აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
2017 წლის 26 აპრილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

სხდომაზე მოისმინეს აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ინფორმაცია აფხაზეთის ქონების წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შპს-ების საქმიანობაზე კონტროლის მდგომარეობის შესახებ. საკითხის განხილვაში მონაწილეობდა მთავრობის სხდომაზე სპეციალურად მოწვეული აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე რუდიკ ცატავა.

აგრეთვე მოისმინეს ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ჯანდაცვითი პროგრამების რეგულაციის მდგომარეობისა და ოკუპირებული გალის რაიონის მოსახლეობის სამედიცინო დახმარების მდგომარეობის, პრობლემებისა და მისი გადაჭრის ცალკეული მიმართულებების შესახებ და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის ინფორმაცია სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ-ების საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლის მდგომარეობის შესახებ.