ტელეფონი: (+995 32) 214 00 83
ელ.ფოსტა: mofa@abkhazia.gov.ge
მისამართი: მიხეილ თამარაშვილის ქუჩა №15ა, 0186, თბილისი, საქართველო
2025 წლის პროგრამები
სსიპ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა“
მისამართი: თბილისი, ვაჟა–ფშაველას გამზ. N16.
პალატის სერვისების ბენეფიციარები არიან :აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეები.
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა
პოტენციური ბენეფიციარი უნდა იყოს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი, მათ შორის საწარმოში/ორგანიზაციაში 50% და მეტი წილის მფლობელი მეწარმე სუბიექტი და ის უნდა იყოს „აწარმოე საქართველოში“ ან „სოფლის განვითარების სააგენტოს“ მიმდინარე პროგრამის გამარჯვებული. ბენეფიციარების შერჩევა მოხდება რიგითობის მიხედვით, პროგრამისათვის გამოყოფილი თანხის სრულ ამოწურვამდე.
დაფინანსება თითოეულ მეწარმე სუბიექტზე არ უნდა აღემატებოდეს 5000 ლარს.
დანართის სახით წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
დანართის სახით წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- პირადობის მოწმობის ასლი (სავალდებულო);
- დევნილის მოწმობის ასლი (სავალდებულო);
- სამეწარმეო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მათ შორის: ინდმეწარმე; შპს; სააქციო საზოგადოება; მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე და სხვა (სავალდებულო);
- ამონაწერი მეწარმეთა პირების რეესტრიდან (სავალდებულო);
- გადასახადის გადამხდელის მოწმობა;
- ცნობა, რომ ბენეფიციარი არის „აწარმოე საქართველოში“ ან „სოფლის განვითარების სააგენტო“ -ს მიმდინარე პროექტის გამარჯვებული (სავალდებულო)
გამოფენაში მონაწილეობისათვის გასაწევი ხარჯების დამადასტურებელ დოკუმენტები (სავალდებულო):
- მგზავრობის დამადასტურებელი დოკუმენტი- ბილეთი
- სასტუმროში განთავსების დამადასტურებელ დოკუმენტი
- სტენდის ქირაობის (გადახდილი თანხის) „აწარმოე საქართველოში“ან„სოფლის განვითარების სააგენტოს მხრიდან თანადაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტი/ცნობა
პალატა უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, განმცხადებელს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის, ფოტო/ვიდეო მასალის და სხვა ინფორმაციის წარმოდგენა.
2. საერთაშორისო სისტემებისა და სტანდარტების შემუშავება და დანერგვა
პოტენციური ბენეფიციარი უნდა იყოს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი, მათ შორის საწარმოში/ორგანიზაციაში 50% და მეტი წილის მფლობელი მეწარმე სუბიექტი. ბენეფიციარების შერჩევა მოხდება რიგითობის მიხედვით, პროგრამისთვის გამოყოფილი თანხის სრულ ამოწურვამდე.
პალატა მეწარმე სუბიექტებს (რომლებიც ახორციელებენ პროდუქციის წარმოებას ან/და გადამუშავებას) დაუფინანსებს HACCP-ის საერთაშორისო სისტემის დანერგვის საფასურს.
დაფინანსება განხორციელდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად, 2025 წელს პალატისათვის გამოყოფილი სახსრების ნაწილიდან „მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში. დაფინანსება თითოეულ მეწარმე სუბიექტზე არ უნდა აღემატებოდეს 2000 ლარს.
დანართის სახით წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- პირადობის მოწმობის ასლი (სავალდებულო)
- დევნილის მოწმობის ასლი (სავალდებულო)
- სამეწარმეო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მათ შორის: ინდმეწარმე; შპს; სააქციო საზოგადოება; მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე და სხვა (სავალდებულოა)
- ამონაწერი მეწარმეთა პირების რეესტრიდან (სავალდებულო)
- გადასახადის გადამხდელის მოწმობა
HACCP-ის საერთაშორისო სისტემის დანერგვის შემდგომ,
დაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტები (სავალდებულო):
- ხელშეკრულება სერვისის მომწოდებელთან
- მიღება - ჩაბარების აქტი
- ანგარიშ ფაქტურა (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
- სერვისის მიღების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი
პალატა უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, განმცხადებელს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის, ფოტო/ვიდეო მასალის და სხვა ინფორმაციის წარმოდგენა.