2 აპრილს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ხელმძღვანელობდა. მან მინისტრებს გააცნო ბათუმში ჟიული შარტავას დაბდებიდან 70 წლისთავთან დაკავშირებით გამართული ღონისძებების დეტალები, ასევე ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი 27-ე რაუნდის შედეგები. მისი თქმით, სოხუმში დადებითი გამოხმაურება აქვს სამარხებში აღმოჩენილ მეომართა იდენტიფიკაციის პროცესს. აფხაზთა ოჯახებში ამასთან დაკავშირებით განსაკუთრებული განწყობა შეიქმნა, ვინაიდან მათ მიაგნეს დაკარგული ახლობლების კვალს.
მან ასევე ისაუბრა აფხაზეთია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილ გასვლით ღონისძიებებზე აპრილსა და მაისში, რომელიც ითვალისწინებს დევნილთა უფასო სამედიცინო გამოკვლევებს და მედიკამენტების გადაცემას, ასეთი გასვლითი ღონისძიებები ჩატარდება სამეგრელოშში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთში, ასვე თბილისში.
სხდომაზე წარდგენილი პროექტის მიხედვით, ჟურნალები „იალქანი“ და „რიწა“ კვლავ შეუდგება ფუნქციონირებას. ისინი კვარტალურად გამოიცემა და მკითხველს ვრცელ ინფორმაციას მიაწვდის აფხაზეთიდან დევნილი თუ აფხაზეთში მცხოვრები ადამიანების, მათ შორის ბავშვების საქმიანობისა და მოღვაწეობის შესახებ.
გარდა ამისა, სხდომაზე განიხილეს საკითხი, აფხაზეთის კანონმდებლობაში ცვლილებებისა და მასში შეტანილი შესწორებების შესახებ. მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა ცხრა საკანონმდებლო საკითხი, აქედან ექვსი ძირითადი და სამი დამატებითი.