-
მთავრობის აპარატი
-
განათლებისა და კულტურის სამინისტრო
-
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
-
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
-
იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
-
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
-
წარმომადგენლობა ზემო აფხაზეთში

ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ანზორ მარგიანმა დაიკავა.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ივანე დოლიძე, განათლებისა და კულტურის მინისტრად როლანდ ნიჟარაძე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად ქეთევან ბაკარაძე, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრად დავით გვაძაბია, დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარედ კონსტანტინე კუჭუხიძე, იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარედ იგორ კოპალიანი, ხოლო სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარედ ვალერი ბასარია დაინიშნა.


დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა. სხდომას ესწრებოდნენ სამინისტროების და უწყებების ხელმძღვანელები,მათ შორის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი მურმან ფარფალია.სხდომაზე განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილება და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა მურმან ფარფალიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხვა წევრებმა რუსთაველის გამზირზე, 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.


2019 წლის 8 აპრილს აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გაიმართა მორიგი სამუშაო თათბირი. მინისტრმა მურმან ფარფალიამ მოისმინა სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებისაგან ინფორმაცია გასული კვირის განმავლობაში გაწეული მუშაობის შესახებ. მან ყურადღება გაამახვილა ა/წლის 5 აპრილს აფხაზეთის ა/რ მთავრობისა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით გამართულ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გამართულ სამეცნიერო კონფერენციაზე – ,,ზვიად გამსახურდია და აფხაზეთი.’’ კონფერენციაზე ნაჩვენები იყო აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სსიპ აფხაზეთის ა/რ საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის მიერ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შესახებ მომზადებული დოკუმენტური ფილმი. მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახური ატარებს გეგმიურ აუდიტს შ.პ.ს ,,აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯვარის ს/ამბულატორიაში. მინისტრმა ისაუბრა სახელმიფო 100%–იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ სხვა შ.პ.ს–ებში არსებულ პრობლემებზე (პოლიკლინიკების შერწყმა, ,,ავტოტრანსსერვისის’’ ლიკვიდაცია), სამინისტროში ა/წლის 2 აპრილს მოწვეულ შ.პ.ს–ების საქმიანობის შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის მიერ 2019 წლის ბიზნეს–გეგმების განხილვაზე და დამტკიცებაზე.


ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში სამეცნიერო კონფერენცია „ზვიად გამსახურდია და აფხაზეთი“ გაიმართა.კონფერენციის მთავარი მომხსენებელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ისტორიკოსი ჯემალ გამახარია იყო, რომელმაც ზვიად გამსახურდიას ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრა. სიტყვით გამოსვლისას საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის პირველი წლები გაიხსენეს და ზვიად გამსახურდიას როლზე ისაუბრეს ეროვნული მოძრაობის ლიდერებმა.კონფერენციაზე ნაჩვენები იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის მიერ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შესახებ მომზადებული დოკუმენტური ფილმი.ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი მურმან ფარფალია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ეროვნული მოძრაობის ლიდერები და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


2019 წლის 1 აპრილს აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გაიმართა მორიგი თათბირი სტრუქტურულ ერთეულებთან, რომელსაც უძღვებოდა მინისტრი მურმან ფარფალია. მან თანამშრომლებს გააცნო ა/წლის 29 მარტს ჩატარებულ აფხაზეთის ა/რ მთავრობის სხდომაზე განხილული საკითხები. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აღნიშნულ სხდომაზე სამინისტროს მიერ გატანილ საკითხებზე: 1. ,,აფხაზეთის ა/რ 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ აფხაზეთის ა/რ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’– აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი და 2. აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ –აფხაზეთის მთავრობის დადგენილების პროექტი. მინისტრმა ისაუბრა გასულ კვირას, ა/წლის 25 მარტს მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის სხდომაზე გატანილ საკითხზე – ,,სამინისტროს სარგებლობაში არსებული ავტომანქანების ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების თაობაზე’’, აფხაზეთის ა/რ მთავრობის მიერ დაფუძნებული (რომლის 100%–იან წილსაც მართავს აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო) კერძო სამართლის იურიდიული პირების (შპს)–ების საქმიანობაზე, დისციპლინაზე და სხვა.


