აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
29 ოქტომბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

სხდომაზე მოისმინეს და ცნობად იქნა მიღებული ინფორმაცია მთავრობის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით  აფხაზეთის ავტონომიური  რესპუბლიკის მთავრობის სახელისუფლებო დელეგაციის თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტისა და ჟენევის მოლაპარაკებების 33-ე რაუნდის შესახებ,

ასევე ცნობად იქნა მიღებული ინფორმაცია აფხაზეთის ხელისუფლების მიერ იტალიის ქალაქ ფლორენციაში გამართული ინტერკულტურული ვორქშოფის ,,კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული და ევროპული ასპექტები-ს" შესახებ.

სხდომაზე განხილულ და დამტკიცებულ იქნა  საკითხი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებაში ცვლილებიბის შეტანის თაობაზე და ასევე საკითხი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ.

მთავრობამ მიმოიხილა ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2015 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის 9 თვის ანგარიშის შესრულების  შესახებ

სხდომაზე მოისმინეს და ცნობად იქნა მიღებული ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში სტრუქტურული რეორგანიზაციის მიმდინარეობის შესახებ და ინფორმაცია ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისა და აფხაზეთის მინისტრის აპარატის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ.