აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სიახლეები

„ვისწავლოთ აფხაზური ენა - ზეპირმეტყველება“ -აფხაზური ენის თვითმასწავლებელი, ანიმაციური ელექტრონული პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, ვალერი არქანიას არტ-გალერეაში აფხაზური ენის თვითმასწავლებელი - ანიმაციური ელექტრონული პროგრამის „ვისწავლოთ აფხაზური ენა - ზეპირმეტყველება“  პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას პროექტის ავტორი ირმა ოსია უძღვებოდა.

პრეზენტაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის საჯარო სკოლების პედაგოგები, სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორები  და ეთნიკური აფხაზები  დაესწრნენ.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროგრამის შექმნა  და პოპულარიზაცია, ვინაიდან აფხაზური ენის შესწავლა მთელი საქართველოს მასშტაბით გახდება ხელმისაწვდომი. აფხაზეთის საჯარო  სკოლებში აფხაზურ ენას დიდი ყურადღება ექცევა და უკვე რამდენიმე წელია მაღალ კლასებში მისი შესწავლა მიმდინარეობს. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, აფხაზური ენა, ქართულ ენასთან ერთად, აფხაზეთის ტერიტორიაზე მეორე სახელმწიფო ენაა. პროექტის მიზანი არის აფხაზური ენის, კულტურისა და იდენტობის შენარჩუნება და მის განვითარებაზე ზრუნვა“ – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

პროგრამა ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის სპეციალური პროგრამის ფარგლებში შეიქმნა. თვითმასწავლებლის საშუალებით ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა გაეცნოს და შეისწავლოს აფხაზური ენა.

უახლოეს მომავალში  პროგრამის პრეზენტაცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში გაიმართება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამუშაო გეგმა

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობის  სამუშაო გეგმა

(1.08.2018 - 31.12. 2018)

 

#

I. აფხაზეთის  ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომები

 

 

საკითხი

შემსრულებელი

შენიშვნა

 

აგვისტო

1.                    

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის  სამედიცინო დახმარების გაწევის საკითხებზე გაფორმებული მემორანდუმების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ

აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

 

2.                    

ოკუპირებულ აფხაზეთში კულტურული მემკვიდრეობის მდგომარეობისა და მისი დაცვის ზოგიერთ   ღონისძიებათა შესახებ

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო

 

3.                    

აფხაზეთიდან დევნილებისა და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიდან საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულ  აბიტურიენთა შესახებ (ერთიანი ეროვნული გამოცდების  შედეგები)

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო

 

4.                    

სსიპ- აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტაჟირების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის „ბიზნეს-ინკუბატორის"  მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ

აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

 

 

სექტემბერი

5.                    

არზაყან ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის  სტიპენდიების მინიჭების  კომისიის ინფორმაცია

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო

 

6.                    

აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის მინიჭების კომისიის  ინფორმაცია

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო

 

7.                    

ინფორმაცია ოკუპირებულ გალის რაიონში მეცხოველეობისა და მეფუტკრეობის დარგში არსებული მდგომარეობისა   და რეაგირების მექანიზმის შესახებ

აფხაზეთის სოფლის მეურნეობის,  გარემოს დაცვისა და

ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი

 

8.                   

დევნილი სამოქალაქო საზოგადოების ინტეგრაციის საკითხები

ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატი

 

9.                   

ბორჯომის ხეობაში ხანძრის შედეგად განადგურებული ტყის აღდგენა-განაშიანების პროექტში აფხაზეთის მთავრობის მონაწილეობისა და პროექტის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილების  დასაქმების შესახებ

აფხაზეთის სოფლის მეურნეობის,  გარემოს დაცვისა და

ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი;

აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

 

 

ოქტომბერი

10.               

აფხაზეთის მოსახლეობის სამედიცინო დახმარებით  უზრუნველყოფის პრიორიტეტების რეალიზაციის ძირითადი შედეგები და სრულყოფა-გაუმჯობესების ხედვები

აფხაზეთის  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

 

11.               

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის  რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის  მიმოხილვა (9 თვის  შედეგები)

აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

 

12.               

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ" აფხაზეთის კანონის პროექტის შესახებ

აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

 

13.               

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის მართლზომიერ მფლობალობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართებზე მონაცემების ამსახველი ონლაინ პროგრამის ფუნქციონირების შედეგების  შესახებ

აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტი

 

14.               

აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისა და აფხაზეთის მინისტრის აპარატის მიერ   2018  წლის  9 თვეში  გაწეული საქმიანობის შესახებ

აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა ხელმძღვანელები

 

 

ნოემბერი

15.               

„ოკუპირებულ გალის რაიონის ტერიტორიაზე 2018 წელს ჩატარებული მცენარეთა დაცვითი და საპროფილაქტიკო-სამკურნალო ვეტერინარული ღონისძიებები: გამოწვევები და მიღებული შედეგები"

აფხაზეთის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და

ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი

 

16.               

 გაეროს პროგრამაში - „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისათვის"  აფხაზეთის მთავრობის მონაწილეობის  მდგომარეობის  შესახებ

აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აფხაზეთის სოფლის მეურნების, გარემოს დაცვისა და ბუნებრვი რესურსების დეპარტამენტთან ერთად

 

17.               

სხვადასხვა ორგანიზაციებთან დადებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების მიმდენარეობის შესახებ

მთავრობის აპარატი

 

18.               

განათლების, კულტურისა და სპროტის მიმართულებით მოქმედი აფხაზეთის მთავრობის პროგრამების მიმდინარეობის შესახებ

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო

 

 

დეკემბერი

19.               

წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის მიმდინარეობის შესახებ                        

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო

 

20.               

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ

საქართველოს სახელწიფო სტრატეგიის - "თანამშრომლობა ჩართულობის გზით" -

იმპლემენტაციის მიმართულებით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის მიერ 2018 წლის იანვარ - ნოემბერში გაწეული მუშაობის შესახებ.

აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტი და

სამეგრელო-ზემო

სვანეთის

წარმომადგენლობა

 

 

21.               

გასვლითი სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვების შედეგების შესახებ   

 

აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

 

22.                 

აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე  მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო  დახმარების   მდგომარეობა და მისი ეტაპობრივი დაუმჯობესების პერსპექტივები

აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

 

 

 

II. ღონისძიებები

#

ღონისძიების დასახელება

შესრულების პერიოდი

პასუხისმგებელი

დაწესებულება/პირი

23

აფხაზეთის მთავრობის წევრების  შეხვედრა  2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული აფხაზეთიდან დევნილი გმირების ოჯახის წევრებთან

აგვისტო

აფხაზეთის მთავრობის აპარატი

24

აფხაზეთის მთავრობის წევრების შეხვედრები საქართველოს სხადასხვა რეგიონში  მცხოვრებ  დევნილ მოსახლეობასთან

აგვისტო -დეკემბერი

აფხაზეთის მთავრობის აპარატი

25

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში  იუსტიციის დეპარტამენტის მობილური ჯგუფის გასვლა

აგვისტო -დეკემბერი

აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტი

26

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების (სკოლა) მონახულება, რომლებიც  აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების სახელს ატარებენ. 

 

აგვისტო -დეკემბერი

აფხაზეთის მთავრობის აპარატი

27

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა დარღვევებზე საინფორმაციო მასალის მომზადება და    შესაბამისი ორგანიზაციებისთვის წარდგენა

 

 

აგვისტო -დეკემბერი

 

აფხაზეთის მთავრობის აპარატი

28

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის შეხვედრა  აფახზეთის ომში დაღუპული აფხაზეთიდან დევნილი გმირების ოჯახის წევრებთან

სექტემბერი

 

 

აფხაზეთის მთავრობის აპარატი

29

ფილმისა და ბროშურა-ალბომის - „რუხი - მეგობრობის კვალდაკვალ"  მომზადება

 

სექტემბერი

აფხაზეთის მთავრობის აპარატი

30

ორგანიზებული ჩასახლების ობიექტებში მცხოვრები დევნილებისათვის ბინათმესაკუთრეების ამხანაგობების შექმნის, მათი საქმიანობის და სხვა სამართლებრივ საკითხებზე იურიდიული კონსულტაციების გაწევა

აგვისტო -დეკემბერი

აფხაზეთის დევნილთა საქმეების

დეპარტამენტი

31

შეხვედრები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან

აგვისტო -დეკემბერი

აფხაზეთის მთავრობის აპარატი

32

გასვლითი სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში

 

  • კახეთის რეგიონი (თელავი, ბაკურციხე)
  • სამტრედია
  • ბათუმი
  • ქობულეთი

 

აგვისტო -დეკემბერი

 

 

             აგვისტო

           სექტემბერი

 

აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

 

33

აფხაზეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლისთვის 2008 წლის მსაომარი მოქმედებების დროს გმირულად დაღუპული აფხაზეთის მკვიდრის ბადრი ბერანძის სახელის მინიჭება

აგვისტო

აფხაზეთის მთავრობის აპარატი

34

აგვისტოს ომში დაღუპული მეომრის თემურ ბოკუჩავას საფლავის მონახულება

8 აგვისტო

აფხაზეთის მთავრობის აპარატი

35

ქ. თბილისში მცხოვრებ  პენსიონერი დევნილებისათვის „მედისონის თვალის კლინიკაში" უფასო გამოკვლევების ჩატარება

აგვისტო

აფხაზეთის  დევნილთა საქმეების

დეპარტამენტი

36

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფონდში დაცული აფხაზი გრაფიკოსის, ფერმწერის, სცენოგრაფისა და ხელოვნების კრიტიკოსის ალექსანდრე კონსტანტინეს ძე შარვაშიძის ნამუშევრების ვიდეოჩანახატის მომზადება

აგვისტო

აფხაზეთის მთავრობის აპარატი

37

სტატისტიკური პუბლიკაცია - ბიულეტენი „2018 წლის მეორე კვარტალი"

ანგარიში „ აფხაზეთის სამთავრობო სტრუქტურების მიერ 2018 წლის 6 თვეში გატარებული ღონისძიებების შესახებ"

აგვისტო

აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სტატისტიკის დაპარტამენტი

38

 

აფხაზეთის მთავრობის მიერ 100%-იანი წილით შექმნილი რამოდენიმე საწარმოს საქმიანობის განხილვა  მუდმივმოქმედი კომისიის სხდომაზე

აგვისტო-

სექტემბერი

აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

39

სსიპ „აფხაზეთის გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტოს წარმომადგენლების შეხვედრა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ხელმძღვანელობასთან

აგვისტო

აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს

გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტო

40

აფხაზეთის ოკუპაციას მიძღვნილი კვირეული

(სპეციალური პროგრამით)

21-27 სექტემბერი

აფხაზეთის მთავრობის აპარატი

41

„ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების ტექნიკის" საკითხებზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის  ტრეინინგ-სემინარების ჩატარება                                                    

 

სექტემბერი

 

აფხაზეთის მთავრობის აპარატი

 

42

„ფრანქფურტის წიგნების ბაზრობაზე"  აფხაზეთის ა/რ ისტორიისა და კულტურის ამსახველი წიგნების  წარდგენა     

სექტემბერი -ოქტომბერი

აფხაზეთის მთავრობის აპარატი,

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო

43

ქ.თბილისში, სოხუმის მოედნის საზეიმო გახსნაში მონაწილეობა

სექტემბერი -ოქტომბერი

აფხაზეთის მთავრობის აპარატი

 

44

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის  საკითხებზე, საერთაშორისო კონფერენცია

 

ნოემბერი

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო

45

სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები

სექტემბერი

აფხაზეთის მთავრობის აპარატი,

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო

46

სასწავლო პროცესის მზადებასთან დაკავშირებით შეხვედრები აფხაზეთის საჯარო სკოლებში

აგვისტო

სექტემბერი

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო

47

ცოდნის დღის აღნიშვნა

სექტემბერი

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო

48

  აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული

ოქტომბერი

აფხაზეთის მთავრობის აპარატი,

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო

49

ქართულ-აფხაზური კულტურის პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში საბერძნეთში ქ. ლუტრაკაში ანსამბლ  „კიდევაც დაიზრდებიან" წამყვანი სოლისტი ანასტასია აქუბარდია მონაწილეობას მიიღებს ფოლკლორული ცეკვების ფესტივალზე

აგვისტო

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო

50

ქართულ-აფხაზური კულტურის პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში სტუდია „შავნაბადა"                    ქ. სტამბულში, კულტურის სახლ „ჩვენებურების" მიწვევით,  გამართავს ქართულ-აფხაზური მუსიკის კვირეულს

სექტემბერი

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო

51

აფხაზეთის ღია პირველობა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში

სექტემბერი

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო

52

2018-2019 სასწავლო წლის დაწყებასთან საკავშირებით სამუშაო შეხვედრები გალის რაიონის  სკოლის დირექტორებთან

