სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე გურამ ოდიშარიას სცენარით შექმნილი სპექტაკლი „სასწაულის მოლოდინში“ დაიდგა.
საპრემიერო წარმოდგენას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიასთან, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად დაესწრო.
„ეს სპექტაკლი კიდევ ერთხელ აღწერს და ადასტურებს იმას, რომ ქართულ-აფხაზური კულტურა არის ერთიანი. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს და მჯერა, რომ ის ერთობა და ურთიერთპატივისცემა, რაც წლების მანძილზე იყო ქართველებსა და აფხაზებს შორის აუცილებლად მშვიდობით იქნება მიღწეული“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
რეჟისორ გიორგი კაშიას სპექტაკლში წარმოდგენილია ორი, 80 წელს მიღწეული ქართველი და აფხაზი მეგობრის ამბავი, რომლებიც ხანგრძლივი განშორების შემდეგ კვლავ სოხუმში ხვდებიან. ისინი იხსენებენ განვლილ წლებს, ახალგაზრდობასა და კონფლიქტამდე ცხოვრებას.
სპექტაკლი წარმოადგენს ერთგვარ შემოქმედებით ზრუნვას, რომელიც მიზნად ისახავს ქართველებსა და აფხაზებს შორის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად გაწყვეტილი კავშირების აღდგენას.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა, გლდანში, პროექტ “ჯადოსნური დღეების” ფარგლებში გამართულ, შემეცნებით-გასართობ ღონისძიებას დაესწრო.
„კიდევ ერთი ლამაზი დღე ვაჩუქეთ დევნილ ბავშვებს. აფხაზეთის მთავრობა მსგავს ღონისძიებებს მომავალშიც აქტიურად განახორციელებს”-განაცხადა ალიონა ჩხოტუამ
პროექტი „ჯადოსნური დღეები“, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით დევნილთა 10 კომპაქტურ ჩასახლებაში განხორციელდა და მასში 3000- ზე მეტმა აფხაზეთიდან დევნილმა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა.
ბავშვთა გასართობი ღონისძიება, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის დავალებით განხორციელდა სადაც აფხაზეთიდან დევნილმა 3-დან 12 წლამდე ასაკის 3000-მდე ბავშვმა მიიღო მონაწილეობა.
პროექტი აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებითა და აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა, რომელიც მრავალფეროვან გასართობ აქტივობებს, გუნდურ და ინტერაქტიულ თამაშებს მოიცავდა.
ღონისძიებებს სხვადასხვა ლოკაციებზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტის ფარგლებში ღონისძიებები საქართველოს მასშტაბით რვა ქალაქში, დევნილთა ათ კომპაქტურ ჩასახლებაში, ერთი თვის მანძილზე მიმდინარეობდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე დირსში, აფხაზეთიდან დროებით დევნილი ბავშვებისთვის გამართულ ღონისძიებას დაესწრო.
მინისტრმა ბავშვებს წინასაახალწლო დღეები მიულოცა და სხვადასხვა აქტივობებში შვილთან ერთად ჩაერთო.
“ვიმყოფებით დირსში, სადაც ჩვენი აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის გასართობი პროგრამა ეწყობა. ბედნიერებაა ამდენი გახერებული ბავშვების თვალების ხილვა და ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც მათ ასეთი სიხარულით და განწყობით ვხედავთ.”-განაცხადა თენგიზ ნასარიძემ.
პროექტი „ჯადოსნური დღეები“, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით დევნილთა 10 კომპაქტურ ჩასახლებაში განხორციელდა და ბავშვებისთვის მრავალფეროვან, შემეცნებით და გასართობ აქტივობებს ითვალისწინებდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე რუსთავში იმყოფებოდა, სადაც რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილთან ერთად, დევნილი მოზარდებისთვის გამართულ ღონისძიებას დაესწრო.
მთავრობის თავმჯდომარე აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს შეხვდა და პროექტის მიმდინარეობას გაეცნო.
„დევნილი ბავშვებისთვის, საქართველოს მასშტაბით, ათ ლოკაციაზე, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში გასართობი ღონისძიებები გაიმართა. ჩვენ შევეცადეთ დევნილი ბავშვებისთვის სხვადასხვა შემეცნებითი ღონისძიებებით და გართობით წინასაახალწლო განწყობა შეგვექმნა“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
პროექტი მრავალფეროვან გასართობ აქტივობებს, გუნდურ და ინტერაქტიურ თამაშებს მოიცავს, რომელშიც აფხაზეთიდან დევნილი 3-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები მონაწილეობენ.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ოთარ ტატალაშვილი, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ავთანდილ ძაგანია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ჯინჭარაძის დავალებით, პროექტი „ჯადოსნური დღეები“ აფხაზეთის კულტურის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსა და აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს მიერ, თბილისის, ბათუმის, ზუგდიდის, ხონის, რუსთავის, ფოთის, სენაკისა და ქუთაისის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მიმდინარეობს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილთან, რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, გაცნობითი ხასიათის სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის მონაწილეებმა რუსთავში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის საჭიროებები განიხილეს, ისაუბრეს კომპაქტურ ჩასახლებებში არსებულ გამოწვევებზე და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების შესაძლებლობაზე.
მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს აფხაზეთის მთავრობის საქმიანობისა და პროგრამების შესახებ ინფორმაცია გააცნო, ასევე ადგილობრივი დევნილი ახალგაზრდების სხვადასხვა მხარდამჭერ პროექტში ჩართულობაზე ისაუბრა.
შეხვედრაზე მამუკა რეხვიაშვილმა იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობისთვის ახალ შესაძლებობს შექმნის. მან ასევე ხაზი გაუსვა რუსთავის მუნიციპალიტეტის მხრიდან დევნილ მოსახლეობაზე მზრუნველობის საკითხს.
გიორგი ჯინჭარაძემ საკრებულოს თავმჯდომარეს თანამშრომლობისთვის და დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
სამუშაო შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი გიორგი ძაძამია, რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარინა ლიპარტელიანი, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კოკაია, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ოთარ ტატალაშვილი და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მარია თეოდორუს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე გიორგი ჯინჭარაძემ ბერძენ დიპლომატს მადლობა გადაუხადა მისი ქვეყნის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გატარებისთვის. ასევე საბერძნეთის რესპუბლიკის მხრიდან გაეროს მიერ მიღებულ რეზოლუციებში საქართველოს მუდმივი მხარდაჭერისთვის.
მთავრობის თავმჯდომარემ ელჩს აფხაზეთის მთავრობის საქმიანობა გააცნო და ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, განსაკუთრებული ყურადღება ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ჰუმანიტარულ საკითხებზე გაამახვილა.
შეხვედრაზე მხარეებმა აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მხარდასაჭერად სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
აფხაზეთის ავტნომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი, ეროვნულ ბიბლიოთეკაში, დოკუმენტური ფილმის „პრინცი ნიკოლას ჩხოტუა“ ჩვენებას დაესწრო.
ღონისძიებაზე აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და აღნიშნული პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ფილმის ჩვენებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის, შოთა რუსთაველის ეროვნული ფონდის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გადაღებული სერიალი „ცნობილი აფხაზების უცნობი ისტორიები“, რომელიც ოთხი ნაწილისგან შედგება, მკვლევარ ნატო მარშანიას, წიგნის „აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში“ მიხედვით არის შექმნილი, სადაც გადმოცემულია საზოგადოებისთვის აქამდე ნაკლებად ცნობილი ფაქტები და მოვლენები აფხაზი არისტოკრატების ოჯახებსა და მათ შთამომავლებზე (შერვაშიძეები, ემუხვარები, მარშანიები, ანჩაბაძეები, მარღანიები, ჩხოტუები).
პროექტი 2022 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის ურთიერთთანამშრომლობით დაიწყო.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი, მოადგილე სალომე კაპანაძესთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას "ჩვენი თვალით აღქმული სამყარო“ დაესწრო.
ღონისძიება აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერით და „მშობელთა ხიდის“ ინიციატივით, ვალერი არქანიას სახელობის არტგალერეაში გაიმართა.
ღონისძიებაზე აფხაზეთიდან დევნილი განსაკუთრებული საჭიროების მქონე 30-მდე ახალგაზრდის მიერ შექმნილი 100-ზე მეტი ხელნაკეთი საშობაო ფერადი დეკორაციული სუვენირის და ნახატების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
გამოფენას აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ავთანდილ ძაგანია და სააგენტოს დირექტორის მოადგილე ირაკლი თურმანიძე ესწრებოდნენ.
შშმ პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საღამოს მუსიკალურად ამიერკავკასიაში ერთადერთი პარაორკესტრი აფორმებდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა.
დავით ფაცაციამ საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.
მხარეებმა განიხილეს სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები. საუბარი შეეხო აფხაზეთის მთავრობის დელეგაციის ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტის მოსამზადებელ სამუშაოებს.
„ვალიდ აბუ ჰაიასმა ისრაელის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრების ორგანიზებაში სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადა.
საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩს მადლობა გადავუხადე თანადგომისათვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობა უფრო აქტიურ და მჭიდრო სახეს მიიღებს.“ - განაცხადა მინისტრმა დავით ფაცაციამ.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელი ეკატერინე წივწივაძე და ქართულ-ებრაული სამეცნიერო-კვლევითი და კულტურული ცენტრ „ფესვების“ დამფუძნებელი და დირექტორი ირინე ბიბილეიშვილი.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წმინდა მღვდელმთავარ გაბრიელ ქიქოძის დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას უმასპინძლა, რომელიც ქართულ-აფხაზური ურთიერთობების თემას მიეძღვნა.
კონფერენციის მონაწილეებმა ქართველებსა და აფხაზებს შორის საგანმანათლებლო კავშირების გაძლიერებაზე, სამშვიდობო დიალოგის ხელშეწყობასა და პროცესში სახალხო დიპლომატიის როლის გაძლიერებაზე ისაუბრეს.
სამეცნიერო კონფერენციაზე სიტყვით აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე გამოვიდა.
„მსგავსი ფორმატის კონფერენციები ქმნის მნიშვნელოვან შესაძლებლობას, რათა ქართულ-აფხაზური მრავალსაუკუნოვანი ისტორია სრულყოფილად და ობიექტურად წარმოვაჩინოთ. მნიშვნელოვანია, რომ მეცნიერებისა და განათლების სფერო გახდეს ის პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს ადამიანებს შორის პირდაპირი ურთიერთობების აღდგენას და კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს კავშირებს ქართველებსა და აფხაზებს შორის“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ჯემალ გამახარიას წიგნის „წმინდა მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) - აფხაზეთის ეპარქიის მმართველი (1869-1886)“ პრეზენტაცია, რომელიც ავტორის მრავალწლიან კვლევაზე დაყრდნობით, აფხაზეთის ეპარქიაში მღვდელმთავარ გაბრიელის მოღვაწეობას ასახავს.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სამეცნიერო კონფერენცია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით ჩატარდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ წარადგინა.
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიმართა და რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
სისტემის უმთავრეს გამოწვევებად საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსი, სასწავლო რესურსები, სასკოლო ცხოვრება, კავშირი განათლების საფეხურებს შორის, მასწავლებელთა კვალიფიკაცია, სასწავლო გარემო, სასწავლო პროცესის ინკლუზიურობა და მართვისა და დაფინანსების სისტემა განისაზღვრა. გამოწვევების შესაბამისად შემუშავდა ამოცანები, რომელიც აღნიშნული საკითხების გადაწყვეტას უზრუნველყოფს.
ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის კონცეფციის პრეზენტაციას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბესიკ კუსიდი სენაკის მუნიციპალიტეტში აფხაზეთიდან დროებით დევნილი ბავშვებისთვის გამართულ ღონისძიებას დაესწრო.
პროექტი “ჯადოსნური დღეები” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით დევნილთა 10 კომპაქტურ ჩასახლებაში ხორციელდება.
“აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ჯინჭარაძის დავალებით, მთელი საქართველოს მასშტაბით აქტიურად ხორციელდება პროექტი, რომლის მიზანია კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრები ჩვენი აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის გასართობი აქტივობების მოწყობა. პროექტში უკვე 1500 ბავშვი ჩაერთო და ვიმედოვნებთ რომ ეს რიცხვი სამომავლოდ გაიზრდება”, - განაცხადა ბესიკ კუსიდმა.
ღონისძიებას აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ბესიკ კუსიდისთან ერთად, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ავთანდილ ძაგანია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ჩაფიძის კლინიკაში მორიგი უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა.
ქრონიკული სისხლის მიმოქცევის დაავადების მქონე აფხაზეთიდან დროებით დევნილ პირებს სრული კარდიოლოგიური მომსახურება გაეწიათ.
“წლის განმავლობაში ჩვენი დევნილები აქტიურად იყვნენ ჩართულები აქციაში, კლინიკის მაღალკვალიფიციურმა ექიმებმა ჯამში 500-მდე დევნილს ჩაუტარა უფასოდ კარდიოლოგიური კვლევები. მაღალი მომართვიანობიდან და დევნილთა საჭიროებებიდან გამომდინარე სამინისტრო მომავალშიც გეგმავს მსგავსი აქციების ორგანიზებას”, - განაცხადა ბესიკ კუსიდმა.
ღონისძიების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბესიკ კუსიდი, პირველი მოადგილე მანონა გეჯუა და სამინისტროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ვალიდ აბუ ჰაიასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
მთავრობის თავმჯდომარემ ისრაელელ დიპლომატს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქართველოში წარმატებული საქმიანობა უსურვა.
გიორგი ჯინჭარაძემ ელჩს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობისა და პრიორიტეტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, ასევე, გააცნო ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ვითარება და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე ისაუბრა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მხარეებს შორის სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ ვალიდ აბუ ჰაიას ისრაელის მთავრობის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.