აფხაზეთის მთავრობის აპარატის ადმინისტრაციული სამმართველო (შემდეგში - სამმართველო) თავის საქმიანობას ახორციელებს შემდეგი მიმართულებებით:
- ორგანიზაციული;
- საოქმო - სარედაქციო;
- საქმისწარმოება;
- დოკუმენტების მონიტორინგი;
- საარქივო საქმე.
ორგანიზაციული მიმართულება
ორგანიზაციული მიმართულების ძირითადი ამოცანაა აფხაზეთის მთავრობის სხდომების, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის უფროსთან თათბირების მომზადება, თავმჯდომარის მისაღები ოთახის ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
მოწვეულ იქნა მთავრობის 13 სხდომა;
მთავრობის ყოველი სხდომისათვის რეგლამენტის შესაბამისად მიმდინარეობდა:
- დღის წესრიგის მომზადება;
- მოწვეულ პირთა სიის შედგენა და დამსწრე პირთა რეგისტრაცია;
- სხდომაზე განსახილველი საკითხების წარმოდგენის სისწორის შემოწმება;
- სხდომის მასალების მთავრობის წევრებისათვის და მოწვეულ პირთათვის მიწოდება;
- სხდომის დარბაზის მომზადების უზრუნველყოფა.
მთავრობის სხდომებზე განხილული საკითხების შედეგად აფხაზეთის მთავრობის მიერ გამოცემულ იქნა 4 კანონი, 37 დადგენილება და 26 განკარგულება.
- მთავრობის თავმჯდომარის მისაღებმა ოთახმა ორგანიზება გაუწია აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელთან 289 აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქის მიღებას.
საოქმო-სარედაქციო მიმართულება
საოქმო-სარედაქციო მიმართულების ძირითადი ამოცანაა:
- აფხაზეთის მთავრობის სხდომების ოქმების მომზადება, გაფორმება და საოქმო გადაწყვეტილებების დაგზავნა შემსრულებელთათვის;
- მთავრობის სხდომაზე წარმოდგენილი მასალებისა და სამართლებრივი აქტების პროექტების რედაქტირება;
- თავმჯდომარის, აპარატის უფროსისა და სხვა ხელმძღვანელ პირთა მიერ ხელმოსაწერი კორესპონდენციის რედაქტირება;
- გამოცემული საკანონმდებლო ნორმატიული აქტების გაფორმება `ნორმატიული აქტების შესახებ~ აფხაზეთის კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში" გამოსაქვეყნებლად აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტისთვის დაგზავნა.
საანგარიშო პერიოდში გაფორმდა 13 ოქმი. შემსრულებლებს გაეგზავნა 33 საოქმო ამონაწერი. აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტში ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში" გამოსაქვეყნებლად გადაიზავნა 41 საკანონმდებლო და ნორმატიული აქტი: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 4 კანონი და აფხაზეთის მთავრობის 37 დადგენილება.
საქმისწარმოების მიმართულება - დოკუმენტბრუნვა
საქმისწარმოების ორგანიზებისას სამმართველო ხელმძღვანელობდა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის #414 ბრძანებულებით დამტკიცებული საქმისწარმოების ერთიანი წესებითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით.
აღნიშნული წესების მოთხოვნათა დაცვით სამმართველო სარგებლობდა საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამით.
საანგარიშო პერიოდში აფხაზეთის მთავრობის აპარატში ფიზიკური და იურიდიული პირებიდან შემოვიდა 5389 კორესპოდენცია, ხოლო მთავრობის აპარატიდან, მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლისა და მთავრობის აპარატის უფროსის ხელმოწერით, სხვადასხვა ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში გაიგზავნა 2680 კორესპონდენცია, შიდა მიმოწერის დოკუმენტების რაოდენობამ (მოხსენებითი ბარათები, დასკვნები და ა.შ) შეადგინა 2395 ერთეული.
ჯამში 2016 წლის განმავლობაში გასული და შემოსული კორესპონდენციის დოკუმეტბრუნვამ შეადგინა 8069 ერთეული.