აგვისტო

სექტემბერი

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო,

გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

53

ქ. თბილისში განსახლებული პენსიონერი დევნილებისათვის თვალის კლინიკა „მედისონში" უფასო გამოკვლევების ჩატარების ორგანიზება

აგვისტო

სექტემბერი

აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტი

54

ქ თბილისის ვაკისა და დიდუბის რაიონების გამგეობებთან კოორდინაციით ბავშვთა სპორტულ-გამაჯანსაღებელ ბანაკებში გამგზავრების ორგანიზება

აგვისტო

აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტი

55

ორგანიზებული ჩასახლების ობიექტებში მცხოვრები დევნილებისათვის ბინათმესაკუთრეების ამხანაგობების შექმნის საკითხებზე კონსულტაციების გაწევა

აგვისტო

სექტემბერი

აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტი,

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობები

56

აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტისა და მთავრობის წარმომადგენლობების მიერ 2018 წლის 9 თვეში გაწეული საქმიანობის შესახებ კრებსითი ანგარიშის მომზადება

სექტემბერი

აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტი

57

წვევამდელი ასაკის იგპ-თა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის მიზნით გასვლები რეგიონის მუნიციპალიტეტებში

აგვისტო

სექტემბერი

აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტი

58

მცირე და გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების პროგრამის ფორმატში წარმომადგენლობაში შემოსულ განცხადებებზე რეაგირების მიზნით გასვლა რეგიონებში

  • ქ. ბათუმი
  • ვანის მუნიციპალიტეტი
  • ხონის მუნიციპალიტეტი

იგიპ-თა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლის მიზნით გასვლა ცაგერის მუნიციპალიტეტში

აგვისტო

აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტი

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებში და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობა

59

შეხვედრები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებთან

  • ქ. თბილისი
  • ქ. თელავი

აგვისტო

აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტი

60

ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული არაქართველი ეროვნების პირების მიერ სტატუსის მინიჭებასტან დაკავშირებით შემოტანილი განცხადებების განხილვა შესაბამისი კომისიის მიერ

აგვისტო

აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტი,

წარმომადგენლობების შესაბამისი კომისია

61

შეხვედრები დევნილთა ჩასახლების ობიექტებში სამეგრელო- ზემო სვანეთის რეგიონში

  • აბაშა
  • ჩხოროწყუ
  • ზუგდიდი
  • მარტვილი
  • ხობი
  • წალენჯიხა

აგვისტო

აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტი

62

2018-2019 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით წარმომადგენლობები თავიანთ რეგიონში მოქმედ საჯარო სკოლების პედაგოგიურ კოლექტივებსა და მოსწავლეებთან გამართავენ შეხვედრებს

15 სექტემბერი

აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტი,

მთავრობის წარმომადგენლობები

63

ოკუპირებული გალის რაიონის ტერიტორიაზე მოსახლეობის მიერ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ განხორციელებული აგრო-ქიმიური ღონისძიების შესახებ ინფორმაციის წარდგენა, შემდგომი ღონისძიებების განსაზღვრა

აგვისტო

აფხაზეთის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი

64

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის საკუთრებაში მყოფი შინაური ცხოველებისა და ფუტკრის ოჯახთა გეგმიური და არაგეგმიური დამუშავება გარე პარაზიტებზე

აგვისტო

სექტემბერი

აფხაზეთის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი

65

კომპანია „გემუანის" მიერ ორგანიზებულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გამოფენა-გაყიდვაში კოოპერატივი „კოდორი 2015-ის" მონაწილეობის უზრუველყოფა

აგვისტო

აფხაზეთის სოფლის მეურნე-ობის, გარემოს დაცვისა      და ბუნებრივი რესურსების   დეპარტამენტი

66

საგანმანათლებლო აქციის ჩატარება ნარჩენების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

სექტემბერი

აფხაზეთის სოფლის მეურნე-ობის, გარემოს დაცვისა      და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი

67

ასოციაცია „აგორას" მიერ ორგანიზებულ          „გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრაში ახალგაზრდების ჩართულობა ქართულ-აფხაზური დიალოგის ფორმატში" სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა

სექტემბერი

აფხაზეთის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი

68

შეხვედრა იმერეთში განსახლებულ დევნილებთან დასაქმებისა და დევნილების მიერ ინიცირებული პროექტ-იდეების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით

სექტემბერი

აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტი

69

შეხვედრა ზუგდიდში განსახლებულ დევნილებთან უფასო სამართლებრივი კონსულტაციის გაწევის მიზნით

აგვისტო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტი

70

დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარე-ობის გასაუმჯობესებლად სამართლებრივი ბაზის რეფორმირების თაობაზე წინადადებების მომზადების მიზნით მთავრობის თავმჯდომარესთან  შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

აგვისტო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტი

71

აფხაზეთის ა/რ ლეგიტიმური ხელისუფლების მიერ დევნილობაში მიღებული ნორმატიული აქტების სისტემატიზაციისა და ბეჭდური გამოცემის უზრუნველსაყოფად შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

სექტემბერი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტი

72

აფხაზეთის დამსახურებული სპორტის ოსტატების ფოტომასალის გამოფენა

 

აფხაზეთის მთავრობის აპარატი კავშირ „ერთობა"-სთან ერთად

73

წიგნის „მამულისათვის მარადისობაში" გამოცემა

სექტემბერი

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო,

სსიპ „აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი"

74

2018-07-31    |   
ანიმაციური პროგრამის მეშვეობით აფხაზური ენის შესწავლა ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომი გახდება

ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის სპეციალური პროგრამის ფარგლებში, ვალერი არქანიას არტ-გალერეაში აფხაზური ენის თვითმასწავლებელი – ანიმაციური ელექტრონული პროგრამის „ვისწავლოთ აფხაზური ენა – ზეპირმეტყველება“  პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში განხორციელდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აფხაზური ენის შესწავლა მთელი საქართველოს მასშტაბით გახდება ხელმისაწვდომი.

პრეზენტაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის საჯარო სკოლების პედაგოგები, სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორები  და ეთნიკური აფხაზები  დაესწრნენ.

უახლოეს მომავალში პროგრამის პრეზენტაცია აჭარის ავტონომიურ რესპიბლიკაში იგეგმება.

დეპარტამენტის ხელმძღვანელების შეხვედრა კვირაიების ოჯახთან

ახალი ამბების ტელევიზია ,,პალიტრანიუსი”-ის საინფორმაციო ეთერში  30  ივლისს  გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის  სპეციალისტებმა ადგილზე შეისწავლეს  ბაგებში  დევნილთა ორგანიზებულ ჩასახლებაში მცხოვრები  კვირაიების   ოჯახის მდგომარეობა.

მამიდების მეურვეობის ქვეშ მყოფი დედ-მამით ობოლი არასრულწლოვანი ბექა, ლიკა და რეზო  კვირაიების 20 კვ.მ ფართის საცხოვრებელი ბინა  დატვირთულია იპოთეკით აწ გარდაცვლილი მშობლების ავადმყოფობის  პერიოდიდან.  ამჟამად სასამართლო იხილავს გადახდის უუნარობის გამო  საცხოვრებელი ფართიდან მათ გამოსახლების საკითხს.

მიმდინარე წლის  01 აგვისტოს  დეპარტამენტის თავმჯდომარე  კონსტანტინე კუჭუხიძე  და თავმჯდომარის მოადგილე  გიორგი ბულისკერია შეხვდნენ   არასრულწლოვანი კვირაიების მეურვეებს მზევინარ და მზია   კვირაიებს.   გაეცნენ  რა  მათი ოჯახის პრობლემებს,  დასახეს   კომპეტენციის ფარგლებში   შესაძლო დახმარების გაწევის გზები.

სამტრედიაში, დ.აღმაშენებლოს #244, ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს შენობაში მდებარე ობიექტზე მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოები დასრულდა

წარმომადგენლობის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების განმსაზღვრელ კომისიას“ განცხადებით მომართეს სამტრედიაში, დ.აღმაშენებლოს #244, ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს შენობაში    მცხოვრებმა დევნილებმა, სადაც აღწერილი იყო შენობაში არსებული პრობლების შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით იმავე დღეს ადგილზე გავიდნენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები. ადგილზე დათვალიერებისას გამოიკვეთა, რომ საჭიროა თოვლის შემაკავებლის დამონტაჟბა.  პრობლემის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ სამუშაოების ღირებულება შეადგენს დაახლოებით 800 ლარს. (რვაასი). აღნიშნულთან დაკავშირებით  შესაბამისი ფინანსური დოკუმენტების მომზადების შემდეგ სამუშაოები შესრულდა და  მიმდინარე წლის 13 ივლისს ჩაბარდა.

