აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ ავჭალაში გამართულ საქველმოქმედო აქციაში მიიღო მონაწილეობა

აქციის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები გლდანის რაიონში, ავჭალაში მდებარე დევნილთა განსახლების ადგილას მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს შეხვდნენ და საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდენსბოტეს“ მიერ გადმოცემული ჰუმანიტარული დახმარება - ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ტანსაცმელები გადასცეს.

აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.

დევნილი მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერის მიზნით მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც აქტიურად განხორციელდება.