2019 წლის 29 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი – აფხაზეთის ა/რ კანონის პროექტი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ აფხაზეთის ა/რ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“– გააცნო აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა მურმან ფარფალიამ. მოისმინეს აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სსიპ გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტოს ინფორმაცია „ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან მინერალური რესურსების უკანონო მოპოვება – გატანისა და აფხაზეთის სანაპირო ზოლის ეკოსისტემის შენარჩუნებისათვის პრევენციულ ღონისძიებათა შესახებ.“ მოწონებულ იქნა აფხაზეთის ა/რ მთავრობის დადგენილების პროექტი „აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.“


2019 წლის 25 მარტს აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გაიმართა მორიგი თათბირი სტრუქტურულ ერთეულებთან. თათბირს უძღვებოდა მინისტრი – მურმან ფარფალია. მან ყურადღება გაამახვილა აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ა/წლის 13 თებერვალს გამართული აფხაზეთის ა/რ მთავრობის გასვლითი სხდომის #4 ოქმის ამონაწერის შესაბამისად შესასრულებელ დავალებებზე. მინისტრმა ისაუბრა აფხაზეთის ა/რ 2019 წლის ბიუჯეტში ცვლილების განხორციელების აუცილებლობაზე, აფხაზეთის ა/რ მთავრობის მიერ დაფუძნებული (რომლის 100%–იან წილსაც მართავს აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო) კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის სხდომის ჩატარებაზე და სხვა მიმდინარე საკითხებზე.


საქართველოსა და ბელარუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით, გამოფენა -,,Made in Belarus” გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლებმა მიიღეს. ღონისძიების ფარგლებში, საკუთარი პროდუქცია და მომსახურება 70-ზე მეტმა ბელარუსულმა კომპანიამ წარმოადგინა, რომელთა ნაწილი უკვე დამკვიდრებულია ქართულ ბაზარზე, ნაწილს კი ადგილობრივი პარტნიორების მოძიების სურვილი აქვს. გამოფენაზე წარმოდგენილი კომპანიების საქმიანობის სფეროებია: ნავთობქიმიური მრეწველობა, ფარმაცევტული ნაწარმი და სამედიცინო სერვისები, სამშენებლო მასალები და ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა და საკვები პროდუქტები, ასევე მომსახურების სფერო და განათლება.


2019 წლის 18 მარტს აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გაიმართა მორიგი თათბირი სტრუქტურულ ერთეულებთან, რომელსაც უძღვებოდა მინისტრი მურმან ფარფალია. მან თანამშრომლებს გააცნო ა/წლის 15 მარტს ჩატარებულ აფხაზეთის ა/რ მთავრობის სხდომაზე განხილული საკითხები. მინისტრმა ისაუბრა აფხაზეთის ა/რ მთავრობის ხელმძღვანელის მხრიდან დადებით შეფასებაზე აფხაზეთის ა/რ 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის წარმატებით შესრულების თაობაზე. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა აფხაზეთის ა/რ მთავრობის მიერ დაფუძნებული (რომლის 100%–იან წილსაც მართავს აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო) კერძო სამართლის იურიდიული პირების (შპს)–ების საქმიანობაზე და იქ არსებულ პრობლემებზე.