იხ. ფოტომასალა

ვახტანგ ყოლბაია საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის წევრებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე გედევან ფოფხაძესა და კომისიის წევრ გიორგი მოსიძეს შეხვდა.

ვახტანგ ყოლბაიამ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის წევრებს გააცნო საპარლამენტო კომიტეტებში გამართულ შეხვედრებზე მიღწეული შეთანხმებები და დაგეგმილი ერთობლივი ქმედებები.

„ეს იყო საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში გამართული შემაჯამებელი შეხვედრა. ივლისის თვეში ჩვენ პარლამენტის თითქმის ყველა კომიტეტის თავმჯდომარეს შევხვდით და გავაცანით ჩვენი ხედვა. ჩემთვის სასიხარულოა, რომ შეხვედრებზე საქართველოს პარლამენტის მხრიდან თანამშრომლობის გაღრმავების მიმართ ერთსულოვნება დავინახე.

დარწმუნებული ვარ, რომ საკანონმდებლო საქმიანობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ჩართულობა დადებით შედეგს მოიტანს როგორც ქვეყნისათვის, ისე დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და სახოვრებელი პირობების გაუმჯობესების კუთხით“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

კომისიის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მნიშვნელობის კიდევ უფრო გაზრდის აუცილებლობას, რათა მეტი გაკეთდეს, როგორც დევნილი ისე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის. 

შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განსაკუთრებულ როლს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივების განხორციელების პროცესში.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა ესწრებოდა.

ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთიდან დევნილ მხატვარ რამინ აფაქიძეს 80 წლის იუბილე მიულოცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთიდან დევნილ მხატვარ რამინ აფაქიძეს სახლში ესტუმრა,  80 წლის იუბილე მიულოცა და  ქართული სახვითი ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობის სიგელით დააჯილდოვა.

რამინ აფაქიძეს იუბილე მიულოცა და საქართველოს მხატვართა კავშირის სიგელი გადასცა საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარემ გურამ ცერცვაძემ.

იუბილის მისალოცად აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი ირმა ირემაძე, აფხაზეთის მხატვართა კავშირის თავმჯდომარე დავით ბაძაღუა და აფხაზეთიდან დევნილი მხატვრები იმყოფებოდნენ.

ლენინგრადის პედაგოგიური უნივერსიტეტის, გრაფიკის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ ბატონი რამინი ჯერ სოხუმში, ხოლო შემდეგ, აგერ უკვე ორ ათეულ წელზე მეტია თბილისში აგრძელებს  აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას. ბატონი რამინი არის  სსრკ-ის მხატვართა კავშირის წევრი, აფხაზეთის დამსახურებული მხატვარი, „წლის საუკეთესო ნამუშევარი“ (1997) პრემიის ლაურეატი, გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატი. მისი ნამუშევრები დაცულია სოხუმისა და თბილისის სურათების ეროვნულ გალერეებში, საქართველოს და საზღვარგარეთის ქვეყნების კერძო კოლექციებში.

ღონისძიება აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრისა და საქართველოს მხატვართა კავშირის ორგანიზებით გაიმართა.

დეპარტამენტის თავმჯდომარის სამუშაო ვიზიტი იმერეთის რეგიონში

2018 წლის 26 ივლისს დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა  იმერეთის რეგიონში.  დეპარტამენტის თავმჯდომარემ  იმერეთის, გურიის, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ    რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური  რესპუბლიკის   მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ  ზაზა ჩაჩავასთან ერთად   დაათვალიერა  ქალაქ  წყალტუბოში  დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში ,,სანატორიუმი თბილისი”  მიმდინარე წყალმომარაგების სარემონტო სამუშაოები, ასევე  ქალაქ წყალტუბოსა და ქუთაისში   რეგისტრირებული  დევნილებისათვის გადასაცემი მშენებარე ობიექტები.  შეხვდნენ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას. განიხილეს მათი სოციალურ-ეკონომიკურ, საბინაო-საყოფაცხოვრებო  მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხები. შეხვედრის ბოლოს  დაიგეგმა კომპეტენციის ფარგლებში პრობლემების გადაჭრის  გზები.

ვახტანგ ყოლბაია საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიას შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიას შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონებში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ. ვახტანგ ყოლბაიამ ისაუბრა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დევნილი მოსახლეობის ჩართულობის მნიშვნელობაზე. ასევე დადებითად შეაფასა ის ყურადღება და მხარდაჭერა რომელსაც საქართველოს რეგიონებში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირების მიმართ სახელმწიფო იჩენს. საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობას.

