ტელეფონი: (+995 32) 295 03 24
ელ.ფოსტა: apkhazeti@mes.gov.ge ან meca@abkhazia.gov.ge
მისამართი: დიმიტრი უზნაძის ქუჩა №68, 0101, თბილისი, საქართველო
2024 წლის პროგრამები
1. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/საფეხურის/სემესტრის აღიარება
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ახდენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/საფეხურის/სემესტრის აღიარებას.
სამიზნე ჯგუფები: აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის საშუალო სკოლების მოსწავლეები და კურსდამთავრებულები.
საკონტაქტო პირი: ხათუნა შონია 577 09 22 39
2. ქვეპროგრამა - „სასკოლო ინფრასტრუქტურისა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესება“
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჭიროებების გათვალისწინებით დაფინანსების გამოყოფა.
ქვეპროგრამის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, სასწავლო პირობებისა და გარემოს გაუმჯობესება.
სამიზნე ჯგუფები: აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული ტერიტორიის გალის რაიონის სკოლები.
საკონტაქტო პირი: ხათუნა შონია 577 09 22 39
3. ქვეპროგრამა - „წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერა“
აფხაზეთიდან დევნილი წარმატებული, ნიჭიერი, საზოგადოებრივად აქტიური სტუდენტი-ახალგაზრდების სწავლების ფინანსური მხარდაჭერა.
ქვეპროგრამის მიზანი: აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული საქართველოს მოქალაქე, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი ნიჭიერი ახალგაზრდების ფინანსური დახმარება საქართველოსა და უცხოეთის უმაღლეს სასწავლებელში.
პროგრამის (ქვეპროგრამის) და სერვისის შემადგენელი კომპონენტები
- საქართველოს უმაღლეს/პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ სტუდენტთა ფინანსური დახმარება
- უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული სტუდენტების ფინანსური დახმარება
სამიზნე ჯგუფები: განსაკუთრებული მიღწევებით, ნიჭიერებითა და წარმატებებით წარმოჩენილი ახალგაზრდები აფხაზეთიდან:
- ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტებული პროგრამების სტუდენტები;
- ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტირებული პროგრამების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტები;
- ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლოგიური დაწესებულებების აკრედიტირებული პროგრამების რეზიდენტები;
- ევროკავშირის წევრი ქვეყნების, გაერთიანებული სამეფოს, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, ავსტრალიის, იაპონიის, შვეიცარიისა და ნორვეგიის უმაღლეს სასწავლებლის პირველი ან მეორე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო აკრედიტირებული პროგრამის სტუდენტები.
საკონტაქტო პირი: ხათუნა შონია 577 09 22 39
4. ქვეპროგრამა - „დისტანციური სწავლების სკოლა“
აფხაზეთის საშუალო და საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის, არაფორმალური დისტანციური განათლების გზით ცოდნისა და უნარების განვითარების შესაძლებლობა.
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება ორი პროექტი - „ონლაინ საკვირაო სკოლა“ და ონლაინ კლასი - „კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობა“.
ქვეპროგრამის მიზანია გალის რაიონის საშუალო და აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეების არაფორმალურ დისტანციურ განათლებაში ჩართულობის, განათლების დონის ამაღლების, განვითარებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობა.
სამიზნე ჯგუფები: აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული ტერიტორიის გალის რაიონის სკოლების მოსწავლეები.
საკონტაქტო პირი: ხათუნა შონია 577 09 22 39
5. ქვეპროგრამა - „განათლება მომავლისათვის“
ქვეპროგრამა ითვალისწინებს არაფორმალური განათლების მნიშვნელობის გაძლიერებას მშვიდობის მშენებლობის საქმეში და წიგნიერების, განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებებს აერთიანებს.
- აფხაზური ენის პოპულარიზაცია
- მასწავლებლის პროფესიის გაძლიერება, მხარდაჭერა
- ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა
- სპორტის განვითარება და პოპულარიზაცია
- ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული ღონისძიებების მხარდაჭერა
- არაფორმალური განათლების ხელშეწყობა.
პროგრამის (ქვეპროგრამის) და სერვისის შემადგენელი კომპონენტები
ტრენინგები, საგანმანათლებლო, საინფორმაციო და სხვადასხვა ტიპის არაფორმალური შეხვედრები, კონკურსები, სპორტული და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობი ღონისძიებები და სხვა.
სამიზნე ჯგუფები:
- აფხაზეთის საჯარო სკოლებისა და ოკუპირებული ტერიტორიის მოსწავლეები
- აფხაზეთის საჯარო სკოლებისა და ოკუპირებული ტერიტორიის პედაგოგები
- აფხაზეთის საჯარო სკოლებისა და ოკუპირებული ტერიტორიის კურსდამთავრებულები
- აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლეები
- აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტები
- ღვაწლმოსილი პედაგოგები
- სსსმ და შშმ პირები
- საზოგადოების ფართო მასები.
საკონტაქტო პირი: ხათუნა შონია 577 09 22 39
6. აფხაზური ენის პედაგოგთა ფინანსური მხარდაჭერა
აფხაზური ენის დაცვა, პოპულარიზაცია და განვითარება.
ქვეპროგრამის მიზანია აფხაზური ენის მასწავლებლების ფინანსური დახმარება.
პროგრამის (ქვეპროგრამის) და სერვისის შემადგენელი კომპონენტები
აფხაზური ენის მასწავლებლების ფინანსური მხარდაჭერა.
სამიზნე ჯგუფები: აფხაზეთის საჯარო სკოლების აფხაზური ენის პედაგოგები.
7. სტიპენდიები
„დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები“
ქვეპროგრამა ემსახურება სტუდენტებში აფხაზეთის თემატიკის გააქტიურებას/პოპულარიზაციას, ინტელექტუალური პოტენციალის განვითარებას. დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიების მოსაპოვებლად ცხადდება კონკურსი.
ქვეპროგრამის მიზანია აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის სტუდენტების მოტივაციის ამაღლება, აფხაზეთის თემის პოპულარიზაცია და ახალგაზრდების მხარდაჭერა.
„აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია“
ქვეპროგრამა ემსახურება ახალგაზრდებში მათემატიკის, გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულების საგნების პოპულარიზაციას. აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად ცხადდება კონკურსი.
ქვეპროგრამის მიზანია მათემატიკის, გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულების დისციპლინების პოპულარიზაცია.
„თამაზ ნადარეიშვილის, ლორიკ მარშანიას, გურამ გაბესკირიასა და მიხეილ ჯინჭარაძის სახელობის სტიპენდიები“
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხული სტუდენტების განათლების ხელშეწყობა და წახალისება.
სამიზნე ჯგუფები:
- აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა) სტუდენტები.
- მათემატიკის, გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები.
- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხული იძულებით გადაადგილებული პირები აფხაზეთიდან.
საკონტაქტო პირი: ხათუნა შონია 577 09 22 39
8. გალის რაიონის სკოლამდელი აღზრდისა და სახელოვნებო სკოლების პედაგოგთა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარება
პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ოკუპირებული გალის რაიონის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისა და მუსიკალური და სამხატვრო სკოლების პედაგოგებისა და ადმინტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარება.
პროგრამის მიზანია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები სკოლამდელი აღზრდისა და სახელოვნებო სკოლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური მხარდაჭერა.
პროგრამის (ქვეპროგრამის) და სერვისის შემადგენელი კომპონენტები: ფინანსური დახმარება
სამიზნე ჯგუფები: გალის რაიონის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების (საბავშვო ბაღები), მუსიკალური და სამხატვრო სკოლების პედაგოგები და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი.
საკონტაქტო პირი: ხათუნა შონია 577 09 22 39
9. პროფესიული უნარების განვითარების მხარდაჭერა სკოლებში
ქვეპროგრამა ემსახურება ახალგაზრდებში პროფესიული განათლების პოპულარიზაციას, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ინფორმირებულობის ზრდასა და საინტერესო პროფესიის ფარგლებში საბაზო უნარების განვითარებას.
ქვეპროგრამის მიზანია პროფესიული განათლების პოპულარიზაცია და პროფესიული პირველადი უნარების განვითარების ხელშეწყობა.
სამიზნე ჯგუფები: აფხაზეთის საჯარო სკოლების და გალის რაიონის საშუალო სკოლის მოსწავლეები/ახალგაზრდები.
საკონტაქტო პირი: ხათუნა შონია 577 09 22 39
10. შემეცნებით-საგანმანათლებლო ბანაკები
პროგრამა მოიცავს სწავლასა და აქტიურ დასვენებას. ბანაკის ბენეფიციარები სხვადასხვა საგნობრივი მიმართულებით გაივლიან ტრენინგ-სემინარებს, შეძლებენ შეძენილი ცოდნისა და უნარ-ჩვევების წარმოჩენა-განვითარებას, საინტერესოდ დასვენებასა და გართობას.
