მთავარი/სამინისტრო/ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო/ბიზნეს პროცესების მართვის პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის თანადაფინანსება
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

ბიზნეს პროცესების მართვის პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის თანადაფინანსება

მიზანი: ბიზნეს პროცესების მართვის პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის თანადაფინანსების კომპონენტის მიზანია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის მქონე ინდივიდუალური მეწარმე სუბიექტებისა და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის 50% ან მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი სამეწარმეო/ბიზნეს სუბიექტების საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდა თანამედროვე ციფრული მართვის ინსტრუმენტებისა და პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის ხელშეწყობის გზით. საწარმოო, ფინანსური და ადმინისტრაციული პროცესების ოპტიმიზაცია, ბენეფიციართა კონკურენტუნარიანობის გაძლიერება, შემოსავლების სტაბილიზაცია და მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების მდგრადი განვითარების მხარდაჭერა, ასევე ციფრული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა. ფიზიკური და იურიდიული მეწარმე სუბიექტებისთვის ბიზნეს პროცესების მართვის პროგრამულ უზრუნველყოფაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, ბიზნესის მართვაში გამჭვირვალობის, კონტროლისა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების ხარისხის გაუმჯობესება; შიდა ოპერაციული ხარჯების შემცირებისა და სამუშაო პროცესების ეფექტიანობის ზრდის ხელშეწყობა;

აღწერა: პროგრამის ფარგლებში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ ბიზნეს პროცესების მართვის პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის თანადაფინანსება. მხარდაჭერა მოიცავს შესაბამისი პროგრამის შეძენისა და დანერგვის ხარჯების თანადაფინანსებას, რაც მიზნად ისახავს საწარმოო და საოპერაციო პროცესების გაუმჯობესებას, რესურსების ეფექტიან მართვას და ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ზრდას.თანადაფინანსება გაიცემა ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის სახით, რაც გულისხმობს, ბენეფიციარის მიერ მიმწოდებლისთვის პროგრამული უზრუნველყოფის სრულ ანაზღაურებას და შემდგომ ბენეფიციარისთვის თანადაფინანსების თანხის ანაზღაურებას. ბენეფიციართა თანადაფინანსება ხორციელდება რიგითობის პრინციპით, ქვეპროგრამისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსის სრულ ამოწურვამდე.
თანადაფინანსება „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ მიიჩნევა „გრანტად“ და მასზე არ ვრცელდება შესაბამისი საგადასახადო შეღავათები.

სამიზნე აუდიტორია: საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმე, რომელსაც მინიჭებული აქვს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებული პირის- დევნილის სტატუსი ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი (გარდა არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირისა), რომლის 50% ან მეტ წილს ფლობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებული პირი;

წინაპირობები: პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის თანადაფინანსების კომპონენტით გათვალისწინებული თანადაფინანსების მისაღებად პოტენციური ბენეფიციარი უნდა აკმაყოფილებდეს ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა პირობას:

  • საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმე;

  • ახორციელებს სამეწარმეო/ბიზნეს საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ფორმით;

  • წარმოადგენს მიკრო, მცირე ან საშუალო ბიზნეს სუბიექტს, რომლის საქმიანობაც საჭიროებს ცალკეული ბიზნეს პროცესების მართვის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებას;

  • წარმოადგენს მოქმედ საწარმოს/ბიზნეს სუბიექტს, რომელსაც გააჩნია ფაქტობრივი ოპერაციული საქმიანობა განაცხადის წარდგენის მომენტისთვის;

  • არ იმყოფება ლიკვიდაციის, გაკოტრების ან საქმიანობის შეჩერების რეჟიმში;

  • არ აქვს სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ვადაგადაცილებული საგადასახადო ან სხვა საჯარო დავალიანება.

  • განაცხადის წარდგენამდე 1 კალენდარული წლის განმავლობაში, ბიზნეს სუბიექტის ბრუნვა არ არის 10 000 ლარზე ნაკლები და არ აღემატება 100 000 ლარს.

თანადაფინანსების პირობები: ბიზნეს პროცესების მართვის პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში თანადაფინანსება გაიცემა პროგრამული უზრუნველყოფის პაკეტისა და მისი დანერგვის მომსახურების შესყიდვის დაფინანსების მიზნით, არაუმეტეს სერვისის ღირებულების 80%, არაუმეტეს 2000 ლარის ოდენობით;

პროგრამული უზრუნველყოფა შეიძლება მოიცავდეს შემდეგ მიმართულებებს (ცალკეულად ან კომბინირებულად):

• ფინანსური აღრიცხვისა და ბუღალტრული მართვის პროგრამული გადაწყვეტები;
• მარაგებისა და საწყობის მართვის პროგრამული უზრუნველყოფა;
• გაყიდვებისა და შეკვეთების მართვის სისტემები;
• შესყიდვებისა და მიმწოდებლებთან ურთიერთობის მართვის პროგრამული გადაწყვეტები;
• მომხმარებელთა მომსახურებისა და ურთიერთობის მართვის ციფრული ინსტრუმენტები;
• სამუშაო პროცესებისა და ოპერაციული დაგეგმვის პროგრამული გადაწყვეტებს.
ქვეპროგრამის კომპონენტის ფარგლებში არ ფინანსდება სასტუმროს მართვის პროგრამული უზრუნველყოფა.

პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის თანმდევი მომსახურებები მოიცავს:

  • სისტემის საწყის კონფიგურაციასა და ბენეფიციარის საქმიანობის სპეციფიკაზე მორგებას;
  • ფუნქციურ პარამეტრიზაციასა და სამუშაო პროცესებზე ადაპტაციას;
  • არსებული მონაცემების ასახვასა და სტრუქტურირებას;
  • მომხმარებლების ტრენინგს და საკონსულტაციო მომსახურებას;
  • სატესტო რეჟიმში გაშვებასა და ექსპლუატაციაში მიღებას;

პროგრამის ფარგლებში არ ფინანსდება:

  • კომპიუტერული ტექნიკის, სერვერების, პერიფერიული მოწყობილობებისა და სხვა ფიზიკური აქტივების შეძენა;
  • ინტერნეტისა და სატელეკომუნიკაციო მომსახურების ხარჯები;
  • ზოგადი IT მომსახურება, რომელიც არ უკავშირდება უშუალოდ პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვას;
  • ვებგვერდის შექმნა, დიზაინი და ციფრული მარკეტინგის მომსახურებები;
  • დომენის, ჰოსტინგისა და სხვა მსგავსი მომსახურებების შესყიდვა;
  • პროგრამული უზრუნველყოფის განახლება, რომელიც არ უკავშირდება პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ დანერგვას;
  • ტექნიკური მხარდაჭერის ღირებულება;
  • ნებისმიერი სხვა ხარჯი, რომელიც არ არის უშუალოდ დაკავშირებული პროგრამული უზრუნველყოფის ფუნქციონალურ დანერგვასთან.

პოტენციური ბენეფიციარის მიერ ელექტრონული ფორმით წარმოსადგენი დოკუმენტები:

ა) განაცხადის შემოტანამდე 1 თვით ადრე განახლებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
ბ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ID/პასპორტი) / იურიდიული პირის შემთხვევაში, 50% ან მეტი წილის მფლობელი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ID/პასპორტი);
გ) ბენეფიციარის / იურიდიული პირის შემთხვევაში, 50% ან მეტი წილის მფლობელი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) ცნობა სსიპ შემოსავლების სამსახურიდან საგადასახადო დავალიანების შესახებ;
ე) შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობა შესაბამისი პერიოდის საკონტროლო-სალარო აპარატის ბრუნვის შესახებ ან/და კომერციული ბანკის მიერ გაცემული ცნობა შესაბამისი პერიოდის განმავლობაში კომერციული საქმიანობით მიღებული შემოსავლის შესახებ;
ვ) ცნობა მოვალეთა რეესტრიდან სახელმწიფოს წინაშე დავალიანების არ ქონის თაობაზე;
ზ) მიკრო/მცირე/ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსით სარგებლობის შემთხვევაში, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ) შესასყიდ პროგრამულ უზრუნველყოფაზე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური/იურიდიული პირის მიერ პოტენციური ბენეფიციარისთვის გამოწერილი ინვოისი ქართულ ენაზე;
ი) ბენეფიციარის საბანკო რეკვიზიტები.