„მისასალმებელია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, მუნიციპალიტეტებსა და გამგეობებში ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად წარმოდგენილნი არიან ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობაც, რაც მათი ინტერესების მეტად დაცვას შეუწყობს ხელს", - აღნიშნა ვახტანგ ყოლბაიამ.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის მჭიდრო კავშირების დამყარების აუცილებლობას და სამომავლოდ ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებას, რაც საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის კომისიებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ჩართვას გულისხმობს. ასევე ისაუბრეს ურთიერთანამშრომლობის მნიშვნელობაზე და ერთობლივი ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობაზე. 

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა ესწრებოდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამძიმარი საბერძნეთში მომხდარი ტრაგედიის გამო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საბერძნეთში, ატიკის ნახევარკუნძულზე მომხდარი ტრაგედიის გამო, რომლის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა.

იმედს გამოვთქვამთ, რომ უსწრაფესად მოხერხდება ხანძრის კერების ლიკვიდაცია და საფრთხე არ შეექმნება მოსახლეობის დანარჩენ ნაწილს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა კიდევ ერთხელ უსამძიმრებს და მორალურ თანადგომას უცხადებს დაღუპულთა და დაზარალებულთა ოჯახებს, ბერძენ ხალხს და საბერძნეთის რესპუბლიკის ხელისუფლებას.

დეპარტამენტის ორგანიზებით გრძელდება სოციალურად დაუცველი პენსიონერი დევნილებისათვის უფასო გამოკვლევები ,,მედისონის თვალის კლინიკა”-ში

2018 წლის 23 – 24  ივლისს  დეპარტამენტის დევნილთა პრობლემებზე  მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების ორგანიზებით და ,,მედისონის თვალის კლინიკის” ხელმძღვანელობის კეთილი ნებით ქ. თბილისში ისნის რაიონში კომპაქტურ ჩასახლებებში განსახლებულ  სოციალურად დაუცველ 20 პენსიონერ დევნილს  ჩაუტარდა უფასო კონსულტაცია და  თვალის პირველადი დიაგნოსტიკა, რაც მოიცავს  მხედველობის სიმახვილის დადგენას, თვალის ფსკერის გამოკვლევას, ბიომიკროსკოპიას, თვალის წნევის გაზომვას, მხედველობის ველის გამოკვლევას, ხელოვნური ბროლის ნომრისა და თვალის რეფრაქციის დადგენას, სათვალის შერჩევას.

აღნიშნული აქცია ეტაპობრივად გაგრძელდება ქ. თბილისის დანარჩენი რაიონების ორგანიზებულ ჩასახლებებში განსახლებული სოციალურად დაუცველი პენსიონერი დევნილებისათვის.

აფხაზეთის თასის გათამაშება ჯომარდობაში ბორჯომის ხეობაში გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, საქართველოს ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით, ბორჯომის ხეობაში (ჩითახევის ჰესი) აფხაზეთის თასის გათამაშება ჯომარდობაში ჩაატარა. ტურნირში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, დევნილთა კომპაქტური ჩასახლების, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აფხაზეთის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის, ვეტერანთა დეპარტამენტის, აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრისა და სპორტული ფედერაციების, აფხაზეთის სხვა სამინისტროებისა და უწყებების, სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური რაგბის გუნდი „ტაო“, სამხრეთ ოსეთის (სამაჩაბლოს) ადმინისტრაციის და სხვა გუნდები.

ტურნირის გამარჯვებული და აფხაზეთის თასის მფლობელი გახდა გუნდი „ტაო“ - სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური რაგბის გუნდი, მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს გუნდი, მესამე ადგილი დაიკავა აფხაზეთის ამერიკული ფეხბურთის ფედერაციის გუნდმა. გამარჯვებულ და საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს მედლები და დიპლომები გადაეცათ.
გამარჯვებულ გუნდებს ჯილდოები გადასცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინიტრმა მანანა ქვაჩახიამ, მინისტრის მოადგილემ ჯაბა ჯაიანმა და საქართველოს ჯომარდობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი ყუფარაძემ.


ტურნირის მიზანია სპორტის ამ ექსტრემალური და საინტერესო სახეობის პოპულარიზაცია აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობაში, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება.

