აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო/ახალი ამბები
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

ახალი ამბები

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების და რეკომენდაციების შესაბამისად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა გადავიდა დისტანციური მუშაობის რეჟიმზე. აღნიშნული შეზღუდვა ვრცელდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დაქვემდებარებაში შემავალ ყველა სამინისტროსა და სტრუქტურულ ერთეულზე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროში განცხადებების, დოკუმენტებისა და სხვა საქმიანი შეტყობინებების მიღება განხორციელდება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: finabx@mof.ge,ან marigitolendia.afsm@gmail.com.საკონტაქტო ტელეფონებია: 599505298, 599902348.

 

2020 წლის 26 თებერვალს აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი - ბატონი ივანე დოლიძე სამუშაო ჯგუფთან ერთად შეხვდა ASB-ის გერმანიის წამომადგენლობას საქართველოში, კერძოდ: იძულებით გადაადგილებულ პირთა პროგრამის კოოდინატორს - ბატონ გიორგი არსენიძეს. სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო იძულებით გადაადგილებულ პირებზე ადაპტირებულებული მიმდინარე და სამომავლო პროექტებთან დაკავშირებული კოორდინირებული თანამშრომლობის ფორმების პოვნა. მხარეები შეთანხმდნენ  და გამოთქვეს იმედი, რომ მათი კავშირები იქნება უწყვეტი და  გამოიღებს ორივე მხარისათვის სასურველ შედეგებს.

საქართველოს პარლამენტის გაერთიანებულ სხდომაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჯანმრთელობის დაცვის სფეროში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჯანმრთელობის დაცვის სფეროში არსებულ გამოწვევებსა და მათზე რეაგირების მექანიზმებზე იმსჯელეს. სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ესწრებოდა.
სხდომაზე საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჯანმრთელობის დაცვის კუთხით არსებულ ვითარებას, ადგილზე სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობას, იქ არსებულ გამოწვევებსა და მათზე რეაგირების მექანიზმებს. მონაწილეთა გადაწყვეტილებით სხდომა დახურულ რეჟიმში ჩატარდა.
სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

ა/წ 25 თებერვალს აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროში გაიმართა სამინისტროს მიერ 2019 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ:

აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე -ბატონი რუსლან აბაშიძე;

მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე -ბატონი ანზორ მარგიანი;

აფხაზეთის ა/რ მთავრობის წევრები - ქალბატონი ქეთევან ბაკარაძე, ბატონი როლანდ ნიჟარაძე, ბატონი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ა/ რ დევნილთა მინისტრის მოადგილე - ბატონი გურამ მისაბიშვილი, აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის და საქვეუწყებო ორგანიზაციების ხელმძღვანელები.

 პრეზენტაციას უძღვებოდა აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი - ბატონი ივანე დოლიძე, რომელმაც წარმოადგინა სტრუქტურული ქვედანაყოფების და სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებების- ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა, აგრარულ საკითხთა დეპარტამენტების,  სსიპ აფხაზეთის ,,გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტოს“, სსიპ ,,დევნილთა საარსებო წყაროების მხარდამჭერი პროექტებისა და პროგრამების სააგენტოს’’, სსიპ აფხაზეთის სამრეწველო-სავაჭრო პალატის, სსიპ „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტაჟირების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი,,ბიზნეს-ინკუბატორის“,სსიპ აფხაზეთის ა/რ საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის’’, ა(ა)იპ „საერთაშორისო ინიციატივა განვითარებისა და თანადგომისათვის’’,საქმიანობის ამსახველი ვიდეო და სტატისტიკური მასალები. ბატონმა ივანე დოლიძემ გაამახვილა ყურადღება არა მარტო მიღწეულ შედეგებზე, არამედ ასევე  ფართოდ გააშუქა სამინისტროს სამომავლო საქმიანობის მთავარი მიმართულებები და გეგმები. პრეზენტაციის მსვლელობისას დასმულ შეკითხვებზე პასუხები გაიცა შესაბამისი სტრუქტურების ხელმძღვანელების მხრიდან. პრეზენტაციის ბოლოს დამსწრეთა წინაშე სიტყვით გამოვიდა აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე - ბატონი რუსლან აბაშიძე, რომელმაც დადებითად შეაფასა სამინისტროს მიერ 2019 წ გაწეული საქმიანობა და სამომავლო გეგმები, აქვე აღნიშნა არსებული ნაკლოვანებები და მოუწოდა უფრო მეტი აქტიურობისაკენ, დევნილებზე ადაპტირებული  პროგრამების და პროექტების  რეალურ, საბოლოო შედეგებზე ორიენტირებული ღონისძებების განხორციელებაზე.

პრეზენტაციის დასასრულს ასევე თავისი აზრი გამოთქვეს აფხაზეთის ა/რ მთავრობის წევრებმა.  

 

 

 

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების  შიდა აუდიტის სუბიექტების თხოვნის გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის (ჰარმონიზაციის ცენტრი) ინიცირებით მიმდინარე წლის 24-25 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  აღმასრულებელი ხელისუფლების შიდა აუდიტორებისათვის აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროში გაიმართა პრაქტიკული ტრენინგი/სამუშაო შეხვედრა სისტემურ აუდიტთან დაკავშირებით.

ტრენინგს უძღვებოდნენ ეროვნული ექსპერტ-ტრენერები,  პრაქტიკოსი შიდა აუდიტორები, თამარ კალანდია (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე), პაატა ხინთიბიძე (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტორი), ირმა გელანტია-ახვლედიანი (საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე). მათ უსასყიდლოდ გაუზიარეს თავიანთი ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებში დასაქმებულ  შიდა აუდიტის თანამშრომლებს.

ტრენინგმა შიდა აუდიტორებს მისცა შესაძლებლობა დაუფლებოდნენ ახალ ტექნიკებს, მიდგომებს, გაცნობოდნენ საუკეთესო საერთაშორისო და ადგილობრივ პრაქტიკებს სისტემური აუდიტორული შემოწმების დამოუკიდებლად ჩასატარებლად. ამასთან ერთად მხედველობაში არის მისაღები ის ფაქტი, რომ ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ უკვე შემუშავებულია სისტემური აუდიტის სახელმძღვანელო, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის მიერ,  რაც გაუმარტივებს  შიდა აუდიტორებს  სისტემური აუდიტის განხორციელებას.

2020 წლის 26 თებერვალს აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროსა და „ HR hub -ინოვაციური ჰაბი HR სფეროში“ შორის გაფორმდა მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრმა ივანე დოლიძემ და შ.პ.ს „HR hub"- ის დირექტორმა ანა ნავდარაშვილმა.

მემორანდუმის ფარგლებში მხარეები გეგმავენ ერთობლივი ორგანიზებით დაგეგმილ ღონისძიებებსა და პროექტებში (დასაქმების ფესტივალები/ფორუმები/ტრენინგები) მაქსიმალური ჩართულობის საშუალებით, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის დასაქმების და საკადრო გადამზადების მიმართულებით ხელშეწყობას,

2020 წლის 22-25 იანვარს აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს  ეკონომიკური დეპარტამენტის თანამშრომლები, ეკონომიკური საქმიანობის გააქტიურებისა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, იმყოფებოდნენ ქ. ზუგდიდში, ბათუმსა და ქობულეთში.

დევნილ მეწარმეთა, მცირე და საოჯახო ბიზნესის წარმომადგენლებთან  შეხვედრაზე განხილული იყო მათი წინადადებები და იდეები სახელმწიფოს მიერ ინიცირებულ პროექტში „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ’’ მონაწილეობასთან დაკავშირებით.  მცირე ბიზნესის დაწყების მსურველებს აღნიშნულ პროექტში ჩართვის კუთხით გაეწიათ კონსულტაციები და მიეცათ სათანადო რეკომენდაციები. მათ მიერ ჩამოყალიბებული ბიზნეს პროექტები გამოგზავნილი იქნება აფხაზეთის ა/რ მთავრობის ერთიანი პორტალის სამინისტროს გვერდზე მითითებულ ელ. ფოსტაზე, განსახილველად და შემდგომი პრაქტიკული დახმარების აღმოსაჩენად.

2019 წლის  აფხაზეთის ა/რ განახლებული მთავრობის მიერ განხორციელებული  სტრუქტურული რეორგანიზაციის, ოპტიმიზაციის და საკადრო ცვლილებების გათვალისწინებით შემუშავებულმა სამთავრობო პროგრამამ ახალი რეალურ გამოწვევებზე ორიენტირებული მოთხოვნები წამოსწია  და დააყენა ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის ბიუჯეტის კანონის წინაშე.  ბიუჯეტის ფორმირებაში და განხილვაში აქტიურ მონაწილეობას ღებულობდნენ ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური სტრუქტურების  ხელმძღვანელები, ბიუჯეტთან დაკავშირებით გავლილ იქნა კონსულტაციები საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, საქართველოს პარლამენტის  და მთავრობის შესაბამის სტრუქტურებში.

დამტკიცებული ბიუჯეტი ითვალისწინებს ახალ პროგრამებს, რომლებიც ორიენტირებულია სამშვიდობო ინიციატივებზე, სამოქალაქო ინტეგრაციაზე, დევნილებზე ადაპტირებული მცირე ბიზნესის მხარდამჭერი პროექტების ამოქმედებაზე, დევნილი მეწარმეების მხარდაჭერაზე, ნდობის აღდგენისა და დიალოგისაკენ მიმართული შესაძლებლობების გაძლიერებაზე. გრძელდება ჯამრთელობის  დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და აგრარულ სფეროებში წინა წლებში დაწყებული მნიშვნელოვანი პროექტები.

აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და  დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროში ჩატარდა კონსოლიდირებული და ინდივიდუალური ბუღალტრული ანგარიშგების  წესის პროექტის განხილვა, რომელსაც   სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად,  აფხაზეთის ა/რ  მთავრობისა და აფხაზეთის ა/რ სამინისტროების  წარმომადგენლები დაესწრნენ. განხილულ იქნა შესაბამისი მოსაზრებები პროექტთან დაკავშირებით და აღინიშნა  წესის მიღების აუცილებლობა.

წარმოდგენილი ბრძანების პროექტის მიღება ხელს შეუწყობს რესპუბლიკური ნაერთი (კონსოლიდირებული) და ინდივიდუალური ბუღალტრული ანგარიშგებების საიმედოობისა და შესადარისობის გაუმჯობესებას, შესაძლებელს გახდის ბუღალტრული აღრიცხვის სათანადოდ წარმოებას და შესაბამისი რესპუბლიკური  ნაერთი (კონსილიდირებული) ბუღალტრული ანგარიშგების მომზადებას.

შეხვედრა შედგა 2019 წლის 24 დეკემბერს აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროში. სადაც აღინიშნა, რომ 2019 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ ჩატარებული სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად საგრძნობლად გაფართოვდა სამინისტროს საქმიანობის არეალი.შეხვედრაზე განხილულ  იქნა შიდა აუდიტორულ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხები. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის  დეპარტამენტის წარმომადგენლების მოსაზრებით, 2020 წელს შესაძლებელია განხორციელდეს პილოტური სისტემური აუდიტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შიდა აუდიტის სუბიექტების მონაწილეობით.

 

ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიერ, სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი მოეწყო. დედაქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მას სიცოცხლის სკვერის სახელი მიენიჭა და ომში დაღუპული ქალბატონების ხსოვნას მიეძღვნა. ხსოვნის პატივსაცემად, სკვერის ტერიტორიაზე ტალღების ფორმის, ნარინჯისფერი, მოაჯირები განთავსდა. დასასვენებელი სივრცის გახსნას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი, პარლამენტის, საკრებულოსა და აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები,  აფხაზეთის ა/რ მთავრობის, ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები და სოხუმის თეატრის მსახიობები დაესწრენენ.

მიმდინარე წლის 10-11 დეკემბერს აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე და მინისტრის მოადგილე ვალერი ბასარია კომპანია Fall Creek-ის მოწვევით იმყოფებოდნენ ნიდერლანდებში ლურჯი მოცვის მოყვანის ტექნოლოგიების თანამედროვე სკოლაში. Fall Creek -ი ამ დარგში წამყვანი ამერიკული კომპანიაა, რომელიც ორიენტირებულია ლურჯი მოცვის დაცული (ინტენსიური) გენეტიკური ჯიშების გამოყვანაზე. მათი ნერგები მიეწოდება „პრემიუმ“ ხარისხის მოცვის მწარმოებლებს მსოფლიო მასშტაბით. ღონისძიების ფარგლებში 23 სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი სპეციალისტების მიერ უშუალოდ მოცვის პლანტაციაში, ჩატარდა ტექნიკური ხასიათის პრეზენტაცია და პრაქტიკული სემინარები. ასამდე მონაწილე-სელექციონერმა ერთმანეთს გაუზიარა გამოციდლება და კითხვა-პასუხის რეჟიმში განიხილეს  დარგში არსებული სიახლეები და მათთვის საინტერესო საკითხები.

აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა Fall Creek-ის კომერციულ დირექტორთან - ჰანს ლიკენსთან და მენეჯმენტის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, განიხილეს შესაძლო თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები და დაგეგმეს შემდგომი სტრატეგიული ნაბიჯები.

აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები, 5 დეკემბერს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ, ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების პირველი სტრატეგიის პრეზენტაციას დაესწრნენ. სტრატეგიული დოკუმენტის მიზანია ქვეყანაში სტატისტიკის სისტემის განვითარება, სტატისტიკურ მონაცემთა შეგროვება, დამუშავება, გავრცელება და გამოყენების გაუმჯობესება. ასევე აღნიშნული დოკუმენტი განიხილება, როგორც ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც მუშავდება დაინტერესებული მხარეების  აქტიური მონაწილეობით და მოიცავს საშუალო და გრძელვადიან ხედვას ქვეყანაში სტატისტიკის სისტემის შესაძლებლობების გაძლიერებისათვის.

მიმდინარე წლის 4-5 დეკემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი  დაწესებულების თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს არასამთავრობო ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“ -ის (People In Need - PIN) მიერ ორგანიზებულ ტრენინგში,  თემაზე - „პროექტის დიზაინი და დონორებთან ურთიერთობა“.

ტრენინგ-კურსზე მიღებული ცოდნა და გამოცდილება თანამშრომლებს დაეხმარებათ უფრო აქტიურად იმუშაონ პროექტებზე სხვადასხვა მიმართულებით და წარმატებით გაართვან თავი ფონდების მოძიებასა და დონორებთან ურთიერთობას, შემდგომში დევნილი მეწარმეების მხარდასაჭერად.

მიმდინარე წლის 25 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით, აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის დეპარტამენტთან არსებული ეკონომიკური განვითარებისა და მისი სამართლებრივი უზრუნველყოფის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი სახელწოდებით „ბიზნეს–პროექტების მართვის თანამედროვე ტექნოლოგიები".

კურსის მიზანი იყო ბიზნეს-პროექტების შედგენაში ცოდნის გაღრმავება, შემდგომში დევნილი მეწარმეებისათვის და „სტარტაპერებისათვის“ ხელშეწყობისა და კვალიფიციური კონსულტაციების უზრუნველსაყოფად. სემინარებზე განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორიც არის:  კომერციული ბანკის სესხთან დაკავშირებული საკითხების მიმოხილვა, ინვესტორების მიდგომა საინვესტიციო პროექტებთან დაკავშირებით, სრული ბიზნეს-გეგმის მოდელის შექმნა და სხვა.

ტრენინგს უძღვებოდა თიბისი ბანკის მიკროპორტფელის მართვის განყოფილების მონიტორინგის უფროსი (ექსპერტი), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკის აკადემიური დოქტორი ნინო კუტიბაშვილი.პროექტში მონაწილეობა მიიღო სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი სხვადასხვა უწყების 14-მა თანამშრომელმა, რომლებსაც ცენტრის დირექტორმა,  ეკონომიკის დოქტორმა, ქალბატონმა დალი სეხნიაშვილმა გადასცა კურსის წარმატებით დასრულების დამადასტურებელი სერთიფიკატები.