გიორგი ბარამიამ ოკუპირებული აფხაზეთის საჯარო სკოლების წარჩინებული კურსდამთავრებულები დააჯილდოვა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დალი ხომერიკი აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული ტერიტორიის სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს შეხვდნენ. 

გიორგი ბარამიამ კურსდამთავრებულებს  წარმატება მიულოცა და ოქროს და ვერცხლის მედლებით დააჯილდოვა.

დაჯილდოვების დასრულების შემდეგ, 2011 წლის 20 წარჩინებული კურსდამთავრებული  2 დღიანი საექსკურსიო ტურით კახეთის რეგიონში გაემგზავრა.

ტურის მიზანია აფხაზეთის საჯარო სკოლების  მოსწავლეების, განსაკუთრებით კი, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ბავშვების წახალისება, მათი მოტივაციის ამაღლება.

ტური აფხაზეთის განათლებისა და კულტურის  სამინისტროს პროექტის „შევიცნოთ სამშობლო მშვიდობიანი მომავლისათვის“ ფარგლებში მოეწყო.

2011 წელს აფხაზეთის საჯარო სკოლებს 700–მდე კურსდამთავრებული ჰყავსაქედან –309 ოკუპირებულიზონის (გალის რაიონისმოსწავლეა.