მთავარი/სამინისტრო/იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო/მთავარი
იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო

ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტომ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ახალგაზრდებისა და მათი მშობლებისთვის, ბაკურიანში 3 დღიანი პროექტი - „შესაძლებლობები უსაზღვროა“ განახორციელა

პროექტით დაგეგმილი სხვადასხვა ტრენინგებისა და შემეცნებითი აქტივობების მიზანია ახალგაზრდებში აფხაზეთის შესახებ ცნობიერების ამაღლება, მათი მხარდაჭერა, დაახლოება და წახალისება. ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის დავით ზაალიშვილის ინიციატივით პროექტის მონაწილეებისთვის დიდველზე ექსკურსია მოეწყო.

პროექტის დასკვნით ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ანი კიტია და აფხაზეთის მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ ქარაია ესწრებოდნენ, რომლებმაც ახალგაზრდებს სიმბოლური საჩუქარები გადასცეს.

დავით ფაცაციამ „აზდაკის ბაღის" - ინტეგრირებული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელსა და რეჟისორს ბაჩო გაბრუაშვილს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს პროექტის განხორციელებაში მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

„აზდაკის ბაღის" - ინტეგრირებული თეატრის სეზონის გახსნაზე, სადაც განსაკუთრებული საჭიროების მქონე ახალგაზრდებმა წარმოგვიდგინეს ნოდარ დუმბაძის მოთხრობის მიხედვით დადგმული სპექტაკლი "Hellados", ჩვენი საზოგადოების გამორჩეულ წევრებს მხარდაჭერის, დაახლოებისა და წახალისების მიზნით დავპირდით გასვლითი ღონისძიების ორგანიზებას და ბაკურიანში განვახორციელეთ 3 დღიანი პროექტი.

თითოეულ მათგანს დიდ წარმატებებს ვუსურვებ და მადლობას ვუხდი იმისთვის, რომ არიან მაგალითები სხვა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ახალგაზრდებისთვის - სიძლიერის, შრომისმოყვარეობის, გამბედაობისა და „შეზღუდული შესაძლებლობების არარსებობის“, - განაცხადა დავით ფაცაციამ.

პროცესი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა  დავით ფაცაციამ სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად პირადად მოინახულა.

სასათბურე მეურნეობები ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს მიზნობრივი პროგრამის - „სასოფლო-სამეურნეო და ენდემური კულტურების წარმოების მხარდაჭერა“ ფარგლებში მოეწყო და მისი მიზანი აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების საქმიანობის ხელშეწყობა და განვითარებაა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ქუთაისში, დევნილთა განსახლების ადგილას შექმნილ საფეხბურთო გუნდს - „ცხუმი“ საჩუქრად საფეხბურთო ფორმები და ბურთები პირადად გადასცა.

საფეხბურთო ფორმები და ბურთები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს „სოციალური სოლიდარობის" პროგრამის ფარგლებში იქნა შეძენილი.

„ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ ჩვენს აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს და ბედნიერი ვარ, თუ მათი წარმატების გზაზე ჩვენი წვლილის შეტანას შევძლებთ.

თითოეული მათგანი იმსახურებს უკეთეს ცხოვრებას ერთიან და ძლიერ საქართველოში, ჩვენ ვალდებულნი ვართ, უზრუნველყოთ მათი ღირსეული ცხოვრების საჭირო ყველა პირობა.“ - დავით ფაცაცია

 

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია აფხაზეთიდან დევნილებს პირადად შეხვდა და მათგან მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით, საჭირო ხელსაწყოები, ინსტრუმენტები და წყლის საქაჩი ტუმბოები გადასცა.

სხვადასხვა სახის სამუშაოებისთვის საჭირო ტექნიკური ინვენტარი თბილისში, დირსის კომპლექსის მე-13 კორპუსში და სამგორის რაიონში, ვიქტორ კუპრაძის ქუჩაზე მდებარე დევნილთა განსახლების ადგილებში მცხოვრებმა დევნილებმა მიიღეს.

"შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უფრო აქტიურად შევძლოთ ჩვენი აფხაზეთელების მხარდაჭერა და მჯერა, რომ თითოეული ჩვენგანის ძალისხმევა გამოიტანს მნიშვნელოვან შედეგებს", - განაცხადა დავით ფაცაციამ.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, ხონის მუნიციპალიტეტის მერთან ლადო ჯურხაძესთან, ხონის საკრებულოსა და სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის უფასო სამედიცინო აქციის მიმდინარეობას დაესწრო.

