სად შენდება სახლები დევნილთათვის და რა პროექტები მზადდება მათი დასაქმებისთვის
აფხაზეთის კონფლიქტის ზონებში მცხოვრები ადამიანების ცხოვრების პირობები, თბილისსა და სხვა ქალაქებში გაფანტული დევნილი მოსახლეობის მუდმივი პრობლემები - ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე თემაა. ხელისუფლების ცვლილების შემდგომ, დევნილ მოსახლეობას (და არამარტო) კიდევ ერთხელ ჩაესახა იმედი, რომეს პრობლემა მეტ-ნაკლებად მაინც მოგვარდება... თუ რა პროექტები დაგეგმეს და როგორ წარმოუდგენია აფხაზებთან ჩატეხილი ხიდის აღდგენა, ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია გვესაუბრება.
- ბატონო ვახტანგ,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისსტრუქტურებს ხშირად აკრიტიკებენ, განსაკუთრებით - დევნილები.როგორ ფიქრობთ, რატომ?
- გეთანხმებით. ვაღიარებ, რომ ეს კრიტიკა სამართლიანია, რადგან აფხაზეთის მთავრობა წლების განმავლობაში ვერ თუ არ ამართლებდა იმ იმედებს,რაც დევნილ საზოგადოებას ჰქონდა.ასე იყო აქამდე... ყველაზე მნიშვნელოვანი - დაბინავების პრობლემა წლების განმავლობაში მოუგვარებელი იყო და როდესაც ეს პროცესი დაიწყო, ზოგ შემთხვევაში უსამართლოდ განაწილდა. ამაში აფხაზეთის მთავრობა არ ერეოდა,რადგან წინა ხელისუფლება ამას მათ გარეშე წყვეტდა... საბედნიეროდ,ახლა სიტუაცია უკეთესობისკენ იცვლება. ეს საკითხი ერთბაშად ვერ მოგვარდება, მაგრამ ამჟამად დევნილთა და განსახლების სამინისტროსთან შეთანხმებულად ვმოქმედებთ. აღნიშნულმა სამინისტრომ შეიმუშავა კრიტერიუმები, თუ როგორ უნდა გადანაწილდეს საცხოვრებელი ფართები, რაც ვითარებას შეამსუბუქებს. ასევე, აფხაზეთის მოსახლეობის უარყოფითი განწყობის მიზეზი ისიც იყო, რომ კონფლიქტის მოგვარების საკითხი წლების განმავლობაში ადგილიდან არ დაძრულა.და კიდევ,როდესაც დევნილები პატიმრებივით ვაგონებით მიჰყავდათ და ფოცხოსა და ეწერში ასახლებდნენ, მათ ეს არც გაუპროტესტებიათ.
- ახალმა ხელისუფლებამ რა გააკეთა მათი პირობების გასაუმჯობესებლად?
- დეტალურად გამიჭირდება საუბარი,თუ რისი გაკეთება შევძელით ამ ორი თვის განმავლობაში, მაგრამ მუდმივად ვფიქრობთ, რა და როგორ შევცვალოთ მათთვის, რათა ვაგრძნობინოთ, რომ მათ გვერდით ვართ... ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, როდესაც დევნილები ამა თუ იმ დაწესებულებაში შეიჭრნენ, დევნილთა და განსახლების სამინისტროში მივედით და მათი გამოსახლება გადავავადებინეთ... მესმის, რომ მათი ცხოვრების პირობები საგრძნობლად არ გაუმჯობესებულა, მაგრამ ჩვენ, ახალი გუნდი სულ ორი თვეა, მოვედით. თავს არ ვიმართლებ, სიმართლეს გეუბნებით. ამ ეტაპზე ჩვენ ვთანამშრომლობთ რეინტეგრაციის საკითხების, სოფლის მეურნეობის, დევნილთა და განსახლების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებთან. აფხაზეთის სტრუქტურების ხელმძღვანელობამ მათ უკვე წარუდგინა გარკვეული პროექტები და იმედი გვაქვს, რომ გაზაფხულიდან ისინი ამუშავდება.
- როდესაც კრიტიკაზე ვსაუბრობთ, ამას კიდევ ერთიმნიშვნელოვანისაფუძველი აქვს: აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლების, სამინისტროსაპარატის თანამშრომლების გულგრილი დამოკიდებულებადა არაკვალიფიციური მიდგომა...
- იძულებული ვარ, ამაშიც დაგეთანხმოთ. აღმასრულებელ ხელისუფლებაში მუშაობის გამოცდილება მაქვს,მაგრამ მთავრობაში მოსვლის შემდეგ, უკვე შიგნიდან დავინახე, რამდენი პრობლემა არსებობს ამ სფეროში. განსაკუთრებით მწვავედ დგას კვალიფიციურობისა და გულისხმიერი მიდგომის საკითხი. არც ბიუროკრატიაზე ვაპირებ თვალის დახუჭვას... ასე რომ, დევნილ მოსახლეობას სახლებს ვერ ავუშენებთ,მაგრამ იქ, სადაც ისინი ამჟამად არიან, ცხოვრების ნორმალურ პირობებს შევუქმნით. რეორგანიზაციის შედეგად, შევამცირეთ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები და მათ ბაზაზე ერთი სამინისტრო ჩამოვაყალიბეთ. ასევე გავაუქმეთ ზემო აფხაზეთის საკითხებში მინისტრის აპარატი; საგანგებო დავალებათა სამინისტრო და მის ბაზაზე ვქმნით კომპაქტურ სამინისტროს. ეს იქნება ინტეგრაციისა და სამოქალაქო შერიგების პატარა კოლექტივი, რომელიც მობილური ჯგუფისგან იქნება დაკომპლექტებული. საზოგადოებას ვპირდები, რომ მკაცრად გავაკონტროლებთ სამინისტროების მუშაობის ხარისხს... კომუნიკაციის პრობლემა არსებობს ცენტრალურ ხელმძღვანელობასა და ჩვენ შორის,მაგრამ ეს მათი კი არა, ჩვენი სტრუქტურების ბრალია, - უფრო მეტად უნდა ვიაქტიუროთ და არსებული პრობლემების შესახებ ცენტრალურ ხელისუფლებას მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ.
- ერთ-ერთი მწვავე საკითხია, დევნილების გამოსახლებისა და მათთვისბინების გადაცემის საკითხი. ზოგადად, რამდენად გაქვთსიტუაცია შესწავლილი, სად რა პრობლემა არსებობს?
-არსებობს მობილური ჯგუფი,რომელმაც ეს საკითხი შეისწავლა და 2-3 წელიწადში ეს პრობლემა ამოწურული იქნება. თბილისსა და მის გარეთ, სხვადასხვა რაიონში, ქუთაისში, ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში შენდება საცხოვრებელი კორპუსები, სადაც დევნილების გადანაწილება მოხდება...მესმის, რომ დევნილებისთვის საცხოვრებელი ადგილის კიდევ ერთხელ შეცვლა მტკივნეული და ფსიქოლოგიურად რთული პროცესია, მაგრამ ისიც ცხადია, რომ ყველას ერთად ჩასახლება შეუძლებელია... მწვავედ დგას უმუშევრობის პრობლემაც და ვაპირებთ, შევიძინოთ მიწის ნაკვეთი; კონკრეტულ კომპანიებს ვერ დავასახელებ, მაგრამ მათთან ერთად, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებმა შეიმუშავეს 7 პროექტი, რომლის ფარგლებშიც მუშახელის მოძიება,სოფლის მეურნეობის პროდუქტისა და ინერტული მასალების მიღება-წარმოება და სხვა სახის სამუშაოები იგეგმება. ვაპირებთ, 2014 წელს 1 000-მდე ადამიანი დავასაქმოთ. ისინი ადგილზე შეისწავლიან საქმესაც... ასევე, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, ვმუშაობთ სასათბურე მეურნეობებზეც; გვინდა,მიტოვებული სათბურები აღვადგინოთ... ასე რომ, ეს მოკლე ხანი გულხელდაკრეფილი არ ვყოფილვართ.
- გალის მოსახლეობა მწარედ ხუმრობს,- „ნახევრად დევნილები" ვართო: მათარ აქვთ უსაფრთხოების გარანტიები, ხარისხიანი ჯანდაცვა, განათლება...
- 91-იან წლებში, როდესაც გალში არჩევნები ტარდებოდა, ცენტრალურმა ხელისუფლებამ ჩარევა მოინდომა, რამაც ვითარების ესკალაცია გამოიწვია... გალელებმაყ ველაზე კარგად იციან, რა უნდა გააკეთონ. როდესაც ისინი დაბრუნდნენ,ზოგმა მოღალატეც უწოდა, რაც პარლამენტის ტრიბუნიდანაც გავაპროტესტეთ. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი მათ,რომ საფლავებს სიცოცხლის რისკის ფასად უვლიან,ჩვენს კერასა და გენოფონდს ინარჩუნებენ. ისინი არიან ქართველებსა და აფხაზებს შორის ხიდი, რომელიც სწორი მუშაობით თანდათან უნდა აღვადგინოთ. გალის რაიონი კი მშვიდობის ზონა უნდა გახდეს... ასე რომ, ამ ეტაპზე, ქართულ მხარეს მხოლოდ ის შეუძლია ხელოვნურად არ დაძაბოს ვითარება. დიახ, მათ არ აქვთ უსაფრთხოების გარანტიები, სრულფასოვანი ჯანდაცვა და განათლება და სწორედ ამიტომ არიან განსაკუთრებით დასაფასებელი... ამ დროისთვის გალის რაიონში 17 ობიექტი გვაქვს, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ამარაგებს მედიკამენტებითა და ინფრასტრუქტურით. გარდა ამისა, არის პროექტები, რომლის ფარგლებშიც ისინი ენგურს გამოღმაც გადმოდიან სამკურნალოდ, რაც საკმარისი არ არის...
- რაც შეეხება განათლების საკითხს: რამდენადაც ვიცი, იმ ე.წ.საზღვრისპირა სკოლებში ქართული სახელმძღვანელოების შეტანა დაგვიანდა.რა გახდა ამის მიზეზი და ამ დროისთვის რა მდგომარეობაა?
- ეს ძალიან ფაქიზი თემაა... ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ახლა მხოლოდ რამდენიმე სკოლას აქვს წიგნების პრობლემა და ისიც მოგვარების პროცესშია.
- ყველაზე მთავარ საკითხს მივადექით- აფხაზეთის კონფლიქტისმშვიდობიანი გზით მოსაგვარებლად, პრიორიტეტული გახდაა ფხაზებთანპირდაპირი კონტაქტი. რა ნაბიჯები გადაიდგა ამ მიმართულებით?
- საკითხის ამ გზით მოგვარება ჩემთვის ყოველთვის პრიორიტეტული იყო. ერთ-ერთ ტელევიზიაში სტუმრად ყოფნისას, მაყურებელმა დარეკა და მითხრა: ვახტანგ, შვილო, გთხოვთ, აფხაზებთან ნდობის აღსადგენად თქვენი შესაძლებლობები გამოიყენეთო... კონკრეტულ პერსონებს ვერ დავასახელებ, მაგრამ რამდენიმე ადამიანი,რომელიც აფხაზეთში ხელმძღვანელ თანამდებობაზეა ან არასამთავრობო სექტორში მუშაობს, ჩემი დიდი ხნის მეგობარი და თანამშრომელია.ზოგთან ახლაც მაქვს ურთიერთობა, ზოგთან, გასაგები მიზეზების გამო, გავწყვიტე, მაგრამ არა - სამუდამოდ... ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე შევხვდი იმ ახალგაზრდა აფხაზებს, რომელთა მშობლებთანაც ვმეგობრობდი და შევატყვე, რომ ჩემი დანახვა გაუხარდათ. არც იმის უარყოფა შეიძლება, რომ მათ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არსებობა აღიზიანებთ, მაგრამ ყველა იმედი ამოწურული არ არის. მესმის, ახალგაზრდების ერთი ნაწილი აგრესიულად არის ჩვენს მიმართ განწყობილი, რაც იმით აიხსნება რომ ისინი „დამოუკიდებელ აფხაზეთში"ცხოვრობენ, ქართველების გარემოცვაში არ გაზრდილან, ქართველი მეგობრები არ ჰყოლიათ, პირიქით, მუდმივად ესმოდათ, რომ ქართველი - მტერია, მაგრამ მუშაობას მაინც აქვს აზრი... ჩვენ არ ვაპირებთ, აფხაზეთში თავქუდმოგლეჯილი შევიჭრათ. პირიქით, თანმიმდევრული, ფრთხილიდა გააზრებული ნაბიჯები გვჭირდება, სწორი მიდგომა და მოთმინებაა საჭირო და ყველაფერი მოგვარდება. გაულღობელი ყინული არ არსებობს... იმედიანი განწყობის საფუძველი ნამდვილად არსებობს. ახალი ხელისუფლების მიერ რიტორიკის შეცვლა, საქმის კარგი დაწყების საფუძველია... დიახ, ეს პრობლემა ერთ-ორ დღეში ვერ მოგვარდება, მაგრამ მოთმინებამ, სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკის მოტივაცია არ უნდა დაგვიკარგოს. პოლიტიკა მოთმინების გამოცდაც არის და არ უნდა დავიღალოთ...
- ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებაზე საუბრისას,რატომღაც სახალხო დიპლომატია ავიწყდებათ...
- დიახ, ამ ჩიხურ ვითარებაში განსაკუთრებით რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით, ყველაზე მნიშვნელოვანი - სახალხო დიპლომატიის აღორძინებაა. ამ ორ ხალხს შორის, რომელთაც საერთო ფესვები და რამდენიმესაუკუნოვანი თანაცხოვრების ისტორია აქვთ, განხეთქილება სამუდამო ვერ იქნება... ასე რომ, მნიშვნელოვანია არასამთავრობო სექტორის როლიც, რომელიც საგანმანათლებლო, სოციალურ და კულტურულ პროექტებზე იმუშავებს. საქართველოს ხელისუფლებიდან ამის პოლიტიკური ნება არსებობს და ხალხი ერთმანეთთან მისასვლელ გზას ყოველთვის იპოვის, რადგან, ოგორც უკვე აღვნიშნე, ქართველებსა და აფხაზებს საერთო ფესვები გვაქვს.
- ქართველ საზოგადოებაში მწვავე კამათის საგანია, აქვს თუ არა აფხაზეთისქართველ მოსახლეობას ადგილობრივი აფხაზებისთვის ბოდიში მოსახდელი.თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ?
- ვერ გავიზიარებ ამ პოზიციას: აფხაზეთში აფხაზები დაჩაგრული არასდროს ყოფილან და ჩვენგან, ქართველი მოსახლეობისგან ქედმაღლური დამოკიდებულება ვერ იქნებოდა, ვინაიდან მოსახლეობის 43 პროცენტი შერეული ოჯახები იყო... არ მინდა, წარსულს მივუბრუნდე და წრეზე ვიტრიალოთ, მაგრამ აფხაზების მხრიდან უკმაყოფილება 90-იან წლებში არ დაწყებულა; 1946 წელსაც იყო გამოსვლები. შემდგომ კი, დროთა განმავლობაში, ხან აქტიურდებოდა, ხანაც ჩაწყნარდებოდა... 1989 წელს ერთ-ერთ შეტაკებას ეროვნულ-განმათავისუფლებელი გმირის, ვოვა (ვლადიმერ) ვეკუას სიცოცხლე შეეწირა... არც იმის უარყოფა შეიძლება, რომ თბილისიც ყოველთვის არ იყო მართალი. ბევრმა დღესაც არ იცის,რა პრობლემები ჰქონდათ აფხაზებს და ამაზე ზერელედ მსჯელობს... მაშინ აფხაზები იმას აპროტესტებდნენ, ყველა საკვანძო საკითხი თბილისში წყდებოდაო. ხშირად წამოგვაძახებდნენ, - თბილისისკენ გქონდათ თვალები მიპყრობილიო... მაგრამ მოდი, ნუ მივუბრუნდებით წარსულს. ორივე მხარეს გვქონდა შეცდომები და ორივე მხარეს აქვს თავისი სიმართლე. ბოდიში ქართველებმა და აფხაზებმა ერთმანეთს უნდა მოვუხადოთ, რომ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც „დიდი პოლიტიკის" გეგმაში შედიოდა. ახლა კი, მთავარია, კიდევ ერთი შეცდომა არ დავუშვათ, მით უმეტეს, რომ გამოცდილება გვაქვს.
ლალი პაპასკირი
ჟურნალი „გზა"