აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით თბილისში, ზღვის უბანში მდებარე ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის მე-3 საჯარო სკოლას ესტუმრა და მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებ

ფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით თბილისში, ზღვის უბანში მდებარე ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის მე-3 საჯარო სკოლას ესტუმრა და მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს სწავლის დაწყება მიულოცა.

„დღევანდელი დღე მინდა განსაკუთრებით პირველკლასელებს მოგილოცოთ. ეს არის თქვენი პირველი ნაბიჯები დიდი გზის დასაწყისში და გისურვებთ, რომ ეს გზა წარმატებით გაიაროთ, რადგან განათლება არის ის საფუძველი, რომელიც როგორც თითოეული თქვენგანის, ისე ჩვენი ქვეყნის მომავალს განსაზღვრავს” – აღნიშნა თენგიზ ნასარიძემ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრმა ალიონა ჩხოტუამ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა თეა ჯუღელმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
დოკუმენტი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინიციატივების განხორციელებას, ასევე სამოქალაქო ინტეგრაციისა და ნდობის აღდგენის მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.
 
მემორანდუმის ფარგლებში მხარეები დაგეგმავენ საჯარო ლექციებს, შეხვედრებსა და კონფერენციებს, ასევე ხელს შეუწყობენ აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტების სხვადასხვა პროექტებში აქტიურ ჩართულობას.
 
თანამშრომლობა მიზნად ისახავს ახალგაზრდების გააქტიურებას, ცოდნის გაზიარებასა და იმ საკითხებზე მუშაობას, რომლებიც აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოებისთვის აქტუალური და მნიშვნელოვანია.
გიორგი ჯინჭარაძე და თენგიზ ნასარიძე აფხაზეთიდან დევნილ მეწარმე ქალებს შეხვდნენ
 
ქალთა კვირეულის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, 4 მარტს საოჯახო სამხატვრო გალერეაში აფხაზეთიდან დევნილ მეწარმე ქალებთან შეხვედრა გაიმართა.
 
აღსანიშნავია, რომ საოჯახო სამხატვრო გალერეა ახლახან გაიხსნა და დევნილ მეწარმეებს მუდმივად ექნებათ შესაძლებლობა, განათავსონ და გაყიდონ საკუთარი პროდუქცია.
 
მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ თენგიზ ნასარიძესთან ერთად ქალბატონებს მარტის თვის დღესასწაულები მიულოცა და გალერეაში წარმოდგენილი ხელნაკეთი ნამუშევრები დაათვალიერა.
 
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა, განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბესიკ კუსიდი, საქართველოს პარლამენტის წევრები რიმა ბერაძე, ირმა ზავრადაშვილი, გრეტა წიწავა, ეკა ჭიჭინაძე, ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი, სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გოგიტა თედორაძე და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
 
მსგავსი ღონისძიებები მიზნად ისახავს დევნილი ქალებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას, მათი საქმიანობის განვითარების ხელშეწყობას და ეკონომიკურ პროცესებში აქტიურ ჩართვას.