აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
ლევან თევზაია აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად დაინიშნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ლევან თევზაია დაინიშნა.
 
ახლად დანიშნული მინისტრი სამინისტროს თანამშრომლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა წარუდგინა.
 
ლევან თევზაია განათლებით ეკონომისტია, არის საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი და აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.
 
1996-1998 წლებში აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროში მუშაობდა.
 
1998-2008 წლებში საქართველოს ეროვნული ბანკის სისტემაში იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას.
 
2008-2009 წლებში მუშაობდა სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველოში".
 
2009-2011 წლებში იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი.
 
2009-2014 წლებში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა ფორმატში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRM) ფარგლებში“ გამართულ შეხვედრებში საქართველოს დელეგაციის წევრი.
 
2011-2014 წლებში „ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით“, საქართველოს სამთავრობო კომისიის წევრი.
 
2011-2014 წლებში მუშაობდა აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროში, მინისტრის პირველ მოადგილედ.
 
2014 წელს მუშაობდა აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, მინისტრის მოადგილედ, სს "აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველოში", რისკების მართვის სამსახურის უფროსად.
 
2014-2016 წლებში იყო თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის წევრი - საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსი.
 
2016-2017 წლებში მუშაობდა ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში, საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსად.
 
2018 წლის იანვრიდან 2019 წლამდე იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ხოლო იმავე წლის მაისიდან 2020 წლის დეკემბრამდე ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე.
 
2020 წლის 29 დეკემბრიდან - 2021 წლის 16 აგვისტომდე იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრი.
 
2021 წლის 16 აგვისტოს აფხაზეთის მთავრობაში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ იკავებდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას.