აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
2017 წლის 15 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

სხდომაზე მოისმინეს ინფორმაცია „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2018-2021 წწ. პრიორიტეტების დოკუმენტის შესახებ“, აგრეთვე იმსჯლეს აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის მთავრობის მიერ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.