აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო

ტელეფონი: 143 (ზარი უფასოა), (+995 32) 223 40 20

ელ.ფოსტა: justice@abkhazia.gov.ge

მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზირი №17ე, 0186, თბილისი, საქართველო

 

2026 წლის პროგრამები

სამშვიდობო ინიციატივები, სამოქალაქო ინტეგრაცია, ნდობის აღდგენის მხარდაჭერა და დილოგისკენ მიმართული შესაძლებლობების გაძლიერება

პროგრამა ითვალისწინებს: სხვადასხვა არაფორმალური საგანმანათლებლო, პროფესიული, კულტურული და სხვა  აქტივობების (საინფორმაციო კამპანიები, კონკურსები, ვებინარები, სამშვიდობო დისკუსიები, კონფერენციები, კვლევები, ტრენინგები, სასწავლო კურსები, გამოფენები, ბეჭდვითი მასალა და სხვა)  განხორციელება.

პროგრამის მიზანია: აფხაზეთიდან დევნილი და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირების სამოქალაქო საზოგადოების ინტეგრაციის მხარდაჭერა; შერიგებაზე, დევნილთა საჭიროებებზე ორიენტირებული სხვადასხვა მიმართულების პროექტების განხორციელების ხელშეწყობა.

სამიზნე ჯგუფი: აფხაზეთიდან დევნილის სტატუსის მქონე და აფხაზეთის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირები, საზღვარგარეთ მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი თანამემამულეები.

 

1. მშვიდობისა და ნდობის აღდგენის მხარდაჭერა

ქვეპროგრამა ითვალისწინებს: ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით, სამშვიდობო პროცესების გააქტიურებას; კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის კომუნიკაციისა  და ურთიერთობების გაძლიერებას; მხარეებს შორის კონფლიქტის შედეგად წარმოქმნილი და ხელოვნურად გაღვივებული გაუცხოების დაძლევასა და დიალოგის მხარდაჭერას;  პრაგმატული მნიშვნელობის საკითხებზე თანამშრომლობის გაღრმავებას სამოქალაქო სექტორის სხვადასხვა ჯგუფების ჩართულობით.

ქვეპროგრამის მიზანია:

  • ქართული და აფხაზური საზოგადოებების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება
  • შერიგების, ნდობის აღდგენისა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესებში აკადემიური წრეების, სამოქალაქო სექტორის, სახელმწიფო სტრუქტურების, საერთაშორისო და სხვა ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება
  • ქართულ და აფხაზურ საზოგადოებებს შორის დიალოგის ხელშეწყობა და კომუნიკაციის გაძლიერება
  • სახალხო დიპლომატიის, როგორც სამოქალაქო ინტეგრაციის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის გააქტიურება
  • აფხაზეთიდან დევნილის სტატუსის მქონე და აფხაზეთის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები ახალგაზრდების ინიციატივებისა და ჩართულობის ხელშეწყობა
  • ახალგაზრდობის, მათ შორის მოხალისეთა ჩართულობის გაძლიერება სამშვიდობო პროცესებში
  • ევროპული სამშვიდობო და უსაფრთხოების პოლიტიკის გამოცდილების გაზიარება
  • ციფრული დიპლომატიისა და მედიის, როგორც სამშვიდობო რესურსის მხარდაჭერა
  • სოციალური ან/და საინფორმაციო მხარდაჭერა კონკრეტული სამიზნე ჯგუფებისათვის
  • ობიექტური და რეალური ინფორმაციის გაცვლისა და ახლებური ტიპის დიალოგის მხარდაჭერა
  • ქართულ-აფხაზური საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლებისა და ისტორიული ფიგურების პოპულარიზაცია
  • ჰუმანიტარული, სოციალურ-ეკონომიკური, კვლევითი, სამართლებრივი, საგანმანათლებლო, კულტურული და სხვა პროექტების განხორციელების ხელშეწყობა
  • ჩატარებული კვლევების საფუძველზე დევნილთა საჭიროებებისა და ინტერესების იდენტიფიცირება, რაც საფუძვლად დაედება სამინისტროს შემდგომ სამოქმედო გეგმას
  • კონკურსებისა და ღონისძიებების მეშვეობით აფხაზეთის თემის პოპულარიზაცია და ამ პროცესში ჩართული მონაწილეების წახალისება
  • აფხაზეთიდან დევნილი საზოგადო მოღვაწეებისა და ღვაწლმოსილი პირების წახალისება და მათი ღვაწლის საზოგადოებრივი აღიარება
  • ქართულ-აფხაზური საერთო ისტორიის, ტრადიციებისა და კულტურის პოპულარიზაცია

სამიზნე ჯგუფი: აფხაზეთიდან დევნილის სტატუსის მქონე და აფხაზეთის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირები.

 

2. სამოქალაქო ინტეგრაცია და დევნილ ემიგრანტთა მხარდაჭერა

ქვეპროგრამა ითვალისწინებს: კონფლიქტით გაყოფილი საზოგადოების ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით,  შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობას; ქართულ და აფხაზურ საზოგადოებებს შორის კონსტრუქციული ურთიერთობების ფორმირებისა და განვითარებისათვის, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას და საზოგადოებრივი აქტივობის ზრდას; უცხოეთში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების  ჩართულობით,  ქართულ-აფხაზური დიალოგის ხელშეწყობასა და ქართულ-აფხაზური საერთო ტრადიციებისა და ფასეულობების პოპულარიზაციას.

ქვეპროგრამის მიზანია:

  • აფხაზეთიდან დევნილის სტატუსის მქონე და აფხაზეთის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირების სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერა
  • ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების ფარგლებში სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა
  • ბენეფიციართა შესაძლებლობების გაძლიერება კომპეტენციის ამაღლების, აქტიური მოქალაქეობისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარების გზით
  • ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლება
  • აფხაზეთიდან დევნილის სტატუსის მქონე და აფხაზეთის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირების სამართლებრივი საკითხების უზრუნველყოფის მხარდაჭერა
  • საინფორმაციო და სოციალური მხარდაჭერა კონკრეტული სამიზნე ჯგუფებისათვის
  • ცნობიერების ამაღლება ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებზე
  • სახალხო და ციფრული დიპლომატიის რესურსის გააქტიურება ნდობის აღდგენისა და შერიგებისთვის
  • დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა
  • აფხაზეთიდან დევნილის სტატუსის მქონე, აფხაზეთის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები და ემიგრაციაში მყოფი აფხაზეთის თემატიკით დაინტერესებული პირების ინიციატივებისა და საქმიანობის მხარდაჭერა
  • დევნილ ქალთა როლის გაძლიერება ინტეგრაციისა და ნდობის აღდგენის პროცესში
  • მოხალისეობრივი საქმიანობის ხელშეწყობა
  • დეოკუპაციისა და არაღიარების სახელმწიფო პოლიტიკის მხარდაჭერა
  • დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის გაღრმავება და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელება
  • უცხოეთში მცხოვრები დევნილი თანამემამულეებისა და უცხოეთში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების ჩართულობის მხარდაჭერა სამშვიდობო პროცესებში
  • ქართულ-აფხაზური საერთო ისტორიის, ტრადიციებისა და კულტურის პოპულარიზაცია

სამიზნე ჯგუფი: აფხაზეთიდან დევნილის სტატუსის მქონე და აფხაზეთის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირები, საზღვარგარეთ მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი თანამემამულეები.