ქვეპროგრამის მიზანია მოზარდების განვითარება, სამოქალაქო ცნობიერების ამღლება, ინტეგრაციის ხელშეწყობა, დასვენება, პოზიტიური ემოციებისა და განწყობის უზრუნველყოფა.
პროგრამის (ქვეპროგრამის) და სერვისის შემადგენელი კომპონენტები
- საგნობრივი და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშემწყობი ტრენინგები
- კულტურული და შემეცნებით-გასართობი ხასიათის ღონისძიებები
- სპორტულ – გამაჯანსაღებელი ღონისძიებები
სამიზნე ჯგუფები: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დისტანციური სწავლების სკოლის ბენეფიციარები (ოკუპირებული გალის რაიონის საშუალო და აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები).
საკონტაქტო პირი: ხათუნა შონია 577 09 22 39
11. ქვეპროგრამა - „მოგზაურობა აფხაზეთში“
ქვეპროგრამის მიზანია კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად და პოპულარიზაციისათვის პროგრესული, სწორი და აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა; ფართო საზოგადოების და მათ შორის ახალგაზრდების აფხაზეთის თემატიკით დაინტერესება და ცნობიერების ამაღლება.
ქვეპროგრამის შემადგენელი კომპონენტი: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პორტალის სრულყოფა; კატალოგის „კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთში“ გამოცემა; სამი ვიდეო-ჩანახატის შექმნა, ახალი ინფორმაციის ინგლისურად და აფხაზურად თარგმნა.
სამიზნე ჯგუფები:
- საჯარო სკოლების მოსწავლეები და სტუდენტები;
- დარგის სპეციალისტები;
- აფხაზეთის თემატიკით დაინტერესებული პირები;
- საზოგადოების ფართო ფენები.
საკონტაქტო პირი: ნონა ქარაია 599 71 45 39
12. ქვეპროგრამა - „გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია“
კონკურსი „გიორგი შარვაშიძის პრემიაზე“ ორ წელიწადში ერთხელ ცხადდება და საშუალება ეძლევათ ლიტერატურის, ხელოვნების, პუბლიცისტიკისა და მეცნიერების დარგში მოღვაწე პირებს წარმოადგინონ ნაწარმოებები, რომელმაც მხატვრული, სამეცნიერო და სხვა ღირსებათა გამო, საერთო ეროვნული აღიარება მოიპოვეს, გამსჭვალულია თავისუფლების, ჰუმანიზმის, პატრიოტიზმის მაღალი იდეალებით და წარმოადგენს შენაძენს ქართული ლიტერატურის, ხელოვნების, პუბლიცისტიკისა და მეცნიერების დარგში.
ქვეპროგრამის მიზანია ლიტერატურის, ხელოვნების, პუბლიცისტიკის, მეცნიერების განვითარება და სტიმულირების ხელშეწყობა; გიორგი შარვაშიძის ღვაწლის, დამსახურებისა და სახელის უკვდავყოფა.
სამიზნე ჯგუფები: ლიტერატურის, ხელოვნების, პუბლიცისტიკისა და მეცნიერების დარგში მოღვაწე პირები.
საკონტაქტო პირი: კახაბერ ძაძამია 555 38 43 49
13. ქვეპროგრამა - „ვიქტორ სანეევის სახელობის სტიპენდია“
ვიქტორ სანეევის სახელობის სტიპენდია ენიჭებათ საკონკურსო წლისა და წინა სპორტული სეზონის განმავლობაში დადასტურებული სპორტული მიღწევების მქონე ახალგაზრდებს სპორტის როგორც ოლიმპიურ, აგრეთვე არაოლიმპიურ სახეობებში.
ქვეპროგრამის მიზანია ვიქტორ სანეევის სახელის უკვდავყოფა, ვიქტორ სანეევის სახელობის სტიპენდიის დაწესება ხელს შეუწყობს ახალგაზრდა, წარმატებული, დევნილი სპორტსმენების მოტივაციის გაზრდასა და მათ წახალისებას;
სამიზნე ჯგუფები: საქართველოს ეროვნული და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რეგიონალური სპორტული ფედერაციების წევრი დევნილი ახალგაზრდა წარმატებული სპორტსმენები.