2019 წლის 11 მარტს აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გაიმართა მორიგი თათბირი სტრუქტურულ ერთეულებთან. თათბირს უძღვებოდა მინისტრი მურმან ფარფალია. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეროვნული გმირის (სიკვდილის შემდეგ), აფხაზეთის ა/რ მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, ჟიული შარტავას დაბადებიდან 75 წლისთავთან დაკავშირებით გასულ კვირას ჩატარებულ ღონისძიებებზე, სადაც მონაწილეობას ღებულობდნენ სამინისტროს თანამშრომლებიც. ასევე ყურადღება გამახვილდა აფხაზეთის ა/რ მთავრობაში შემუშავებულ და სამინისტროში გამოგზავნილ პროექტზე – „გალის რაიონის განვითარების კონცეფცია“. მინისტრის რეზოლუციის შესაბამისად, აღნიშნულ პროექტზე მოსაზრებები და წინადადებები წერილობით დააფიქსირეს მინისტრის მრჩევლებმა , თანაშემწეებმა და ზოგიერთმა დეპარტამენტმა. მინისტრი შეეხო სახელმწიფო 100%–იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობას, მათ შორის აფხაზეთის სსიპ „ბიზნესინკუბატორის“ ინოვაციებს, რომელიც ემსახურება დევნილი მოსახლეობის დასაქმებას და მათი სოციალურ–ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას.


საქართველოს სავაჭრო - სამრეწველო პალატის ტექნიკური დახმარების პროექტის – „მცირე და საშუალო მეწარმეთა შესაბამისობის პროგრამის დანერგვა” ფარგლებში, ბრიტანეთის მთავრობის კარგი მმართველობის ფონდის მხარდაჭერით, 2019 წლის 6 და 7 მარტს გაიმართა ტრეინინგი თემაზე – „როგორ გავზარდოთ მცირე და საშუალო მეწარმეთა შესაბამისობა პროდუქტის უსაფრთხოების ევროკავშირის რეგულაციებთან“. ტრეინინგში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა.


2019 წლის 25 თებერვალს აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გაიმართა მორიგი სამუშაო თათბირი. მინისტრმა მურმან ფარფალიამ მოისმინა სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებისაგან ინფორმაცია გასული კვირის განმავლობაში გაწეული მუშაობის შესახებ. მან აღნიშნა, რომ სამინისტროს მიერ მომზადებული აფხაზეთის ა/რ 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიში გასულ კვირას გაიგზავნა აფხაზეთის ა/რ მთავრობაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში და საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აუდიტის დეპარტამენტში. ასევე აღნიშნა, რომ ა/წლის მარტის თვეში იგეგმება აფხაზეთის ა/რ 2019 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში ცვლილებები სოციალური პროექტის განხორციელების აუცილებლობიდან გამომდინარე. მინისტრმა ისაუბრა სხვა მიმდინარე საკითხებზე.


2019 წლის 18 თებერვალს აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გაიმართა მორიგი თათბირი სტრუქტურულ ერთეულებთან. თათბირს უძღვებოდა მინისტრი– მურმან ფარფალია. მან ყურადღება გაამახვილა ა/წლის 13 თებერვალს აფხაზეთის ა/რ მთავრობის მიერ აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ჩატარებულ გასვლით სხდომაზე და აღნიშნა, რომ მთავრობის წევრების მიერ გამოთქმული მოსაზრებები და რეკომენდაციები გასათვალისწინებელია სამინისტროს საქმიანობაში. მინისტრი შეეხო სახელმწიფო 100%–იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობას, დისციპლინას და სხვა მიმდინარე თემებს.


ა/წლის 13 თებერვალს აფხაზეთის ა/რ მთავრობის გასვლითი სხდომა გაიმართა აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში. “2018 წლის საქმიანობის შესახებ“ ანგარიშები წარმოადგინეს აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აპარატის სტრუქტურულმა ერთეულებმა, აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება–ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა დეპარტამენტმა, სსიპ გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტომ. სხდომას აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა. ანგარიშების მოსმენის შემდეგ გაიმართა დისკუსია კითხვა –პასუხის რეჟიმში. იყო მსჯელობა დევნილთა დასაქმების, მათი სოციალურ–ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების გზების ძიების, სამომავლო გეგმების შესახებ და ა.შ.
