოჯახებისათვის საცხოვრებელ ფართებზე გამრიცხველიანება/აბონირებისათვის აუცილებელი თანხის ანაზღაურებას. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო უზრუნველყოფს დევნილთა საცხოვრებელ ფართებზე გამრიცხველიანება/აბონირებისათვის აუცილებელი თანხის ანაზღაურებას.
ბენეფიციართა მიზნობრივი ჯგუფი:
აფხაზეთიდან დევნილი ოჯახები, რომლებიც ცხოვრობენ დევნილთა განსახლების ობიექტებში ან სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ფართებში და არ გააჩნიათ დენის, წყლისა და გაზის აბონირება.
5. პროგრამა „სოციალური სოლიდარობა“
პროგრამა ითვალისწინებს ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებთა და აფხაზეთიდან დევნილი გარკვეული კატეგორიის სოციალურად მძიმე მდგომარეობის მქონე პირთათვის სადღესასწაულო დღეებში საჩუქრების გადაცემას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო უზრუნველყოფს აღნიშნული კატეგორიის ბენეფიციართათვის საჩუქრების გადაცემას სადღესასწაულო დღეებში.
ბენეფიციართა მიზნობრივი ჯგუფი:
სოციალური სოლიდარობის პროგრამის ფარგლებში დახმარება/საჩუქარი გაიცემა აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებზე, რომლებიც წარმოადგენენ გარკვეული კატეგორიის მქონე ბენეფიციარებს, რომლებზეც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სადღესასწაულო დღეებში გაიცემა საჩუქრები.
6. ქვეპროგრამა „ბინათმესაკუთრეთა მხარდაჭერის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მუნიციპალური პროგრამებით სარგებლობის თანამონაწილეობა“
პროგრამა ითვალისწინებს საქართველოს რეგიონებში არსებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა განსახლების ობიექტში შექმნილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მიერ წარდგენილი განაცხადის შესაბამისად, მუნიციპალური ორგანოების მიერ დაფინანსებულ პროექტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს თანადაფინანსებას.
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ამხანაგობების ჩამოყალიბება და შესაბამის სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით გაეწევათ სათანადო კონსულტაცია.
მოსარგებლე ბენეფიციართა მიზნობრივი ჯგუფი:
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა განსახლების ობიექტში შექმნილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები.
7. ქვეპროგრამა „დევნილთა საცხოვრებლებში მცირეფასიანი დაგადაუდებელი სარემონტო სამუშაოების უზრუნველყოფა“
პროგრამა ითვალისწინებს დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით მცირე და გადაუდებელი სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების ჩატარებას.
თბილისსა და საქართველოს რეგიონებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა განსახლების ობიექტში მცხოვრებ დევნილებს (ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს და საინიციატივო ჯგუფებს) უფლება აქვთ ისარგებლონ პროგრამის ფარგლებში 3000 ლარამდე მცირე და გადაუდებელი სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების დაფინანსებით.
ბენეფიციართა მიზნობრივი ჯგუფი:
თბილისსა და საქართველოს რეგიონებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა განსახლების ობიექტში მცხოვრები დევნილები (ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა და საინიციატივო ჯგუფი).
8. ქვეპროგრამა „დევნილთა განსახლების ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფა“
პროგრამა ითვალისწინებს დევნილთა განსახლების ობიექტებში სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორცილებას (წყალკანალიზაციის პრობლემები, შენობა-ნაგებობის სახურავის აღდგენა/გამოცვლა).
ბენეფიციართა მიზნობრივი ჯგუფი:
თბილისსა და საქართველოს რეგიონებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა განსახლების ობიექტში მცხოვრები დევნილები (ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა/ საინიციატივო ჯგუფი).
9. ქვეპროგრამა „აფხაზეთიდან დევნილი შეჭირვებული მოსახლეობისათვის სარემონტო/სამშენებლო მასალებით დახმარება“
პროგრამა ითვალისწინებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან დევნილთა განსახლების ობიექტებში, რომელზეც არ განხორციელებულა სახელმწიფოს მიერ სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები, მოწყვლადი ოჯახების სამშენებლო/სარემონტო მასალებით დახმარებას.