ხონში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს მიერ ხონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ორგანიზებულ სამედიცინო აქციაზე, აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს, ექიმის დანიშნულების შესაბამისი სათვალეები უფასოდ გადაეცათ.

სათვალეები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კომისიისგან“(International Human Rights Commission) ჰუმანიტარული დახმარების სახით მიიღო.

„ჩვენი სამინისტროს ძირითად პრიორიტეტს აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენს. ამ მიზნით ჩვენ სხვადასხვა პროექტებს ვახორციელებთ, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით. მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს და დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ მეტი ღონისძიებების განხორციელებას აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებისა და მათი მხარდაჭერისთვის.“- განაცხადა დავით ფაცაციამ.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ ვაზიანში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს საჭიდაო ხალიჩა, სპორტული ინვენტარი და ეკიპირება პირადად გადასცა.

საჭიდაო ხალიჩა, სპორტული ინვენტარი და ეკიპირება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში გამართულ შეხვედრებზე მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით შეიძინა.

„საოცრად თბილი და დადებითი ემოციებით სავსე იყო ჩვენი საზოგადოების ყველაზე ლაღ და გულწრფელ წევრებთან შეხვედრა და ბედნიერი ვარ, რომ შევძელით ბავშვების გახარება.

ჩვენი მომავალი თაობა საქართველოს წარმატების სიმბოლოა, თითოეული მათგანი იმსახურებს უკეთეს ცხოვრებას ერთიან და ძლიერ საქართველოში და ჩვენ ვალდებულნი ვართ, უზრუნველყოთ მათი ღირსეული ცხოვრების საჭირო ყველა პირობა.“ - განაცხადა დავით ფაცაციამ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო ინტენსიურად ხვდება აფხაზეთის მოსახლეობას და საჭიროების შესაბამის პროექტებს ახორციელებს.

 

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ, სოფელ რუხში 21 აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეს, სამეწარმო საქმიანობის გაძლიერების, წახალისებისა და გაუმჯობესების მიზნით, მოტ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ, სოფელ რუხში 21 აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეს, სამეწარმო საქმიანობის გაძლიერების, წახალისებისა და გაუმჯობესების მიზნით, მოტობლოკები, ტექნიკა-დანადგარები და გარკვეული ტიპის ციტრუსის ნერგები პირადად გადასცა.

პროექტი ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს პროგრამის - „სასოფლო-სამეურნეო და ენდემური კულტურების წარმოების მხარდაჭერის“ ფარგლებსა და ა(ა)იპ - „სოფლის განვითარების სააგენტოს“ მხარდაჭერით განხორციელდა.

ღონისძიებას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„განსაკუთრებულად ხაზგასასმელია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების მზაობა და მხარდაჭერა, რომლებიც პერმანენტულად ცდილობენ აფხაზეთის მოსახლეობის დახმარებას.

ჩვენ არ დავიღლებით ამ და რაც ყველაზე მთავარია ჩვენი ქვეყნის გაერთიანების პროცესებში აქტიური ჩართულობით, რომელსაც მხოლოდ ერთად დგომით, სოციალურ -ეკონომიკური პოლიტიკის გაუმჯობესებით და მშვიდობით მივაღწევთ.

წარმატებას ვუსურვებ პროექტში ჩართულ თითოეულ აფხაზეთელს და მსგავსი მხარდაჭერა იქნება კიდევ ერთი კარგი ნაბიჯი მათი საქმიანობის ხელშეწყობისა და ეკონომიკური განვითარებისთვის.“ - დავით ფაცაცია.

 

ობლოკები, ტექნიკა-დანადგარები და გარკვეული ტიპის ციტრუსის ნერგები პირადად გადასცა.

პროექტი ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს პროგრამის - „სასოფლო-სამეურნეო და ენდემური კულტურების წარმოების მხარდაჭერის“ ფარგლებსა და ა(ა)იპ - „სოფლის განვითარების სააგენტოს“ მხარდაჭერით განხორციელდა.

ღონისძიებას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„განსაკუთრებულად ხაზგასასმელია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების მზაობა და მხარდაჭერა, რომლებიც პერმანენტულად ცდილობენ აფხაზეთის მოსახლეობის დახმარებას.

ჩვენ არ დავიღლებით ამ და რაც ყველაზე მთავარია ჩვენი ქვეყნის გაერთიანების პროცესებში აქტიური ჩართულობით, რომელსაც მხოლოდ ერთად დგომით, სოციალურ -ეკონომიკური პოლიტიკის გაუმჯობესებით და მშვიდობით მივაღწევთ.