ბენეფიციარის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია (ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ):

ა) მიმწოდებლისთვის თანხის სრულად ანაზღაურების (ანგარიშსწორების) დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი და მიმწოდებელსა და ბენეფიციარს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ასლი;
ბ) მიმწოდებლის მიერ ბენეფიციარისთვის გამოწერილი ანგარიშფაქტურა ან/და მიღება-ჩაბარების აქტი;
* პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდება/ექსპლუატაციაში მიღება და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება უნდა განხორციელდეს თანადაფინანსების ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 2 კვირის ვადაში.
გ) შევსებული და ხელმოწერილი გადახდის მოთხოვნის ფორმის დასკანერებული ვერსია;
დ) სხვა დამატებითი დოკუმენტები, სამინისტროს მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში.
* მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში უნდა განხორციელდეს ყველა მოთხოვნილი დოკუმენტის წარდგენა სამინისტროსთვის.

წესები და პირობები: 

  • განაცხადში მითითებული ინფორმაცია სწორი და უტყუარია;
  • გაცნობილია ვებ გვერდზე - www.portal.abkhazia.gov.ge გამოქვეყნებულ - „ბიზნეს პროცესების მართვის პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის თანადაფინანსების“ პირობებს, შესაბამისობის კრიტერიუმებსა და თანადაფინანსების პირობებს;
  • ბენეფიციარზე თანადაფინანსება გაიცემა მხოლოდ ერთხელ კალენდარული წლის განმავლობაში.
  • ბენეფიციარზე თანადაფინანსება გაიცემა მხოლოდ ერთი განაცხადის შესაბამისად.
  • ქვეპროგრამის ბიზნეს პროცესების მართვის პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის თანადაფინანსების კომპონენტით გათვალისწინებული თანადაფინანსების მისაღებად პოტენციური ბენეფიციარი უნდა აკმაყოფილებდეს ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა პირობას:
  • ახორციელებს სამეწარმეო/ბიზნეს საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ფორმით;
  • წარმოადგენს მიკრო, მცირე ან საშუალო ბიზნეს სუბიექტს, რომლის საქმიანობაც საჭიროებს ცალკეული ბიზნეს პროცესების მართვის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებას;
  • წარმოადგენს მოქმედ საწარმოს/ბიზნეს სუბიექტს, რომელსაც გააჩნია ფაქტობრივი ოპერაციული საქმიანობა განაცხადის წარდგენის მომენტისთვის;
  • არ იმყოფება ლიკვიდაციის, გაკოტრების ან საქმიანობის შეჩერების რეჟიმში;
  • არ აქვს სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ვადაგადაცილებული საგადასახადო ან სხვა საჯარო დავალიანება.
  • განაცხადის წარდგენამდე 1 კალენდარული წლის განმავლობაში, ბიზნეს სუბიექტის ბრუნვა არ არის 10 000 ლარზე ნაკლები და არ აღემატება 100 000 ლარს.
  • სამინისტრო უფლებამოსილია ნებისმიერ დროს წინასწარი გაფრთხილების გარეშე გადაამოწმოს განაცხადში მითითებული ნებისმიერი ინფორმაცია, მესამე პირებთან ან/და სხვა არსებული წყაროების გამოყენებით;
  • იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა განაცხადში მითითებული ინფორმაციის ან მისი ნაწილის უზუსტობა, იქნება ეს განმცხადებლის მიერ განზრახ/გაუფრთხილებლობით ან/და მესამე პირ(ებ)ის მიზეზით მცდარი ინფორმაციის მითითება, სამინისტრო იტოვებს უფლებას უპირობოდ მიიღოს უარყოფითი გადაწყვეტილება;
  • იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებლის მიერ განაცხადში მითითებული მცდარი ინფორმაციის მიზეზით სამინისტროს მიადგება მატერიალური ან/და არამატერიალური, პირდაპირი ან/და არაპირდაპირი ზიანი, განმცხადებელი იღებს სრულ პასუხისმგებლობას აღნიშნულ ზიანთან დაკავშირებით;
  • სამინისტრო არ არის პასუხისმგებელი განაცხადის შევსებასთან ან/და განაცხადის წარდგენასთან დაკავშირებულ ნებისმიერ პირდაპირ/არაპირდაპირ ხარჯზე;
  • განაცხადი არ შეიძლება განმცხადებლის ან/და ნებისმიერი სხვა დაინტერესებული პირის მიერ განხილულ იქნეს, როგორც სამინისტროს რაიმე სახის პირდაპირი/არაპირდაპირი დაპირება;
  • სამინისტრო არ არის პასუხისმგებელი განაცხადთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების პირდაპირ / არაპირდაპირ შედეგებზე;
  • სამინისტრო არ არის პასუხისმგებელი პროგრამაში მონაწილეობის მიზნით განაცხადისა და წარმოდგენილი დოკუმენტების მომზადებისთვის გაწეულ დანახარჯებზე.
  • ბენეფიციარის ნაცვლად ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა და სამინისტროსთან ურთიერთობაში ბენეფიციარის წარმოდგენა შეუძლია მინდობილ პირს, ნოტარიული წესით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე.
  • თანადაფინანსებით ვერ ისარგებლებს ის ბენეფიციარი, რომელსაც 2025 წელს მიღებული აქვს გრანტი “მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის” კომპონენტის ფარგლებში ან წარმოადგენს 2026 წლის “მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის” კომპონენტის ბენეფიციარს.
  • თანადაფინანსების გაცემის შემთხვევაში, ბენეფიციარი ვერ ისარგებლებს 2026 წელს მიმდინარე “აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის საოჯახო და მცირე ზომის სასტუმროების მართვის პროგრამული უზრუნველყოფის თანადაფინანსებით”.

