აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
დავით ფაცაცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, პირველ მოადგილე გურამ მისაბიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ამჯერად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ზუგდიდში მდებარე დევნილთა განსახლების ადგილებში არსებულ მდგომარეობაზე, იძულებით გადაადგილებულ პირთა საჭიროებებზე და ერთად იმსჯელეს დევნილთა წინაშე არსებული პრობლემური საკითხების მოგვარების გზებზე.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებისგან მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებს განახორციელებს.