დედის დღესთან დაკავშირებით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღონისძიება გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დედის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორმა ზურაბ ხონელიძემ მიმართეს.

ღონისძიების ფარგლებში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლების შვილებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

ღონისძიებას აფხაზეთის „სულიერების ცენტრის“ დირექტორი ბესიკ სილაგაძე და პროტოდიაკონი მირიან სხირტლაძე ესწრებოდნენ.