აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ, ინტერპელაციის წესით, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ბესიკ კუსიდის მოუსმინა.
სხდომაზე მინისტრმა აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით 2027 წელს განსახორციელებელ ცვლილებებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, იგეგმება როგორც არსებული პროგრამების დაფინანსების მექანიზმების გაუმჯობესება, ისე პროგრამებში ახალი კომპონენტების დანერგვა.
ბესიკ კუსიდიმ, ასევე, ყურადღება გაამახვილა ჯანდაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბესიკ კუსიდი, ინტერპელაციის წესით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ფრაქციებმა: „ახალი აფხაზეთი - სამართლიანობა“ და „მრგვალი მაგიდა - დიალოგი ერთიანი საქართველოსთვის“ მიიწვიეს. სხდომას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.