დახმარების მოთხოვნის უფლების მქონე პირები მიიღებენ არანაკლებ 500 ლარის და არაუმეტეს 1000 ლარის ღირებულების სამშენებლო-სარემონტო მასალებს.
ბენეფიციართა მიზნობრივი ჯგუფი:
აფხაზეთიდან დევნილ ოჯახები, რომლებიც ცხოვრობენ დევნილთა განსახლების ობიექტებში, რომლებზეც არ განხორციელებულა სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები და არის:
- მარტოხელა სოციალურად დაუცველი, რომლის ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში არის 100 000-მდე;
- ოჯახის შემადგენლობის უმეტესობა არის საპენსიო ასაკის და სოციალურად დაუცველი, რომლის ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში არის 100 000-მდე.
10. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა ან/და ფოტოიდენტურობის დადასტურება და შესაბამისი დასკვნის/ცნობების გაცემა
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ხდება საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება/აღდგენის, საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ, საქართველოში დაბრუნების სურვილის მქონე თანამემამულეთა დოკუმენტაციის მოწესრიგებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების/აღდგენის ხელშეწყობა.
საკონტაქტო პირები:
- აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრები დევნილებისთვის - მურთაზ ბერულავა, 599 44-14-07; თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N89/24;
- სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ დევნილებისთვის - ბესო გეგია, 577 09-24-55; ზუგდიდი, სოფ. რუხი;
- იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრები დევნილებისთვის - აბესალომ ჩარქსელიანი, 577 39-11-66; ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის ქ. N27.
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
სსიპ „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტო“
2024 წლის პროგრამები
1. პროგრამა „დევნილთა განსახლების ობიექტებში საერთო სარგებლობის ფართების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის გადაცემის ხელშეწყობა“
პროგრამა ითვალისწინებს დევნილთა განსახლების ობიექტებზე შექმნილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის საერთო სარგებლობაში არსებული ფართების კერძო საკუთრებაში გადაცემის ხელშეწყობას, რამდენადაც ქვეყნის მასშტაბით დევნილთა განსახლების ობიექტებზე მცხოვრებ დევნილებს სჭირდებათ მხარდაჭერა, რათა შეძლონ საერთო სარგებლობის ფართების განკარგვა მათი შეხედულებისამებრ.
პროგრამის ფარგლებში შერჩეულ ობიექტზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საერთო სარგებლობის ობიექტებში, წითელი ხაზების კორექტირების მიზნით, განხორციელდება საკადასტრო და შიდა აზომვითი სამუშაოები და უზრუნველყოფილი იქნება დევნილთა კონსულტირება ფართების შემდგომი რეგისტრაციის მიზნით.
პროგრამის ყოვლისმომცველი მიზანია აფხაზეთიდან დევნილ პირთა განსახლების ობიექტებზე შექმნილი ამხანაგობების მხარდაჭერა და გაძლიერება; მათი ეფექტური ფუნქციონირების მხარდაჭერა, რამდენადაც ამხანაგობებთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა ხელს შეუწყობს აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შექმნას საზოგადოების ჩართულობის ზრდის გზით.
ბენეფიციართა მიზნობრივი ჯგუფი:
საქართველოს რეგიონებსა და თბილისში არსებული დევნილთა განსახლების ობიექტებში მცხოვრები დევნილები.
