აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით და ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის მხარდაჭერით, დროებით დევნილ პირებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.
ყურადღება გამახვილდა ქრონიკული სისხლის მიმოქცევის დაავადების მქონე პაციენტებზე, რომლებსაც ჩაუტარდათ კარდიოლოგიური კვლევის სრული გამოკვლევა.
“მემორანდუმის საფუძველზე მიმდინარე წელს რამდენიმე აქცია ჩატარდა, რომლის ფარგლებში 300-ზე მეტმა ქრონიკული დაავადებების მქონე დროებით დევნილმა მიიღო უფასო სამედიცინო მომსახურება. მსგავსმა თანამშრომლობამ კლინიკებთან დადებითი შედეგი გამოიღო, შესაბამისად სამინისტრო მომავალ წელს გააფართოებს თანამშრომლობის არეალს - განაცხადა ლაშა ქარდავამ”.
ღონისძიების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლაშა ქარდავა, მინისტრის მოადგილე მანონა გეჯუა და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.