2013-12-19
ვახტანგ ყოლბაია ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებებზე და აფხაზეთის მთავრობის მიერ დადგეგმილ რეფორმაზე საუბრობს

ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებების თაობაზე და აფხაზეთის მთავრობის მიერ დადგეგმილ რეფორმაზე „ჯი-ეიჩ-ენს" ექსკლუზიურად ესაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია.

- ბატონო ვახტანგ როგორ მიმდინარეობს მოლაპარაკებები?

- მოგეხსენებათ მოლაპარაკებები ორ ჯგუფში მიმდინარეობს. პირველ ჯგუფში რამდენადაც ჩემთვის ცნობილია საკმაოდ ცხარე დებატებია. მეორე ჯგუფში იხილება ჰუმანიტარული საკითხები და პრობლემბი, რომელიც ახლავს ამ კონფლიქტებს. აფხაზეთთან მიმართებაში ჩვენ საუბარი გვქონდა იქ არსებულ ვითარებაზე, კრიმინოგენულ სიტუაციაზე. მოგეხსენებათ, რომ 30-ზე მეტი შემთხვევაა, რომელშიც 40-მდე პირი მონაწილეობს, როდესაც ადამიანები გატაცებულნი არიან გამოსასყიდის მიღების მიზნით.ასვე მოგეხსენებთ, რომ არის იქ მცხოვრები ადამიანების გადაადგილების პრობლემა. ამას დაემატა პასპორტიზაცის საკითხი, სოფლებისათვის სახელების გადარქმევის საკითხიც. ამ და სხვა თემებზე რა თქმა უნდა იყო საუბარი.

- მიიღეთ თუ არა თქვენს დასმულ საკითხებზე დამაკმაყოფილებელი პასუხები?

- გეტყვით, რომ ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი პასუხები ვერ თუ არ მივიღეთ. მაგრამ ფაქტია, საკითხების ნუსხა ისეთნაირად ყალიბდება, რომ რაღაც აუცილებლად გადასაწყვეტია.

იყო მსჯელობა ისეთ საკითხებზე როგორიცაა ჯანდაცვის პრობლემები, ბავშვებისათვის სწავლის ნორმალური პირობების შექმნის შესახებ. მოგეხსენებათ, რომ არის შემთხვევები, როდესაც ბავშვები ვერ ახერხებენ სკოლაში წასვლასაც კი. მაგალითად ფიჩორის ერთი სოფლიდან განმუხურში გადმოსვლაში უშლიან ხელს. იგივე ხდება მუჟავაშიც და ზედა სოფლებშიც. წარმოიდგინეთ, რომ ბავშვებს სკოლაში მისავლელად უწევთ რუსეთის საგუშაგოს გავლა. არის შემთხვევები, როდესაც მათ არ აქვთ შესაბამისი საბუთები და სკოლაში არ უშვებენ და ბავშვები მალულად გადადიან ხოლმე.

ეს პრობლემები არსებობს და ამაზე მკაფიო პასუხი მათი მხრიდან არ გვაქვს. ამიტომ გაჩნდა ასეთი წინადადებაც, რომ ჩვენი ოპერატიული რეაგირების თვალსაზრისით, წარმომადგენლები დასხდნენ და გაიარონ ეს საკითხები. თუნდაც ის, რომ შესაძლოა, ადამიანს შეექმნას ჯანმრთელობის პირობლემები, გადმოსაყვანი იყოს სამკურნალოდ და შესაბამისი დახმარების აღმოსაჩენად. ამ დროს, ისეთი საკითხების გამო, რომელიც ვითომ ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს მოიცავს, შექმნილ ბარიერებს ეწირება ადამიანის სიცოცხლე. სწორედ, ამ გარემოების გათვალისწინებით ჩამოყალიბდა წინადადება ოპერატიული რეაგირების წარომადგენლობის ჯგუფის შესაქმნელად.

- რამდენადაც ცნობილი გახდა ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება წარსდგა უცნაური ინიციაივით.

- მინდა გითხრათ, რომ დიალოგი აფხაზურ მხარესთან უფრო მშვიდ და საქმიან ვითარებაში მიმდინარეობს. ცხივალის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებისგან კი არის გარკვეული დაძაბულობა. დიახ, ოსურმა მხარემ დააპირა ფილმის ჩვენება, რომელიც რამდენადაც ცნობილია აგებულია იმ ინცინდენტებზე, რომელსაც თითქოს ადგილი ჰქონდა მათ კონტროლირებად ტერიტორიაზე და თითქოს ფილმით უნდა დადასტურდეს პროვოკაციები ჩვენი მხრიდან. რა თქმა უნდა ეს ფაქტი იმდენად გამომწვევი იყო, რომ ამაზე რეაგირება საერთაშორისო წარმომადგენლება გააკეთეს. თუმცა ცხივალის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ამ დრომდე მოითხოვენ ფილმის ჩვენებას.

- პირველ ჯგუფში ცხარე დებატები რა საკითხების ირგვლივ მიმდინარეობს?

ეს ძირითადად პოლიტიკური საკითხებია. სხდომას თავიდან არ ესწრებოდა რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი და ის მოლაპარაკებებს შემოუერთდა დღის მეორე ნახევარში. პირველ ჯგუფს ჩვენგან საგარეო აქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზანკალიანი ხელმძღვანელობს. მთავარი განხილვის თემაა უსაფრთხოების საკითხები. ძირითადი დისკუსია მიდის ცეცხლის განუახლებლობის საკითხის გარშემო.

რუსები არ არიან მზად, რომ ამასთან დაკავშირებით რაიმე გადაწყვეტილება მიღონ. ჩვენი პოზცია ცხადია და ის არაერთხელ იქნა გაჟერებული სხვადასხვა დოკუმენტებში თუ განცხადებებით და ახლა ველოდებით საპასუხო რეაქციას რუსული მხრიდან.

- ბატონო ვახტანგ, არ შემიძლია არ ვისარგებლო შემთხვევით და არ გკითხოთ იმ რეფორმასთან დაკავშრებით, რომლის გატარებასაც გეგმავთ, და რომელმაც გარკვეული უკმაყოფილებაც გამოიწვია. რატომ გადაწყვიდეთ სწორედ ახლა რეფორმის გატარება?

- თქვენ გახსოვთ რა პირობებში მოხდა ჩემი დანიშვნა. ყოფილმა პრეზიდენტმა არ გაითვალიწინა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ნება. იყო გარკვეული წინააღმდეგონებიც, ხელის შეშლა. მაგრამ ყველაფერის მიუხედავად ჩვენ ძალიან ბევრი წარმატებული წარმოწყება გვქონდა, რომელიც განვახორციელთ. რატომ ახლა? რეალურად ნორმალური მუშაობის პიროებები მეორე თვეა შეგვექმნა. შესაბამისად, თვით იმ ადამიანებმა, რომლებიც ამ ინიცატივას ეწინააღმდეგებიან კარგად იციან, რომ ცვლილებები აუცილებელია. აქედან გამომდინარე საკითხის გაჭიანურება არანაირად არ შედის არავის ინტერესებში.

- იციან ერთია, მაგრამ ისინი წინააღმდეგნი არიან.

- ამ ვითარებაში დაზარალებული მხარე არ არსებობს. მინდა გითხრათ, რომ ჯერ არავინ გათავისუფლებულა. როცა ცალკეული პერსონალური საკითხი დადგება, ეს ადამიანები კანონის შესაბამისად მიიღებენ კომპენსაციებს. ამავე დროს თანამდებოებიდან თავისუფლდება ყველა და ცალკეული ადამიანები იქნებიან მხოლოდ მოვალეობის შემსრულებლები. შემდეგ ჩატარდება კონკურსი და შეირჩევიან ნამდვილად პროფესიონალი და კომპეტენტური კადრები.

- ეს პროცედურები გასაგებია. მაგრამ არ მიგაჩნიათ, რომ ის მტკივნეულიცაა?

-მითხარით რეფორმა, რომელიც არ არის მტკივნეული ცალკეული ჯგუფისთვის თუ პერსონისთვის. რატომ ჰგონია ვიმეს, თითქოს ჩვენ არ გვესმის, რომ ცალკეული პიროვნების უკან დგანან ოჯახები, არის მატერიალური მომეტიც. მაგრამ თუ საქმის წარმატებას სჭირდება რეფორმა, რა ვქნათ, არ განვახორციელოთ? ჩვენ თითოეული საკითხთან დაკავშირებით დიდ ხნის განმავლობაში გვქონდა მსჯელობა, როგორც შიგნით, ასევე საზოგადოების წარმომადგენლებთან, არასამთავრობოებთან. არ დაგიმალავთ - არასამთავრობების ზოგიერთი წარმომადგენელი უფრო მკვეთრი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვდა ჩვენგან. გეტყვით ერთ რამესაც - კონკურსი ვახსენე და ამ კონკურსში მონაწილეობის უფლება ექნება ყველას, მათ შორის მათ, ვინც დღეს გასატარებელი რეფორმის წინაღმდეგ გამოდის. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ დევნილთა დასაქმების პროგრამაზეც. ამ დროსთვის, გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, უკვე დასაქმებულია 35 ადამიანი და ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. დევნილებს შორის არის ძალიან ბევრი ნიჭიერი და პროფესიონალი ადამიანი. ჩვენ ყველას უნდა მივცეთ შანსი გამოავლინოს თავისი ცნოდნა, უნარ-ჩვევები და მათ შორის საუკეთესოებს ვანდოთ ესა თუ ის მიმართულება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ღია ვართ ყველა მოაქლაქისთვის, თუ პობლემა არსებობს მზად ვარ დავსხდეთ და განვიხილოთ. ნამდვილად არ გამოვემგზავრებოდი ჟენევაში, რომ მცოდნოდა ადამიანების ერთი ჯგუფი აეროპორტში მოვიდოდა თავისი პროტესტის გამოსახატავად. თუმცა მე დავბრუნდები რამდენიმე დღეში და კიდევ ერთხელ ვიმეორებ მზად ვარ ვიმსჯელოთ ნებისმიერ საკითხზე.

გოჩა მირცხულავა
„ჯი-ეიჩ-ენი",