აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
სენაკში, ფოთში, ზუგდიდში, ჯვარსა და ფოცხოეწერში დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია სენაკში, ფოთში, ზუგდიდში, ჯვარსა და ფოცხოეწერში იმყოფებოდნენ.

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა დევნილთა განსახლების ადგილები მოინახულეს და განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ. აფხაზეთის მთავრობის წევრები, ასევე აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდნენ და განსახლების ადგილებში არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

ღონისძიებებში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა დევნილთა განსახლების ობიექტებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებთან და წარმომადგენლებთან, რომელთაც მცირე სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო ინსტრუმენტები და ხელსაწყოები გადაეცათ.

აფხაზეთიდან დევნილთა განსახლების ადგილებში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო ინფრასტრუქტურული პროგრამების ფარგლებში ახორციელებს.