დავით ფაცაცია ნაძალადევის რაიონში მდებარე დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ამჯერად, ნაძალადევის რაიონში მდებარე დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებს შეხვდნენ.

აფხაზეთის მთავორბის წევრებმა აფხაზეთიდან დევნილებს გააცნეს ინფორმაცია სოციალური, ინფრასტრუქტურული, ჯანდაცვის, დევნილთა მხარდაჭერის მიმართულებებით აფხაზეთის მთავრობის მიერ უკვე განხორციელებული და დაგეგმილი საქმიანობები. შეხვედრის მონაწილეებმა ერთობლივად იმსჯელეს აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეების საჭიროებებსა და მათი მოგვარების გზებზე.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისგან მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით, ნაძალადევის რაიონში მცხოვრები დევნილებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურული, სოციალური და სხვა სახის პროექტები განხორციელდება.