-
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ცხელი ხაზი
-
სსიპ აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა
-
თხილის შესაწამლი აპარატის თანადაფინანსება
-
სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის - მოტობლოკის თანადაფინანსება
-
მიკრომეწარმეობის ხელშეწყობა
-
პესტიციდების და აგროქიმიკატების თანადაფინანსება
-
საოჯახო და მცირე ზომის სასტუმროების მართვის პროგრამული უზრუნველყოფის თანადაფინანსება
-
ბიზნეს პროცესების მართვის პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის თანადაფინანსება
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის პესტიციდებისა და აგროქიმიკატების თანადაფინანსება
მიზანი: აფხაზეთიდან დროებით იძულებით გადაადგილებული პირების ხელშეწყობა და ეკონომიკური გაძლიერება მათი ფერმერული, სასოფლო- სამეურნეო საქმიანობის, მებაღეობის დარგების სტიმულირება პესტიციდების და აგროქიმიკატების თანადაფინანსების გზით.
აღწერა: პესტიციდებისა და აგროქიმიკატების თანადაფინანსება აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებზე გაიცემა 500 ლარი/1 ჰა პროპორციით (მინიმუმ 100 ლარი, მაქსიმუმ 1500 ლარი). ბენეფიციარს შეუძლია თანხის მიღება წელიწადში მაქსიმუმ 3 ტრანშად, თითოეული ტრანშის შემთხვევაში, შესყიდვის ღირებულების არაუმეტეს 80%-ის ფარგლებში.
თანადაფინანსება გაიცემა ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის სახით, რაც გულისხმობს, ბენეფიციარის მიერ მიმწოდებლისთვის პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სრულ ანაზღაურებას და შემდგომ ბენეფიციარისთვის თანადაფინანსების თანხის ანაზღაურებას. ბენეფიციართა თანადაფინანსება ხორციელდება რიგითობის პრინციპით, ქვეპროგრამისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსის სრულ ამოწურვამდე.
სამიზნე აუდიტორია: აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებსაც მფლობელობაში გააჩნიათ ერთიანად ან ჯამურად 0,2 ჰექტრიდან ერთიანად 3 ჰექტრამდე ფართობის, სსიპ – საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი.
წინაპირობები: პოტენციურ ბენეფიციარს მფლობელობაში უნდა გააჩნდეს სსიპ – საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო (ერთიანად ან ჯამურად) 0,2 ჰექტრიდან (ერთიანად) 3 ჰექტრამდე ფართობის მიწის ნაკვეთ(ებ)ი, რომელზეც გაშენებულია ერთწლიანი ან/და მრავალწლიანი კულტურები. მფლობელობის ფორმა შეიძლება იყოს:
ა) საკუთრება/თანასაკუთრება;
ბ) იჯარა განაცხადის წარმოდგენიდან სულ მცირე 3 წლის ვადით;
თანადაფინანსების პირობები: აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის პესტიციდებისა და აგროქიმიკატების თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში თანადაფინანსების ლიმიტის მოცულობა ერთ ბენეფიციარზე განისაზღვრება - 500 ლარით ყოველ 1 ჰა მიწის ნაკვეთზე პროპორციით, შესაბამისად მინიმუმ 100 და მაქსიმუმ 1500 ლარის ოდენობით. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის პესტიციდებისა და აგროქიმიკატების თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში ბენეფიციარს თანადაფინანსების მიღება შეუძლია მაქსიმუმ 3 ტრანშად კალენდარული წლის განმავლობაში. ლიმიტის ფარგლებში, თითოეული ტრანშის მოცულობა განისაზღვრება ბენეფიციარის მიერ ერთი შესყიდვის ფარგლებში შეძენილი პესტიციდებისა ან/და აგროქიმიკატების არაუმეტეს 80%-ის ოდენობით.
პოტენციური ბენეფიციარის მიერ ელექტრონული ფორმით წარმოსადგენი დოკუმენტები:
ა) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) დევნილის მოწმობის ასლი;
გ) განაცხადის წარმოდგენის მომენტამდე 1 წლის განმავლობაში განახლებული სსიპ – საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო 0,2 ჰექტრიდან 3 ჰექტრამდე ფართობის (ერთიანად ან ჯამურად) მიწის ნაკვეთის მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი:
მფლობელობის ფორმებია:
▪ საკუთრება/თანასაკუთრება;
▪ იჯარა განაცხადის წარმოდგენიდან სულ მცირე 3 წლის ვადით;
დ) პირველი ტრანშით შესასყიდ პესტიციდებსა ან/და აგროქიმიკატებზე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური/იურიდიული პირის მიერ პოტენციური ბენეფიციარისთვის გამოწერილი ინვოისი ქართულ ენაზე.