ვახტანგ ყოლბაია საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძეს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძეს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებების სისტემატური დარღვევის ფაქტებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა არასრულწლოვანთა ფუნდამენტური უფლებების დარღვევაზე - მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე. აღინიშნა, რომ გალის რაიონში ქართველებისთვის არ არსებობს არცერთი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, სადაც ბავშვები განათლების მშობლიურ ენაზე მიღებას შეძლებენ. ხაზი გაესვა გალის რაიონში  არსებულ სკოლებში ქართული ენის სწავლების შეზღუდვის საგანგაშო ტენდენციას.

შეხვედრაზე განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართული მოსახლეობის ეთნიკურობის იძულებით შეცვლის ფაქტები და პასპორტიზაცია, საუბარი ასევე შეეხო თავისუფალ გადაადგილებასთან დაკავშირებულ პრობლემებს და იძულებულ გადაადგილებულ პირთა უძრავი ქონების საკითხს. შეთანხმდნენ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებების უზრუნველყოფის მიზნით მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული საერთაშორისო თანამეგობრობის შესაძლებლობები.

„მნიშვნელოვანია თქვენი კომიტეტის მხარდაჭერა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები იმ ქართველი მოსახლეობისათვის რომლებიც ყოველდღიურად ეჯახებიან საკუთარი უფლებების დარღვევას. ვფიქრობ, რომ ყველა უწყების ერთობლივი კოორდინირებული მუშაობა გარდატეხას შეიტანს არსებული პრობლემების დაძლევაში.", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა ესწრებოდა.

ბორჯომის ხეობაში ჯომარდობაში აფხაზეთის თასის გათამაშება გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა და საქართველოს ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ბორჯომის ხეობაში (ჩითახევის ჰესთან) ჯომარდობაში აფხაზეთის თასის გათამაშება გაიმართა.

ტურნირში აქტიური მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის გუნდმა. აფხაზეთის თასის 2018 წლის გათამაშებაში სულ 16 გუნდი მონაწილეობდა.

ტურნირის გამარჯვებული და აფხაზეთის თასის მფლობელი სარაგბო გუნდი „ტაო“ გახდა. მეორე ადგილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს გუნდმა „დიოსკურიამ“ დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე ამერიკული ფეხბურთის ფედერაციის გუნდი გავიდა.

ტურნირში გამარჯვებული გუნდი აფხაზეთის გარდამავალი თასით, მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდა. მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები კი მედლებითა და დიპლომებით.

ტურნირის მიზანია ქვეყანაში ჯომარდობის პოპულარიზაცია და ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება.

ბორჯომის ხეობაში ჯომარდობაში აფხაზეთის თასის გათამაშება გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა და საქართველოს ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ბორჯომის ხეობაში (ჩითახევის ჰესთან) ჯომარდობაში აფხაზეთის თასის გათამაშება გაიმართა.

ტურნირში მონაწილეობდნენ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის გუნდი „აფხაზეთის მთავრობა", აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს გუნდი „დიოსკურია", სარაგბო გუნდი „ტაო", აფხაზეთის რაგბის ფედერაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის გუნდი, ძალისმიერი სამჭიდის ფედერაცია, ძალისმიერი კლუბი „სტრონგერ", ზემო აფხაზეთის სპორტული სკოლა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს გუნდი „გაბი", აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს გუნდი „ცხუმი", თბილისის ზღვა „ტოჩინოშინი", ამერიკული ფეხბურთის ფედერაცია, მედია გუნდი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა დეპარტამენტი, ცხინვალის ადმინისტრაცია და მორაგბეებისა და განათლებისა და კულტურის სამინისტროს გუნდი „ინტერნაციონალი". აფხაზეთის თასის 2018 წლის გათამაშებაში სულ 16 გუნდი მონაწილეობდა.

ტურნირის გამარჯვებული და აფხაზეთის თასის მფლობელი სარაგბო გუნდი „ტაო" გახდა. მეორე ადგილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს გუნდმა „დიოსკურიამ" დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე ამერიკული ფეხბურთის ფედერაციის გუნდი გავიდა.

ტურნირში გამარჯვებული გუნდი აფხაზეთის გარდამავალი თასით, მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდა. მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები კი მედლებითა და დიპლომებით.

ტურნირის მიზანია ქვეყანაში ჯომარდობის პოპულარიზაცია და ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება.