სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრმა ვასილ ხორავამ წარადგინა ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შესახებ და ისაუბრა მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე.
სხდომაზე ასევე განიხილეს აფხაზეთისა და საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ღირსების ორდენისა და წმინდა გიორგის ორდენის კავალერის, სვეტლანა ქეცბას საიუბილეო საღამოს ორგანიზების საკითხი.
სხდომის დასასრულს, ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიის" ხელმძღვანელმა ალუ გამახარიამ მოაწყო პილოტური ბიზნეს-ინკუბატორის პროექტის პრეზენტაცია, რომელიც ითვალისწინებს დევნილთა დასაქმების ხელშეწყობას, კერძოდ: საკუთარი მცირე ბიზნესის აწყობის მსურველთა კონკრეტულ კომპანიებში სტაჟირება/სწავლებას, მათ მიერ სასტარტო ბიზნეს საშუალებების მიღებას, ბიზნესის ინკუბაციას, კონკურენტულ გარემოში ადაპტირებისა და დანერგვის ხელშეწყობას.