აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

დემოგრაფია

დემოგრაფიული მდგომარეობა აფხაზეთში

აფხაზეთში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფების შესახებ ინფორმაცია მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს აფხაზეთის პრობლემით დაინტერესებულ პირთათვის.

საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ეთნიკურ კომპოზიციას ქმნიდნენ ეთნიკურად ქართველი, აფხაზი, სომეხი, რუსი, ბერძენი, უკრაინელი, ბელორუსი, ებრაელი, ესტონელი, ოსი, თურქი, მოლდაველი, აზერბაიჯანელი, პოლონელი, ბოშა ეროვნების საქართველოს მოქალაქეები. 

აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ოფიციალურად დარეგისტრირებული მოსახლეობის საერთო რაოდენობა და ეთნიკური ჯგუფების რიცხობრივი თანაფარდობა წლების მიხედვით :

მათ შორის :

 (წყარო - სტატისტიკის დეპარტამენტი)

1989 წლის სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით აფხაზეთის ა/რ მუდმივი მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის პროცენტული მაჩვენებელი :

1989 წლის სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებელი მუნიციპალიტეტების მიხედვით:

1992-93 წლების ცნობილმა მოვლენებმა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში დემოგრაფიული ვითარება მკვეთრად შეცვალა. საოკუპაციო ძალებისა და სეპარატისტული რეჟიმის მიერ განხორციელებული ეთნოწმენდის შედეგად  იმატა ადგილობრივ მოსახლეობაში მიგრაციის დონემ -  350 000 -ზე მეტ ადამიანს, უპირატესად ეთნიკურად ქართველებს მოუწიათ საკუთარი საცხოვრებელი ადგილების იძულებით დატოვება. აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული მოსახლეობის საერთო რაოდენობა 88.5 %-ით შემცირდა.