2016 წლის 26 აგვისტოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

სხდომის დღის წესრიგში შეტანილი იყო და განიხილეს საჯარო ინფორმაციის ელქტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ დადგენილების შესრულების  მიმდინარეობა, რომელიც ავალდებულებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ორგანოებს, უზრუნველყონ საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი  საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება უწყებათა ოფიციალურ ვებ გვერდზე.

სხდომაზე ასავე  განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები.