მთავარი/სამინისტრო/იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი/მთავარი
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი

ახალი ამბები

შეხვედრის ფარგლებში, ხაზი გაესვა ხიდჩატეხილობის აღდგენის საკითხს, ქართველ და აფხაზ ახალგაზრდებს შორის.
 
შეხვედრა ასევე ითვალისწინებდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და ამ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებული პროექტების განხორციელებას.
 
შეხვედრას იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ა/რ მინისტრის პირველი მოადგილე თემურ გასვიანი, მინისტრის აპარატის იუსტიციის დეპარტამენტის უფროსი მაია შამუგია, სამშვიდობო პოლიტიკის და სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი მებონია და მინისტრის აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა, გიორგი ძიგუამ უმაღლეს საბჭოში გამართულ სესიაზე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ა/რ მინისტრის აპარატის, სამინისტროდ გარდაქმნის შესახებ კანონპროექტი წარადგინა.
 
კანონპროექტს დეპუტატებმა საბჭოს სესიაზე კენჭი ერთხმად უყარეს, რის საფუძველზეც, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში მინისტრის აპარატს სტატუსი შეეცვლება.
 
სესიას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრები, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის პირველი მოადგილე თემურ გასვიანი, მოადგილე ბორის გაბუნია, ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი მარინე გითოლენდია და მინისტრის აპარატის იუსტიციის დეპარტამენტის უფროსი მაია შამუგია ესწრებოდნენ

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა გიორგი ძიგუამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომიტეტების სხდომის ფორმატში, აფხაზეთის მთავრობის პოლიტიკური გადაწყვეტილება განიხილა, რომელიც იუსტიციის მიმართულებით დამატებული დარგობრივი საკითხების საფუძველზე, მინისტრის აპარატის სამინისტროდ გარდაქმნას ითვალისწინებს.

სხდომაზე მინისტრმა კანონპროექტების შესახებ ისაუბრა, რომელიც სამინისტროდ გარდაქმნის პროცესში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონებში ცვლილებების განხორციელებას საჭიროებს.

სხდომას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრები, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის მოადგილე ბორის გაბუნია და მინისტრის აპარატის იუსტიციის დეპარტამენტის უფროსი მაია შამუგია ესწრებოდნენ.

სხდომაზე მინისტრმა გიორგი ძიგუამ წარმოადგინა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონპროექტი „ნორმატიული აქტების შესახებ" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

აღნიშნული ცვლილებების საფუძველზე ხდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი უწყებების მიერ შემუშავებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა, რომელსაც განახორციელებეს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი.

