ბესიკ კუსიდი აფხაზეთის №1 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყებას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბესიკ კუსიდი ზუგდიდში, აფხაზეთის №1 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყების ღონისძიებას დაესწრო.
მინისტრმა პირველ კლასელებს სკოლის ცხოვრებაში ახალი ეტაპის დაწყება მიულოცა და მათ საინტერესო და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.
 
წელს აფხაზეთის №1 საჯარო სკოლაში 19 პირველ კლასელი შეუდგა სწავლას.
 
სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის თანხლებით, სახელმწიფო დროშის აღმართვით გაიხსნა. მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერა საქართველოზე, წარმოადგინეს აფხაზური ცეკვა და აფხაზეთის თემაზე ლექსი.
 
ბესიკ კუსიდი სკოლაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან,ნუგზარ გაბელიასთან ერთად იმყოფებოდა. მინისტრმა სკოლის დირექტორ ლამზირა შონიასთან ერთად სასწავლო გარემო და ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.