ტელეფონი: (+995) 551 08 09 84
ელ.ფოსტა: contactus@mhsa.gov.ge
მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი №16, სართული 6, 0186, თბილისი, საქართველო
2023 წლის პროგრამები
ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილთა ამბულატორიული დახმარების პროგრამა (17 ქვეპროგრამა)
1. კომპიუტერული ტომოგრაფიული გამოკვლევები:
- CT;
- CT ანგიოგრაფიით;
- ინტრავენური კონტრასტი;
ქვეპროგრამა ითვალისწინებს გამოკვლევას 128-შრიანი სკანერის კომპიუტერულ ტომოგრაფზე.
პროგრამით მოსარგებლეები: ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილი პირი.
უპირატესობა:
- სოციალურად დაუცველი პირი;
- შშმ სტატუსის მქონე პირი;
- 18 წლამდე ასაკის პირი;
- ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები პირი;
- ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები;
- პენსიონერი;
- მარჩენალდაკარგული სტატუსის მქონე პირები, მათ შორის, ომში დაღუპულის ოჯახის წევრი (მეუღლე).
2. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიული გამოკვლევები:
მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიული გამოკვლევების თანადაფინანსება.
პროგრამით მოსარგებლეები: ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილი პირი.
უპირატესობა:
- სოციალურად დაუცველი პირი;
- შშმ სტატუსის მქონე პირი;
- 18 წლამდე ასაკის პირი;
- ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები პირი;
- ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები;
- პენსიონერი;
- მარჩენალდაკარგული სტატუსის მქონე პირები, მათ შორის, ომში დაღუპულის ოჯახის წევრი (მეუღლე).
3. ბავშვთა და მოზრდილთა რეაბილიტაცია:
- ბავშვთა რეაბილიტაცია (3-დან 16 წლამდე);
- მოზრდილთა რეაბილიტაცია (16 წლის ზევით);
- მძიმე პაციენტების ბინაზე რეაბილიტაცია;
მომსახურება მოიცავს:
- ექიმ-რეაბილიტოლოგის კონსულტაცია;
- ფიზიკური თერაპია (ვარჯიში, მასაჟი);
- აპარატურული ფიზიოთერაპია;
- ჰიდროკინეზო თერაპია;
- ბინაზე მომსახურება (მასაჟი);
ქვეპროგრამა ითვალისწინებს ბავშვთა და მოზრდილთა რეაბილიტაციის 1 კურსს, რომელიც შედგება 20 სეანსისგან, ხოლო მძიმე პაციენტების ბინაზე რეაბილიტაცია მოიცავს 10 სეანსს.
პროგრამით მოსარგებლეები: ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილი პირი.
უპირატესობა:
- სოციალურად დაუცველი;
- შშმ სტატუსის მქონე პირი;
- 18 წლამდე ასაკის პირი;
- ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები პირი;
- ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები;
- პენსიონერი;
- მარჩენალდაკარგული სტატუსის მქონე პირები, მათ შორის, ომში დაღუპულის ოჯახის წევრი (მეუღლე).
4. ინსტრუმენტული და ენდოსკოპიური გამოკვლევები:
ინსტრუმენტული გამოკვლევები:
-
- თავის ტვინის სისხლძარღვთა (ინტრა და ექსტრაკრანიალური) დოპლეროგრაფია;
- ორივე ქვედა კიდურის სისხლძარღვთა (არტერიები ან ვენები) დოპლეროგრაფია;
- ციფრული რეტგენოგრაფია;
- ართროექოსკოპია;
- ელექტროენცეფალოგრაფია;
- სპირომეტრია;
ენდოსკოპიური გამოკვლევები:
-
- ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია ანესთეზიის გარეშე;
- ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია ანესთეზიით;
- კოლონოსკოპია ანესთეზიით.
პროგრამით მოსარგებლეები: ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილი პირი.
უპირატესობა:
- სოციალურად დაუცველი პირი;
- შშმ სტატუსის მქონე პირი;
- 18 წლამდე ასაკის პირი;
- ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები პირი;
- ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები;
- პენსიონერი;
- მარჩენალდაკარგული სტატუსის მქონე პირები, მათ შორის, ომში დაღუპულის ოჯახის წევრი (მეუღლე).
5. კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევები:
- კუაგულოგრამა (პროთრომბინის დრო, პროთრომბინის ინდექსი, INR-საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობა, თრომბინის დრო, APTT-აქტივირებული პარციალური თრომბინის დრო, ფიბრინოგენი);
- D-დიმერის განსაზღვრა;
- C-რეაქტიული ცილის განსაზღვრა;
- ლიპიდური სპექტრის განსაზღვრა (TC/CHOL-საერთო ქოლესტერინი, HDL-მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები, LDL-დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები, TG-ტრიგლიცერიდები, IA-ათეროგენობის ინდექსი);
- ღვიძლის ფუნქციები (ALT-ალანინამინოტრანსფერაზა; AST-ასპარტატამინოტრანსფერაზა; საერთო, პირდაპირი და არაპირდაპირი ბილირუბინი);
- გლიკოზირებული ჰემოგლობინი;
- D - ვიტამინის განსაზღვრა;
პროგრამით მოსარგებლეები: ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილი პირი.
უპირატესობა:
- სოციალურად დაუცველი პირი;
- შშმ სტატუსის მქონე პირი;
- 18 წლამდე ასაკის პირი;
- ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები პირი;
- ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები;
- პენსიონერი;
- მარჩენალდაკარგული სტატუსის მქონე პირები, მათ შორის, ომში დაღუპულის ოჯახის წევრი (მეუღლე).
6. დასავლეთ საქართველოს რეგიონში კომპიუტერული ტომოგრაფიული გამოკვლევები:
- CT;
- ინტრავენური კონტრასტი;
პროგრამით მოსარგებლეები: ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილი პირი.
უპირატესობა:
- სოციალურად დაუცველი პირი;
- შშმ სტატუსის მქონე პირი;
- 18 წლამდე ასაკის პირი;
- ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები პირი;
- ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები;
- პენსიონერი;
- მარჩენალდაკარგული სტატუსის მქონე პირები, მათ შორის, ომში დაღუპულის ოჯახის წევრი (მეუღლე).
7. ბავშვთა და მოზრდილთა სტომატოლოგიური მომსახურება:
ბავშვთა სტომატოლოგიური მომსახურება:
- კარიესის მკურნალობა;
- პულპიტის მკურნალობა;
- პერიოდონტიტის მკურნალობა;
- სარძევე კბილის ექსტრაქცია;
- მუდმივი კბილის ექსტრაქცია;
მოზრდილთა სტომატოლოგიური მომსახურება:
- მთლიანი ან ნაწილობრივი (ზედა ან/და ქვედა ყბის) კბილების მოსახსნელი პროთეზირება;
- კბილის ექსტრაქცია;
პროგრამით მოსარგებლეები: ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილი, რომელიც არის სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ან/და მრავალშვილიანი (4+) ოჯახის წევრი.
8. მხედველობის ორგანოს სკრინინგული გამოკვლევა:
პირველადი გამოკვლევები:
-
- ექიმ-სპეციალისტის კონსულტაცია და გამოკვლევები (მხედველობის სიმახვილის განსაზღვრა (რეფრაქციის დადგენა, რეფრაქტომეტრია), ტონომეტრია, წინა და უკანა საკნების ოფთალმოსკოპია);
დამატებითი გამოკვლევები:
-
- რქოვანას ტოპოგრაფია;
- ოპტიკურ-კოჰერენტული ტომოგრაფია;
- კომპიუტერული პერიმეტრია;
პროგრამით მოსარგებლეები: ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილი პირი.
უპირატესობა:
- სოციალურად დაუცველი პირი;
- შშმ სტატუსის მქონე პირი;
- 18 წლამდე ასაკის პირი;
- ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები პირი;
- ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები;
- პენსიონერი;
- მარჩენალდაკარგული სტატუსის მქონე პირები, მათ შორის, ომში დაღუპულის ოჯახის წევრი (მეუღლე).
9. ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიათა დიაგნოსტიკა
I კომპონენტი:
- ექიმ-სპეციალისტის კონსულტაცია;
- ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა;
- თირეოტროპული ჰორმონის (TSH) განსაზღვრა;
II კომპონენტი:
- თავისუფალი თიროქსინის (FT4) განსაზღვრა;
- თავისუფალი ტრიიოდთირონინის (FT3) განსაზღვრა;
- თირეოპეროქსიდაზას მიმართ ანტისხეულების (Anti TPO) განსაზღვრა;
პროგრამით მოსარგებლეები: აფხაზეთიდან დევნილი პირი.
უპირატესობა:
- სოციალურად დაუცველი პირი;
- შშმ სტატუსის მქონე პირი;
- 18 წლამდე ასაკის პირი;
- ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები პირი;
- ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები;
- პენსიონერი;
- მარჩენალდაკარგული სტატუსის მქონე პირები, მათ შორის, ომში დაღუპულის ოჯახის წევრი (მეუღლე).
