სსიპ „ეკონომიკური პროგრამების სააგენტო“ აცხადებს კონკურსს და განაცხადების მიღებას ქვეპროგრამის - „დევნილთა სამეწარმეო საქმიანობის გაძლიერების“ - ფარგლებში, რომლის მიზანია აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების საქმიანი წინადადებებისა და ბიზნეს-პროექტების მხარდაჭერა, შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური აქტივებით უზრუნველყოფის გზით (საერთო ჯამში, მაქსიმუმ 7.000 ლარის და არა უმეტეს 3 ერთეულის).
ქვეპროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია:
აფხაზეთიდან დევნილ ფიზიკურ და/ან იურიდიულ პირს, რომელიც ახორციელებს ეკონომიკურ და სამეწარმეო საქმიანობას და გააჩნია ამის დამადასტურებელი დოკუმენტი, და მას არ გააჩნია საგადასახადო დავალიანება
განაცხადების მიღება ელექტრონული ან მატერიალური ფორმით ხორციელდება 2023 წლის 20 მარტის 12:00 საათიდან 2023 წლის 20 აპრილის 17:00 საათამდე,მისამართზე ქ.თბილისი თამარაშვილის ქუჩა N15ა,სსიპ ,,ეკონომიკური პროგრამების სააგენტო"ან ელ. ფოსტაზე Saagento.ek@gmail.com
თანადაფინანსების გზით სახელმწიფო პროგრამაში „დანერგე მომავალი“ აფხაზეთიდან დევნილების ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, სსიპ „ეკონომიკური პროგრამების სააგენტო“ ახორციელებს მიზნობრივი ქვეპროგრამის - „სასოფლო-სამეურნეო და ენდემური კულტურების წარმოების მხარდაჭერა“ - შესაბამისი ნაწილის იმპლემენტაციას. თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა 2.500 ლარს შეადგენს.
ქვეპროგრამის აღნიშნულ ნაწილში მონაწილეობის მიღება შეუძლია:
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომლებიც გახდნენ სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალის“ ბენეფიციარები.
სსიპ „ეკონომიკური პროგრამების სააგენტო“ აცხადებს კონკურს და განაცხადების მიღებას ქვეპროგრამის - „დასაქმების ხელშეწყობა“ - ფარგლებში, რომლის მიზანია აფხაზეთიდან დევნილთა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირების მიერ პროფესიული ეკონომიკური საქმიანობის წამოწყებისა და/ან განვითარების ხელშეწყობა, შესაბამისი პროფესიულ-ტექნიკური უნარ-ჩვევებისა და/ან აქტივებით უზრუნველყოფის გზით (საერთო ჯამში, მაქსიმუმ 2.500 ლარის და არა უმეტეს 3 ერთეულის)
ქვეპროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია:
აფხაზეთიდან დევნილ და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებს, რომლებსაც გააჩნიათ სპეციალური პროფესიულ-ტექნიკური უნარ-ჩვევები ან სურთ მიიღონ ასეთი ცოდნა, და ამ ჭრილში აქვთ წინადადება პროფესიული/ეკონომიკური საქმიანობის წამოწყებისა და/ან შემდგომი განვითარების შესახებ.
განაცხადების მიღება მატერიალური ან ელექტრონული ფორმით ხორციელდება 2023 წლის 1 მარტის 12:00 საათიდან 2023 წლის 1 აპრილის 17:00 საათამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა, სსიპ „ეკონომიკური პროგრამების სააგენტო“ან ელ. ფოსტაზე saagento.ek@gmail.com
პორტალი ევროკავშირის, დანიისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში მომზადდა და მისი მიზანია მუნიციპალურ დონეზე სტატისტიკური შესაძლებლობების განვითარება, სტატისტიკის წარმოების გაუმჯობესება და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა.
პორტალზე არსებული 80-მდე მაჩვენებელი მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა: მოსახლეობა და დემოგრაფია, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, განათლება, კულტურა, მშენებლობა, ტურიზმი, ბიზნეს რეგისტრი, ბიზნეს სექტორი და სხვა.
მუნიციპალიტეტების დონეზე სტატისტიკური მონაცემების წარმოების შესაძლებლობების ზრდა საქართველოს ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების 2020-2023 წლებისა და დეცენტრალიზაციის 2020-2025 წლების სტრატეგიებით განსაზღვრული ერთ-ერთი პრიორიტეტია.
პროგრამის ფარგლებში 19 გამარჯვებულ ბენეფიციარს გადაეცა შესაბამისი ტექნიკა და დანადგარები.
,, სასოფლო-სამეურნეო და ენდემური კულტურების წარმოების მხარდაჭერა“;
42 გამარჯვებულ ბენეფიციარს, პროგრამის ფარგლებში გადაეცა მრავალწლოვანი ნერგები (კაკალი, ქლიავი ტყემალი).
მეფუტკრეების საქმიანობის გაძლიერება“
პროგრამის გამარჯვებული დევნილებისთვის მოხდა შესაბამისი რაოდენების სკით უზრუნველყოფა.
,,დასაქმების ხელშეწყობა“;
24 გამარჯვებულ ბენეფიციარს გადაეცა შესაბამიისი დანადგარები და ტექნიკა.
