აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტი აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მცირე ბიზნესის განვითარებისა და სტარტაპების მხარდაჭერის მიზნით იწყებს ბიზნეს პროექტებისა და ბიზნეს იდეების ბაზის შექმნას. შესაბამისი განხილვისა და გადარჩევის შემდეგ განხორციელდება პარტნიორის ან დონორის მოძიებაში მხარდაჭერა.
დაინტერესებულმა პირებმა ბიზნეს პროექტი/ბიზნეს იდეა გამოაგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე ntoloraia.afsm@gmail.com ან მოგვაწოდეთ მისამართზე: ქ. თბილისი, მ. თამარაშვილის ქ. №15ა, მე-3 სართული.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს აფხაზეთიდან დევნილთა დასაქმების ხელშეწყობა. ამ მიზნით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს სტატისტიკის სამმართველო ქმნის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - სამუშაოს მაძიებელთა ელექტრონულ ბაზას. ასევე, იქმნება შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიის, სპეციალობისა და უნარების მქონე პირთა რეესტრი, რომელიც მიეწოდება დამსაქმებლებს. სათანადო ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, სამინისტროს საშუალება ექნება დაეხმაროს დაინტერესებულ ბენეფიციარებს დასაქმებაში.
დაინტერესებულმა პირებმა ინფორმაცია გამოაგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე tiashvili.afsm@gmail.com
მიმდინარე წლის 16 ოქტომბრიდან 8 ნოემბრის ჩათვლით, აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით, აფხაზეთის ა/რ მთავრობის სისტემის თანამშრომლებისთვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მიერ ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგება“ტრენინგის მიზანი იყო მსმენელების ცოდნისა და კვალიფიკაციის ამაღლება, უტყუარი და ზუსტი ფინანსური ანგარიშგების შესადგენად. კურსის მსვლელობისას განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
ა/წლის 23 მაისს სიონის საკათედრო ტაძარაში სვიმონ კანანელის (იესო ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგან ერთ–ერთი) ხსენების დღესთან დაკავშირებული წირვა–ლოცვა ჩატარდა. 23 მაისი, სვიმონ კანანელის ხსენების დღე – საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II -ს ლოცვა–კურთხევით აფხაზეთის დღედ დადგინდა 2014 წელს. აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი კვირეული აფხაზეთის ა/რ მთავრობის ორგანიზებით ა/წლის 17 მაისს სოფელ რუხის სავაჭრო ტერიტორიაზე ღონისძიებით – ,,მე ვარ აფხაზეთი’’ გაიხსნა. ღონისძიების მხარდამჭერი იყვნენ: სამეგრელო–ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, აფხაზეთის ა/რ სავაჭრო–სამრეწველო პალატა და სხვა. ზემოაღნიშნული კვირეული 23 მაისს აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივების კონცერტით დასრულდა.ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ აფხაზეთის დღე ანუ ,,აფხაზეთობა’’ მიულოცეს და აფხაზებთან შერიგების, ქართულ–აფხაზური ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, მთავრობის წევრები, ადგილობრივი და დევნილი საზოგადოება.
ა/წლის 20 მაისს აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა. აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პოსტზე დაინიშნა ივანე დოლიძე. მან მადლობა გადაიხადა ნდობისთვის და გამოთქვა იმედი, რომ სამინისტროს კოლექტვთან ერთად ურთიერთთანამშრომლობის გზით მიაღწევენ წარმატებებს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ანზორ მარგიანმა დაიკავა.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ივანე დოლიძე, განათლებისა და კულტურის მინისტრად როლანდ ნიჟარაძე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად ქეთევან ბაკარაძე, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრად დავით გვაძაბია, დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარედ კონსტანტინე კუჭუხიძე, იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარედ იგორ კოპალიანი, ხოლო სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარედ ვალერი ბასარია დაინიშნა.
დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა. სხდომას ესწრებოდნენ სამინისტროების და უწყებების ხელმძღვანელები,მათ შორის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი მურმან ფარფალია.სხდომაზე განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილება და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა მურმან ფარფალიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხვა წევრებმა რუსთაველის გამზირზე, 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.
2019 წლის 8 აპრილს აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გაიმართა მორიგი სამუშაო თათბირი. მინისტრმა მურმან ფარფალიამ მოისმინა სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებისაგან ინფორმაცია გასული კვირის განმავლობაში გაწეული მუშაობის შესახებ. მან ყურადღება გაამახვილა ა/წლის 5 აპრილს აფხაზეთის ა/რ მთავრობისა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით გამართულ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გამართულ სამეცნიერო კონფერენციაზე – ,,ზვიად გამსახურდია და აფხაზეთი.’’ კონფერენციაზე ნაჩვენები იყო აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სსიპ აფხაზეთის ა/რ საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის მიერ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შესახებ მომზადებული დოკუმენტური ფილმი. მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახური ატარებს გეგმიურ აუდიტს შ.პ.ს ,,აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯვარის ს/ამბულატორიაში. მინისტრმა ისაუბრა სახელმიფო 100%–იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ სხვა შ.პ.ს–ებში არსებულ პრობლემებზე (პოლიკლინიკების შერწყმა, ,,ავტოტრანსსერვისის’’ ლიკვიდაცია), სამინისტროში ა/წლის 2 აპრილს მოწვეულ შ.პ.ს–ების საქმიანობის შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის მიერ 2019 წლის ბიზნეს–გეგმების განხილვაზე და დამტკიცებაზე.
ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში სამეცნიერო კონფერენცია „ზვიად გამსახურდია და აფხაზეთი“ გაიმართა.კონფერენციის მთავარი მომხსენებელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ისტორიკოსი ჯემალ გამახარია იყო, რომელმაც ზვიად გამსახურდიას ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრა. სიტყვით გამოსვლისას საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის პირველი წლები გაიხსენეს და ზვიად გამსახურდიას როლზე ისაუბრეს ეროვნული მოძრაობის ლიდერებმა.კონფერენციაზე ნაჩვენები იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის მიერ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შესახებ მომზადებული დოკუმენტური ფილმი.ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი მურმან ფარფალია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ეროვნული მოძრაობის ლიდერები და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
2019 წლის 1 აპრილს აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გაიმართა მორიგი თათბირი სტრუქტურულ ერთეულებთან, რომელსაც უძღვებოდა მინისტრი მურმან ფარფალია. მან თანამშრომლებს გააცნო ა/წლის 29 მარტს ჩატარებულ აფხაზეთის ა/რ მთავრობის სხდომაზე განხილული საკითხები. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აღნიშნულ სხდომაზე სამინისტროს მიერ გატანილ საკითხებზე: 1. ,,აფხაზეთის ა/რ 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ აფხაზეთის ა/რ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’– აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი და 2. აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ –აფხაზეთის მთავრობის დადგენილების პროექტი. მინისტრმა ისაუბრა გასულ კვირას, ა/წლის 25 მარტს მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის სხდომაზე გატანილ საკითხზე – ,,სამინისტროს სარგებლობაში არსებული ავტომანქანების ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების თაობაზე’’, აფხაზეთის ა/რ მთავრობის მიერ დაფუძნებული (რომლის 100%–იან წილსაც მართავს აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო) კერძო სამართლის იურიდიული პირების (შპს)–ების საქმიანობაზე, დისციპლინაზე და სხვა.
2019 წლის 29 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი – აფხაზეთის ა/რ კანონის პროექტი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ აფხაზეთის ა/რ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“– გააცნო აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა მურმან ფარფალიამ. მოისმინეს აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სსიპ გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტოს ინფორმაცია „ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან მინერალური რესურსების უკანონო მოპოვება – გატანისა და აფხაზეთის სანაპირო ზოლის ეკოსისტემის შენარჩუნებისათვის პრევენციულ ღონისძიებათა შესახებ.“ მოწონებულ იქნა აფხაზეთის ა/რ მთავრობის დადგენილების პროექტი „აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.“
2019 წლის 25 მარტს აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გაიმართა მორიგი თათბირი სტრუქტურულ ერთეულებთან. თათბირს უძღვებოდა მინისტრი – მურმან ფარფალია. მან ყურადღება გაამახვილა აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ა/წლის 13 თებერვალს გამართული აფხაზეთის ა/რ მთავრობის გასვლითი სხდომის #4 ოქმის ამონაწერის შესაბამისად შესასრულებელ დავალებებზე. მინისტრმა ისაუბრა აფხაზეთის ა/რ 2019 წლის ბიუჯეტში ცვლილების განხორციელების აუცილებლობაზე, აფხაზეთის ა/რ მთავრობის მიერ დაფუძნებული (რომლის 100%–იან წილსაც მართავს აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო) კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის სხდომის ჩატარებაზე და სხვა მიმდინარე საკითხებზე.
საქართველოსა და ბელარუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით, გამოფენა -,,Made in Belarus” გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლებმა მიიღეს. ღონისძიების ფარგლებში, საკუთარი პროდუქცია და მომსახურება 70-ზე მეტმა ბელარუსულმა კომპანიამ წარმოადგინა, რომელთა ნაწილი უკვე დამკვიდრებულია ქართულ ბაზარზე, ნაწილს კი ადგილობრივი პარტნიორების მოძიების სურვილი აქვს. გამოფენაზე წარმოდგენილი კომპანიების საქმიანობის სფეროებია: ნავთობქიმიური მრეწველობა, ფარმაცევტული ნაწარმი და სამედიცინო სერვისები, სამშენებლო მასალები და ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა და საკვები პროდუქტები, ასევე მომსახურების სფერო და განათლება.
2019 წლის 18 მარტს აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გაიმართა მორიგი თათბირი სტრუქტურულ ერთეულებთან, რომელსაც უძღვებოდა მინისტრი მურმან ფარფალია. მან თანამშრომლებს გააცნო ა/წლის 15 მარტს ჩატარებულ აფხაზეთის ა/რ მთავრობის სხდომაზე განხილული საკითხები. მინისტრმა ისაუბრა აფხაზეთის ა/რ მთავრობის ხელმძღვანელის მხრიდან დადებით შეფასებაზე აფხაზეთის ა/რ 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის წარმატებით შესრულების თაობაზე. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა აფხაზეთის ა/რ მთავრობის მიერ დაფუძნებული (რომლის 100%–იან წილსაც მართავს აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო) კერძო სამართლის იურიდიული პირების (შპს)–ების საქმიანობაზე და იქ არსებულ პრობლემებზე.