10. სისხლის მიმოქცევის დაავადებათა სკრინინგი:
I კომპონენტი:
-
- ექიმ-სპეციალისტის კონსულტაცია;
- ელექტროკარდიოგრამის გადაღება-გაშიფვრა;
დამატებითი გამოკვლევების კომპონენტი:
-
- ექოკარდიოგრაფია;
- ჰოლტერი -24 საათიანი ეკგ მონიტორინგი;
- ტრედმილი-დატვირთვის სტრეს-ტესტი;
პროგრამით მოსარგებლეები: ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილი პირი.
უპირატესობა:
- სოციალურად დაუცველი პირი;
- შშმ სტატუსის მქონე პირი;
- 18 წლამდე ასაკის პირი;
- ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები პირი;
- ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები;
- პენსიონერი;
- მარჩენალდაკარგული სტატუსის მქონე პირები, მათ შორის, ომში დაღუპულის ოჯახის წევრი (მეუღლე).
11. რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხელშეწყობა:
დადასტურებული უშვილობის დიაგნოზის მქონე პაციენტთა მკურნალობის თანადაფინანსება.
ქვეპროგრამის მიზანია ბენეფიციართა ხელოვნურ განაყოფიერებასთან დაკავშირებულ ჰოსპიტალურ სერვისებზე ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
პროგრამა ითვალისწინებს ბენეფიციარისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ეპიზოდის (კონკრეტული შემთხვევა) დაფინანსებას თანადაფინანსების გზით ქვეპროგრამით დამტკიცებული ლიმიტის მიხედვით და პაციენტის მიერ შერჩეულ კლინიკაში.
პროგრამით მოსარგებლეები: უშვილობის დადასტურებული დიაგნოზის მქონე რეპროდუქციული ასაკის ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილი პირი;
უპირატესობა:
- სოციალურად დაუცველი პირი;
- ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები პირი;
12. ბავშვთა და ქალთა პერსონალიზებული ჯანმრთელობის ხელშეწყობა:
- გინეკოლოგის კონსულტაცია;
- პაპ ტესტი;
- ნაცხის მიკროსკოპიული გამოკვლევა;
- რეპროდუქტოლოგის კონსულტაცია;
- მამოლოგის კონსულტაცია;
- გინეკოლოგიური ექოსკოპია (ვაგინალური ან ტრანსაბდომინალური)
- ორივე სარძევე ჯირკვლის ექოსკოპია;
- კოლპოსკოპია;
- პროლაქტინის განსაზღვრა სისხლში;
- HPV ტესტი;
პროგრამით მოსარგებლეები: 11 წლიდან რეპროდუქციული ასაკის (48 წლამდე) ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილი პირი.
უპირატესობა:
- სოციალურად დაუცველი პირი;
- შშმ სტატუსის მქონე პირი;
- 18 წლამდე ასაკის პირი;
- ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები პირი;
- ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები;
- პენსიონერი;
- მარჩენალდაკარგული სტატუსის მქონე პირები, მათ შორის, ომში დაღუპულის ოჯახის წევრი (მეუღლე).
13. ბიოფსია და მასთან დაკავშირებული გამოკვლევები:
ბიოფსიური კვლევების თანადაფინანსება.
პროგრამით მოსარგებლეები: ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილი პირი.
უპირატესობა:
- სოციალურად დაუცველი პირი;
- შშმ სტატუსის მქონე პირი;
- 18 წლამდე ასაკის პირი;
- ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები პირი;
- ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები;
- პენსიონერი;
- მარჩენალდაკარგული სტატუსის მქონე პირები, მათ შორის, ომში დაღუპულის ოჯახის წევრი (მეუღლე).
14. აფხაზეთიდან დევნილთა მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევები:
სხვადასხვა პროფილის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ ბენეფიციართა ადგილზე გამოკვლევა;
ქვეპროგრამის მიზანია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის სხვადასხვა დარღვევათა ადრეული დიაგნოსტიკა და შემდგომი მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა.
ქვეპროგრამა ითვალისწინებს თბილისსა და რეგიონებში (სამეგრელო-ზემო სვანეთი, იმერეთი, აჭარა, კახეთი, ქვემო ქართლი და სამცხე-ჯავახეთი) გასვლით სამედიცინო პროფილაქტიკურ გასინჯვებს.
