2016 წლის 15 აპრილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

სხდომის დღის წესრიგში შეტანილი იყო და განიხილეს 7 საკითხი.

მთავრობის წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში 2015 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგების შესახებ. სამინისტროებსა და მთავრობის წარმომადგენლობებს დაევალათ შემოწმების შედეგად აღმოჩენილი ხარვეზების გასწორება და კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში მოყვანა. აგრეთვე კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით იგეგმება ბუღალტრებისთვის ტრეინინგების ჩატარება.