2015 წელთან შედარებით (5746 ერთეული) 2016 წელს (8069 ერთეული) დოკუმენტბრუნვა გაიზარდა 2323 ერთეულით ანუ - 40.4%-ით.
საქართველოსა და, მათ შორის, აფხაზეთის სხვადასხვა უწყებიდან და ორგანიზაციიდან საანგარიშო პერიოდში მთავრობის აპარატში შემოვიდა 565 კორესპოდენცია, 452 ერთეული - საპასუხო წერილი, 2461 - განცხადება, მათ შორის ფიზიკური პირებისგან - 1537; იურიდიული პირებისგან (განცხადება-შუამდგომლობა) - 454; კოლექტიური განცხადება - 5 და განცხადებაზე პასუხი - 1911.
ფინანსური დახმარების გაწევის საკითხს ეხებოდა 2211 განცხადება (დაფინანსებულია -977).
მიღებული განცხადებები თემატიკის მიხედვით:
. ჯანმრთელობის საკითხზე - 1197;
. სოციალურ საკითხზე -977;
. სასწავლო-საგანმანათლებლო საკითხზე (სწავლის დაფინანსება) - 37;
. საბინაო საკითხზე- 65;
. დასაქმების საკითხზე - 20.
სხვადასხვა თემაზე (პენსიების, ხელფასების გაზრდა, ადვოკატის აყვანა, მოქალაქეობის დადგენა, ბანაკში დასვენება, ცნობების გაცემა, სტაჟირება, საბუთების აღდგენა, დაჯილდოება, პროექტებში მონაწილეობა, სამადლობელო და ა.შ. ) - 165.
საანგარიშო პერიოდში აფხაზეთის მთავრობის აპარატში აფხაზეთის სხვადასხვა ორგანიზაციიდან და სტრუქტურიდან მიღებული 95 კორესპონდენციის საფუძველზე გამოცემულია აფხაზეთის მთავრობის ნორმატიული, აფხაზეთის მთავრობის ინდივიდუალური და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები. მათ შორის: 37 დადგენილება, 26 განკარგულება და 38 ბრძანება.
საქართველოს სხვადასხვა ორგანიზაციიდან და უწყებიდან შემოსულია 309 ერთეული კორესპონდენცია, რომელთა შორის - 281 მიღებულია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან (236 - განცხადება-შუამდგომლობა, 3 - კანონი) და ძირითადად ეხება აფხაზეთიდან დევნილ იმ ფიზიკურ პირებს, რომლებმაც სხვადასხვა სახის დახმარებისათვის მიმართეს საქართველოს პრეზიდენტს. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მიღებული ფიზიკური პირების 236 განცხადებიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხა გამოეყო 46 განმცხადებელს, ხოლო დანარჩენი, სათანადო რეზოლუციების შესაბამისად, შესასრულებლად გადაეგზავნა აფხაზეთის მთავრობის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს.
საქართველოს სამთავრობო უწყებებიდან მიღებულია 55 კორესპონდენცია. საქართველოს სამთავრობო უწყებებს შორის აფხაზეთის მთავრობისადმი გადმოგზავნილი კორესპონდენციის რაოდენობის მიხედვით, დომინირებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, საიდანაც მიღებულია 47 ერთეული კორესპონდენცია, რომელიც ძირითადად ეხება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განსახლებულ დევნილთათვის იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მინიჭების სამართლიანობის დადგენის საკითხებს (აღნიშნული კატეგორიის წერილები, რეზოლუციის შესაბამისად, შესასრულებლად გადაეგზავნა აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტმენტს და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობებს დევნილთა მიწერის ადგილის მიხედვით).
საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებულია - 11 ერთეული კორესპონდენცია, ძირითადად ჟენევასთან დაკავშირებული ვიზიტების, სავიზო მოთხოვნებისა და რეჟიმების, განახლებული მთავრობების შემადგენლობების, მსოფლიოს ამა თუ იმ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობებისა და სხვა საგარეო მნიშვნელობის საკითხების შესახებ.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან - 23 ერთეული კორესპონდენცია (რეზოლუციის შესაბამისად, შესასრულებლად გადაეგზავნა აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტმენტს) ძირითადად გაწვევის საკითხებთან დაკავშირებით;
საქართველოს პარლამენტიდან მიღებულია 20 კორესპონდენია: 1 წერილი და 19 განცხადება-შუამდგომლობა, რომელთაგან 7 დაფინანსებულია სარეზერვო ფონდიდან, ხოლო 1, რომელიც ეხებოდა საცხოვრებელ ფართთან დაკავშირებულ საკითხს, გადაიგზავნა აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტმენტში.
საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიიდან შემოსულია 3 წერილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ (ინფორმაციები გადაგზავნილია).
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან მიღებულია 13 კორესპონდენცია - განცხადებაზე პასუხი - 1; წერილზე პასუხი - 5; დანარჩენი 7 კორესპონდენცია (წერილი) ეხება სამუშაო ჯგუფის შექმნას, ინფორმაციას კულტურის სტრატეგიის შესახებ, სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას, ოკუპირებულ ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის პრობლემებს.
დიასპორის საკითხებში საქართველოს მინისტრის აპარატიდან მიღებულია 2 წერილი -სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის შესახებ, სადაც მივიღეთ მონაწილეობა და სხვადასხვა სახის ინფორმაცია..
საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან მიღებულია 5 წერილი, რომელიც ეხებოდა აფხაზეთის მთავრობის სარეზერვო ფონდის შესაბამისობის აუდიტის დამტკიცებულ ანგარიშებს.
აფხაზეთის საკანონმდებლო და სამთავრობო სტრუქტურებიდან შემოსული და აფხაზეთის მთავრობის აპარატიდან ამავე სტრუქტურებში გასული კორესპონდენციები კატეგორიების და მათი შესრულების მიხედვით:
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოდან - შემოსული კორესპონდენციის საერთო რაოდენობამ 2016 წლის განმავლობაში შეადგინა - 65 ერთეული, მათ შორის: 31 წერილი, 1 საოქმო ამონაწერი და 33 განცხადება-შუამდგომლობა, რომელთა საფუძველზე სარეზერვო ფონდიდან აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ბრძანებების მიხედვით 15 აფხაზეთიდან დევნილს გაეწია ფინანსური დახმარება, ხოლო 18 განცხადება-შუამდგომლობა, თემატიკის მიხედვით, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარისა და აფხაზეთის მთავრობის აპარატის რეზოლუციების შესაბამისად, გადაიგზავნა აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობებში.
აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარისა და აფხაზეთის მთავრობის აპარატის რეზოლუციის შესაბამისად, გასული დოკუმენტების საერთო რაოდენობამ 2016 წლის მდგომარეობით შეადგინა - 45 ერთეული, რომელიც ძირითადად ეხებოდა ინფორმაციის მიწოდებას, უმაღლესი საბჭოდან შემოსულ დოკუმენტაციაზე რეაგირებას, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსისა და აფხაზეთის კონსტიტუციის შესაბამისად კანონის პროექტების განხილვას და სხვადასხვა სახის ინფორმაციას.