საკონტაქტო პირი: კახაბერ ძაძამია 555 38 43 49
14. ქვეპროგრამა კულტურა და სპორტი მშვიდობისა და განვითარებისათვის
კულტურისა და სპორტის მნიშვნელობის გაძლიერება მშვიდობის მშენებლობის საქმეში.
ქვეპროგრამის მიზანია კულტურის მნიშვნელობის გაძლიერება მშვიდობის მშენებლობაში; კულტურათაშორისი დიალოგის, ნდობისა და კავშირების გამყარება.
სამიზნე ჯგუფები: კულტურისა სფეროში მოღვაწე ფიზიკური და იურიდიული პირები, ფართო საზოგადოება.
საკონტაქტო პირი: კახაბერ ძაძამია 555 38 43 49
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
სსიპ აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო
ელ.ფოსტა: info@csya.ge
მისამართი: დიმიტრი უზნაძის ქუჩა №68, 0101, თბილისი, საქართველო
2024 წლის პროგრამები
„აფხაზეთის კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიებების ხელშეწყობის“ პროგრამა
1. ქვეპროგრამა - „შემოქმედებითი აზროვნების განვითარების ხელშეწყობა“
ქვეპროგრამის მიზანია ოკუპირებული გალის რაიონის ტერიტორიაზე მცხოვრები მოზარდების შემოქმედებითი უნარების განვითარება, განსხვავებული, არაფორმალური მეთოდებით (ონლაინ) მუსიკისა და ხატვის სწავლების ხელშეწყობა.
სამიზნე ჯგუფი: ოკუპირებული გალის რაიონში მცხოვრები მოზარდები.
საკონტაქტო პირი: ლიანა ხურცილავა 599 85 54 41
2. ქვეპროგრამა - „კულტურული ინიციატივები“
ქვეპროგრამის მიზანია ქართულ -აფხაზური კულტურის პოპულარიზაცია. მრავალფეროვანი და საინტერესო ინიცირებული პროექტების ფინანსური მხარდაჭერა.
სამიზნე ჯგუფი: დაფინანსების მიმღები სუბიექტი შეიძლება იყოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული იურიდიული პირი.
საკონტაქტო პირი: ლიანა ხურცილავა 599 85 54 41
3. ქვეპროგრამა - „გზავნილი აფხაზეთიდან“
ქვეპროგრამის მიზანია - ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში ხელოვნების საშუალებით პოზიტიური კულტურული კავშირის ხელშეწყობა და ამ მიზნით დედაქალაქის ერთერთ სკვერში, სოხუმის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე თანამედროვე სკულპტურა/ინსტალაციის განთავსება.
სამიზნე ჯგუფი: შემოქმედებითი ინდუსტრიის სფეროს (არქიტექტორები, მხატვარ-დიზაინერები....) მოღვაწეები.
საკონტაქტო პირი: ლიანა ხურცილავა 599 85 54 41
4. ქვეპროგრამა - „ინკლუზიური პროექტების ხელშეწყობა“
ქვეპროგრამის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საჭიროების მქონე პირების მაქსიმალური ჩართულობით განხორციელებული ღონისძიებების მხარდაჭერა.
სამიზნე ჯგუფი: დაფინანსების მიმღები სუბიექტი შეიძლება იყოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული იურიდიული პირი.
საკონტაქტო პირი: ლიანა ხურცილავა 599 85 54 41
5. ქვეპროგრამა - „საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა“
ქვეპროგრამა ითვალისწინებს აფხაზეთის თემაზე შექმნილი მხატვრული ლიტერატურის, პუბლიცისტური კრებულების, საისტორიო-სამეცნიერო ნაშრომების, კატალოგების, ხელოვნების სფეროს (მხატვრობა, ქორეოგრაფია, თეატრი...) წარმომადგენლებზე მომზადებულ მხატვრულ თუ დოკუმენტური წიგნების გამოცემის ხელშეწყობას.
ქვეპროგრამა არ ითვალისწინებს ინიციატივების ფარგლებში შემოსულ ტექნიკურ, საბუნებისმეტყველო, სამედიცინო, იურიდიული ლიტერატურის, ასევე - პერიოდული გამოცემების: ჟურნალი, ალმანახი, გაზეთი, ბუკლეტი - დაფინანსებას;
ქვეპროგრამის მიზანია გამოიცეს აფხაზეთის თემაზე ახალი, საინტერესო, აქტუალური და მრავალფეროვანი ლიტერატურა, რომელიც დადებით მუხტს შეიტანს ქართულ-აფხაზური - ძმური, მეგობრული ურთიერთობების აღდგენაში; ხელი შეეწყოს ახალბედა ავტორებს სამწერლობო გზის გაკვლევაში. დაფასდეს იმ ხელოვანების ღვაწლი, რომლებმაც საკუთარი შემოქმედებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს აფხაზეთის კულტურის განვითარებაში.