პროცედურა:

  • პოტენციური ბენეფიციარის მიერ განაცხადის შემოტანა
  • სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ, წარმოდგენილი ინფორმაციისა და თანდართული ფაილების პროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა
  • შესაბამისობის შემთხვევაში, პოტენციურ ბენეფიციარს ეცნობება განაცხადზე უარი, გამომწვევ მიზეზებთან ერთად. შეუსაბამობის აღმოფხვრის შემთხვევაში, პოტენციურ ბენეფიციარს თავიდან შემოაქვს განაცხადი.
  • შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, პოტენციურ ბენეფიციარს ეცნობება პროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ.
  • სამინისტროსა და ბენეფიციარს შორის ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება.
    ხელშეკრულება ფორმდება სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართზე: ქ. თბილისი, მ. თამარაშვილის 15ა, II სართული) ან დისტანციურად, ელექტრონული კვალიფიკაციური ხელმოწერის გამოყენებით.
    სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში ხელშეკრულების გაფორმების დროს, შესაძლებელია ბენეფიციარის ნაცვლად, ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს მინდობილმა პირმა, შესაბამისი, ნოტარიული წესით გაფორმებული მინდობილობის არსებობის შემთხვევაში.
  • ბენეფიციარი შეისყიდის პროგრამულ უზრუნველყოფას და გადახდის ქვითარს, სხვა თანმხლებ დოკუმენტაციასთან ერთად, წარუდგენს სამინისტროს.
  • ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემდეგ, 5 სამუშაო დღის ვადაში, სამინისტრო უნაზღაურებს ბენეფიციარს თანადაფინანსების თანხას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით.
  • ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დოკუმენტურ და საველე მონიტორინგს ახორციელებს სამინისტრო, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პერიოდის განმავლობაში.
განაცხადის შევსება