წარმატებას ვუსურვებ პროექტში ჩართულ თითოეულ აფხაზეთელს და მსგავსი მხარდაჭერა იქნება კიდევ ერთი კარგი ნაბიჯი მათი საქმიანობის ხელშეწყობისა და ეკონომიკური განვითარებისთვის.“ - დავით ფაცაცია.

 

სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან მამუკა წოწერიასთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან ნინო ვიბლიანთან, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, დაათვალიერა და სიმბოლურად ნერგები დარგო.

ღონისძიებაზე, ეკონომიკური პროგრამების სააგენტოსა და შპს „Anaklia Ganmuhuri Resort“-ს შორის სკვერის - „აფხაზეთის კუთხე“ მხარდაჭერისა და განვითარების მიზნით, მემორანდუმი გაფორდა.

სკვერის მოწყობის მიზნით, ეკონომიკური პროგრამების სააგენტომ შპს „Anaklia Ganmuhuri Resort“-ს 100 ელდარის ფიჭვისა და 50 ტუიას ნერგები გადასცა.

„განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენ თანამშრომლებსა და შპს „Anaklia Ganmuhuri Resort“-ს, რომელთაც უდიდესი ძალისხმევა გაწიეს ამ საოცარ სილამაზეში, ანაკლიაში სკვერის მოწყობის საქმეში. ასეთი განწყობით ძალიან მალე შევქმნით ერთიან და ძლიერ საქართველოს.“ - განაცხადა დავით ფაცაციამ.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს და სტემ ინოვატორთა ასოციაციის ერთობლივად ორგანიზებული პროექტის - „STEM განათლება-ტექნოლოგიების საფუძველი“ მონაწილე წარმატებულ აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს შეხვდა და მოტივაციის ამაღლების, წახალისების მიზნით პლანშეტები გადასცა.

პროექტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებმა შეისწავლეს და გაიუმჯობესეს STEM მიმართულებისა და კომპიუტერული პროგრამირების ცოდნა. კერძოდ, შეისწავლეს Arduino - ღია-წყაროს მქონე კომპიუტერული პლატფორმა, C/C++appinventor-, ვირტუალური რესურსების და სიმულატორების მათემატიკური მოდელირება. მათ მუდმივად ჰქონდათ წვდომა საუნივერსიტეტო ლაბორატორიაზე და ეცნობოდნენ სტუდენტებისა და მათი თანატოლების მიერ შექმნილ ინოვაციურ პროექტებს.

აღსანიშნავია, რომ პროექტის მონაწილე აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები - ლადო ადამია, მარიამ და დავით ვახტანგიძეები, რომლებმაც შექმნეს მებაღე რობოტი ხელოვნური ინტელექტით და უსინათლო პირებს ტემპერატურის მონიტორინგში დამხმარე მოწყობილობა, წარმატებით გადავიდნენ რუსთაველის ფონდის მიერ გამოცხადებული 2024 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის - „ლეონარდო და ვინჩის” ფინალურ ეტაპზე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, ამჯერად, ქუთაისში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა.

შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს აფხაზეთის მოსახლეობის მხარდაჭერის მიზნით უკვე განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე, ასევე ქუთაისში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილთა წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი მოგვარების გზებზე.

სწორედ, მსგავს შეხვედრებზე მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით, „სოციალური სოლიდარობის“ პროგრამის ფარგლებში, ქუთაისში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილებისთვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს მიერ შეძენილ იქნა სხვადასხვა სახის სამუშაოებისთვის საჭირო ინსტრუმენტები და ხელსაწყოები, რომლებიც მოქალაქეებს დავით ფაცაციამ პირადად გადასცა.

„ვცდილობთ თითოეული აფხაზეთელის საჭიროება, რომელსაც ჩვენთან შეხვედრისას აჟღერებენ დროულად მოვაგვაროთ და კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ მათთან უშუალო კომუნიკაციის შედეგად არაერთი პროექტი უკვე განვახორციელეთ, ბევრი კრიტიკული საკითხის მოგვარება შევძელით და ვაგრძელებთ მუშაობას.

აფხაზეთის მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაციისას ყველაზე კარგად ჩანს ჩვენი მუშაობის შედეგი, მათ მადლიერებასა და ჩვენდამი დამოკიდებულებაში. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უფრო აქტიურად შევძლოთ მათი მხარდაჭერა და მჯერა, რომ თითოეული ჩვენგანის ძალისხმევა გამოიტანს მნიშვნელოვან შედეგებს.“ - დავით ფაცაცია