*ინვოისი გაცემული უნდა იყოს უშუალოდ განაცხადის წარმომდგენ პოტენციურ ბენეფიციარზე, უნდა შეიცავდეს მხარეთა რეკვიზიტებს (საიდენტიფიკაციო კოდი, დასახელება, მისამართი) და ინფორმაციას პესტიციდების და აგროქიმიკატების მახასიათებლების შესახებ ( მწარმოებელი, ქიმიური დასახელება, შემადგენლობა, რაოდენობა/მოცულობა/ზომის ერთეული და სხვა მახასიათებლები).
** პესტიციდების და აგროქიმიკატების ღირებულება წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში;
*** ინვოისში მითითებული უნდა იყოს მხოლოდ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ჩამონათვალი;
ე) საბანკო რეკვიზიტები (ელექტრონული ვერსია);
ვ) მიკრო/მცირე/ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსით სარგებლობის შემთხვევაში, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბენეფიციარის მიერ დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტები (ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ) თითოეულ მოთხოვნილ ტრანშზე:
ა) ლიმიტის ფარგლებში და ტრანშების მაქსიმალური ოდენობის გათვალისწინებით, თითოეული ტრანშით შესასყიდ პესტიციდებსა და აგროქიმიკატებზე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური/იურიდიული პირის მიერ პოტენციური ბენეფიციარისთვის გამოწერილი ინვოისი ქართულ ენაზე.
*ინვოისი გაცემული უნდა იყოს უშუალოდ განაცხადის წარმომდგენ პოტენციურ ბენეფიციარზე, უნდა შეიცავდეს მხარეთა რეკვიზიტებს (საიდენტიფიკაციო კოდი, დასახელება, მისამართი) და ინფორმაციას პესტიციდების და აგროქიმიკატების მახასიათებლების შესახებ ( მწარმოებელი, ქიმიური დასახელება, შემადგენლობა, რაოდენობა/მოცულობა/ზომის ერთეული და სხვა მახასიათებლები).
** პესტიციდების და აგროქიმიკატების ღირებულება წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში;
*** ინვოისში მითითებული უნდა იყოს მხოლოდ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ჩამონათვალი;
ბ) მიმწოდებლისთვის თანხის სრულად ანაზღაურების (ანგარიშსწორების) დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი და მიმწოდებლის მიერ ბენეფიციარისთვის გამოწერილი ზედნადები;
გ) თითოეული ტრანშისთვის შევსებული და ხელმოწერილი გადახდის მოთხოვნის ფორმის დასკანერებული ვერსია;
დ) სხვა დამატებითი დოკუმენტები, სამინისტროს მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში.
* ბენეფიციარს აქვს შესაძლებლობა ხელშეკრულების გაფორმებამდე, წარადგინოს გადახდის აღსრულების წინაპირობის წინსწრებით შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტ(ებ)ი, რომელიც დათარიღებულია არაუადრეს ბენეფიციარის მიერ განაცხადის წარდგენის დღისა.
წესები და პირობები:
- განაცხადში მითითებული ინფორმაცია სწორი და უტყუარია;
- გაცნობილია ვებ გვერდზე - www.portal.abkhazia.gov.ge გამოქვეყნებულ - „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის პესტიციდების და აგროქიმიკატების თანადაფინანსების“ პირობებს, შესაბამისობის კრიტერიუმებსა და თანადაფინანსების პირობებს;
- ქვეპროგრამის ფარგლებში პოტენციურ ბენეფიციარს შეუძლია დაფინანსების მოთხოვნა - მხოლოდ ერთხელ კალენდარული წლის განმავლობაში, მაქსიმუმ 3 ტრანშად.
- ქვეპროგრამის ფარგლებში ბენეფიციარისთვის თანადაფინანსება გაიცემა მხოლოდ ერთი განაცხადის შესაბამისად.
- ქვეპროგრამის კომპონენტის ფარგლებში მიწის (უძრავი ქონების) ერთ საკადასტრო კოდზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე გაიცემა თანადაფინანსება წლის განმავლობაში ერთჯერადად, 500 ლარით ყოველ 1 ჰა მიწის ნაკვეთზე პროპორციით.
- ლიმიტის ფარგლებში, თითოეული ტრანშის მოცულობა განისაზღვრება ბენეფიციარის მიერ ერთი შესყიდვის ფარგლებში შეძენილი პესტიციდებისა ან/და აგროქიმიკატების არაუმეტეს 80%-ის ოდენობით.
- აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის პესტიციდებისა და აგროქიმიკატების თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში პოტენციურ ბენეფიციარს შეუძლია თანადაფინანსების ლიმიტის მოთხოვნა მხოლოდ ერთხელ კალენდარული წლის განმავლობაში.
- აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის პესტიციდებისა და აგროქიმიკატების თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში თანადაფინანსების ლიმიტის განსაზღვრისას, კალენდარული წლის განმავლობაში ერთი საკადასტრო კოდი მხედველობაში მიიღება მხოლოდ ერთხელ.
- ქვეპროგრამის ფარგლებში ბენეფიციარს აუნაზღაურდება მხოლოდ სახელმწიფო კატალოგით ნებადართული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ღირებულება, ქვეპროგრამის პირობებისა და წესების შესაბამისად.
- სამინისტრო უფლებამოსილია ნებისმიერ დროს წინასწარი გაფრთხილების გარეშე გადაამოწმოს განაცხადში მითითებული ნებისმიერი ინფორმაცია, მესამე პირებთან ან/და სხვა არსებული წყაროების გამოყენებით;
- იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა განაცხადში მითითებული ინფორმაციის ან მისი ნაწილის უზუსტობა, იქნება ეს განმცხადებლის მიერ განზრახ/გაუფრთხილებლობით ან/და მესამე პირ(ებ)ის მიზეზით მცდარი ინფორმაციის მითითება, სამინისტრო იტოვებს უფლებას უპირობოდ მიიღოს უარყოფითი გადაწყვეტილება;
- იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებლის მიერ განაცხადში მითითებული მცდარი ინფორმაციის მიზეზით სამინისტროს მიადგება მატერიალური ან/და არამატერიალური, პირდაპირი ან/და არაპირდაპირი ზიანი, განმცხადებელი იღებს სრულ პასუხისმგებლობას აღნიშნულ ზიანთან დაკავშირებით;
- სამინისტრო არ არის პასუხისმგებელი განაცხადის შევსებასთან ან/და განაცხადის წარდგენასთან დაკავშირებულ ნებისმიერ პირდაპირ/არაპირდაპირ ხარჯზე;
- განაცხადი არ შეიძლება განმცხადებლის ან/და ნებისმიერი სხვა დაინტერესებული პირის მიერ განხილულ იქნეს, როგორც სამინისტროს რაიმე სახის პირდაპირი/არაპირდაპირი დაპირება;
- სამინისტრო არ არის პასუხისმგებელი განაცხადთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების პირდაპირ / არაპირდაპირ შედეგებზე;
- სამინისტრო არ არის პასუხისმგებელი პროგრამაში მონაწილეობის მიზნით განაცხადისა და წარმოდგენილი დოკუმენტების მომზადებისთვის გაწეულ დანახარჯებზე.
- ბენეფიციარის ნაცვლად ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა და სამინისტროსთან ურთიერთობაში ბენეფიციარის წარმოდგენა შეუძლია მინდობილ პირს, ნოტარიული წესით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე.
პროცედურა:
- პოტენციური ბენეფიციარის მიერ განაცხადის შემოტანა
- სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ, წარმოდგენილი ინფორმაციისა და თანდართული ფაილების პროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა
- შესაბამისობის შემთხვევაში, პოტენციურ ბენეფიციარს ეცნობება განაცხადზე უარი, გამომწვევ მიზეზებთან ერთად. შეუსაბამობის აღმოფხვრის შემთხვევაში, პოტენციურ ბენეფიციარს თავიდან შემოაქვს განაცხადი.
- შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, პოტენციურ ბენეფიციარს ეცნობება პროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ.
- სამინისტროსა და ბენეფიციარს შორის ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება.
ხელშეკრულება ფორმდება სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართზე: ქ. თბილისი, მ. თამარაშვილის 15ა, II სართული) ან დისტანციურად, ელექტრონული კვალიფიკაციური ხელმოწერის გამოყენებით.
სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში ხელშეკრულების გაფორმების დროს, შესაძლებელია ბენეფიციარის ნაცვლად, ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს მინდობილმა პირმა, შესაბამისი, ნოტარიული წესით გაფორმებული მინდობილობის არსებობის შემთხვევაში. - ბენეფიციარი შეისყიდის პესტიციდებსა და აგროქიმიკატებს და გადახდის ქვითარს, სხვა თანმხლებ დოკუმენტაციასთან ერთად, წარუდგენს სამინისტროს.
- ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემდეგ, 5 სამუშაო დღის ვადაში, სამინისტრო უნაზღაურებს ბენეფიციარს თანადაფინანსების თანხას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით.
- ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დოკუმენტურ და საველე მონიტორინგს ახორციელებს სამინისტრო, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პერიოდის განმავლობაში.
|
