2023-09-12 |
მთავრობის აპარატი
2023 წლის 12 სექტემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა
დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.
მთავრობის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების მიხედვით, აფხაზეთის ოკუპაციის 30-ე წლისთავთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ იმსჯელეს. აგრეთვე, განიხილეს თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გიორგი ჩიტაიას სახელობის საქართველოს ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის მუზეუმის ღონისძიებაში მონაწილეობა, სადაც აფხაზეთის კუთხე იქნება წარმოდგენილი.
სხდომაზე მთავრობის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა მიმდინარე საკითხები განიხილეს.