,,ეკონომიკური საქმიანობის მომსახურეობა“;
რუხის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრში 400-მდე დევნილმა მიიღო კონსულტაცია/დახმარება ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროგრამებში ჩასართავად, ბიზნეს-პროექტების შედგენასა და შესაძლო დაფინანსების მოძიებაში.
,,ეკონომიკური მომსახურეობა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე“;
პროგრამის ფარგლებში ჩაერთო 3304 ოჯახი;
ქვეყანაში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჩაერთო 7600 ოჯახი;
50 ობიექტისთვის მომზადდა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია.
,,ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე განთავსებული სახელმწიფო უძრავი ქონების საკადასტრო აღწერა“;
48 სხვადასხვა სახელმწიფო უძრავ ქონებაზე მომზადდა პირველადი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია. აქედან, 21 ობიექტი დამუშავებულია ArcMap პროგრამაში შესაბამისი წესით.
თითოეული პოლიკლინიკისათვის შეიქმნა სოციალური გვერდი, მიზნობრივ ჯგუფებს სამედიცინო სერვისებთან და აქციებთან დაკავშირებით მიეწოდათ შესაბამისი ინფორმაცია.
აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი,ლევან თევზაია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ორგანიზებულ პრეზენტაციას - ,,დროის გამოყენების კვლევა" დაესწრო.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით, 2020-2021 წლებში საქართველოში პირველად ჩატარდა დროის გამოყენების გამოკვლევა, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა საქართველოში დროის გამოყენების შესახებ სტატისტიკურად სანდო და საერთაშორისო დონეზე შესადარისი მონაცემების მიღება. ასევე, გენდერული სტატისტიკის გაუმჯობესება, მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მაჩვენებლების გაანგარიშება და გენდერული თანასწორობის გაძლიერებისკენ მიმართული პოლიტიკის ინფორმირება.
გამოკვლევის შედეგად შეგროვდა მონაცემები მოსახლეობის მიერ სხვადასხვა აქტივობაზე დახარჯული დროის შესახებ, მათ შორის, ანაზღაურებად და აუნაზღაურებელ შრომაზე, საოჯახო და ზრუნვის საქმიანობებზე, სწავლაზე, დასვენებაზე, სოციალიზაციაზე.
პრეზენტაციას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო უწყებების წარმომადგენლები დაესწრნენ.
თანადაფინანსების გზით სახელმწიფო პროგრამაში „დანერგე მომავალი“ აფხაზეთიდან დევნილების ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „ეკონომიკური პროგრამების სააგენტო“ იწყებს პროგრამის - „სასოფლო-სამეურნეო და ენდემური კულტურების წარმოების მხარდაჭერა“ განხორციელებას.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია: • აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომლებიც გახდებიან აღნიშნული სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ბენეფიციარები.
ქვეპროგრამის პირობები, ეტაპები და განაცხადის ფორმა იხილეთლინკზე:
განაცხადის მიღება ხდება მისამართზე: ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა, სსიპ „ეკონომიკური პროგრამების სააგენტო“
საკონტაქტო პირები: ჯანო ქირთბაია - 599855369; ნინო ბენდელიანი - 599488315
17 ოქტომბერს, საქართველოში ვეტერანის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან თევზაიამ, კომპანია ,,კარფური“-ს მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დევნილ მეწარმე ვეტერანებს მადლობის სიგელები და საჩუქრები გადასცა. მინისტრი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, აფხაზეთის სამმართველოს უფროსთან დავით ღვინჯილიასთან და კომპანია ,,კარფური“-ს წარმომადგენლებთან ერთად ვეტერანებს ესტუმრა, რომლებიც სხვადასხვა სფეროში წლებია წარმატებით საქმიანობენ. მათ, ქვეყნის წინაშე დამსახურებული ღვაწლისთვის და გმირობისთვის კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა.
საქართველოში ვეტერანის დღე 2014 წლიდან აღინიშნება. 1995 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ“, რაც შემდგომში ვეტერანის დღის დაწესების საფუძველი გახდა.
აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია , მოადგილესთან გიორგი ჯინჭარაძესთან და აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტთან, გოგიტა თედორაძესთან ერთად, აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბინზესპალატის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას - „აბრეშუმის გზა მუდმივი განვითარებისთვის“ დაესწრო.
ღონისძიების ფარგლებში, ბიზნესპალატის პირველმა ვიცე- პრეზიდენტმა დავით ცირდავამ მოწვეულ სტუმრებს ბიზნესპალატის საქმიანობა გააცნო. ასევე, ინფორმაცია მიაწოდა დაგეგმილი ღონისძიების შესახებ- აზიის, სპარსეთის ყურისა და ამიერკავკასიის ქვეყნებს შორის სავაჭრო- ეკონიმიკური ურთიერთობების გაღრმავების ჭრილში.
აღსანიშნავია, რომ აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატა 46 ქვეყანას, მათ შორის, საუდის არაბეთს, ქუვეითს, ბაჰრეინს, ყატარს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ომანის სასულთნოს აერთიანებს.
აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი , ლევან თევზაია თბილისის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გაგრის დაცემის დღესთან დაკავშირებით პარაკლისს დაესწრო.
ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა ლევან ჯანაშიამ 1992 წელს გაგრაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა სულების მოსახსებელი პანაშვიდი გადაიხადა. პანაშვიდს აფხაზეთის მთავრობის წევრები და დევნილი საზოგადოება დაესწრო.