სიახლეები

მთავრობის აპარატი
2024 წლის 23 დეკემბრის აფხაზეთის მთავრობის სხდომა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის ხელმძღვანელობით აფხაზეთის მთავრობის სხდომა გაიმართა.

სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა 2025 წლის გეგმები განიხილეს.

ლევან მგალობლიშვილის განცხადებით, აფხაზეთის მთავრობის მომავალი წლის ბიუჯეტი მაქსიმალურად გამჭვირვალე და დევნილთა საჭიროებებზე ორიენტირებული იქნება.

დევნილთა პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათზე დროული რეაგირებისთვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში ცხელი ხაზი - 143 ამოქმედდა. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოქალაქეები მათთვის საჭირო ყველა კითხვაზე დროულ და ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ.

2024-12-23
მთავრობის აპარატი
ლევან მგალობლიშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ და აფხაზეთიდან დროებით დევნილ ახალგაზრდებს პლანშეტური კომპიუტერები გადასცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ და აფხაზეთიდან დროებით დევნილ ახალგაზრდებს შეხვდა.

შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ თანამედროვე ტექნოლოგიებთან წვდომისა და საგანმანათლებლო პროცესების ხელშეწყობის მიზნით ახალგაზრდებს პლანშეტური კომპიუტერები გადასცა და ყურადღება გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მყოფი ახალგაზრდების ერთმანეთთან მჭიდრო კომუნიკაციის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის გაძლიერებაზე გაამახვილა.

ღონისძიება აფხაზეთის სულიერი განვითარებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა, რომელსაც ცენტრის დირექტორი თამარ დალაქიშვილი ესწრებოდა.

2024-12-13
მთავრობის აპარატი
ლევან მგალობლიშვილმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გამართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებთან ერთად, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
 
შეხვედრის მონაწილეებმა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის, ასევე, სამშვიდობო ინიციატივის "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ პრიორიტეტებზე იმსჯელეს.
 
ყურადღება გამახვილდა განხორციელების პროცესში მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო ხედვებზე, რაც აფხაზეთში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მყოფი საზოგადოების წევრებს შორის ნდობის აღდგენას და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაღრმავებას ემსახურება.
2024-12-12
მთავრობის აპარატი
2024 წლის 10 დეკემბრის აფხაზეთის მთავრობის სხდომა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის ხელმძღვანელობით აფხაზეთის მთავრობის სხდომა გაიმართა.

სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა სამინისტროების მომავალი წლის სამოქმედო გეგმები განიხილეს.

ლევან მგალობლიშვილის განცხადებით, აფხაზეთის მთავრობის 2025 წლის ბიუჯეტი მაქსიმალურად იქნება ორიენტირებული აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობის საჭიროებებზე.

აფხაზეთის მთავრობის პრიორიტეტების გათვალისწინებით, მაქსიმალურად მოხდება ახალგაზრდების მიმართულების გაძლიერება და დევნილთა კოლექტიური განსახლების ადგილებში არსებული საჭიროებების ეფექტური გადაწყვეტა.

2024-12-10
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
გამოცხადდა კონკურსი ბანკის შერჩევის მიზნით

,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განკარგულებაში არსებულ ფულად სახსრებზე პროცენტის დარიცხვის მიზნით მომსახურე ბანკის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინიტრის 2024 წლის 4 დეკემბრის №01/82 ბრძანებისა და „მომსახურე ბანკის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ“ 2024  წლის 9 დეკემბრის  N01/83 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ბრძანების თანახმად, სამინისტრო აცხადებს სამინისტროს  განკარგულებაში არსებულ ფულად სახსრებზე პროცენტის დარიცხვის მიზნით მომსახურე ბანკის შესარჩევ კონკურსს.

კონკურსის საგანია: სამინისტროს ეროვნული ვალუტის ანგარიშზე არსებული ნაშთის სრულ მოცულობაზე დასარიცხი წლიური საპროცენტო სარგებლის განსაზღვრა.

 

კონკურსის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ლინკზეhttp://abkhazia.gov.ge/banner/82

ასევე იხილეთ თანდართული ფაილები: განცხადება; პირობებიბანკის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესი.

2024-12-10
მთავრობის აპარატი
ლევან მგალობლიშვილი აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოქალაქეებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი აფხაზეთიდან დროებით იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეებს შეხვდა.

აფხაზეთის მთავრობაში გამართულ შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ დევნილი მოსახლეობის პრობლემები და საჭიროებები პირადად მოისმინა და აღნიშნა, რომ კომპეტენციის ფარგლებში ყველა საკითხზე დროული რეაგირება მოხდება.

„არსებული პრობლემური საკითხების შესწავლისა და სათანადო რეაგირების მიზნით, მე პირადად დავიწყე შეხვედრები აფხაზეთიდან დროებით იძულებით გადაადგილებულ ჩვენ მოსახლეობასთან.

ერთ-ერთი შეხვედრა აფხაზეთის მთავრობაში შედგა, სადაც ჩვენმა დევნილმა მოქალაქეებმა პირადად გამიზიარეს ის გამოწვევები და საჭიროებები, რაც მათ აქვთ. ჩემი გუნდის წევრებთან ერთად, მაქსიმალურად ვიქნები ჩართული გამოვლენილი პრობლემური საკითხების დროული იდენტიფიცირებისა და გადაწყვეტის პროცესში“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე პრობლემების დროული იდენტიფიცირებისა და მასზე რეაგირებისთვის აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოქალაქეებთან შეხვედრებს აქტიურად მართავს.

2024-11-28