პროექტის სამიზნე ჯგუფი: დაფინანსების მიმღები სუბიექტი შეიძლება იყოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული იურიდიული პირი ან ნაშრომის ავტორი ფიზიკური პირი.
საკონტაქტო პირი: ლიანა ხურცილავა 599 85 54 41
6. ქვეპროგრამა - „მე, აფხაზეთისთვის“
ქვეპროგრამის მიზანია აფხაზეთიდან დევნილი წარმატებული ადამიანების მოტივციის ამაღლება; იპოვოს და საზოგადოებას მოუყვეს საინტერესო ისტორიის მქონე სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული ადამიანების შესახებ.
სამიზნე ჯგუფი: სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული ადამიანები აფხაზეთიდან.
საკონტაქტო პირი: ლიანა ხურცილავა 599 85 54 41
7. ქვეპროგრამა - „საახალწლო ზეიმი“
ქვეპროგრამის მიზანია საახალწლო ზეიმში აქტიური მონაწილეობა დადებითად აისახება მათ სულიერ განწყობაზე, საზეიმო ელფერს შემატებს მათ ცხოვრებას, განუმტკიცებს მომავლისადმი იმედს.
სამიზნე ჯგუფი: 1000 ბენეფიციარი თბილისსა და რეგიონებში კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები. (მათ შორის ოკუპირებული გალის რაიონში მცხოვრები ბავშვები და შშმ ბავშვები)
საკონტაქტო პირი: ლიანა ხურცილავა 599 85 54 41
8. ქვეპროგრამა - „სიყვარულით,თქვენთვის“
ქვეპროგრამის მიზანია აფხაზეთობის აღნიშვნა, თბილისსა და რეგიონში მცხოვრები დევნილი და შშმ ბავშვების განვითარება/გახალისება; ახალგაზრდებში აფხაზეთის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
სამიზნე ჯგუფი: თბილისსა და რეგიონში მცხოვრები დევნილი მოზარდები, შშმ პირები, საზოგადოების ფართო ფენა.
საკონტაქტო პირი: ლიანა ხურცილავა 599 85 54 41
9. ქვეპროგრამა - „ფერწერა აფხაზეთიდან“
ქვეპროგრამის მიზანია ფერწერის პოპულარიზაცია, პროფესიონალი მხატვრების, მხატვრული ნიჭით დაჯილდოებული მოზარდ-ახალგაზრდების მხარდაჭერა და მათი მოტივაციის ამაღლება. ამაგდარი ადამიანებისთვის პატივის მიგება.
სამიზნე ჯგუფი: ხელოვანი ადამიანები, მხატვრები, მხატვრობის ნიჭით დაჯილდოებული მოზარდები/ახალგაზრდები; ღვაწლმოსილი ქალბატონები.
საკონტაქტო პირი: ლიანა ხურცილავა 599 85 54 41
10. ქვეპროგრამა - „შემოქმედებითი ზაფხული“
ქვეპროგრამის მიზანია უფროსკლასელთა შემოქმედებითი გემოვნების ამაღლება და აფხაზეთის გახსენება, ახალგაზრდების შემოქმედებითი უნარების განვითარება და მათი პოტენციალის რეალიზება; საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა და ახალი შემეცნება.
სამიზნე ჯგუფი: 16-დან 18 წლამდე ახალგაზრდები; უფროსკლასელები.
საკონტაქტო პირი: ლიანა ხურცილავა 599 85 54 41
სპორტულ და ახალგაზრდულ საქმეთა ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამა
1. ქვეპროგრამა - „სპორტულ და ახალგაზრდულ ღონისძიებათა ინიციატივების ხელშეწყობა“
ქვეპროგრამის მიზანია სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა პოპულარიზაცია/ განვითარება, სპორტული და ახალგაზრული ღონისძიებების ხელშეწყობა, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მდგრადობის უზრუნველყოფა და მეტი ღონისძიების დაფინანსება/თანადაფინანსება, ქვეპროგრამის ფარგლებში გამართული სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი ღონისძიებები, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე მხარდაჭერილი ტურნირები, ახალგაზრდული საქმეების განვითარება/ხელშეწყობა.