პროგრამით მოსარგებლეები: ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილი პირი.
15. ონკოპაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების ხელშეწყობა:
- მედიკამენტური (ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, იმუნოთერაპია და ა.შ), მკურნალობის თანადაფინანსება;
- სხივური თერაპიის თანადაფინანსება;
- რადიოაქტიური იოდით მკურნალობის თანადაფინანსება;
- ავთვისებიანი სიმსივნის გენეტიკური კვლევის თანადაფინანსება.
პროგრამით მოსარგებლეები: ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილი პირი.
უპირატესობა:
- სოციალურად დაუცველი პირი;
- შშმ სტატუსის მქონე პირი;
- 18 წლამდე ასაკის პირი;
- ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები პირი;
- ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები;
- პენსიონერი;
- მარჩენალდაკარგული სტატუსის მქონე პირები, მათ შორის, ომში დაღუპულის ოჯახის წევრი (მეუღლე).
16. ბავშვთა აბილიტაცია:
- ოკუპაციური თერაპია;
- ქცევითი თერაპია;
- მეტყველების თერაპია;
- ფსიქოლოგიური თერაპია;
ქვეპროგრამის მიზანია განსაკუთრებული საჭიროების მქონე 2-დან 16-წლამდე ასაკის პირთა ფსიქო-მოტორული ჯანმრთელობის გაუმჯობესების, ადაპტაციური შესაძლებლობების გაძლიერებისა და საზოგადოებაში სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა.
ქვეპროგრამა ითვალისწინებს აბილიტაციის ერთი კურსს, რომელიც შედგება 20 სეანსისგან (10 დღე).
პროგრამით მოსარგებლეები: 2-დან 16 წლამდე ასაკის ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილი პირი.
უპირატესობა:
- სოციალურად დაუცველი პირი;
- შშმ სტატუსის მქონე პირი;
- ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები პირი;
- მარჩენალდაკარგული სტატუსის მქონე პირები, მათ შორის, ომში დაღუპულის ოჯახის წევრი.
17. პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფიული გამოკვლევა (PET/CT):
პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფიული გამოკვლევის თანადაფინანსება.
პროგრამით მოსარგებლეები: ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილი პირი.
უპირატესობა:
- სოციალურად დაუცველი პირი;
- შშმ სტატუსის მქონე პირი;
- 18 წლამდე ასაკის პირი;
- ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები პირი;
- ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები;
- პენსიონერი;
- მარჩენალდაკარგული სტატუსის მქონე პირები, მათ შორის, ომში დაღუპულის ოჯახის წევრი (მეუღლე).
ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილთა სტაციონარული მომსახურების პროგრამა (3 ქვეპროგრამა)
დიაგნოსტიკისა და სტაციონარული მომსახურების თანადაფინანსების ხელშეწყობა
1. დიაგნოსტიკისა და სტაციონარული მომსახურების თანადაფინანსება
ქვეპროგრამის მიზანია ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილთა ჰოსპიტალური მომსახურების, ამბულატორიული ოპერაციული მკურნალობისა და სტაციონარულ პირობებში დიაგნოსტიკის სერვისებზე ფინანსური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
ქვეპროგრამა ითვალისწინებს როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში მცხოვრებ დევნილთა მომსახურების დაფინანსებას. ბენეფიციარისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ეპიზოდს (კონკრეტული შემთხვევა) დაფინანსებას თანადაფინანსების გზით ქვეპროგრამით დამტკიცებული ლიმიტის მიხედვით და პაციენტის მიერ შერჩეულ კლინიკაში.
პროგრამით მოსარგებლეები: ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილი პირი.
უპირატესობა:
- სოციალურად დაუცველი პირი;
- შშმ სტატუსის მქონე პირი;
- 18 წლამდე ასაკის პირი;
- ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები პირი;
- ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები;
- პენსიონერი;
- მარჩენალდაკარგული სტატუსის მქონე პირები, მათ შორის, ომში დაღუპულის ოჯახის წევრი (მეუღლე).
2. გეგმიური კორონარული ანგიოგრაფია
გეგმიური კორონარული ანგიოგრაფიის დაფინანსება.
პროგრამით მოსარგებლეები: ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილი პირი.
უპირატესობა:
- სოციალურად დაუცველი პირი;
- შშმ სტატუსის მქონე პირი;
- 18 წლამდე ასაკის პირი;
- ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები პირი;
- ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები;
- პენსიონერი;
- მარჩენალდაკარგული სტატუსის მქონე პირები, მათ შორის, ომში დაღუპულის ოჯახის წევრი (მეუღლე).
3. მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროთეზირება
მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროთეზირების თანადაფინანსება.
პროგრამით მოსარგებლეები: ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილი პირი.
უპირატესობა:
- სოციალურად დაუცველი პირი;
- შშმ სტატუსის მქონე პირი;
- 18 წლიდან-საპენსიო ასაკმდე პირი;
- ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები პირი;
- ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები;
- მარჩენალდაკარგული სტატუსის მქონე პირები, მათ შორის, ომში დაღუპულის ოჯახის წევრი (მეუღლე).
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ა(ა)იპ აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებთან კოორდინაციის სააგენტო
ტელეფონი: +995 577 09 25 51
ელ.ფოსტა: acmi.abkhazia@gmail.com
მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი №16, სართული 6, 0186, თბილისი, საქართველო
2023 წლის პროგრამები
1. ოკუპირებული აფაზეთის ტერიტორიაზე მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების (მათ შორის, კოვიდ-სტაციონარების) მედიკამენტებით მხარდაჭერის პროგრამა
პროგრამის მიზანია ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების (მათ შორის, კოვიდ-სტაციონარების) დახმარება საჭირო მედიკამენტებით, მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ქრონიკული დაავადებების გართულებების პრევენცია.
პროგრამა ითვალისწინებს ოკუპირებული გალის რაიონში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების, ასევე საჭიროების შემთხვევაში, აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედი კოვიდ-სტაციონარების მედიკამენტებით მხარდაჭერას.
2. ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირთა საკონსულტაციო-სადიაგნოსტიკო მომსახურების ანაზღაურების პროგრამა
პროგრამის მიზანია ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირთა სამედიცინო მომსახურების (ექიმის კონსულტაცია და ამბულატორიული კვლევები) დაფინანსების უზრუნველყოფა შესაბამისი ლიმიტის ფარგლებში.
პროგრამით მოსარგებლეები: ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირები.
პროგრამით სარგებლობისათვის ბენეფიციარმა ან კერძო (სერვისის მიმწოდებელმა)/საჯარო დაწესებულებამ ა(ა)იპ აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებთან კოორდინაციის სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) ელექტრონულ მისამართზე უნდა ატვირთოს ან მატერიალურად წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია:
ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა - ფორმა №IV-100/ა, რომლის ვადაც გაცემიდან სამინისტროში წარმოდგენამდე არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს;
ბ) ფინანსური დოკუმენტაცია: მომსახურების ანგარიშ-ფაქტურა/კალკულაცია;
გ)ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);
დ) 18 წლამდე ბენეფიციარისთვის დაბადების მოწმობის ქსეროასლი, მშობლის ან მეურვის პირადობის მოწმობის ქსეროასლი;
ე) ჩატარებული სამედიცინო მომსახურების შემთხვევაში, ცნობა/წერილი კლინიკიდან დავალიანების შესახებ;
ვ) ასევე, შესაძლებელია წარმოდგენილ იქნას დამატებით სხვა დოკუმენტ(ებ)ი.
3. სარიტუალო მომსახურების ანაზღაურების პროგრამა
პროგრამის მიზანია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გარდაცვლილ (მათ შორის COVID-19 შედეგად) ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეთა სარიტუალო მომსახურება და ტრანსპორტირება ენგურის ხიდამდე (რუხი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი).
4. ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები, მოქალაქეობის არმქონე პირთა სარეაბილიტაციო მომსახურება*
პროგრამა ითვალისწინებს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები, მოქალაქეობის არმქონე პირების სარეაბილიტაციო მკურნალობის ანაზღაურებას, რომელიც არ ფინანსდება რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამით.
*შენიშვნა - პროგრამა ამოქმედდება II კვარტლიდან
5. ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მომუშავე ექიმებისა და საშუალო სამედიცინო პერსონალის გადამზადება*
პროგრამა ითვალისწინებს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მომუშავე ექიმებისა და საშუალო სამედიცინო პერსონალის გადამზადებას, მათი პროფესიული დონის ამაღლების, მართვის თანამედროვე მიდგომების თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით მოკლევადიან სასწავლო პროგრამებში მონაწილეობას.
პროგრამის მიზანია თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სამედიცინო პერსონალის რაოდენობის გაზრდა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე.
*შენიშვნა - პროგრამა ამოქმედდება II კვარტლიდან