აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო/ახალი ამბები
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე სამინისტროს სტურქტურული ერთეულების, სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების საქმიანობაზე ისაუბრეს. მინისტრმა უწყების პრიორიტეტული მიმართულებები, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობის და  დევნილი საზოგადოების ჩართულობით ეკონომიკური ეფექტურობის ზრდის საკითხები განიხილა.

საუბარი შეეხო კორონავირუსის პანდემიის დროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების მხარდასაჭერად განხორცილებულ მნიშვნელოვან სოციალურ პროექტებს. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე სამომავლო სამოქმედო გეგმა განიხილეს. რუსლან აბაშიძემ სამინისტროს თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა COVID-19-ის პრევენციულ ღონისძიებებში აქტიური ჩართულობისთვის.

შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შეხვდნენ. მთავრობის თავმჯდომარემ COVID-19-ის პანდემიის დროს, საველე პირობებში, საოკუპაციო ხაზთან 24-საათიან რეჟიმში მორიგეობის დროს გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის ზუგდიდის დევნილთა პოლიკლინიკის და ჯვარის დევნილთა ამბულატორიის ხელმძღვანელებს და სამედიცინო პერსონალს მადლობის სიგელები გადასცა.

მთავრობის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა აფხაზეთის ყველა სამედიცინო დაწესებულებას, რომლებმაც საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციულ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობა მიიღეს.

შეხვედრაზე ასევე აფხაზეთის პოლიკლინიკების გაძლიერებასა და სამომავლოდ სერვისების გაუმჯობესებაზე ისაუბრეს.

შეხვედრა გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროში.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ახალი COVID 19 -ის ვირუსის გავრცელების პრევენციისა და ნეგატიური სოციალური შედეგების შემცირების მიზნით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ განხორციელებულ პროგრამებზე ისაუბრა, რისთვისაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან 1 006 000 ლარი გამოიყო.

მთავრობის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ COVID-19-ის პანდემიის პირობებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა უფლებამოსილებას საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით და შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით ახორციელებდა.

საუბარი შეეხო იმ აქტივობებს, რომლებიც აღნიშნული პერიოდისთვის აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ეფექტური საინფორმაციო კამპანიის, პოსტ პანდემიური ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის და საზოგადოებრივი სოლიდარობის აქტივიზაციის  მიმართულებით  გაკეთდა.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები საზოგადოების მხარდასაჭერად განხორციელებულ პროექტებზე.

მოხსენების შემდეგ მთავრობის თავმჯდომარემ დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.

„აფხაზეთის საკანონმდებლო ორგანოში დღეს შევაჯამეთ ახალი COVID-19-ის პანდემიის პირობებში აფხაზეთის მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობა. ვირუსის გავრცელების პირველივე  დღეებში აფხაზეთის მთავრობაში შევქმენით სათათბირო ორგანო-საკოორდინაციო საბჭოს სახით, რომელიც საქმიანობას საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით და მათი შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით ახორციელებდა. ჩვენი მთავარი მიზანი იყო, მიგვეღო მაქსიმალურად ეფექტური შედეგი როგორც აფხაზეთიდან დევნილი, ისე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობის და სოციალური მდგომარეობის დასაცავად. ამისთვის ჩვენ გამოვიყენეთ ჩვენს ხელთ არსებული ყველანაირი ფინანსური და ადამიანური რესურსი. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო საერთაშორისო ორგანიზაციებსა და კერძო კომპანიებს, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს, როგორც დევნილი საზოგადოების, ისე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების დახმარებაში.“ - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

 

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს მისიის დირექტორს პიტერ უიბლერს შეხვდა.

პიტერ უიბლერმა  USAID-ის მიერ  საქართველოში დევნილი მოსახლეობის მონაწილეობით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. შეხვედრაზე თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი და ერთობლივ პროექტებში როგორც დევნილი, ისე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ჩართულობის მზადყოფნა გამოითქვა. რუსლან აბაშიძემ USAID-ის წარმომადგენელს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის, განათლების, ჯანდაცვის მიმართულებით დევნილი საზოგადოების და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის  საჭიროებებზე მორგებული პროექტების განხორციელების შესაძლებლობას.

მხარეებმა ოკუპირებულ აფხაზეთში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების მასშტაბები და იქ მცხოვრები მოსახლეობის დასახმარებლად საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები დ ა ჯანდაცვის მიმართულებით არსებული მდგომარეობა შეაფასეს.

ასევე, განიხილეს აფხაზური ენის დაცვისა და მისი პოპულარიზაციისთვის გადადგმული ნაბიჯები, საჭიროების შემთხვევაში USAID-ის წარმომადგენელმა მხარდამჭერ პროექტებში მონაწილეობის მზადყოფნა გამოთქვა. ისაუბრეს აფხაზეთის საზოგადოებ  ის გაერთიანების აუცილებლობაზე და დევნილ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის ფაქტორის გაძლიერებაზე.

შეხვედრას საქართველოში USAID-ის საქართველოს მისიის დირექტორის მოადგილე დევიდ ჰოფმანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს მათ წინაშე არსებულ გამოწვევებზე და პრობლემების გადაჭრის გზებზე. ასევე განიხილეს ის სამომავლო პროექტები, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

რუსლან აბაშიძემ ექიმებს COVID-19-ის პანდემიის დროს მათი თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა.

„დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმ თავდადებისთვის, რომელიც კორონავირუსის პანდემიის დროს გამოავლინეთ. თქვენ პირველივე დღეებიდან უწყვეტად მორიგეობდით ენგურის ხიდზე და ყველაფერს აკეთებდით ამ გამოწვევასთან გასამკლავებლად“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

შეხვედრაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე იმყოფებოდნენ.

გარემოს დაცვის მსოფლიო დღე (World Environment Day - WED) ყოველ წელს, 5 ივნისს აღინიშნება. 1972 წლის 15 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი გარემოს დაცვის დღედ გამოაცხადა. ამ დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში დასაქმებულების ინიციატივით სამინისტროს ეზოს დასუფთავების აქცია გაიმართა.

„გილოცავთ ჩვენი სახელმწიფოსთვის ყველაზე ღირშესანიშნავ თარიღს - 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. გისურვებთ ერთიან და ეკონომიკურად ძლიერ ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ქვეყანაში ცხოვრებას. მჯერა, აუცილებლად დადგება დღე, როცა ჩვენ, აფხაზ თანამოქალაქეებთან ერთად ერთიან საქართველოში ვიცხოვრებთ“, - განაცხადა ივანე დოლიძემ.

სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ს ლოცვა-კურთხევით 23 მაისი, სვიმონ კანანელის ხსენების დღე „აფხაზეთის დღედ“ დადგინდა.

2014 წლიდან „აფხაზეთობა“ ტრადიციულად ყოველწლიურად სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებით აღინიშნებოდა, რომელშიც აფხაზეთიდან დევნილი შემოქმედებითი კოლექტივები და დევნილი საზოგადოება იღებდა მონაწილეობას.

წელს კორონავირუსის პანდემიის გამო „აფხაზეთობა“ შეცვლილი ფორმატით ჩატარდა.

მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენებისა და „აფხაზეთის დღესთან“ დაკავშირებით სიონის საკათედრო ტაძარში სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა მეუფე შიომ პარაკლისი აღავლინა. პარაკლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

„აფხაზეთის დღესთან“ დაკავშირებით თბილისში, ბათუმსა და ზუგდიდში, ქალაქის ცენტრალურ ადგილებში განთავსებულ მონიტორებზე, ოთხი დღის განმავლობაში, სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი ვიდეორგოლის ჩვენება გაიმართება. ვიდეორგოლში გადმოცემულია თითოეული ადამიანის გულში დაგროვილი, მონატრება, სიყვარული და ფიქრები აფხაზეთზე. კლიპის რეჟისორია ბასა ფოცხიშვილი, ხოლო მუსიკის ავტორი დავით ევგენიძე.

შპს ,,ნიარმედიკ ფარმასა’’ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლობის შედეგად, შპს ,,ნიარმედიკ ფარმამ’’ COVID 19 - ის პანდემიასთან ბრძოლის მიზნით, სამინისტროს უსასყიდლოდ გადასცა ანტივირუსული პრეპარატი ,,კაგოცელ’’, რომელიც შემდგომში უსასყიდლოდ გადაეცემა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ სამედიცინო დაწესებულებებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე ბათუმში იმყოფებოდნენ, სადაც აფხაზეთიდან დევნილ, აფხაზეთის ომის ვეტერან პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდებს პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტი გადასცეს.

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.

სხდომაზე მოისმინეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების 3 თვის შედეგების შესახებ. ასევე, განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა მიმდინარე საკითხები.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს თბილისის ოფისის კოორდინატორი ნეჯლა დემირდაღი ვაზიანის დასახლებაში იმყოფებოდნენ, სადაც სოციალური სამკერვალო და პურის საცხობი დაათვალიერეს, ადგილზე გაეცნენ საწარმოო პროცესს.

თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსა (TİKA) და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ვაზიანის დასახლებაში არსებულ სამკერვალოში პირბადეები დამზადდება, რომელიც დევნილ მოსახლეობას ახალი კორონავირუსისგან დასაცავად გადაეცემა. ასევე ვაზიანში არსებულ სოციალურ საწარმოში პურის ცხობა დაიწყო. პროდუქცია განსაკუთრებული საჭიროების მქონე დევნილებს დაურიგდებათ.

პირბადეების დასამზადებლად და პურის გამოსაცხობად საჭირო მასალა საწარმოებს, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ გადასცა. ორივე საწარმოში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები არიან დასაქმებული.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით ქალაქ თბილისში მდებარე აფხაზეთიდან დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით მასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

ღონისძიების ფარგლებში სადეზინფექციო სამუშაოები გლდანის, დიდუბის, ვაკის, ისნის, კრწანისის, მთაწმინდის, ნაძალადევის, საბურთალოს, სამგორისა და ჩუღურეთის რაონებში, ასევე დაბა წყნეთში განხორციელდა, სადაც სპეციალური ხსნარით სულ 187 ობიექტი დამუშავდა.

სამუშაოები სსიპ  „აფხაზეთის   გარემოს, გეოლოგიის  და  მინერალური  რესურსების  სააგენტომ“ განახორციელა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე ქვემო ქართლის რეგიონში იმყოფებოდნენ, სადაც კარანტინის ზონაში მოქცეული ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილებისთვის პირველადი მოხმარების პროდუქტები მიიტანეს. ღონისძიებაში მარნეულის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ნავერიანი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

დღესვე მთავრობის წარმომადგენლებმა თეთრიწყაროსა და მამკოდის კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ ბენეფიციარებს, რომლებიც  განსაკუთრებული რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან, სასურსათო პროდუქტი და სააღდგომო ნობათი გადასცეს.

       2140046 ნებისმიერი მობილური ოპერატორიდან ან ქალაქის ტელეფონიდან (9:30 საათიდან 18:00 საათამდე)

  • 599505298 ან 599902348 ნებისმიერი მობილური ოპერატორიდან ან ქალაქის ტელეფონიდან (24 საათის განმავლობაში)
  • (+99532) 2140046 საზღვარგარეთის ქვეყნებიდან (9:30 საათიდან 18:00 საათამდე)