სხდომას მინისტრის პირველი მოადგილე თემურ გასვიანი და მინისტრის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ა/რ მინისტრმა გიორგი ძიგუამ აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, აფხაზეთიდან დროებით დევნილებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საახალწლო ნობათები გადასცა.
,,აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის დავალებით, ქობულეთსა და ბათუმში მცხოვრებ დროებით დევნილ პირებს ვესტუმრე, დამდეგი შობა-ახალი წელი მივულოცე და საახალწლო ნობათები პირადად გადავეცი. ასევე, დროებით დევნილ მოსახლეობას აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის შესახებ საინფორმაციო ბუკლეტები დავურიგეთ, სადაც აფხაზეთის მთავრობისა და სამინისრტოების მიერ 2025 წელს დაგეგმილ პროგრამებს დეტალურად გაეცნობიან"- განაცხადა გიორგი ძიგუამ.
ბროშურაში 2025 წლის პროექტებთან და პროგრამებთაბ ერთად მოცემულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცხელი ხაზის ნომერი 143, რომელზე დარეკვით დევნილი მოქალაქეები მათთვის საჭირო კითხვებზე სწრაფ და სრულყოფილ ინფორმაციას მიიღებენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ა/რ მინისტრს გიორგი ძიგუას მოუსმინეს.
მინისტრის საათის ფორმატში, გიორგი ძიგუამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის შესაბამისად, მინისტრის აპარატის საქმიანობის მთელი წლის ანგარიში წარადგინა და დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ა/რ მინისტრმა ისაუბრა აპარატის მიერ განხორციელებული პროგრამების შესახებ, რომლებიც აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობისათვის სამართლებრივი დახმარების გაწევასა და ინტეგრაციის ხელშეწყობაზეა მიმართული.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ შესაძლებლობებზე, რომლებსაც უწყება სთავაზობს დროებით დევნილ მოსახლეობას და რომელიც საშუალებს აძლევთ მათ აიმაღლონ ცნობიერება და გაიუმჯობესონ საჭირო უნარ-ჩვევები.
სხდომას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, საბჭოს დეპუტატები, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ა/რ მინისტრის მოადგილეები და აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი გიორგი ძიგუა ქალაქ ბორჯომში, ბორჯომის, სურამისა და ხაშურის ამხანაგობის თავმჯდომარეებს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა დროებით დევნილთა ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პრობლემებს, მათ შორის აღნიშნა, რომ ქალაქ ბორჯომში შესაცვლელია სახურავი, სჭირდებათ პანდუსი ეტლით მოსარგებლისთვის და გათბობა. დაბა სურამის დევნილთა განსახლების ობიექტი ავარიულია, საჭიროებს რეაბილიტაციას, ხაშურში კი განსახლების ობიექტს მიწის ნაკვეთის დაკანონების პრობლემა აქვს.
შეხვედრაზე აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მერაბ მარაქველიძე, აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი თემურ წურწუმია, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს წარმომადგენელი გიორგი ბერიანიძე და ბორჯომის მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების ხელმძღვანელი ნინო გიუაშვილი იმყოფებოდნენ.
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი გიორგი ძიგუა მხარდაჭერის მიმღებ აფხაზეთიდან დევნილ მოზარდებს შეხვდა. 
მინისტრის აპარატის ორგანიზებით, აფხაზეთიდან დევნილი მხარდაჭერის მიმღები მოზარდები ბაკურიანში ერთი კვირის განმავლობაში სხვადასხვა საგანმანათლებლო-შემეცნებით აქტივობებში მონაწილეობდნენ.
აღნიშნული პროგრამის ბენეფიციარები დარგის ექსპერტების ჩართულობით ინტეგრაციის, პიროვნული განვითარების, ადამიანის უფლებებისა და სხვა აქტუალური საკითხების მიმართულებით ორგანიზებულ ტრენინგებს ესწრებოდნენ.

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მხარდაჭერით, მიზნობრივი პროექტის ფარგლებში, ქართულ ცენტრთან არსებულ ანსამბლ "მედეას" მოცეკვავეებს აფხაზური ცეკვის ფორმები გადაეცათ შემდგომში ნიდერლანდებში საერთაშორისო ფესტივალზე მონაწილეობის მისაღებად, რომელიც მთლიანად დაეთმობა საქართველოს თემატიკას, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოებისათვის ქართულ-აფხაზური კულტურის გაცნობასა და პოპულარიზაციას. პროექტი განხორციელდა მინისტრის აპარატის ქვეპროგრამის "დიასპორა და დევნილ ემიგრანტთა მხარდაჭერა" ფარგლებში, რომლის მიზანია აფხაზეთიდან დევნილი ემიგრანტების მხარდაჭერა და მათი პრობლემების იდენტიფიკაცია, ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობების გაღრმავება და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა, ქართული დიასპორების, როგორც სამშვიდობო რესურსის გააქტიურება და ქართულ-აფხაზური კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობა.

ღონისძიებას მინისტრის მოადგილე მარინე გითოლენდია და მინისტრის აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით, ბათუმში დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცის მონაწილეებისთვის, იმერეთის რეგიონში კულტურულ-შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო.
აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებდა მინისტრის აპარატის მიერ განხოციელებული პროექტის „დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცე“ ბენეფიციარების, აფხაზეთიდან დევნილი 14-17 წლის ასაკის 30 ახალგაზრდის მონაწილეობით, იმერეთის რეგიონში არსებული ღირსშესანიშნაობების - გელათის სამონასტრო კომლექსის, ბაგრატის ტაძრის, მოწამეთას მონასტრისა და პრომეთეს მღვიმის მონახულებას.
ღონისძიება, რომლის მიზანი იყო აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების სოციალიზაციისა და ინტეგრაციის ხელშეწყობა, ასევე საქართველოს კულტურული ღირებულებების შესახებ მოზარდების ცნობიერების ამაღლება, მინისტრის აპარატის პროგრამის ,,მშვიდობის ლაბორატორია“ ფარგლებში მიმდინარეობდა.