მთავარი/სამინისტრო/ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო/მთავარი
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

ახალი ამბები

საქართველო ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის საერთაშორისო ვალიდაციის პროცესის ახალ ეტაპზე გადავიდა. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით მიღწეული პროგრესის საერთაშორისო აღიარებისთვის ემზადება.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის, ხელმძღვანელობით, ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის ვალიდაციის ეროვნული საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი,ბესიკ კუსიდი და საბჭოს სხვა წევრები ესწრებოდნენ.

 

მიხეილ სარჯველაძემ საბჭოს წევრებს სიტყვით მიმართა და B და C ჰეპატიტების სახელმწიფო პროგრამების მნიშვნელობასა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი მთავარი წარმატებაა, რომელმაც საქართველო საერთაშორისო ლიდერებს შორის დააყენა. მინისტრმა განსაკუთრებით გამოყო თენგიზ ცერცვაძის როლი პროგრამის განვითარებაში. მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიღწეული შედეგები თანმიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკის, ქართველი სპეციალისტების პროფესიონალიზმისა და საერთაშორისო პარტნიორებთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგია.

 

საქართველო მიმდინარე წელს გეგმავს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგან საერთაშორისო ვალიდაციის მიღებას ორი მიმართულებით. ესენია: C ჰეპატიტის ელიმინაციის გზაზე მიღწეული პროგრესის და B ჰეპატიტის დედიდან შვილზე გადაცემის ელიმინაციის ვალიდაცია. განაცხადი ორივე მიმართულებით მომზადებულია ვალიდაციის ოქროს, უმაღლესი დონის მისაღებად. ქვეყნის საბოლოო მიზანი კი 2030 წლისთვის ჰეპატიტის ელიმინაციაა, რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გლობალური სტრატეგიით განსაზღვრულ ვადებს შეესაბამება.

 

საბჭოს წევრებმა განიხილეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნების შესაბამისად მომზადებული ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის ვალიდაციის ეროვნული ანგარიში, რომელიც ასახავს საქართველოს მიერ B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს - ქრონიკული C ჰეპატიტის მქონე პაციენტების 87.3% დიაგნოსტირებულია, ხოლო დიაგნოზირებული პაციენტების 87.1%-ს მკურნალობა დაწყებული აქვს, რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სამიზნე მაჩვენებლებს აღემატება. ამასთან, C ჰეპატიტის განკურნების მაჩვენებელი 99%-ს აღწევს. B ჰეპატიტის მიმართულებით კი საქართველომ ჯანმოს რეგიონული მიზნები უკვე შეასრულა – ბავშვებში დაავადების გავრცელება 0.03%-ს შეადგენს, ახალშობილთა დაბადებისას ვაქცინაციის მოცვამ 96%-ს, ხოლო სამდოზიანი ვაქცინაციის მოცვამ - 90%-ს მიაღწია.

 

ჰეპატიტების ელიმინაციის ვალიდაციის ეროვნული საბჭო საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით შეიქმნა. საბჭო აერთიანებს სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პარლამენტის, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს, სამედიცინო სფეროს, აკადემიური წრეების, საერთაშორისო და პარტნიორი ორგანიზაციების, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

 

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, დავით მიქავა საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების 1700 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრო.

პროექტის „საქართველო ქრისტიანული სახელმწიფო - 1700“ ფარგლებში, ოპერისა და ბალეტის თეატრში, აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელის სამხატვრო ხელმძღვანელის, ზვიად ბოლქვაძის დირიჟორობით, ჯუზეპე ვერდის „რეკვიემი“ შესრულდა. კონცერტში მონაწილეობდნენ სოლისტები: იანო ალიბეგაშვილი, ქეთევან ქემოკლიძე, ოთარ ჯორჯიკია და რამაზ ჩიკვილაძე, ასევე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდი და ორკესტრი.

ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, მინისტრის მოადგილეები, საქართველოს საპატრიარქოს, საკანონმდებლო ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები.

საიუბილეო საღამო გაიმართა საქართველოს კულტურის სამინისტროსა და „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით. პროექტის „საქართველო ქრისტიანული სახელმწიფო - 1700“ ფარგლებში, მთელი წლის განმავლობაში არაერთი კულტურული ღონისძიებაა დაგეგმილი.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით, მარტვილისა და ხონის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა.
 
ხონის მუნიციპალიტეტში გამართულ სამედიცინო აქციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მანონი გეჯუა დაესწრნენ. ისინი ადგილზე გაეცნენ აქციის მიმდინარეობას, შეხვდნენ ექიმებსა და ბენეფიციარებს.
აქციის ფარგლებში, თბილისიდან მოწვეულმა მაღალკვალიფიციურმა ექიმმა-სპეციალისტებმა — კარდიოლოგმა, რადიოლოგმა, ნევროლოგმა, ტრავმატოლოგმა, ოფთალმოლოგმა, ენდოკრინოლოგმა და ანგიოლოგმა — ბენეფიციარებს უფასო სამედიცინო კონსულტაციები და საჭირო გამოკვლევები ჩაუტარეს.
 
ექიმების რეკომენდაციის შესაბამისად, ბენეფიციარებს საჭირო მედიკამენტებიც უფასოდ გადაეცათ.
 
მარტვილისა და ხონის მუნიციპალიტეტებში ჩატარებული სამედიცინო აქციის ფარგლებში, ჯამში, 200-მდე ბენეფიციარმა ისარგებლა უფასო სამედიცინო მომსახურებით.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე, საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი გოფოძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე რეზო ბარაბაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები ბაჩანა ბასილაია, გუგა ბახტაძე, ასევე, ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.
 
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მსგავს სამედიცინო აქციებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მომავალშიც განაგრძობს. პროექტის მიზანია დაავადებების პრევენცია, მათი ადრეული გამოვლენა და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობისთვის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.

აფხაზეთის ომის დროს, ტამიშთან მომხდარი ბრძოლიდან 33 წელი გავიდა.ამ დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ბესიკ კუსიდიმ, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე დავით მიქავამ, მთავრობის წევრებმა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიასთან, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორ კობა კობალაძესთან და აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარე ანზორ მარგიანთან ერთად, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

მემორიალთან ასევე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და აფხაზეთის მეომართა კავშირის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

1993 წლის 2 ივლისს, დაბა ტამიშთან აფხაზმა სეპარატისტებმა რუსეთის სამხედრო ხომალდით საზღვაო დესანტი გადმოსხა. პირველი დარტყმა დუშეთის ბატალიონმა მიიღო, რის შედეგადაც 52 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ქართულმა მხარემ რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად 300-მდე მებრძოლი დაკარგა. მიუხედავად დიდი დანაკარგისა, ქართველმა ჯარისკაცებმა დესანტის მოგერიება შეძლეს, პოზიციები შეინარჩუნეს და საზღვაო დესანტი მთლიანად გაანადგურეს.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
 
დოკუმენტს ხელი მოაწერეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ბესიკ კუსიდიმ და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა დავით კაიკაციშვილმა.
 
მემორანდუმი წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ორ უწყებას შორის კოორდინაციის გაძლიერებისა და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიმართულებით.
 
მემორანდუმის ფარგლებში სააგენტო სამინისტროს კანონმდებლობით განსაზღვრულ საჭირო ინფორმაციას მიაწვდის.
 
მემორანდუმის მიზანია უწყებებს შორის თანამშრომლობის უფრო მეტად გაძლიერება და ინფორმაციის გაცვლის ეფექტიანი მექანიზმის ჩამოყალიბება, რაც ხელს შეუწყობს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას, მათი ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამებისა და ქვეპროგრამების ეფექტიან ადმინისტრირებას.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის მორიგი უფასო სამედიცინო აქცია ოზურგეთში გამართა.
 
გამოკვლევების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბესიკ კუსიდი და გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე გაეცნენ.
აქციით გურიის რეგიონში მცხოვრებმა ასამდე დევნილმა მოქალაქემ ისარგებლა. მათ ქვეყნის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების ექიმ-სპეციალისტებისგან კვალიფიციური სამედიცინო კონსულტაციები და შესაბამისი რეკომენდაციები მიიღეს, ასევე, დანიშნულების საფუძველზე საჭირო მედიკამენტები უფასოდ გადაეცათ.
 
