აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
საქართველოს რეგიონებში ბავშვთა უფლებების შესახებ შეხვედრები გაიმართა
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის პირველმა მოადგილე გიორგი გაბედავამ იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაციის "თანხმობა" წარმომადგენელთან, ნანა გოგოხიასთან ერთად, ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებით შეხვედრები გამართა.
 
სამუშაო შეხვედრებში მინისტრის აპარატის სამართალშემოქმედებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი თემურ გასვიანი და ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსი ავთანდილ ხაზალია მონაწილეობდნენ.
 
ქალაქ ზუგდიდსა და ქალაქ ხონში აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან გამართული საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები მოიცავდა ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორებიცაა: ბავშვთა უფლებების კონვენცია, ძირითადი უფლებები და მოვალეობები, ბულინგი, სახელმწიფოში არსებული ახალგაზრდული სერვისების ხელმისაწვდომობა და სხვა.
 
პროექტი მინისტრის აპარატის პროგრამის "სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერა" ფარგლებში მიმდინარეობდა და მისი მიზანი გახლდათ ბავშვთა უფლებების შესახებ აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ბავშვებისა და მოზარდების ცნობიერების ამაღლება და ინფორმირებულობის გაზრდა.
 
აღნიშნული შეხვედრები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს,ადგილობრივი ხელისუფლებისა და რაიონული პროკურატურების წარმომადგენელთა აქტიური ჩართულობითა და მხარდაჭერით შედგა.