სამიზნე ჯგუფი: იურიდილი პირები (ააიპ, სსიპ, არასამთავრობო ორგანიზაციები, შპს.); საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტის სხვადასხვა სახეობის ფედერაციები, სპორტული ორგანიზაციები, სპორტული ასოციაციები, ოლიმპიური კომიტეტები, გუნდები, კლუბები.
საკონტაქტო პირი: შოთა გუტიკაშვილი 599 25 29 39
2. ქვეპროგრამა - „აფხაზეთის სპორტული ტურნირები“
ქვეპროგრამის მიზანიაქვეპროგრამით უზრუნველყოფილი ტურნირები; აფხაზეთიდან დევნილი სპორტსმენების ხელშეწყობა ევროპის, მსოფლიო და ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის მისაღებად. ახალგაზრდების დაინტერესება სპორტით და მათი ჩამოშორება ქუჩის მანკიერი გავლენისაგან, ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა. უწყებათაშორისი ტურნირის ჩატარება მინიფეხბურთში ხელს შეუწყობს სტრუქტურებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას და კორპორატიული კულტურის ჩამოყალიბებას.
სამიზნე ჯგუფი: საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული გუნდები, საერთაშორისო გუნდები, სპორტსმენები თავისუფალი სტილით ჭიდაობაში; აფხაზეთის ა/რ მთავრობის სამინისტროების და უწყებების თანამშრომლები.
საკონტაქტო პირი: შოთა გუტიკაშვილი 599 25 29 39
3. ქვეპროგრამა - „წარმატებულ სპორტსმენთა, სპორტის მუშაკთა გამოვლენა-დაჯილდოება“
ქვეპროგრამის მიზანია წარმატებულ სპორტსმენთა, სპორტის მუშაკთა წახალისება, პოპულარიზაცია, მოტივაციის ამაღლება.
სამიზნე ჯგუფი: აფხაზეთიდან დევნილი სპორტსმენები, სპორტის მუშაკები, სპორტულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები, ფედერაციები, სპორტული ორგანიზაციები.
საკონტაქტო პირი: შოთა გუტიკაშვილი 599 25 29 39
4. ქვეპროგრამა - „სუფთა გარემო-ჯანსაღი ცხოვრება“
ქვეპროგრამის მიზანია ინტელექტუალური, გუნდური, შემეცნებითი და თავდაცვითი უნარების ამაღლება, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, სუფთა და ჯანმრთელი გარემოს შექმნა; მოზარდ-ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა.
სამიზნე ჯგუფი: თბილისსა და რეგიონებში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები.
საკონტაქტო პირი: შოთა გუტიკაშვილი 599 25 29 39
5. ქვეპროგრამა - „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა“
ქვეპროგრამის მიზანია აფხაზეთიდან დევნილი სპორტსმენების, აფხაზეთის სახელით მოასპარეზე სპორტსმენების მხარდაჭერა იმ მხრივ, რომ მათ ჰქონდეთ საერთაშორისო სტანდარტის სავარჯიშო პირობები.
სამიზნე ჯგუფი: აფხაზეთის სახელით მოასპარეზე სპორტსმენები.
საკონტაქტო პირი: შოთა გუტიკაშვილი 599 25 29 39
6. ქვეპროგრამა - „აფხაზეთის სახელით მოასპარეზე კლუბების/გუნდების ხელშეწყობა“
ქვეპროგრამისმიზანია საქართველოში სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაციისა და განვითარების მხარდაჭერა; აფხაზეთის სახელით მოასპარეზე გუნდების/კლუბების ფინანსური მხარდაჭერა.
სამიზნე ჯგუფი: დაფინანსების მიმღები სუბიექტი შეიძლება იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს ტერიტორიაზე 2024 წლის 01 იანვრამდე რეგისტრირებული იურიდიული პირები (მხოლოდ სპორტული კლუბები/გუნდები), რომლებიც ასპარეზობენ აფხაზეთის (აფხაზეთთან დაკავშირებული) სახელით. დაფინასების მიმღების სუბიექტი არ შეიძლება იყოს ის გუნდი/კლუბი, რომელიც 2024 წლის განმავლობაში დაფინანსდა სააგენტოს სხვა ქვეპროგრამის&