- მთავრობის აპარატი
- განათლებისა და კულტურის სამინისტრო
- ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
- იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
- იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
- წარმომადგენლობა ზემო აფხაზეთში
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
2024 წლის პროგრამები
პროგრამაში „სამშვიდობო ინიციატივები, სამოქალაქო ინტეგრაცია, ნდობის აღდგენის მხარდაჭერა და დიალოგისკენ მიმართული შესაძლებლობების გაძლიერება“ შემავალი ქვეპროგრამები
ქვეპროგრამა ,,სამშვიდობო რესურსი-ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მხარდაჭერა“ ქვეპროგრამა ითვალისწინებს აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის კომუნიკაციისა და ურთიერთობების გაძლიერებას და მათ შორის დიალოგის ხელშეწყობას, სამშვიდობო რესურსის ამუშავებას და კონფლიქტის შესახებ სამოქალაქო საზოგადოების გამოცდილებისა და ცოდნის გამოყენებას კონფლიქტის მშვიდობიანი ტრანსფორმაციისთვის.
ქვეპროგრამის მიზანია შერიგებაზე და ქართულ-აფხაზური საზოგადოების გაერთიანებაზე ორიენტირებული ჰუმანიტარული, სოციალურ-ეკონომიკური, საგანმანათლებლო, კულტურული, კვლევითი, სამართლებრივი დახმარების და სხვა პროექტების განხორციელების ხელშეწყობა; დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა; კონფლიქტით დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის ობიექტური, რეალური ინფორმაციის გაცვლა, სამოქალაქო ჩართულობის მიმართულებით პროექტების ინიციირება და მათი საშუალებით ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გააქტიურება და გაღრმავება.
შემადგენელი კომპონენტები:
- ტრენინგები, სემინარები, სასწავლო კურსები, მასტერკლასები, საჯარო ლექციები, კონფერენციები საინფორმაციო კამპანიები, გამოფენები;
- სპორტული და ეკოლოგიური აქციები;
- „აფხაზეთობის“ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები;
- ნდობის აღდგენის, შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობისაკენ მიმართული სხვადასხვა აქტივობები.
ბენეფიციართა მიზნობრივი ჯგუფი:
- აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება;
- აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები მოქალაქეები;
- სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
ქვეპროგრამა ,,მშვიდობის ლაბორატორია“
ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქართულ-აფხაზურ საზოგადოებებს შორის ფართომასშტაბიანი დიალოგის, ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესის გააქტიურებასა და დინამიურად წარმართვას, რაც კონფლიქტის შედეგად წარმოქმნილი და ხელოვნურად გაღვივებული გაუცხოების დაძლევას, ურთიერთგაგების, ურთიერთპატივისცემისა და მშვიდობიან გარემოში თანაცხოვრების საერთო ინტერესსა და სურვილს ეფუძნება.
ქვეპროგრამის მიზანია ქართული და აფხაზური საზოგადოებების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისა და კონფლიქტების პრევენციის მიმართულებით ისეთი აქტივობების ხელშეწყობა, რომლებიც მხარს უჭერენ ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოებების გაერთიანებას და ითვალისწინებენ ისეთი პროექტების ინიციირებას, რომლებიც უფრო დინამიურს გახდის სამშვიდობო პროცესს.
შემადგენელი კომპონენტები:
- ონლაინ სასწავლო კურსები, პროფესიული სასწავლო კურსები, ტრენინგები;
- საგანმანათლებლო, საინფორმაციო და სხვადასხვა ტიპის არაფორმალური შეხვედრები;
- ვებინარები, კონფერენციები;
- კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიებები;
- სხვადასხვა სახის კონკურსები.
ბენეფიციართა მიზნობრივი ჯგუფი:
- აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება;
- აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირები;
- სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები;
- საზღვარგარეთ მცხოვრები დევნილი თანამემამულეები;
- აფხაზეთის თემატიკით დაინტერესებული ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოება.
ქვეპროგრამა ,,სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერა“
ქვეპროგრამა ითვალისწინებს აფხაზეთის საკითხებზე მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციების, ექსპერტების, აკადემიური წრეების, სხვადასხვა პროფესიული ჯგუფების, სამოქალაქო საზოგადოების, ახალგაზრდებისა და მედიის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების ჩართულობით იმ საჭიროებებსა და ინტერესებზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას, რომლებიც ხელს შეუწყობს აფხაზეთიდან დევნილი და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირების სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერას.
ქვეპროგრამის მიზანია სამოქალაქო ინტეგრაციასთან დაკავშირებით შემუშავებული პროექტების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება და, ამასთანავე, ისეთი პროექტების შემუშავება, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ ცოდნა, აიმაღლონ კომპეტენცია და გაიუმჯობესონ აქტიური მოქალაქეობისათვის საჭირო უნარ-ჩვევები, შეისწავლონ დევნილი მოსახლეობისთვის აქტუალური პრობლემების გადაჭრის სხვადასხვა გზები, მოცემულ, ადგილობრივ რეალობაში მოახდინონ მოსახლეობის მობილიზება და ღონისძიებების ორგანიზება ადგილობრივ დონეზე.
შემადგენელი კომპონენტები:
- საქართველოს მასშტაბით მოსახლეობის სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებთან შეხვედრების მოწყობა; მათი საჭიროებებისა და ინტერესების იდენტიფიცირება;
- სამოქალაქო ინტეგრაციის სივრცეების მოწყობა;
- ვებინარები, კონფერენციები, ტრენინგები, ფორუმები, ვორქშოფები;
- საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ კულტურათაშორისი საერთაშორისო პროექტების განხორციელება;
- დეოკუპაციის პოლიტიკის ხელშემწყობი აქტივობების განხორციელება;
- საქართველოში აკრედიტებული დიპლომატების ჩართულობით ღონისძიებების მოწყობა;
- შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის მიმართულებით საერთაშორისო პარტნიორებისა და სამოქალაქო საზოგადოებების მიერ გამოთქმული წინადადებებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით პროექტების შემუშავება.
ბენეფიციართა მიზნობრივი ჯგუფი:
- ქართულ-აფხაზური საზოგადოება;
- აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება;
- ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირები;
- აფხაზეთის თემატიკით დაინტერესებული საზოგადოება;
- საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი;
ქვეპროგრამა ,,დიასპორა და დევნილ ემიგრანტთა მხარდაჭერა“
ქვეპროგრამა ითვალისწინებს დიასპორულ ორგანიზაციებთან და დევნილ ემიგრანტებთან ურთიერთობების გაღრმავებას და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას, რომლებიც ხელს შეუწყობს დიასპორის, როგორც საერთაშორისო რესურსის გამოყენებას ქართულ-აფხაზურ დიალოგში.
ქვეპროგრამის მიზანია აფხაზეთიდან დევნილ ემიგრანტთა მხარდაჭერის ხელშეწყობა, მათი პრობლემების იდენტიფიცირება, მათი საჭიროებების შესაბამისად საქმიანობის დაგეგმვა და განხორციელება. ამასთანავე, აფხაზეთის თემატიკის პოპულარიზაცია და აფხაზეთის არაღიარების პოლიტიკის ხელშეწყობა (ამ მიმართულებით მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უნივერსიტეტებთან და სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა).
შემადგენელი კომპონენტები:
- ტრენინგები, სემინარები, სასწავლო კურსები, მასტერკლასები, საჯარო ლექციები, კონფერენციები, საინფორმაციო კამპანიები;
- დევნილების საჭიროებებზე ორიენტირებული კვლევები;
- დევნილ ქალთა გაძლიერების მიმართულებით პროექტები;
- ქართულ-აფხაზური საერთო ტრადიციების, ისტორიისა და კულტურის პოპულარიზაციის ხელშემწყობი ღონისძიებები.
ბენეფიციართა მიზნობრივი ჯგუფი:
- აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება;
- აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები;
- სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები;
- საზღვარგარეთ მცხოვრები დევნილი თანამემამულეები;
- დიასპორული ორგანიზაციები;
- აფხაზეთის თემატიკით დაინტერესებული საზოგადოება.
საკონტაქტო ინფორმაცია
საკონტაქტო პირი - ირაკლი მებონია, +995599740990
ელ.ფოსტა: justice@abkhazia.gov.ge
https://www.facebook.com/officeoftheministerofabkhazia
მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზირი №17ე, 0186, თბილისი, საქართველო
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის მმართველობის სფეროში მოქმედი საქვეუწყებო დაწესებულება
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის სამმართველო
არქივის სამმართველო უფლებამოსილების ფარგლებში გასცემს სოციალურ-უფლებრივი ხასიათის საარქივო ცნობებსა და ამონაწერებს შემდეგ საკითხებზე:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამსახურის წერილები სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საფუძვლების მოთხოვნით: სასამართლო გადაწყვეტილებები, დაბადების, მამობის დადგენის, ქორწინების, განქორწინების, სახელის, გვარის, მამის სახელის შეცვლის, გარდაცვალების, სააქტო ჩანაწერებში შესწორების შეტანის, ჩანაწერის საფუძვლებს და სხვა სამოქალაქო აქტების საკითხებს;
- საარქივო ცნობები გენოციდის მსხვერპლთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შესახებ (აღნიშნული ცნობა პირებს ანიჭებს უპირატესობას ბინის მიღების საკითხთან დაკავშირებით);
- საარქივო ცნობა შრომითი სტაჟის აღდგენის შესახებ;
- საარქივო ცნობა სასწავლო დაწესებულებაში სწავლების შესახებ;
- სხვადასხვა საარქივო ცნობა დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება/ლეგალიზაციისთვის;
- საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მკვლევართათვის საჭირო მასალის მიწოდება.
საკონტაქტო ინფორმაცია
საკონტაქტო პირი თამარ შამათავა, +995557908555
ელ. ფოსტა: abkhazetisarqivi@gmail.com
მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზ, N1, თბილისი, საქართველო