მთავარი/წარმომადგენლობა/წარმომადგენლობა ზემო აფხაზეთში/მთავარი
წარმომადგენლობა ზემო აფხაზეთში

ახალი ამბები

"აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან (ზემო აფხაზეთი) იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებაში ცვლილება შევიდა. (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 16 აგვისტოს №25 დადგენილება). 

დადგენილებით განისაზღვრა, ზემო აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი (არაუმეტეს 57000 სარეიტინგო ქულა) ოჯახებიდან ოთხ წლამდე ასაკის ბავშვები კვების პროდუქტებით და ჰიგიენის საგნებით ერთჯერადი დახმარების ვაუჩერის წესით დაფინანსდებიან.

გასათვალისწინებელია რომ:

ა.ა) ოჯახის ოთხ წლამდე ერთ ბავშვს - ერთი ვაუჩერი;

ა.ბ) ოჯახს რომელსაც ჰყავს ტყუპები - თითოეულს ერთი ვაუჩერი;

ა.გ) ოჯახს რომელსაც ჰყავს სამი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი - დამატებით ერთი ვაუჩერი;

ა.დ) ოჯახს რომელსაც ჰყავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი - ბავშვი - დამატებით ერთი ვაუჩერი;

ა.ე) ოჯახს სადაც მშობელი (ერთ-ერთი მაინც) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია - დამატებით ერთი ვაუჩერი;

ა.ვ) ოჯახს სადაც მშობელი (ერთ-ერთი მაინც) ომის ვეტერანია - დამატებით ერთი ვაუჩერი;

ა.ზ) ოჯახს სადაც მშობელს აქვს მარტოხელა მშობელის სტატუსი - დამატებით ერთი ვაუჩერი;

ა.თ) ოჯახს სადაც ბავშვი და/ან მშობელი (ერთ-ერთი მაინც) ონკოლოგიური დაავადების მქონე პირია - დამატებით ერთი ვაუჩერი.

2023 წლის განმავლობაში ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2023 წლის 30 იანვრის #1 დადგენილების შესაბამისად, სოციალური პროგრამის ფარგლებში: ა) ზემო აფხაზეთიდან დევნილი ოჯახების ორ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განხორციელდა ვაუჩერის წესით პროდუქტების და ჰიგიენის საგნების მიწოდება; ბ) ზემო აფხაზეთიდან დევნილ, ამჟამად უმუშევარ ან პენსიონერ პედაგოგებს გაეწია ერთჯერადი ფულადი დახმარება.

ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ა.რ. მთავრობის წარმომადგენლობის 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის ფარგლებში, ზემო აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი ოჯახების ორ წლამდე ბავშვებისთვის კვების პროდუქტების და ჰიგიენის საგნების მიწოდების მიზნით, მევლუდ ჯაჭვლიანმა - ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ა.რ. მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ქ.ქუთაისში და ქ.წყალტუბოში მცხოვრებ ზემო აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს ვაუჩერები გადასცა.

ვაუჩერების გადაცემაში მონაწილეობას ღებულობდნენ: ნათია კოპალიანი - აფხაზეთის ა.რ. იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს იმერეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი; ლაშა მარგიანი - აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგებელი.

ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ა.რ. მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლებმა ქ.თბილისში და თეთრიწყაროს რაიონში მცხოვრებ, ზემო აფხაზეთიდან დევნილ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ა.რ. მთავრობის წარმომადგენლობის 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის ფარგლებში, ორ წლამდე ბავშვებისთვის კვების პროდუქტების და ჰიგიენის საგნების შესაძენად ვაუჩერები გადასცა.

მევლუდ ჯაჭვლიანმა, ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ა.რ. მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ა.რ. მთავრობის წარმომადგენლობის პროგრამის ფარგლებში სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან ერთ წლამდე და ერთიდან ორ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის პროდუქტების და ჰიგიენის საგნების მიწოდების მიზნით, ქ. ქუთაისში და ქ. წყალტუბოში მცხოვრებ ზემო აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს  ვაუჩერი გადასცა.

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტმა და ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ა.რ. მთავრობის წარმომადგენლობამ, ქ.ქუთაისში, ბოლნისში, წალკა, დმანისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ დევნილ მოსახლეობას დამდეგი შობა ახალი წელი მიულოცა და სასურსათე პაკეტები გადასცა.

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტმა და ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ა.რ. მთავრობის წარმომადგენლობამ, ქ.ქუთაისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ დევნილ მოსახლეობას სასურსათო პაკეტი გადასცა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და  ზემო აფხაზეთში მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი მევლუდ ჯაჭვლიანი ქალაქ გარდაბანში იმყოფებოდნენ, სადაც აღმაშენებლის ქუჩაზე  მცხოვრებ კოდორის ხეობიდან დევნილ, განსაკუთრებული საჭიროების მქონე, ხანდაზმულ  ბენეფიციარებს  პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტი პირადად გადასცეს.

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტმა და ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ა.რ. მთავრობის წარმომადგენლობამ, 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, 2001-2019წწ. დაბადებულ ბავშვებს, ომში დაღუპული პირის ოჯახის წარმომადგენელს, ხანდაზმულ პირებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, მარტოხელა პენსიონერებს დამდეგი შობა - ახალი წლის დღესასწაული მიულოცა და გადასცა საახალწლო საჩუქარი - სასურსათო პაკეტი (ფქვილი, შაქარი, ზეთი, მაკარონი).

მიმდინარე წლის 12 სექტემბერს ქ. ქუთაისში, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის სოციალური პროგრამის შესაბამისად და აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 21 დეკემბრის №9 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი“-თ გათვალისწინებული სოციალური დახმარების ფარგლებში, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ, ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან ერთად, იმერეთის რეგიონში მცხოვრებ, მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, ზემო აფხაზეთიდან დევნილ პირველკლასელ ბავშვებს სასკოლო ჩანთები გადაეცა.

ასევე, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის მიერ, ზემო აფხაზეთიდან დევნილ, მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, დამოუკიდებლად გადაადგილების შესაძლებლობას მოკლებულ პირს გადაეცა სპეციალური სავარძელი (ეტლი).