ღონისძიებას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე სოფო რამიშვილი და აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.
 
დევნილი მოსახლეობისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სამედიცინო აქცია მომავალშიც გაგრძელდება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მანონა გეჯუა და მინისტრის მოადგილე დავით მიქავა, აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელობასთან ერთად, აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეებისთვის გამართულ უფასო კარდიოლოგიურ აქციას დაესწრნენ.
 
ბენეფიციარებს ჩაუტარდათ კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრაფია (ეკგ), ექოკარდიოსკოპია, ასევე სისხლში გლუკოზისა და საერთო ქოლესტერინის განსაზღვრა.
 
აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო და აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი წლების განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობენ.
დევნილი მოსახლეობისთვის სხვადასხვა პროფილის უფასო სამედიცინო აქციები რეგულარულად იმართება და აღნიშნული ღონისძიებაც ამ თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა. ღონისძიება ქობულეთის სამედიცინო ცენტრში ჩატარდა და მას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბესიკ კუსიდი დაესწრო.
 
აქციის ფარგლებში ბენეფიციარებს თბილისიდან მოწვეული სხვადასხვა მიმართულების ექიმი-სპეციალისტები მოემსახურნენ. მათ ჩაუტარდათ სამედიცინო კონსულტაციები და კვლევები, საჭიროების შემთხვევაში კი შესაბამისი მედიკამენტებიც გადაეცათ.
 
აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მსგავს უფასო სამედიცინო აქციებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სისტემატურად ატარებს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ბესიკ კუსიდის ინტერპელაცია გაიმართა.
 
სხდომაზე მინისტრმა დეპუტატების კითხვებს უპასუხა, რომლებიც სამინისტროს საქმიანობას, მიმდინარე პროგრამებს, ბიუჯეტის შესრულებასა და დევნილი მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სერვისების მიწოდებას ეხებოდა.
 
ბესიკ კუსიდიმ დეტალურად ისაუბრა განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე, არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
 
შეხვედრის დასასრულს, დეპუტატებმა მინისტრისგან მათთვის საინტერესო საკითხებზე დამატებითი განმარტებები მიიღეს. სხდომაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის კონტროლისა და გამჭვირვალობის მნიშვნელობას.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და სამედიცინო ცენტრი „აფხაზეთი“-ს ინიციატივით, ზუგდიდში, აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის უფასო სამედიცინო კონსულტაციები გაიმართა.
 
კლინიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე იმყოფებოდა, რომელიც აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ბესიკ კუსიდისთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილე ნინო ვიბლიანთან და სამედიცინო ცენტრ „აფხაზეთის“ გენერალურ დირექტორ ნათია ფარცვანიასთან ერთად პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო და დევნილ მოზარდებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
 
სამედიცინო აქციაში ქვეყნის წამყვანი ექიმები ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი, პედიატრი და ბავშვთა პულმონოლოგი ივანე ჩხაიძე, პედიატრი თემურ მიქელაძე, ტრავმატოლოგ-ორთოპედი ბიძინა კანაშვილი, ენდოკრინოლოგი ირაკლი ფაღავა, ნევროლოგი გვანცა არველაძე, პედიატრი ჯაბა ყიფიანი, ორთოპედ- ტრავმატოლოგი მერაბ ვარძუკაშვილი, უროლოგი პაატა გიორგაძე, ოტორინოლარინგოლოგი ვაჟა ქათამაძე, გასტროენტეროლოგი დავით მახათაძე, ოფთალმოლოგი ქეთი ოქრუაშვილი და ყბა-სახის ქირურგი ნათია ცერცვაძე მონაწილეობდნენ, რომლებმაც აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს უფასო კონსულტაციები გაუწიეს.
დევნილი მოზარდებისთვის უფასო სამედიცინო კონსულტაციები, ქვეყნის წამყვან ექიმ სპეციალისტებთან ერთად, საქართველოს სხვა ქალაქებშიც გაიმართება.