აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია საქართველოში ვიზიტად მყოფ ბერლინის უნივერსიტეტის მკვლევარ ულრიკე გრაალფსს შეხვდა

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია საქართველოში ვიზიტად მყოფ ბერლინის უნივერსიტეტის მკვლევარ, ულრიკე გრააფლს შეხვდა. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ, გერმანელ მკვლევარს  საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში მიმდინარე მოვლენების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. "ულრიკე გრაალფსი კონფლიქტოლოგია და კონფლიქტურ რეგიონებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით სამეცნიერო კვლევითი სამუშაოებით არის დაკავებული. მას ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენები აინტერესებდა.  ჩვენ შეძლებისდაგვარად, მაქსიმალურად მივაწოდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა  ხდება დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში, როგორია რუსეთის საოკუპაციო ძალების პოლიტიკა რეგიონში, როგორი კატასტროფის წინაშე დგას რეგიონი ეკოლოგიურად და როგორ ირღვევა ადამიანის უფლებები.  საკმაოდ შთამბეჭდავი შეხვედრა იყო. ჩვენ, ფაქტობრივად, თითქმის ყველა დეტალი გავიარეთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ევროპის როგორც პოლიტიკურ, ისე სამეცნიერო წრეებში გაჟღერებული იყოს ის ობიექტური ინფორმაცია, რომელსაც რუსეთის მასმედიის წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციები სამწუხაროდ არ ახმაურებენ ,"- განაცხადა გიორგი ბარამიამ. ულრიკე გრაალფსი რამდენიმე წელია, აფხაზეთში მომხდარ კონფლიქტს სწავლობს და ამასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლებს ხვდება.