საკონტაქტო პირი: ნინო ხურცილავა 599 767232
2. პროგრამა „იძულებით გადაადგილებულ პირთა იურიდიული მხარდაჭერა“
პროგრამა უზრუნველყოფს აფხაზეთიდან დევნილი ბენეფიციარებისთვის „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად, საცხოვრებელი ფართის მოთხოვნის უფლების რეალიზების ხელშეწყობას სხვადასხვა მეთოდით. იძულებით გადაადგილებულ პირთათვის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართის გადაცემა დაკავშირებულია სხვადასხვა რეგულაციებთან, რომლებიც მოითხოვს სპეციალურ ცოდნას და შესაბამის სამართლებრივ დახმარებას. აღნიშნული მიმართულებით დევნილთა წინაშე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება დაინტერესებულ პირთა მხარდაჭერა შემდეგი მიმართულებებით:
- დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე, ზეპირი ან/და წერილობითი კონსულტაციები;
- სრულყოფილი დოკუმენტაციის თავმოყრისთვის შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში გადამისამართება;
- საჭიროების შემთხვევაში, პროგრამის ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილ პირებს შესაძლებლობა მიეცემათ ისარგებლონ სატელეფონო კონსულტაციითაც;
- დაინტერესებული პირები ისარგებლებენ კონსულტაციით სარჩელების, ადმინისტრაციული საჩივრების და განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოში წარსადგენი განცხადებების მომზადების მიმართულებით.
პროგრამის ფარგლებში, სტატუსიდან გამომდინარე, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე ბენეფიციარებს გაეწევათ კონსულტაციები და მიეწოდებათ სამართლებრივად და პროცედურულად გამართული ინფორმაცია.
ბენეფიციართა მიზნობრივი ჯგუფი:
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა ის ჯგუფი, რომელსაც გააჩნია მოთხოვნა საცხოვრებლით დაკმაყოფილების თაობაზე „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად.
საკონტაქტო პირი: ნინო ხურცილავა 599 767232
3. პროგრამა „დევნილთა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებთა მხარდაჭერის პროგრამა“
პროგრამა მოიცავს აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებთა მხარდაჭერას, მათი ჩართულობის ხელშეწყობას, მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებულ სხვადასხვა ღონისძიებებს, მათ შორის, პროფესიული განათლებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობას. ასევე, პროექტების/საპროექტო წინადადებების დაფინანსებას/თანადაფინანსებას და საზაფხულო ბანაკების მოწყობას, დევნილთა საჭიროებებიდან გამომდინარე საინფორმაციო კამპანიების წარმოებას მათთვის საჭირო იმ შეღავათებსა და სიკეთეებზე, რომელთაც მათ სახელმწიფო სთავაზობს. ამასთან, პროგრამის მიზანია კონფლიქტის ტრანსფორმაციისა და მშვიდობის მშენებლობის საკითხებით დაინტერესებულ დევნილ პირთა იდენტიფიცირება, მათი ჩართვა სააგენტოს აქტივობებში და მშვიდობის მშენებლობის მიმართულებით სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების ორგანიზება.
პროგრამის მეშვეობით სააგენტო მხარს უჭერს დევნილთა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს საზოგადოებრივი, სათემო ორგანიზაციების ჩამოყალიბების პროცესში, ამასთან, ისეთი ღონისძიებების განხორციელების გზით, როგორებიცაა: აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, დასაქმების ხელშეწყობა, პროფესიული გადამზადება და მათ საჭიროებებზე ორიენტირებული სხვადასხვა ტიპის აქტივობების ორგანიზება.
ბენეფიციართა მიზნობრივი ჯგუფი:
- აფხაზეთიდან დევნილი და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა;
- ქართულ-აფხაზური საზოგადოება;
- აფხაზეთის თემატიკით დაინტერესებული ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოება;
- აფხაზეთიდან დევნილი ემიგრანტები;
- აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა ოჯახის წევრები.
საკონტაქტო პირი: ნინო ხურცილავა 599 767232
4. პროგრამა „დევნილთა მომსახურების ცენტრები“
პროგრამით გათვალისწინებულია აფხაზეთიდან დევნილი და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირების განვითარებაზე და საჭიროებებზე ორიენტირებული აქტივობების ორგანიზება დევნილთა მომსახურების ცენტრების ბაზაზე, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება სხვადასხვა სახის შემეცნებითი აქტივობები, ბენეფიციართა ცნობიერების ამაღლების, პროფესიული გადამზადების, დაახლოების და ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით.
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ადგილობრივი ან/და საერთაშორისო დონის ღონისძიებები დევნილი პირების მონაწილეობით, რომლის ფარგლებში მონაწილეებს ექნებათ საშუალება გაიღრმაონ ცოდნა, წარმოაჩინონ საკუთარი უნარ-ჩვევები, შეიძინონ მათთვის მნიშვნელოვანი ახალი კონტაქტები, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სხვადასხვა მნიშვნელობის საკითხებში დევნილთა ჩართულობის ზრდას.
