2010-11-19 |
მთავრობის აპარატი
აფხაზეთის მთავრობა მწუხარებას გამოთქვამს აფხაზეთიდან დევნილი ნანა ფიფიას გარდაცვალების გამო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აფხაზეთიდან დევნილი, ნანა ფიფიას გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.
ნანა ფიფიას ოჯახს, არსებული პრობლემის გარკვევის შემდეგ ერთჯერადი დახმარება გადაეცა. ამასთანავე სტაციონალური მკურნალობის პერიოდში აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ექიმთა ჯგუფი პაციენტის მდგომარეობას მორიგეობით აკონტროლებდა.
აფხაზეთის მთავრობა ნანა ფიფიას ოჯახს კომპეტენციისა და შესაძლებლობის ფარგლებში მომავალშიც დაეხმარება.