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროდან შემოსული კორესპონდენციის საერთო რაოდენობამ 2016 წლის განმავლობაში შეადგინა - 184 ერთეული, მათ შორის: 43 წერილი, რომელიც ძირითადად ეხებოდა სამინისტროსა და მასში შემავალი ორგანიზაციების დებულებების დამტკიცებას ან დებულებაში ცვლილებას (გამოცემულ იქნა 2 დადგენილება), ასევე, განკარგულების პროექტს საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებზე (გამოცემულ იქნა 3 განკარგულება), სხვადასხვა ღონისძიებისათვის ფინანსურ მხარდაჭერას, აფხაზეთის საზოგადო მოღვაწეების სხვადასხვა ჯილდოზე წარდგენას (წარდგენის წერილები გაიგზავნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში), ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული ენის მდგომარეობას და სხვ. მიღებულია 53 საპასუხო წერილი, რომელიც ეხებოდა ინფორმაციას სამინისტროსა და მასში შემავალი სსიპების საქმიანობის შესახებ, უწყების მიერ დაგეგმილ ღონისძიებებს, ფილმის გადაღებისათვის ფინანსური სახსრების მოძიებას და ა.შ; 87 განცხადებაზე პასუხი ეხებოდა ინფორმაციებს სამინისტოს მიერ დევნილი ახალგაზრდების სწავლის დაფინანსების შესახებ. 1 აქტი.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარისა და აფხაზეთის მთავრობის აპარატის რეზოლუციის შესაბამისად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში გასული დოკუმენტების საერთო რაოდენობამ 2016 წლის მდგომარეობით შეადგინა - 234 ერთეული, რომელიც ეხებოდა, როგორც აფხაზეთის მთავრობის აპარატში შემოსულ განცხადებებს სწავლის დაფინანსების შესახებ, ასევე, აფხაზეთის სხვადასხვა ორგანიზაციებისთვის საგანმანათლებლო, სპორტისა და კულტურული პროგრამების ფარგლებში ფინანსურ და ორგანიზაციულ მხარდაჭერას, ინფორმაციას სამინისტროსა და სამინისტროში შემავალი სსიპ-ების საქმიანობის შესახებ და ა.შ.
აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან შემოსული კორესპონდენციის საერთო რაოდენობამ 2016 წლის განმავლობაში შეადგინა 715 ერთეული, მათ შორის 68 წერილი, რომელიც ძირითადად ეხებოდა სამინისტროს საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებს (გამოცემულ იქნა 1 განკარგულება), ინფორმაციას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აფხაზეთიდან დევნილთა გასვლით სამედიცინო-პროფილაქტიკურ გასინჯვებს, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტში ცვლილებებს ა.შ. შემოსული იყო 9 განცხადება-შუამდგომლობა აფხაზეთიდან დევნილებისთვის სამედიცინო მომსახურების დაფინანსების თხოვნით.
აფხაზეთის მთავრობის აპარატიდან გადაგზავნილ კორესპოდენციაზე მიღებულ იქნა: 41 წერილზე პასუხი, რომელიც ეხებოდა სამინისტროს მიერ გაწეულ საქმიანობას, ინფორმაციას გაფორმებულ მემორანდუმების, სამინისტროში არსებული პროგრამების, სხვადასხვა აქციებში მონაწილეობას, დევნილთა დემოგრაფიული მონაცემების შესახებ და ა.შ.; ასევე მიღებული იყო 597 მოქალაქის განცხადებაზე პასუხი.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარისა და აფხაზეთის მთავრობის აპარატის რეზოლუციის შესაბამისად, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გასული დოკუმენტების საერთო რაოდენობამ 2016 წლის მდგომარეობით შეადგინა - 721 ერთეული, მათ შორის არის აფხაზეთის მთავრობის აპარატში ფიზიკური პირებისგან შემოსული - 658 განცხადება, რომელიც ეხებოდა ჯანმრთელობის პრობლემებს (მედიკამენტოზური მკურნალობას, მაღალტექნოლოგიურ გამოკვლევებს, რეაბილიტაციას, სტაციონარული მკურნალობის თანადაფინანსების საკითხს და სხვა.), ასევე, შუამდგომლობას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, ქ. თბილისის მერიასთან და საქართველოს სხვადასხვა უწყებებთან.
აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან - შემოსული კორესპონდენციის საერთო რაოდენობამ 2016 წლის განმავლობაში შეადგინა 127 ერთეული, მათ შორის, 54 წერილი, რომელიც ძირითადად ეხებოდა: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ კანონის დამტკიცებას ან ამავე კანონში ცვლილებების შეტანას, ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საშუალოსამოქმედო გეგმისა და პრიორიტეტების დოკუმენტს, ყოველკვარტალური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს და ა. შ. 62 საპასუხო წერილში წარმოდგენილი იყო სამართლებრივი დასკვნები დადგენილებისა და განკარგულების პროექტებზე, ინფორმაცია სამინისტროში შემავალი ორგანიზაციების საქმიანობაზე, სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი ღონისძიებების ფინანსურ მხარდაჭერაზე და ა.შ.; 10 განცხადებაზე პასუხი ეხებოდა ფიზიკური პირებისგან შემოსული განცხადებების საფუძველზე სხვადასხვა პროექტების დაფინანსებას, დასაქმებას და ა.შ. აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან შემოსული კორესპონდენციების საფუძველზე გამოცემულია 1 განკარგულება (საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ).
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარისა და აფხაზეთის მთავრობის აპარატის რეზოლუციის შესაბამისად აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გასული დოკუმენტების საერთო რაოდენობამ შეადგინა 280 ერთეული, რომელიც ეხებოდა სამართლებრივ დასკვნებს ნორმატიული აქტების პროექტებზე, ინფორმაციას სამინისტროში შემავალი ორგანიზაციების საქმიანობაზე, სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი ღონისძიებების ფინანსურ მხარდაჭერას, ფიზიკური პირებისგან შემოსული განცხადებების საფუძველზე სხვადასხვა პროექტების დაფინანსებას; დასაქმებას; ფართის დაკანონებას და ა.შ.
ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატიდან შემოსული კორესპონდენციის საერთო რაოდენობამ 2016 წლის განმავლობაში შეადგინა 45 ერთეული, მათ შორის იყო 12 წერილი, რომელიც ეხებოდა: სამინისტროს განკარგულების პროექტს საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებზე (გამოცემულ იქნა 1 განკარგულება), სამინისტროს მიერ გაწეულ საქმიანობას; სტაჟირება-სემინარში მონაწილეობას; დასაქმებას და ა.შ.; აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარისა და აფხაზეთის მთავრობის აპარატის რეზოლუციის შესაბამისად გადაგზავნილ წერილებზე მიღებულ იქნა 26 პასუხი, რომელიც ეხებოდა სამინისტროს მიერ გაწეულ საქმიანობას, ინფორმაციას სამინისტროში არსებულ პროგრამებზე, სხვადასხვა აქციებში მონაწილეობას; ინფორმაციას დევნილთა დემოგრაფიული მონაცემების შესახებ და ა.შ.; ასევე, მიღებულია 5 განცხადებაზე პასუხი, რომელიც ეხებოდა სხვადასხვა პროექტებთან დაკავშირებით წინადადების წარმოდგენას, სხვადასხვა ინფორმაციის მოწოდებას; 2 განცხადება - შვებულებისა და დასაქმების შესახებ.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარისა და აფხაზეთის მთავრობის აპარატის რეზოლუციის შესაბამისად ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატში გასული დოკუმენტების საერთო რაოდენობამ 2016 წლის მდგომარეობით შეადგინა - 62 ერთეული, რომელიც ეხებოდა სამინისტროს სამუშაო გეგმას და გაწეულ საქმიანობას; სხვადასხვა პროექტებზე წინადადებების წარმოდგენას, სტატისტიკური ინფორმაციის მოწოდებას; დადგენილების პროექტებზე სამართლებრივი შენიშვნების მომზადებას; სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობას და ა.შ.
აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტიდან - შემოსული კორესპონდენციის საერთო რაოდენობამ 2016 წლის განმავლობაში შეადგინა 103 ერთეული, მათ შორის, 24 წერილი, რომელიც ეხებოდა დეპარტამენტის დებულების დამტკიცებას ან დებულებაში ცვლილებას (გამოცემულ იქნა 2 დადგენილება), ინფორმაციას ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დარღვევასა და მიმდინარე მოვლენებზე; ტრენინგ-სემინარების ორგანიზებას; დეპარტამენტის მიერ გაწეულ საქმიანობას; სამართლებრივი საკითხების მოგვარებას; სხვადასხვა ინფორმაციის მოწოდებას და ა.შ; აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარისა და აფხაზეთის მთავრობის აპარატის რეზოლუციის შესაბამისად გადაგზავნილ წერილებზე მიღებულ იქნა 65 პასუხი, რომელიც ეხებოდა სამართლებრივი დასკვნების გაცემას ნორმატიული აქტების პროექტებზე; სხვადასხვა საკითხების საკითხის სამართლებრივ ჭრილში განხილვას ა.შ. ასევე, 13 განცხადებაზე მიღებული პასუხები ეხებოდა ფიზიკური პირებისთვის იურიდიული კონსულტაციების გაწევას სხვადასხვა საკითხზე, მოქალაქეობის მინიჭების საკითხს და 1 განცხადება - შვებულებას.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარისა და აფხაზეთის მთავრობის აპარატის რეზოლუციის შესაბამისად აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტში გასული დოკუმენტების საერთო რაოდენობამ 2016 წლის მდგომარეობით შეადგინა - 108 ერთეული, რომელიც ეხებოდა ნორმატიულ აქტებზე შენიშვნებისა და წინადადებების წარმოდგენას; ასევე, მიღებული ნორმატიული აქტების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებას; სტაჟირების დადგენას; ღონისძიებათა გეგმის წარმოდგენას და ა.შ.
აფხაზეთის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტიდან - შემოსული კორესპონდენციის საერთო რაოდენობამ 2016 წლის განმავლობაში შეადგინა - 45 ერთეული, მათ შორის: 27 წერილი, რომელიც ეხებოდა: დეპარამენტისა და მასში შემავალი ორგანიზაციების დებულებების დამტკიცებას ან დებულებაში ცვლილებას (გამოცემულ იქნა 1 დადგენილება), ასევე, განკარგულების პროექტს საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებზე (გამოცემულ იქნა 2 განკარგულება), წერილების პროექტების მომზადებას სხვადასხვა საკითხებთან და პროექტებთან (კოლხური ბზის გადარჩენა, მიწის ფართობის გადმოცემა, სასათბურე მეურნეობის შესახებ,) დაკავშირებით, დეპარტამენტის მიერ გაწეულ საქმიანობას; აფხაზეთის მთავრობის აპარატიდან გადაგზავნილ წერილებზე მიღებულ იყო 15 პასუხი, რომელიც ეხებოდა ნორმატიულ აქტებზე შენიშვნებისა და წინადადებების წარმოდგენას; დევნილთათვის სასოფლო-სამეურნეო მიწების გადაცემაზე ინფორმაციის მოწოდებას; საოქმო გადაწყვეტილებების შესრულებას და ა.შ. ასევე, აპარატიდან გადაგზავნილ განცხადებაზე მიღებული იყო 6 პასუხი.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარისა და აფხაზეთის მთავრობის აპარატის რეზოლუციის შესაბამისად დეპარტამენტში გასული დოკუმენტების საერთო რაოდენობამ 2016 წლის მდგომარეობით შეადგინა - 85 ერთეული, რომელიც ეხებოდა: დასაქმებას; დეპარტამენტის სამუშაო გეგმას და გაწეულ საქმიანობას; სხვადასხვა პროექტებზე წინადადებების წარმოდგენას, ნორმატიულ აქტებზე სამართლებრივი შენიშვნების მომზადებას; სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობას, სხვადასხვა ინფორმაციის მოწოდებას, ტერიტორიების გამწვანებასა და განაშენიანებას და ა.შ.
აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტიდან - შემოსული კორესპონდენციის საერთო რაოდენობამ 2016 წლის განმავლობაში შეადგინა - 259 ერთეული, მათ შორის: 44 წერილი, რომელიც ეხებოდა: დეპარამენტისა და მასში შემავალი ორგანიზაციების დებულებების დამტკიცებას ან დებულებაში ცვლილებას (გამოცემულ იქნა 3 დადგენილება), ასევე, განკარგულების პროექტს საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებზე (გამოცემულ იქნა 1 განკარგულება), დეპარტამენტის მიერ გაწეულ საქმიანობას; დეპარტამენტის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას; ბავშვების ესპანეთში გამგზავრებას; ინფორმაციას რეგიონებში განსახლებული დევნილების პრობლემებს; ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ; მთავრობის სხდომაზე განსახილველ საკითხებს და ა.შ. აფხაზეთის მთავრობის აპარატიდან გადაგზავნილ წერილებზე მიღებულ იყო 48 პასუხი, რომელიც ეხებოდა ნორმატიულ აქტებზე შენიშვნებისა და წინადადებების წარმოდგენას; ინფორმაციას გაწეული საქმიანობის შესახებ; ასევე, ინფორმაციას ოლიმპიურ ქალაქში, ქ. ბათუმში ჩასახლებულ დევნილებზე; საჯარო ინფორმაციის მიწოდებას; ს. სუბართან შეხვედრაზე განსახილველი წინადადებების წარმოდგენას; ინფორმაციას ღონისძიებების შესახებ და ა.შ. ასევე, აპარატიდან გადაგზავნილ განცხადებებზე მიღებული იყო 167 პასუხი, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარისა და აფხაზეთის მთავრობის აპარატის რეზოლუციის შესაბამისად დევნილთა საქმეების დეპარტამენტში გასული დოკუმენტების საერთო რაოდენობამ 2016 წლის მდგომარეობით შეადგინა -382 ერთეული, რომელიც ეხებოდა: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქურის სამინისტროდან მიღებულ წერილებს სამხედრო გაწვევებთან დაკავშირებით; დეპარტამენტის სამუშაო გეგმას და გაწეულ საქმიანობას; ნორმატიულ აქტებზე სამართლებრივი შენიშვნების მომზადებას; სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობას, სხვადასხვა ინფორმაციის მოწოდებას, საოქმო ამონაწერებს; დევნილთა პრობლემებს, მათ დასაქმებაზე პროექტების წარდგენას, დევნილთათვის საჩუქრების გადაცემას სხვადასხვა ღონისძიებების ფარგლებში, ასევე, საცხოვრებელი ფართების მიღება/დაკანონებას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იგპ-თა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან მიღებული წერილები აფხაზეთში იგპ-თა მუდმივი საცხოვრებელი მისამართების დადგენას და ა.შ.
იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობიდან - შემოსული კორესპონდენციის საერთო რაოდენობამ 2016 წლის განმავლობაში შეადგინა - 48 ერთეული, მათ შორის: 5 წერილი, რომელიც ეხებოდა: წარმომადგენლობის დებულების დამტკიცებას (გამოცემულ იქნა 1 დადგენილება), ასევე, განკარგულების პროექტს საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებზე (გამოცემულ იქნა 1 განკარგულება), ინფორმაციას რეგიონში განსახლებულ დევნილთა შესახებ, ასევე სახელმწიფო აუდიტის მიერ შემოწმების შედეგებს; წარმომადგენლობის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას; აფხაზეთის მთავრობის აპარატიდან გადაგზავნილ წერილებზე მიღებულ იყო 9 პასუხი, რომელიც ეხებოდა ღონისძიებათა გეგმის წარდგენას; საშუალოვადიანი გეგმის წარდგენას; დაწესებულებაში საკადრო საკითხებზე ინფორმაციის მიწოდებას; საჯარო ინფორმაციის მიწოდებას და ა.შ. ასევე, აპარატიდან გადაგზავნილ განცხადებებზე მიღებული იყო 33 პასუხი, სადაც განმცხადებლები ძირითადად ითხოვდნენ ფინანსურ დახმარებას. 1 განცხადება-შუამდგომლობა - რეგიონში განსახლებული აფხაზეთიდან დევნილებისთვის დაფინანსების თხოვნით;
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარისა და აფხაზეთის მთავრობის აპარატის რეზოლუციის შესაბამისად წარმომადგენლობაში გასული დოკუმენტების საერთო რაოდენობამ 2016 წლის მდგომარეობით შეადგინა - 60 ერთეული, რომელიც ძირითდად ეხებოდა: განცხადებებს ფინანსური დახმარების შესახებ (სულ: 27 ერთეული). განცხადებებზე მოხდა შემდეგი რეაგირება: დაკმაყოფილდა 11; უარი ეთქვა 16-ს თანხის ამოწურვის გამო, ასევე გადაგზავნილი კორესპონდენცია ეხებოდა ინფორმაციის მიწოდებას მოქალაქეთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ და სხვადასხვა სახის ინფორმაციის მოწოდებას.
აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობიდან - შემოსული კორესპონდენციის საერთო რაოდენობამ 2016 წლის განმავლობაში შეადგინა - 837 ერთეული, მათ შორის: 18 წერილი, რომელიც ეხებოდა: წარმომადგენლობის დებულების დამტკიცებას (გამოცემულ იქნა 1 დადგენილება), ასევე, განკარგულების პროექტს საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებზე (გამოცემულ იქნა 1 განკარგულება), ინფორმაციას დევნილთა საცხოვრებელ ობიექტებში არსებულ მდგომარეობას, აფხაზეთის მთავრობის აპარატიდან გადაგზავნილ წერილებზე მიღებულ იყო 19 პასუხი, ხოლო აპარატიდან გადაგზავნილ განცხადებებზე მიღებული იყო 800 პასუხი, სადაც განმცხადებლები ძირითადად ითხოვდნენ ფინანსურ დახმარებას.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარისა და აფხაზეთის მთავრობის აპარატის რეზოლუციის შესაბამისად წარმომადგენლობაში გასული დოკუმენტების საერთო რაოდენობამ 2016 წლის მდგომარეობით შეადგინა - 964 ერთეული, აქედან 980 ძირითდად ეხებოდა განცხადებებს ფინანსური დახმარების შესახებ.
სამეგრელო -ზემო-სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობიდან - შემოსული კორესპონდენციის საერთო რაოდენობამ 2016 წლის განმავლობაში შეადგინა - 77 ერთეული, მათ შორის: 20 წერილი, რომელიც ეხებოდა: წარმომადგენლობის დებულების დამტკიცებას (გამოცემულ იქნა 2 დადგენილება) ასევე, განკარგულების პროექტს საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებზე (გამოცემულ იქნა 3 განკარგულება) ინფორმაციას რეგიონში განსახლებულ დევნილთა შესახებ, ასევე სახელმწიფო აუდიტის მიერ შემოწმების შედეგებს და ა.შ. აფხაზეთის მთავრობის აპარატიდან გადაგზავნილ წერილებზე მიღებულ იყო 10 პასუხი, რომელიც ეხებოდა ღონისძიებათა გეგმის წარდგენას; საშუალოვადიანი გეგმის წარდგენას; საჯარო ინფორმაციის მიწოდებას; ს. სუბართან შეხვედრაზე განსახილველი წინადადებების წარმოდგენას და ა.შ. ასევე, აპარატიდან გადაგზავნილ განცხადებებზე მიღებული იყო 60 პასუხი, სადაც განმცხადებლები ძირითადად ითხოვდნენ ფინანსურ დახმარებას; მიღებულია 10 განცხადება-შუამდგომლობა.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარისა და აფხაზეთის მთავრობის აპარატის რეზოლუციის შესაბამისად წარმომადგენლობაში გასული დოკუმენტების საერთო რაოდენობამ 2016 წლის მდგომარეობით შეადგინა - 147 ერთეული, რომელიც ძირითდად ეხებოდა: განცხადებებს ფინანსური დახმარების შესახებ (სულ: 78 ერთეული). დანარჩენი ეხებოდა სწავლის დაფინანსებას, საცხოვრებელი ფართის გარემონტებას და სოციალური სტატუ