
ახალი ამბები

,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განკარგულებაში არსებულ ფულად სახსრებზე პროცენტის დარიცხვის მიზნით მომსახურე ბანკის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინიტრის 2025 წლის 17 ოქტომბრის №04-02/81 ბრძანებისა და „მომსახურე ბანკის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის 2025 წლის 20 ოქტომბრის N04-02/82 ბრძანების თანახმად, სამინისტრო აცხადებს სამინისტროს განკარგულებაში არსებულ ფულად სახსრებზე პროცენტის დარიცხვის მიზნით მომსახურე ბანკის შესარჩევ კონკურსს.
კონკურსის საგანია: სამინისტროს ეროვნული ვალუტის ანგარიშზე არსებული ნაშთის სრულ მოცულობაზე დასარიცხი წლიური საპროცენტო სარგებლის განსაზღვრა.
კონკურსის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ლინკზე : http://abkhazia.gov.ge/banner/90
თანდართული დოკუმენტები: ბრძანება
აპლიკანტის მიერ შესავსები სავალდებულო ფორმები:
დანართი #1 - მომსახურე ბანკის შესარჩევი კონკურსის პირობები
დანართი #2 - განცხადების ფორმა
























აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით თბილისში, ზღვის უბანში მდებარე ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის მე-3 საჯარო სკოლას ესტუმრა და მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს სწავლის დაწყება მიულოცა.
„დღევანდელი დღე მინდა განსაკუთრებით პირველკლასელებს მოგილოცოთ. ეს არის თქვენი პირველი ნაბიჯები დიდი გზის დასაწყისში და გისურვებთ, რომ ეს გზა წარმატებით გაიაროთ, რადგან განათლება არის ის საფუძველი, რომელიც როგორც თითოეული თქვენგანის, ისე ჩვენი ქვეყნის მომავალს განსაზღვრავს” – აღნიშნა თენგიზ ნასარიძემ.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა თენგიზ ნასარიძემ და სოხუმის სახელმწიფო უნივერისტეტის რექტორმა თეა ჯუღელმა მოაწერეს.
მხარეებმა სამუშაო შეხვედრის ფარგლებში ასევე, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.
ყურადღება გამახვილდა აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის სასწავლო პროცესების ხელშეწყობაზე, უნივერსიტეტში მიმდინარე სიახლეებზე, სამინისტროში არსებულ და დაგეგმილ პროგრამებში მათ ჩართულობაზე.


აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი “აწარმოე საქართველოში” სააგენტოს დირექტორს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე “აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს დირექტორს მიხეილ ხიდურელს შეხვდა
შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ თანამშრომლობის გაღრმავება და ერთობლივი ინიციატივების განხორციელება ხელს შეუწყობს აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების ბიზნესის განვითარებასა და ეკონომიკურ გაძლიერებას.