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებათა დასრულების შემდეგ, მონაწილეები დაგეგმავენ ერთობლივ პროექტებს, რომლებიც ხელს შეუწყობს შემდგომში მათი კომუნიკაციის გაღრმავებას და ერთობლივი აქტივობების განხორციელებას დევნილთა მომსახურების ცენტრის ბაზაზე.
ბენეფიციართა მიზნობრივი ჯგუფი:
- აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული - დევნილი პირები;
- აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები;
- ქართულ-აფხაზური საზოგადოება;
- ღვაწლმოსილი დევნილი პირები;
- აფხაზეთის თემატიკით დაინტერესებული საზოგადოება;
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
- სამშვიდობო პოლიტიკის გაძლიერების მიმართულებით მომუშავე პირები.
საკონტაქტო პირი: ნინო ხურცილავა 599 767232
5. პროგრამა „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მეწარმეთა სოციალური გაძლიერება“
საქართველოს მასშტაბით სამეწარმეო საქმიანობის მრავალი პირია დაკავებული, მათ შორის არიან აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და აფხაზეთიდან დევნილი პირებიც. ამასთან, სამეწარმეო საქმიანობის დაწყების მიმართულებით არსებობს მათი მაღალი ინტერესი, რაც საჭიროებს დროულ და ადეკვატურ მხარდაჭერას.
პროგრამა მოიაზრებს აფხაზეთის მოსახლეობის მეწარმეების და მეწარმეობით დაინტერესებული პირების მხარდაჭერას თბილისსა და რეგიონებში სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერის გზით; ამასთან, რეგიონებში მცხოვრები დევნილების სამეწარმეო საქმიანობის გაძლიერებას, მათი ბიზნეს უნარების განვითარებისა და სწორი სტრატეგიის დაგეგმვის გზით.
პროგრამის ყოვლისმომცველი მიზნებია:
- დევნილ მეწარმეთა გაძლიერება მათი შემოსავლების ზრდის და მდგრადი ეკონომიკური სარგებლის უზრუნველყოფის მიზნით;
- ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და დევნილთა დასაქმების მაჩვენებლის ზრდა;
- სამიზნე ჯგუფთა ტრენინგის გზით, მათი შესაძლებლობების გაძლიერება ბიზნესის მართვის, მარკეტინგის, მათ შორის, სოც. მედია მარკეტინგის მიმართულებით;
- ბენეფიციართა ტრენინგი მომხმარებელთათვის მიმზიდველი პროდუქტის შექმნის მიმართულებით;
- რეგიონებში არსებული საწარმოების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და პოპულარიზაცია;
- საქართველოში არსებული ეკონომიკური - სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების წესების შესახებ დევნილ პირთათვის ინფორმაციის მიწოდება;
- ადგილობრივ ცენტრებში სტენდების, ფარდულების მოწყობა, რომლითაც შესაძლებელი იქნება გამოფენების, ექსპოზიციების ორგანიზება, ხელნაკეთი კულინარიული პროდუქტის დეგუსტაცია და ა.შ.;
დაინტერესებულ პირთათვის, უკვე არსებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, შესაძლებელი იქნება აფხაზეთის მოსახლეობის ერთიანი ქსელის შექმნა და მიღებული გამოცდილებების გაზიარება; ბენეფიციართათვის დაფინანსების წყაროების ძიება, გამოცხადებული საგრანტო პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, საგრანტო სააპლიკაციო ფორმების შევსების პროცესში ინფორმირებულობისა და მხარდაჭერის უზრუნველყოფა; დევნილთა მიერ ახალი სამეწარმეო წერტილების შექმნა თბილისსა და რეგიონებში; მომხმარებლებისა და დაინტერესებული პირებისათვის სამეწარმეო საქმიანობის გაცნობა და მათი ჩართვა სხვადასხვა სახის აქტივობებში.
საკონტაქტო პირი: ნინო ხურცილავა 599 767232