აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
ნანა გაბელიამ პროექტის „ჩვენი დროის მშვიდობისმყოფელები“ ფარგლებში ქართველ და უკრაინელ დევნილ ბავშვებს უმასპინძლა
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის ორგანიზებითა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერით გაიმართა ღონისძიება „ჩვენი დროის მშვიდობისმყოფელები“.
 
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის ნანა გაბელიას განცხადებით, აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებდა ქართველი და უკრაინელი დევნილი მოზარდების დამეგობრებას, კონფლიქტების შესახებ მათი ცნობიერების ამაღლებას, სამშვიდობო გზავნილების პოსტერებისა და ნახატების შექმნასა და გამოფენას.
 
შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი გაბედავა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი ირაკლი გაბისონია, საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის პედაგოგი სოფიკო გორგილაძე, ამავე სკოლისა და სსიპ მიხეილ გრუშევსკის სახელობის ქ. თბილისის 41-ე საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.
 
ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებს სიმბოლური საახალწლო და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.