აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო იწყებს საგანმანათლებლო პროექტს - ,,საჯაროდ გამოსვლის ხელოვნება 2025”

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო იწყებს საგანმანათლებლო პროექტს - ,,საჯაროდ გამოსვლის ხელოვნება 2025”, რომელიც მიზნად ისახავს მონაწილეებში ეფექტური კომუნიკაციისა და საჯარო გამოსვლის უნარების ჩამოყალიბებას, ინტეგრაციისა და სოციალიზაციის ხელშეწყობას, გუნდური მუშაობის უნარების გაძლიერებას.
პროექტის თემატიკა:
• საკუთარი თავის წარმოჩენა
• აუდიტორიასთან ურთიერთობა
• ხმის ტემბრი, სხეულის ენა
• სტრესის მართვა
• დამაჯერებელი კომუნიკაცია
• იდეის სტრუქტურირება და მისი ეფექტური გადმოცემა
• ვიზუალური მასალების გამოყენება
• გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა
უპირატესობა მიენიჭებათ:
• სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირებს
• შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ოჯახის წევრებს
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 8 დეკემბერი.
რეგისტრაციის ბმული:
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
justice@abkhazia.gov.ge
ცხელი ხაზი: 143